დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 251071, გუშინ დილის შემდეგ - 1137; გამოჯანმრთელებული - 238101, გუშინ დილის შემდეგ - 1179; გარდაცვლილი - 2998, გუშინ დილის შემდეგ - 11; კარანტინის რეჟიმში - 536. დოლარის ფასი ლარში - 3.2982

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 019 ტესტი ჩატარდა. 11 ადამიანი გარდაიცვალა. პრემიერი - საქართველოში მხოლოდ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ჯანმო-ს მიერ იქნება ავტორიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1020 ფაქტი გამოავლინა. მთავრობამ ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა დაამტკიცა. დღევანდელი მონაცემები გვაძლევს საფუძველს, დავადასტუროთ, რომ არის ინფექციის მნიშვნელოვანი კლება. ანა ნაცვლიშვილი - კოვიდის პრევენცია და იზოლაციის მართვა პატიმართა უფლებების უმძიმესი შეზღუდვის ხარჯზე ხდება. თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ძირითადი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინით და შემდეგ შევცვალოთ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე, რომ შესაფერის იმუნურ დაფარვას მივაღწიოთ. კოვიდვაქცინის გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება. ვაქცინაციის დაწყებამდე, იქნება რეგისტრაცია, რომელსაც, პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაივლიან, რათა მთავრობას ჰქონდეს სურათი, ვინ ჩაერთვება პროცესში პირველ ეტაპზე. საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 64 მილიონიდან 158 მილიონ ლარამდე თანხა სჭირდება. პირველ ეტაპზე COVID 19-ის ვაქცინებით დაახლოებით 700 000 ადამიანი აიცრება. ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას საკმაოდ გამართული იმუნიზაციის სისტემით ხვდება. -80 გრადუსიანი ვაქცინის მიწოდება-მიტანა რაიონულ დონეზე გართულდება, ამიტომ ამ ტიპის ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება. ნათია თურნავა - პანდემიის მიუხედავად, საქართველოში არ შეჩერებულა ენერგეტიკული პროექტები - 670 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები ან შევიდა ექსპლუატაციაში, ან გადავიდა მშენებლობის ეტაპზე. მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება. გიგლა მიქაუტაძე - შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის.

      ევროკავშირში ჩვენი ადგილია - დავით ზალკალიანი - გვსურს, ევროკავშირში ინტეგრაცია, თავისუფალი მიმოსვლა, საუკეთესო ევროპულ სასწავლებლებში განათლების მიღება შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს.

      „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ.

      კაბინეტები - გიორგი გახარიამ პირველ ვიცე-პრემიერად მაია ცქიტიშვილი, ვიცე-პრემიერად კი დავით ზალკალიანი დანიშნა.

      ელისაშვილი ოპოზიციაში - ვახტანგ კალოიანი - ალეკო ელისაშვილის გეგმები ოპოზიციაში აქტუალური აღარ არის. ნინო წილოსანი - გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია. მამუკა ხაზარაძე - ახალი ძალის პერსპექტივა და პრინციპულობა აშინებს ხელისუფლებას. გია ხუხაშვილი - „ევროპული საქართველო“ ერთი 3%-იანი პარტიაა და ბოკერიამ რაც უნდა, ის ქნას, მაგრამ მთელი პოლიტიკური ელიტა ნუ ჩაყვება ამ თამაშში, ცოტა მეტი იფიქრონ. ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც დავასრულეთ, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ „ქართულ ოცნებას" და დავილაპარაკოთ. ირაკლი ბერაია - ოპოზიციის გეგმებს აქციებთან დაკავშირებით სერიოზულად არ აღვიქვამ, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ. გია ვოლსკი - მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის. ალეკო ელისაშვილი - გვინდა „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა საჯაროდ, კამერების თანდასწრებით - თუ ვერაფერზე შევთანხმდებით, პარლამენტში არ შევალთ და ბრძოლას ოპოზიციის გარეშე, მარტო გავაგრძელებთ. რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

      ისტორიული გამარჯვება - გიორგი გახარია - დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა! - სანამ ისტორიული გამარჯვება დადგებოდა - გიორგი გახარია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში. ანრი ოხანაშვილი - ევროპულ სასამართლოში ისტორიული გამარჯვების მოლოდინი გვაქვს. ანა ნაცვლიშვილი - რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს დღეს სტრასბურგის სასამართლომ, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება გაერთიანების და არა დაყოფის დღე. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. იუსტიციის მინისტრი - სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რუსეთმა ომის პერიოდში დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, სამოქალაქო პირების დაკავებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სახელმწიფოს, მთავრობის, ყოველი საჯარო მოხელის ტიტანური შრომის, თავდადების და პროფესიონალიზმის შედეგს. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. სტრასბურგის სასამართლო - რუსეთს ეფექტური გამოძიების ვალდებულება ჰქონდა, რომელიც არ დააკმაყოფილა. რუსეთის ფედერაციამ სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება დაარღვია. დე ფაქტო ხელისუფლებებსა და რუსეთს, რომელიც ამ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის ბერკეტებს ფლობდა, ჰქონდათ ვალდებულება, ქართული წარმოშობის მოსახლეობისთვის სახლებში დაბრუნების უფლება მიეცათ. 2008 წლის 12 აგვისტოს შემდგომ, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლს ახორციელებდა, რაც მას ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე პასუხიმგებლობას ანიჭებს. ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი. საქართველოს 160 მოქალაქე დაპატიმრებული იყო სამხრეთ ოსეთის შსს-ს შენობის სარდაფში, დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში. თეა წულუკიანი - მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“. გიორგი ვაშაძე - რუსეთს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობლობის აღება იმ უკანონო ქმედებებზე და ომის დანაშაულებზე, რომლებსაც სჩადიოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გიგი წერეთელი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს. მამუკა მდინარაძე - დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ იქ, სადაც მთავარი არგუმენტი სიმართლეა, იმარჯვებს საქართველო, მათ შორის ოკუპანტის წინააღმდეგ. ანა დოლიძე - სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. მაია ცქიტიშვილი - ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით. რუსლან აბაშიძე - დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა. პრეზიდენტი - პირველად ისტორიაში, ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ეს არის ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის - ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩვენი გუნდის წასვლის შემდეგ. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო - სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დაუდასტურებია.

      შაქარას საქმე - ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილი არის ცალსახად ცრუ მოწმე და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უნდა მივიჩნიოთ როგორც დაუშვებელი მტკიცებულება. შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირის პროცესზე დღეს 2 მოწმე-ექსპერტი დაიკითხება. შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, სხეულის მსუბუქი დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა. პროკურორი - ვახტანგ ახვლედიანმა დააკონკრეტა, რომ გიორგი შაქარაშვილს 3 ადამიანი მისდევდა, სახელები და გვარები არ დაუსახელებია, ვიზუალურად აღწერა.

      გამოძიების დასრულება - გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მტკიცებულებები გაასაჯაროვა. მალხაზ მიქელაძე ივერი მელაშვილს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში - რუკაზე საზღვარი სხვანაირად ხატია, ჩვენ პირდაპირ გავავლეთ. ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე - როდესაც სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად დავინიშნე, რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა არც იქით და არც ჩვენსკენ - ეს საქმე ავანტიურისტული და პოლიტიკური. პროკურორი - ჩანაწერში ბრალდებული ფაქტობრივად ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად. ივერი მელაშვილის მეუღლე - რასაც დღეს მოვუსმინე, ორი თანამშრომლის ლაპარაკია რაღაც საქმეზე, ვერაფერი დანაშაული ვერ დავინახე. ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე - რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ - სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 178 255 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 229 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 21 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 612 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გარდაიცვალა.

      ბაიდენის ინაუგურაცია - ჯო ბაიდენი ანტონიო გუტერეშს - აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრად დარჩენა სურს. სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს - დღეს მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 60

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters