რეგულაციების პროტესტი, დაულაგებელი ოპოზიცია და NDI კვლევას ართულებს

      მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის რეჟიმში - 515. დოლარის ფასი ლარში - 3.3043

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 868 ტესტი ჩატარდა. 16 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა. გურამ მაჭარაშვილი - საჯარო პირის მხრიდან რეგულაციების დარღვევა არის საზოგადოებისთვის ბიძგი, რომ მათაც დაარღვიონ წესები. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება. ვახტანგ კალოიანის განცხადებით, საჭიროა ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო კამპანია, სადაც ახსნილი იქნება ვაქცინაციის სიკეთე და აუცილებლობა. არჩილ თალაკვაძე - ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა ყველაზე ადრე შესაძლებელ ვადებში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება. დავით სერგეენკოს განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ვაქცინაზე წვდომა დაჩქარდეს. შოთა ბურჯანაძე - დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ - მთავრობის გადაწყვეტილება ბიზნესის ლიკვიდირებაა. გიგლა მიქაუტაძე - ეპიდემიოლოგების გარდა მთავრობამ ბიზნესსაც უნდა მოუსმინოს, თუ უნდა აიცილოს მასობრივი საპროტესტო აქციები. 2020 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 134 ექიმს დაეკისრა, მათ შორის 110 ექიმს „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა, 24 მედიკოსს კი სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა.

      ქვეყანაში საპროტესტო ამბები გააქტიურდა - პარლამენტთან, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით, აქცია გაიმართა. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - უკვე არ ერიდებიან რევოლუციის დაანონსებას, უბრალოდ, აზღვევენ სიტყვით - „მშვიდობიანი“.

      ნაგვისდაყრის ამბავი - „ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ან პარტია უნდა დატოვონ ან ბოდიში მოიხადონ - სალომე სამადაშვილს მიმართა, პოლიტიკურ პროცესს გაერიდოს. ქიქავას აზრით, ბათუმში მომხდარი ინციდენტი „იმის მაგალითი იყო, როგორ ექცევიან მოღალატეებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერანტივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა. პაატა მანჯგალაძე - ვგმობთ ქუჩის სამართალს, რომ ადამიანებმა ადამიანებს ნაგავი დააყარონ, ამასთან ერთად, ასევე დასაგმობია შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელსაც ირაკლი ფანგანის ნაწილში ვხედავთ. რომან გოცირიძე - როცა ზურგს წარსულის გამოცდილება გიმაგრებს, უნდა მიხვდე, რომ არაფერი კარგი არ მოაქვს მსგავსი ქმედებების წახალისებას - ეს აზიანებს პარტიას, აზიანებს ოპოზიციას. ირმა ნადირაშვილი - ირაკლი ფანგანის დაკავება ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში არის ორმაგი სტანდარტი, კანონი მორგებულია მთლიანად „ქართულ ოცნებაზე“. ირაკლი ფანგანი - არ ვნანობ ჩემს საქციელს, გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება ის, რაც გავაკეთე. გიორგი ბარამიძის აზრით, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ. „ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, - სალომე სამადაშვილი.

      მანდატების ამბავი - ნინო წილოსანი - ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე გუნდში საბოლოო პოზიცია არ ჩამოყალიბებულა, თუმცა, მსჯელობა არ გადაიდება, რადგან ვადები იწურება. ოპოზიციური სპექტრი რომ გქვია, ამოყავი თუ არა თავი საცივიდან და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობ, ძალიან არასერიოზული და სასაცილოა. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას ბოლომდე მივცემთ შესაძლებლობას, სამართლებრივ მექანიზმს, რომ აღარ დარჩეს სპეკულაციის ადგილი და გამოიყენონ ის ფუნქცია, რაც მათ პარლამენტმა კონსტიტუციურად დააკისრა. ირმა ნადირაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი. გია ვოლსკი ოპოზიციის მანდატების საკითხზე - შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ. უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება, საზოგადოებას, რომელ პოლიტიკურ პოლუსზეც არ უნდა იყოს, სჭირდება პარლამენტი და სტაბილურობა. ნიკოლოზ მეტრეველი - რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით გამართული აქციებით ოპოზიცია ძალების მოსინჯვას ცდილობს, რაც შედეგს ვერ გამოიღებს. ნადირაშვილი რეგლამენტის ცვლილებაზე - ასეთი ფორმით ვაჭრობენ და თანამდებობას სთავაზობენ ოდიოზურ, კორუმპირებულ და სამარცხვინო ფრიდონ ინჯიას. მამუკა მდინარაძე - ვცდილობთ, ოპოზიციას მივცეთ მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მიიღონ სახელმწიფოებრივი და რაციონალური გადაწყვეტილება, ვიდრე პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. ნიკა მელია - თითოეულ ჩვენგანს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება - რას გააკეთებს ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად, დაინახავს ყველა, მათ შორის "ქართული ოცნებაც". არჩილ თალაკვაძე - ჩვენი სურვილია პარლამენტი ზუსტად ისე იყოს დაკომპლექტებული და ისეთი სახით მუშაობდეს, როგორც ხალხმა აირჩია. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყდებათ, მოლაპარაკებების შინაარსში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. მარია ჯუფერევა-სკურატოვსკი - მოვუწოდებ როგორც საქართველოს მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, დაიწყონ მოლაპარაკებები და განიხილონ პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობები. ტინი კოქსი - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეისწავლოს საარჩევნო პროცესში წარდგენილი ყველა საჩივარი - პარტიებს დიალოგში ჩართვისკენ მოვუწოდებ, რაც არსებული პრობლემების დასაძლევად მნიშვნელოვანია.

      მუქარა გირჩელობას - იაგო ხვიჩია - ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა, ჩემზე დიდია ფიზიკურად, მორევა შეუძლია - უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს.

      თავდაყირა კვლევა - NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. ეკონომიკური პრობლემები კვლავაც უდიდესი დაბრკოლებაა - პანდემია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არის, 42%-ს კი მიაჩნია, რომ დემოკრატია არ არის. ჯანდაცვის სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასური სახელდება. მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% - ცუდად, გიორგი გახარიას საქმიანობას გამოკითხულთა 46% დადებითად აფასებს, 17% - ცუდად. პარლამენტის საქმიანობას „კარგად“ გამოკითხულთა მხოლოდ 15 % მიიჩნევს, მოქალაქეთა თითქმის 80 %-ის აზრით კი, მის საქმიანობაში ყველა არჩეული პარტიის ჩართვაა მნიშვნელოვანი. ლევან თარხნიშვილი NDI-ის კვლევაზე - საზოგადოების ამ კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანა უკიდურეს კრიზისშია და არასწორი მიმართულებით ვითარდება. ანა დოლიძე - NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან კარგი საფიქრალი მასალაა ოპოზიციისთვის - რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც ხალხმა დასაჯა. დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება". 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". რაც შეეხება სხვა პარტიებს ("პატრიოტთა ალიანსი"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "გირჩი"; "ევროპული საქართველო"; "ლელო"; "ლეიბორისტული პარტია") ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი არც ერთი პარტია არ დაასახელა. გიორგი ბარამიძე NDI-ის კვლევაზე - როცა მოქალაქეებს ტელეფონით ურეკავენ, უბრალოდ არ ამბობენ, რეალურად ვის უჭერენ მხარს - ეს ასახავს შიშს, რომელიც ქვეყანაშია დასადგურებული. მამუკა ხაზარაძე NDI-ის კვლევაზე - ადამიანებს ეშინიათ ტელეფონში აზრის დაფიქსირების, ქვეყანაში უსმენენ - არ მინდა ამ ორგანიზაციის კვალიფიკაციაში ეჭვი შევიტანო, ეჭვი შემაქვს მეორე მხარეში - რა მდგომარეობაშიც მოსახლეობაა ჩაყენებული.

      უკანონო ცხოვრება - ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, ერთ-ერთ შენობაში უკანონოდ შეჭრილ პირებს მიმართავს, მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებული პირობების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყონ ფართების დაცლა.

      ქართუს აღმშენებლობა - მალხაზ თორია - ფონდ „ქართუს“ დახმარებით ზუგდიდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი ექნება.

      ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 5 სრულწლოვნის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენებას დიჯეი კოკო ღიბრაძე და გიორგი ქათამაძე მისცემენ. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის თვითმხილველი არ არის. ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, დაზარალებული გურამ ამირხანაშვილი, რომელიც სასამართლოში ჩვენებას აძლევს, მკვლელობის პირდაპირი მოწმეა. ვასილ მამულაშვილი - გურამ ამირხანაშვილი საუბრობს გადევნებასთან მიმართებაში და ეს ინფორმაცია არ არის რელევანტური მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად. პროკურორი - გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან პირდაპირ დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი გადაგდებული წყალში.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მექსიკის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. სომხეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 130 485 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 769 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში 19 290 ახალი შემთხვევაა, 456 გარდაცვლილი. უკრაინაში სკოლები და რესტორნები იხსნება. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით კატა დაინფიცირდა.

      კაია კალასი ესტონეთის პირველი ქალი პრემიერი გახდება.

      ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის საზღვრის სადავო მონაკვეთზე შეტაკება მოხდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 85

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters