კოვიდ შეზღუდვები, მინისტრების ტრიბუნები და საჯარო ხელფასების დაპირებები

      აგვისტოს ცხელი თვე ცხელი ამბების გარეშე მიდის. დღეს მთელი დღე პრემიერმა და მინისტრებმა ჩაიგდეს ხელთ ნიუსფიდი (სიახლეების ლენტი). ჯერ კოვიდის ახალი შეზღუვები დაწესდა და აცრის აუცილებლობა და პრივილეგიები კიდე ერთხელ გაჯღერდა, შემდეგ ეკონომიკასა და ფინანსებზე მინისტრებმა ისაუბრეს, მინისტრის ინფორმაციული დღე იყო საგარეო საქმეთა მიმართულებითაც. პრემიერმა მერების წახალისებაც მოიფიქრა მომავალი წლისთვის. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1050 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - 9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 641 242 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსის 2236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი. „ფაიზერის“ მეორე დოზაზე აცრა 15 აგვისტოდან დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტი უბრალოდ არ არსებობს, არის შემდეგი - აცრა ადამიანებს სიკვდილისგან იცავს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება, ჩვენს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ. საკოორდინაციო საბჭო ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება; მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, თუ სხვადასხვა სახის იუბილე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება. თამარ გაბუნია - როგორც კლინიცისტები აღწერენ, მესამე ტალღისგან განსხვავებით, მძიმე შემთხვევები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებებში 7 000 საწოლია მობილიზებული და კიდევ 500 საწოლი დაემატება. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში მობილური ამბულატორიები ჩაერთვებიან - ასევე მოხდება მოსახლეობის ტრანსპორტირება, რომ მუნიციპალურ საავადმყოფოში აიცრან. უცხოეთიდან შემოსული კოვიდგადატანილი და ერთჯერადად აცრილი პირები სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლებიან. ქვეყანაში შემოსვლისას პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ კოვიდ-19 და ერთჯერადად ვაქცინირებულები არიან, საზღვრის კვეთისას იგივე რეგულაცია გავრცელდება, რაც 2 დოზით აცრილ პირებზე. ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული შემზღუდავი ზომების ეფექტი 2 კვირის შემდეგ იქნება. არჩევნების წინა პერიოდის უსაფრთხოებისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა შემუშავდეს. 4 დიდ ქალაქში უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. კელი დეგნანი - ძალიან მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი უფრო სწრაფი გახდეს, რადგან ყოველდღიურად, დაავადების შემთხვევები იზრდება. ეკატერინე ტიკარაძე - საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრეზიდენტი მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს

      ეკონომიკა და ფინანსები - პრემიერის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს. ლაშა ხუციშვილი - საჯარო მოხელეების ხელფასები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა იყოს - ეს კონკრეტულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე დაფუძნებული უნდა იყოს. ნათია თურნავას განცხადებით, ინვესტორებს საპრივატიზებოდ შესთავაზეს ქონება, რომელიც ჯამში, 90 მილიონ ლარზე მეტია. Fitch-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სახელმწიფო ქონება, მათ შორის გაჩერებული საწარმოები, ჩაერთოს ეკონომიკურ ბრუნვაში, შექმნას დოვლათი და დაასაქმოს ადამიანები. აშშ-დან საქართველოში სატვირთო ფრენები შესრულდება, რაც ძალიან პოზიტიური ფაქტია ეკონომიკისთვის.

      კეთილი ნების ცვლილებები - მიხეილ სარჯველაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია - რთულია წინასწარ ვიცოდეთ, რა რეზულტატით დასრულდება განხილვის პროცესი. ვახტანგ მეგრელიშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით "ქართულმა ოცნებამ" „ნაცმოძრაობის" ჯინაზე შეიძლება რამე მოიფიქროს. გია ვოლსკი - წინასწარ ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების დროს როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ლევან იოსელიანის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისია 18 აგვისტომდე ორი შეხვედრის გამართვას გეგმავს.

      გახარიას კამპანია - გიორგი გახარია - ერთგულების ერთი ფიცი მაქვს დადებული და ეს ფიცი ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი სახელმწიფოა და სხვა არავინ. არავის გეგონოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება - არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად იქნება. ჩვენც „ოცნებიდან“ მოვდივართ - მათ რაც უნდა იკადრონ, ჩვენ არ უნდა ვიკადროთ, რომ წარსული ვლანძღოთ და ვაძაგოთ.

      საქართველოდან განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულება 23.4 მლნ დოლარს შეადგენს.

      პრემიერის ამბები - ირაკლი ღარიბაშვილი - წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა მქონდა ერდოღანთან, რომლის ინიციატივით, ორმხრივი უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა წლის ბოლოს გაიმართება. ჩვენი მედიაციით აზერბაიჯანელებთან და სომხებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლითაც შესაძლებელი გახდა სომეხი სამხედროების გათავისუფლება.

      საგარეო პოლიტიკა - ირაკლი ღარიბაშვილი - ბოლო 8 წლის განმავლობაში, წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა. 10 წლის პერსპექტივაში ჩვენი მთავარი ამოცანა ქვეყნის დეოკუპაციის მიღწევა უნდა იყოს. დავით ზალკალიანი - 2030 წლისთვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი უნდა იყოს. აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შეიქმნება ყოვლისმომცველი ჩამოყალიბებული ალიანსი. პრემიერ-მინისტრის დავალებით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კომისია, რომლის მთავარი მიზანი იქნება დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება. საქართველოს მიზანი ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანაა. ათი წლის შედეგად საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერი სახელმწიფოს როლი გამყარდება. სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში საოკუპაციო ძალა ბერლინის კედლებს გვიშენებს საქართველოს შუაგულში. ათი წლისთავზე ჩვენი მიზანია საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა. მომდევნო წლების მიზანია 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, 2030 წლამდე კი, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი მომავალი საერთო ევროპულ ოჯახში, ნატო-შია, ამ მიზნის მიღწევაში უნდა გავერთიანდეთ - დაპირისპირების დრო არ არის. კელი დეგნანი - რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს საქართველოდან სამხედრო ძალები.

      მერის დაფასება - ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად დავიწყებთ, მერების ხელფასები პრაქტიკულად გაორმაგდება. ნიკოლოზ სამხარაძე - უბრალოდ წარმოუდგენელია, ქალაქის მერს მოსთხოვო მუშაობა მაშინ, როდესაც მისი ხელფასი 2000 ლარია. გიორგი ნონიაშვილი - საჯარო მოხელეებისთვის დაანონსებული ხელფასების ზრდა წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის შემოკრებას ნიშნავს.

      უგვანი - ანატოლი ბიბილოვი და ასლან ბჟანია ახალგორში, ქსნის ერისთავების სასახლეში იმყოფებოდნენ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში კორონავირუსის 22 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 769 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 101 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა.

      აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

      რუსეთი კურილის კუნძულებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროგრამას აფართოებს.

      ცეცხლის სეზონი - კალიფორნიაში ტყის ხანძრის მხოლოდ 21%-ია ლიკვიდირებული. თურქეთის ხელისუფლება - ქვეყანაში ორი ხანძრის გარდა ყველა ლოკალიზებულია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 157

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters