ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      #კოვიდსაქართველო - ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 65 პაციენტი. ლადო კახაძე - მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით - ნუ მოვერიდებით მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ, ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან პირისპირ, განზე ელაპარაკეთ! ამირან გამყრელიძე განმარტავს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო, რომ პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ აქვთ, სხვა ადამიანების ბარათებით არ ისარგებლებენ. თამარ გაბუნია - ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს. ვაქცინაციის ტემპის ზრდა იმედის მომცემია. დილიდან რამდენიმე ზარი შემოვიდა, როცა მომხმარებელს სთხოვეს სერტიფიკატი აცრის თაობაზე და კომპანია მხოლოდ „მწვანე საშვის“ აპლიკაციის წაკითხვით არ შემოიფარგლა - ამან ერთეულ შემთხვევაში შეფერხება შექმნა. ხვალ გვეცოდინება, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის. თენგიზ ცერცვაძე - რაიმე განსაკუთრებული შეშფოთება და შიში არ არის საჭირო ახალ შტამთან დაკავშირებით - მოელიან, რომ „ომიკრონი“ საქართველოში ერთ თვეში იქნება. კოვიდის თანხვედრას აივ ინფექციასთან სერიოზული პრობლემა არ მოჰყოლია. არ მგონია, „მწვანე პასპორტმა“ სერიოზული გარდატეხა მოახდინოს - საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდგადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე ბარათს“. ამირან გამყრელიძე - 12-15 წლის ასაკის მოსახლეობიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 2 027, ხოლო 16-17 წლის ასაკის 11 215 მოქალაქე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე, რადგან სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში. იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე 72-საათიანი „პსრ“ ტესტის დროის შემცირების საკითხზე იმსჯელეს. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციაა, კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა გადაიხედოს და 6 თვემდე შემცირდეს.

      განათლება პარლამენტში - მიხეილ ჩხენკელი - შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისთვის მომზადებული აქვს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, სადაც აღმზრდელ-პედაგოგები მომზადდებიან. პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა ახალი სტანდარტის მიხედვით ავტორიზაციას გაივლის. ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება. 2026 წლისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 2030 წლისთვის 730 მილიონ ლარს მიაღწევს. ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. Horizon Europe-ის პროგრამის სამეცნიერო კონკურსებში ქართველი მეცნიერები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2021 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. სკოლის დირექტორების კონკურსი 2022 წელს ჩატარდება. მასწავლებელი, რომელიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი ბავშვების მასწავლებელი არ უნდა იყოს. რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს. უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ეს არასწორი მიდგომაა. სკოლის მასწავლებლების კონკურსი იანვრიდან დაიწყება. შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც სკოლაში კვების სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით მუშაობს. 2021 წლის გაზაფხულზე სისტემის გარეთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 10 000 იყო, ბოლო მონაცემით, ეს რიცხვი არის 2 000 - ჩვენი მიზანია, საერთოდ აღარავინ იყოს სკოლის მიღმა დარჩენილი. 2022 წლიდან იქნება გარდამავალი პერიოდი, რომ ყველა სკოლაში მომზადდეს საფუძველი და მუშაობა დაიწყოს ავტორიზაციისთვის - პროცესი სრულად 2026 წლისთვის დასრულდება. გიორგი ვაშაძე განათლების მინისტრს - თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია. თეონა აქუბარდია მინისტრს - ვითარება მძიმეა, განსაკუთრებით განათლების სფეროში, არ ვიცი, რამდენად იაზრებთ, მაგრამ თქვენ გაქვთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტფელი მთავრობის კაბინეტში. ანა ნაცვლიშვილი განათლების მინისტრს - ბევრი ბავშვი იძულებულია დატოვოს სკოლა და ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე - ძალიან აცდენილი ხართ რეალობას! სალომე სამადაშვილი - განათლების მინისტრისგან ველოდებით პოლიტიკაზე საუბარს და არა ჩამონათვალს სად იყო, რომელ ქვეყანაში და ვის ჩამოართვა ხელი. ხათუნა სამნიძე - რთულია სერიოზულად აღვიქვათ ბატონი მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით იმ სიტყვების შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა. ვახტანგ მეგრელიშვილი დაინტერესდა, რატომ ვერ ვითარდება საჯარო სკოლები განათლების სამინისტროს შემუშავებული რეგულაციებით. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი “განათლებისა და მეცნიერების კოდექსის“ შექმნას გეგმავს. შალვა პაპუაშვილი - 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული. განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა სასწავლო დანაკარგების აღდგენა მოხდეს. ხათუნა სამნიძე - რთულია სერიოზულად აღვიქვათ ბატონი მინისტრის გამოსვლა განსაკუთრებით იმ სიტყვების შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.

      მომავლის პარლამენტი - ანრი ოხანაშვილი - მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციისთვის, თუ ისინი ორიენტირებული არიან საქმეზე და წარმოადგენენ არგუმენტებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაბამისი დათქმებით საჭიროა ქვეყნისთვის. ლევან იოსელიანი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები უნდა დავიწყოთ - ჩემთვის მთავარია შევთანხმდეთ დაბალ ბარიერზე, რომელიც იქნება დაძლევადი ახალი, პატარა პარტიებისთვის. მიხეილ დაუშვილი - რასაც "ოცნება" აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თავის გადაზღვევის საშუალებაა იმ შემთხვევისთვის თუ ვადამდელი არჩევნები დადგება. იაგო ხვიჩია - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება უნდა „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“, რადგან ბაზარზე კონკურენტების გაჩენა არ აწყობთ - თუ საარჩევნო ბარიერი 2%-ზე მეტი იქნება, „გირჩი“ პროექტს მხარს არ დაუჭერს. გიორგი ვაშაძე - ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ როგორც პირველი მოსმენით არის მიღებული საკონტიტუციო ცვლილებები, ასე უნდა იყოს მიღებული მეორე და მესამე მოსმენით. ბადრი ჯაფარიძე - უმრავლესობასთან კონსულტაციები შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, რა ვალდებულებაც აიღეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, შეასრულონ და თავი დაანებონ სპეკულაციებს და მანიპულაციებს.

      ნიუსები სასამართლოში - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დღეს პარლამენტში გაიმართა კენჭისყრა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიებზე წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭიროს. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არ ვართ აქ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდეთ, რომელ მოსამართლეს ავირჩევთ. გურამ მაჭარაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების დაინიცირების პასუხად ქუჩის რადიკალიზმი მივიღეთ - თუ პარლამენტში მუშაობა სურთ, ამაზე შეთანხმდნენ და ამის შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს. ბადრი ჯაფარიძე - დღეს „ქართული ოცნება“ დგას სწორედ კლანურად მართულ სასამართლოზე. კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან.

      მიშას გარშემო - დავით ბერძენიშვილი - არავის ვაპატიებ, თუ გინდ მიშა იყოს, რომ 7 ნოემბერს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენეს და „მე გადავდექი“ მიშისტებისთვის ნათქვამი ტექსტია - როცა ამბობს, არჩევნები მოვიგეო, არ მოუგია, გააყალბა. გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიგი უგულავა - მარნეულის „კაპეზე“ ერთ დღეში 500 დოლარი გამოდის, ივანიშვილის „სტავკაა“ - თავისი სასტუმრო „პარაგრაფის“ ფასი დაადო. „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მორიგ აქციას გამართავს. ბესიკ თამლიანის დედა - მე თავში ჩამარტყეს, ჩემს შვილს 50 პოლიციელი დაესია და ფეხები ურტყეს, ძალით შეტენეს მანქანაში, როგორი საყურებელია ეს დედისთვის? ნიკა გვარამია - ახლაც მაცვია სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი, ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება მესამე პრეზიდენტი, სირცხვილია - მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, წარსდგეს ქართველი ხალხის წინაშე. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა, აი, ასეთი ადამიანია. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის. ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც ის შიმშილობას იწყებს.

      წაგებული სასამართლო - რუსული მედია - „ინტერ-რაომ“ საქართველოს ხელისუფლებას სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო - ქართულ მხარეს 80 მლნ დოლარის გადახდა მოუწევს. გიორგი ნონიაშვილი - არაკვალიფიციური და მავნებელი ხელისუფლების შედეგებს ვიმკით „ინტერ რაოსთან“ მრავალმილიონიანი დავის წაგებისას. ნათია თურნავა „ინტერ რაოს" სარჩელზე - მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. კახა კალაძე - „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო და არა ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს - კომპანიას 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა.

      საფუნდრუკო - იენს სტოლტენბერგი - მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ - რეფორმები გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო ძლიერები გახდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს.

      ინტერნეტი - გურამ გურამიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა და მეორე მხრივ, მისი დაცულობა.

      თამბაქოს პრობლემები - კანონპროექტს, რომელიც ტაქსიში თამბაქოს მოწევას კრძალავს, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. ლადო კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევისთვის სანქცია მოქალაქეებისთვის „პატარა ეკონომიკური ალიყურია“.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 502 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 43 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 32 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1226 ადამიანი გარდაიცვალა.

      მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას და სხვა მეზობელი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 69

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters