თბილი დეკემბერია. დღე ისეთი მზიანია რომ ზამთარსაც კი დაგავიწყებს. ასე გაგრძელდება 9 დეკემბრამდეო. პოლიტიკაშიც არაა მაინცდამაინც გაციებული ამბები - კოვიდზე ჯერ დაპირისპირებაა მმართველ-ხელმძღვანელებშიო, თან არ არის დაპირისპირებაო და ა.შ. მოკლედ, კოვიდი თავად არ წასულა, მაგრამ მართვაში გარღვევებია. დღის მთავარი თემა კალაძის მთავრობა იყო, რომელიც საკრებულოს წინაშე წარსდგა. მიშას კადრები კი ღირსების შემლახავად დასახელდა. დოლარის ღირებულება - 3.0909 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4509 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 59 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 194 ადამიანი აიცრა. გიორგი ღიბრაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძესთან დაპირისპირებას უარყოფს. ღამის კლუბების გახსნის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ სეგმენტთან ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე პასპორტის" მუშაობის პროცესი და ვაქცინაციის მიმდინარეობა განიხილა. ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა, 6-დან 5 თვემდე შემცირდა.

      დამტკიცებული მთავრობა ანუ კალაძე საკრებულოს წინაშე - სოფო ჯაფარიძე - კახა კალაძე გეგმავს თანამდებობაზე ის ადამიანები დაამტკიცოს, რომლებსაც 4 წელი არაფერი გაუკეთებიათ - დღევანდელ სხდომას დავესწრებით, რადგან ბატონ კალაძესთან ბევრი კითხვა გვაქვს. საბა ბუაძე - კახა კალაძის სახელზე არის ბევრი შეცდომა და დანაშაული, როგორც საარჩევნო, ისე საქმიანი. გიორგი ტყემალაძე - კახა კალაძის მიერ წარმოდგენილ გუნდს ზურგს უმაგრებს თბილისი მთავრობა, რომელსაც 4-წლიანი წარმატებული საქმიანობა აქვს. ირაკლი ხმალაძე ოპოზიციაზე - მათ კორუფციული სქემები ელანდებათ, უმრავლეს შემთხვევაში ცრუ ბრალდებები იყო. თუ მუნიციპალიტეტში კორუფციის შემთხვევა გვექნება, სათანადო რეაგირება მოჰყვება. მეტროსადგურ “გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნის-ივლისის თვეში დასრულდება. კახა კალაძე - თბილისი არ არის ქალაქი, რომელშიც უბრალოდ - ცხოვრობ, მუშაობ და მდორედ მიუყვები ცხოვრებას. თბილისი უფრო სიცოცხლით სავსეა, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო. 2022 წლიდან დაგეგმილი გვაქვს ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები სრულად ჩანაცვლდეს. გვინდა, რომ სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია, იყოს სრულად მოწესრიგებული და ასე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურით უფასოდ ისარგებლებენ. გეფიცებით, ჩემი მერობის პერიოდში არასდროს მიღებულა გადაწყვეტილება, რომ ადამიანები დახმარების თვალსაზრისით პოლიტიკური ნიშნით გაგვეყო, ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ბოროტება. ოპოზიციასთან თანამშრომლობა ცალ კარში თამაშს ჰგავს. კალაძე მეტრო "ვარკეთილზე" - 4 წლის განმავლობაში შეიძლება, ვიღაცამ წამომაძახოს, ერთი მეტროსადგური ვერ გაგიკეთებიაო, ვიღებ შენიშვნას და ეს პრობლემა მოგვარდება. კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - ცხოველების მიმართ თქვენი დამოკიდებულება, ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ადამიანების მიმართ რომ გქონოდათ ეს დამოკიდებულება წლების განმავლობაში, თქვენთვის იქნებოდა უკეთესი. ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს ნომერ პირველი ჯამბაზი, ირაკლი ნადირაძემ ჩაანაცვლა - მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გავერთოთ. საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. ლილე ლიპარტელიანი გამოდის და გვეუბნება, ჩვენი პარტიის მხრიდან სიძულვილის ენა ძალიან უცხოა, არასდროს გაგვიკეთებია, არასდროს გვიკადრიაო - ქალბატონო ლილე, მეკაიფებით?​ კახა კალაძე საბა ბუაძეს - კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ - რამდენ ტყუილსაც იტყვით, იმდენჯერ მოგხვდებათ სიმართლე ცხვირ-პირში. გოგა ონიანი კახა კალაძეს - როცა ე.წ.გირგვლიანის თემა, 7 ნოემბერი უკვე მომხდარი იყო, თქვენ ეწეოდით მის პიარს. როდის შეგეცვალათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულება? საბა ბუაძე საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრებს - კალაძეს თქვენი დაცვა არ სჭირდება, დიდი ბიჭია უკვე, დაცვაში თამაშობდა. კახა კალაძე საბა ბუაძეს - იცოდე, შეურაცხყოფის მიყენებას არავინ გაგიტარებს, მიიღებ პასუხს, ძალიან მტკივნეულსაც. გიორგი ტყემალაძე თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატებზე - ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა. ოპოზიციას - რა დღეში ხართ, არ გრცხვენიათ? - არ იქნება კითხვა, გაითიშება მიკროფონი, არ გექნებათ სურვილი გაგრძელების, კარგად ბრძანდებოდეთ ირაკლი ნადირაძე კალაძეს - წინა მერობის დროს 60 მლნ ლარი მოიპარეთ, ავტობუსების შემდეგი ტენდერიდან რამდენი მილიონის მოპარვას აპირებთ? კიდევ რამდენი მილიონი უნდა გაზიდოთ მილანში? თბილისის საკრებულოსთან აქტივისტებმა ბანერები მიიტანეს წარწერით: „კახი ნაგვამდის”, „რამდენი იშოვე კალაძე”, „კ-ახია შენზე”. ლილე ლიპარტელიანი კალაძეს - კარგი რა, ბატონო კახი, რა გჭირთ, ტო. საბოლოოდ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა.

      მიშას პარაგრაფი - სოზარ სუბარი - ყველა იმ ადამიანის ახლობლების საკონტაქტო ნომერს მივაწვდი სააკაშვილს, რომლებიც მისი ბრძანებით მოკლეს ქუჩაში, გააუპატიურეს ციხეში და აწამეს, მოუხადოს ყველას ბოდიში. სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, გლდანის №18 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის იძულებით შესახლების კადრების გასაჯაროება „ღირსების შემლახავია“. მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით, ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს. მიხეილ სააკაშვილი - ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ვინც ჯერ კიდევ თბილ კაბინეტებშია, თუ მართლა უნდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დატოვონ პარლამენტი და ხალხს დაუდგნენ გვერდით.

      კონსტიტუციები - ნინო წილოსანი - საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოო შედეგამდე იმ შემთხვევაში მივა, თუკი ოპოზიციურ პარტიებს კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობის სურვილი ექნებათ. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - მკაფიო წინაპირობაა, რომ ოპოზიციამ ნეგატიური დღის წესრიგი ჩაანაცვლოს პოზიტიურით, ნეგატიურ დღის წესრიგში რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნა იგულისხმება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 31 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1182 ადამიანი გარდაიცვალა.

      ბოიკოტები ბეიჯინგს - პეკინის ზამთრის ოლიმპიადას ახალი ზელანდიაც ბოიკოტს უცხადებს. ჩინეთის საელჩო - პეკინის ოლიმპიადის მიმართ აშშ-ის ბოიკოტი ყოყოჩური ქმედებაა და არავის აინტერესებს ეს ხალხი მოვა თუ არა. ჩინეთის საგარეო უწყება - შეერთებულ შტატებს პეკინის ოლიმპიადის მიმართ ბოიკოტისთვის ფასის გადახდა მოუწევს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 174

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters