ბევრის ნახევარი ინფიცირებულია და შესაბამისად, ყოველდღიურად დღის მთავარი ამბავი სწორედ კორონავირუსი და კოვიდ სტატისტიკაა. დღეს ასევე შინდისის გმირების დღეა და მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულებს. მალე არცევნები იქნება და ისევ კამპანიური ნიუსები ისმის. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1079 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აგვისტო

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 5352 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 935 პირი აიცრა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მედიკამენტ „ივერმექტინის“ კორონავირუსით ინფიცირებული ავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო და UNICEF-საქართველო მასწავლებელთა ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებენ. დავით ჭიჭინაძე - მანკიერი სიტუაციაა საავადმყოფოებში, შეჭმულია უამრავი ფული, თანაც ისე, რომ საწოლფონდებიც ვერ შექმნეს. ჯანდაცვის მინისტრი - ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ. კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია. მინისტრი უარყოფს, რომ საქართველო ისრაელში შექმნილი კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოცდის კვლევაში ჩაერთვება. პიკს გავდივართ, საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. ოჯახის ექიმების რესურსის გადატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მაქვს, რაც შეეხება 112-ს, ისინი პერსონალის მობილიზებას აცხადებენ. ბავშვებში ინფიცირება მომატებულია, მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს. მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15% მძიმეა, 5% -კრიტიკული. თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა. ეპიდვითარების გამო გაუქმდება ისეთი სოციალური თავყრილობა და კონცერტები, რაც აუცილებელი არ არის. გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების საჭიროება გახდეს. ბავშვების და 18 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა - დიდი ნაწილი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. ირაკლი ღარიბაშვილი - როცა პრემიერად დავინიშნე, ვაქცინები არ ჩამოვიდა საქართველოში, ჯანმო-ს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს. აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ. გავიხსენოთ წინა წელი - გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და 200 ლარები დავურიგეთ - ეს ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არაა. შსს-ს თანამშრომლების COVID 19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს. ილია მეორე - აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს არ შეიძლება განმსაზღვრელი იყოს სხვათათვის. ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი, აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა.

      შინდისის გმირობა - სალომე ზურაბიშვილი - შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ირაკლი ღარიბაშვილი - შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე. ასეთ უმძიმეს პროვოკაციას, რომ ვერ ააცილებ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს, ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი. შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პრეზიდენტმა შინდისის ბრძოლისას დაღუპულ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ვახტანგ გომელაური შინდისის გმირებზე - ამ ბიჭებმა, ამ ვაჟკაცებმა ნამდვილად გმირობის ახალი ისტორია დაწერეს. ბესარიონ სიმონიშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. თეა ახვლედიანი - შინდისში დაიწერა ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვის, მტერთან შეუპოვარი ბრძოლის, გამორჩეული გმირობის ისტორია.

      პრემიერი - მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ პანიკის და ისტერიის გარეშე, თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ. დავაყენე საკითხი, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას ამ 70 მლნ ჯარიმას ნუ გამოვართმევთ, გამცეს პასუხი ყველა კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, რომელმაც 2020 წელს ეს წესები არ იცოდა.

      ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების დროშების დაზიანებაზე, ფულადი სანქციები დაწესდება.

      გახარიას კამპანია - გიორგი გახარია ახალგაზრდებს - თქვენ თუ არ დაკავდებით პოლიტიკურად აქტუალური თემებით, პოლიტიკა დაკავდება თქვენით და იქნებით ამ ყველაფრის გვერდიდან მაყურებელი. გურამ მაჭარაშვილი - როგორც ჩანს, გიორგი გახარია საკუთარ წარუმატებლობაში დარწმუნდა. მიხეილ სარჯველაძე გახარიას პარტიაზე - დასანანია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგსაა აყოლილი. შალვა პაპუაშვილი - გახარიას პარტიაში ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობის მცდელობის მიუხედავად, ის დიდად ვერ დააზიანეს.

      არჩევნები, მერია და პრემიერობანა - ირაკლი ღარიბაშვილი - 2 ოქტომბერს ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდი ძლიერად გაიმარჯვებს. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა. კახა კალაძე - მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, დაიწყონ მუშაობა, რათა იანვრიდან შევძლოთ ხელფასების მატება მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურების და იქ მომუშავე ადამიანებისთვის. თბილისის მერია 13 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს 1 ლარად გადასცემს, 36 ოჯახს კი, ბინის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაეცემა. კახა კალაძე GORBI-ის კვლევაზე - არავის არაფერში ვეჯიბრები. კახა კალაძის შეფასებით, “თბილსერვისის“ თანამშრომელთა ნაწილის მოთხოვნები გაუგებარი იყო.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - „ფეისბუქმა” რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა. სომხეთში კორონავირუსის 391 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 6 ადამიანი დაიღუპა. ჯანმო - მსოფლიოში გასულ კვირაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.2 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსს 65 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთში კორონავირუსის 21 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 799 ადამიანი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

      გერმანიის რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროფკავშირი ხელფასის 3.2 პროცენტით ზრდას და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ 600 ევროს ოდენობის ერთჯერად კომპენსაციას ითხოვს.

      აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხურ მხარეს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 148

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters