აი, ისეთი დღე იყო, რომ იტყვიან ხოლმე "კარგად აეწყოო". ხოდა უნდა მოვყვე კიდეც, თორემ ერთბაშად ამდენი დადებითის დატევნაც არ ძალუძს, ყოფიერებიდან გამომდინარე, მარად ნეგატივს შეჩვეულ ჩემს გონებას.

   თანამშრომელს და გაუბედნიერდა (ამ სიტყვამ ერთი საშინელი ქართული სიყვაც მომაგონა,  მგონი ერთადერთიც კი -"გათხოვება", რომელსაც პრინციპულად არ ვიყენებ და საერთოდაც, გულწრფელად მაკვირვებს ფაქტი, თუ როგორ შეიძლება ენა, რომელიც "ვინ?" კითხვას მხოლოდ ადამიანის მიმართ იყენებს, სიტყვა "თხოვებასაც" უსადაგებდეს მას?.. ამაზე აქ აღარ შევჩერდები და ისე კი შეიძლება ამ თემაზეც გავაგრძელო ოდესმე), მისი სადამრიგებლოს "ჭყლინტი" მეორეკლასელები დღეს მე გადმომაბარეს. არავითარი "სხვა გზა, სხვა ხსნა აღარ გამაჩნდა" და ბედს დავმორჩილდი, ბიბლიოთეკაში ყველაზე საბავშვოდ რაც ჩავთვალე, იმ წიგნს დავავლე ხელი, ღმერთს შეწევნა ვთხოვე და შევაბიჯე "წიწილებთან". გულწრფელად ვწუხვარ, რომ ბოლომდე ვერ აღვწერ, რაც იქ გადამხდა. თავდაპირველად გაირინდნენ, მოლოდინით და ცნობისწადილით აღსავსე 14-მა წყვილმა თვალმა შემომანათა, ვანიშნე დამსხდარიყვნენ, ამასობაში მოვიკრიბე ძალა და გავეცანი, თავდაცვის მიზნით მოკლე დახასიათებას ისიც დავურთე, რომ ძალიან საშიში ვხდები, როცა ვბრაზდები და არც კი გაიფიქროთ ჩემი წყენინება-მეთქი, მათ ფახულა თვალებს რომ შევხედე, ვიფიქრე ძალიანაც არ დავზაფროთქო და წიგნზე დავიწყე ლაპარაკი. იაკობ გოგებაშვილის "ბიბლიური ისტორია ყმაწვილთათვის" გადავფურცლე და დავიბენი, სარჩევს გადავხედე და გულში საკუთარი თავისადმი საყვედური არ დავიზარე, რომელი აბრაამის და ნოეს, ბაბილონის გოდოლის, ანდა იესოს იგავების გამგები ესენი არიანთქო გავიფიქრე და სასწრაფოდ გეგმა ბ-ზე ფიქრი დავიწყე, რომ უცებ ერთმა წამოიძახა -მას, მას, ეგეთი წიგნი მეც მაქვს სახლში და ბებო მიკითხავს ხოლმე, მანდ წერია რომ ადამმა და ევამ ღმერთს არ დაუჯერეს, ვაშლი ჭამეს და ღმერთმა უთხრა, მე თქვენ გაგებუტეთო! 

   -ეეე, ეგ მეც ვიცი! საუბრის დამწყები გააჩუმა გვერდითმჯდომმა ბიჭუნამ. ყველაზე კარგი ვაშლი იყო და იმიტომ შეჭამეს, თან გველმა მოატყუა, გაიგეეე?!.

   - მეც მიყვარს ვაშლი! წამოიყვირა სულ ბოლო მერხზე მჯდომმა ბუთხუზამ. ეტყობა მოშივდა.

   -მე ბანანი ვაშლი მიყვარს! აგერ აყვა მეგობარს ჭორფლიანი პეპი.

   -მე გოლდენი და დედა სულ მყიდულობს ხოლმე! ბევრს ვჭამ რო სიმაღლეში გავიზარდო! 

   -ვაშლი კი არა სტაფილო უნდა ჭამო ბევრი და კომბოსტო, სიმაღლეში ეგ ზრდის, წამოიყვირა და თან ფეხზე წამოხტა ფანჯარასთან მჯდომი შავტუხა გოგო. -დედაჩემი ექიმია და იმან მითხრა! დაამატა სანდოობისთვის.

   - მას, ვაშლი ადამმა კი არა ევამ ჭამა! უცებ ყველას ხმა გადაფარა, წინა მერხზე გამოჭიმულმა, მომავალმა "ენჯეოშნიკმა", სავარაუდოდ ფემინისტებს დიდი მოწინააღმდეგე ეზრდებათ. აქ გოგონებმა ერთად აიმაღლეს ხმა და სიტუაცია ჩვენი პარლამენტის სხდომას რომ არ დამსგავსებოდა სასწრაფოდ ჩავერთე. მოკლედ და შეძლებისდაგვარად მათ ენაზე ჩამოვარაკრაკე შესაქმეს ეს მონაკვეთი და გენდერული დისჰარმონიის თავიდან ასაცილებლად ადამიც და ევაც თანაბრად დავადანაშაულე. 

   -მას, გველი ბოროტია, ღმერთმა ფეხები წაართვა და იმიტო დახოხავს. კვლავ წამოჭრა საკითხი ჩემმა სეხნიამ.

   -გოგო, გველი კი არა ეშმაკია ეგ, მაგასაც უნდოდა ღმერთი ყოფილიყო და გველად გადაიქცა.

   -მაგის მერე გაუჩნდა შხამი და იკბინება, ფუუუ როგორ მძულს! კვლავ აყვა ერთს მეორე და მესამე. კვლავ ჩავერთე და ახლა სიკეთის მნიშვნელობაზე დავიწყე საუბარი, რომ ჩვენც კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ, მშობლებს და მასწავლებლებს დავუჯეროთ, არ ვიზარმაცოთ და ა.შ.

   -მასწავლებელო, სიკეთე უძლეველია ხოოო? წამოხტა ერთი კიკინებიანი ყურებპარტყუნა. 

   -რას ეკითხები გოგო, ეგ ეგრეა, მამაჩემმა თქვა, სიკეთის ეშინიათ ეშმაკებს ძალიან. შენ რომ დაგარტყამენ უნდა მიხვიდე და ჩაეხუტო და ...(სიტყვა გაუწყდა), თვალებით ითხოვა მომავალმა იდეალისტმა დახმარება, მომეშველეთ აღარ ვიცი რა ვთქვაო. მე კინაღამ წამომცდა, მთლად მამიკოს ნუ დაუჯერებ, გაგიჭირდება ნამეტანი მასე ცხოვრება-მეთქი და კიდევ კარგი ზარმა დაიწკრიალა და გადამარჩინა.

   დღის პირველი ნახევარი ამ გაკვეთილზე მეფიქრებოდა. ახლაც ყველას მიმიკა მახსენდება, ყველას ხმა მესმის. პირველად შემშურდა დაწყებითი კლასის მასწავლებლების, რის ვეფხისტყაოსნის ქალთა სახეები და ძალისძალად, მონოტონურად ჩამორაკრაკებული "მთაწმინდის მთვარე" ანდა "შემოღამება მთაწმინდაზე", უფროსკლასელები გულსაკლავად და მოვალეობის მოხდის მიზნით საატესტატო და ეროვნული გამოცდების ხათრით, რომ ჩაგაბარებენ და გული რომ გეკუმშება მათი მოსმენისას. თურმე, რას მიმალავდნენ და აქამდე არ ვიცოდი, თუ სად ყოფილან ცოდნას მოწყურებულნი...

   სინანული იქეთ იყოს და დღის ბოლომ ჩემი დადებითი ემოციების საცავი პირთამდე აავსო. მეგობარმა სპექტაკლზე დამპატიჟა, ეგზიუპერის "პატარა უფლისწულზე". მთელი საღამო მქონდა შეგრძნება, რომ სცენაზე მოარული პატარა პრინცი (ჩემდა გასაოცრად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნა აღმოჩნდა. შეზღუდული -პირობითად, თორემ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რაოდენ უკიდეგანოა ადამიანთა შესაძლებლობების ზღვარი), რომელიც გაოცებული კითხულობდა ერთსა და იმავეს "მაინც რა უცნაური ხალხი არიან ეს უფროსებიო?" სწორედ ჩემი პატარა წიწილების სათქმელსა და სადარდებელს გვახსენებდა.

მართლაც და რა გვემართება, რატომ ვივიწყებთ ყველაზე ნამდვილ და გულწრფელ ხანას ჩვენი ცხოვრებისას და რატომ ვხდებით უცნაურები? გაინტერესებთ პასუხი? ბოდიში უნდა მოგიხადოთ, თქმა კი არ მეზარება, მაგრამ ვფიქრობ, აჯობებს არ დაიზაროთ, წახვიდეთ სპექტაკლზე თქვენი ყურით მოისმინოთ და კიდევ უფრო კარგს გააკეთებთ, თუ წიგნს გადაშლით და თვალითაც ნახავთ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას ჩემსავით ღრმა ბავშვობაში წააკითხეს ეს წიგნი, რომელიც მე თუ მკითხავთ, გაუცნაურებულმა დიდებმა უფრო უნდა ვიკითხოთ ხოლმე ხშირ-ხშირად, ვიდრე ჩვენით გაკვირვებულმა პატარა უფლისწულებმა თუ პრინცესებმა. 

ნახვა: 309

ტეგები: Qwelly, ბავშვობა, ბლოგი, გათხოვება, ეგზიუპერი, ოჯახი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mass-Generated World

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი







In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…

გაგრძელება

The first phase Arrive

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…

გაგრძელება

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Qwelly World

free counters