აქციებს ხალხი არ სწყალობს, თუმცა სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება პროტესტი გაურკვეველი შეზღუვების ან კიდევ უფრო გაურკვეველი ვითომ შემსუბუქების შესახებ. პარლამენტარები რეგლამენტსა და მანდატებზე საუბრობენ, პრემიერი კოვიდ ამბებს აფასებს და მეტი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 254822, გუშინ დილის შემდეგ - 1006; გამოჯანმრთელებული - 244446, გუშინ დილის შემდეგ - 1050; გარდაცვლილი - 3096, გუშინ დილის შემდეგ - 25; კარანტინის რეჟიმში - 490. დოლარის ფასი ლარში - 3.3011.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 26 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განაახლებენ, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 თვეში STOP COVID აპლიკაციით 300 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 349 ტესტი ჩატარდა. 25 პაციენტი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1368 ფაქტი გამოავლინა. მამუკა მდინარაძე - თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, 2-3 კვირაში გაცილებით რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვექნება და დაგვჭირდება მოხსნილი შეზღუდვების კვლავ აღდგენა. ჯანდაცვის მინისტრი - დინამიკა სტაბილურია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ. ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით. პოსტკოვიდური სინდრომის საკითხზე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სახის პროტოკოლი შეიქმნას. აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 5-დან 8%-მდე მერყეობს. ამირან გამყრელიძე - ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ბოლო სამი-ოთხი დღეა დადებითობის პროცენტი მერყეობს 4%-სა და 6% შორის. რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ, აუცილებელი იქნება PCR ტესტირების ჩატარება გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ადამიანები სრულად აცრილი არიან. ჩვენ დავდივართ დანის პირზე, ოქროს შუალედი უნდა ვნახოთ ადამიანების ჯანმრთელობასა და ბიზნესზე ნაკლებ წნეხს შორის. მაია ცქიტიშვილი - ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს დღესაც შეუძლიათ იმ რეისებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებთან აკავშირებს, ჩამოვიდნენ და აჭარაში დაისვენონ. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სათხილამურო კურორტები 1-ლი თებერვლიდან მუშაობას ვერ აღადგენენ. ნათია თურნავა - ამ კვირაში ტუროპერატორებს შევხვდებით, ვისაუბრებთ, როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე. დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩვენ გათვლას ვაკეთებთ უფრო ხარისხიან ტურისტებზე.

      გახარიას შეზღუდული პასუხისმგებლობა - გიორგი გახარია - როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მებაჟის დღეს; ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში და ეს არის უკიდურესად დასაფასებელი, ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მადლობას ვუხდით მათ. თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ.

      პროტესტი შეზღუდვებს - „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენი მოთხოვნაა, 1-ელი თებერვლიდან ზამთრის კურორტებს მოგვცენ შესაძლებლობა ვიმუშაოთ და დავიწყოთ ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. დავით ჭიჭინაძე - ხალხის პროტესტმა კომუნისტებსაც კი გადააწევინა 9 აპრილის შემდეგ დაწესებული „კომენდანტის საათი“! „ოცნების“ ხელისუფლება კი, იმათზე უარესი აღმოჩნდა. ზურაბ ჯაფარიძე - ყველა შეზღუდვა მოსახსნელია - დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს - ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს. ელენე ხოშტარია - არცერთ ქვეყანაში ამ მასშტაბისა და ხანგრძლივობის შეზღუდვები არაა - სანამ ქუჩაში გამოსვლამდე არ მივიდა საქმე, ხელისუფლების მხრიდან ახსნა არ ყოფილა. სერგო ჩიხლაძე - შეუძლებელია ასეთი არაპროპორციული, არაგონივრული შეზღუდვების არსებობა და გაგრძელება. გიორგი კანდელაკი - საზოგადოების რისხვა გროვდება და ეს რისხვა, საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების” ვერდიქტის გამოტანას შეუწყობს ხელს. სერგო ჩიხლაძე - რევოლუციას არავინ გეგმავს, ეს არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი - თუ მშვიდობიანი დემონსტრაცია რევოლუციაა, კი ბატონო! ხატია დეკანოიძე - საკმარისად უნდა გავბრაზდეთ, ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონები ვართ! რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით - ვართ სოციალური აფეთქების წინაშე. სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან და აქციას მართავენ.

      რეგლამენტი მანდატებში - გურამ მაჭარაშვილი - რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციისთვის მეტი სამართლებრივი ბერკეტის მიცემის მიზანს ემსახურება. აღარაა სამყაროში ადამიანი, რომელსაც სჯერა, რომ ე.წ. ბოიკოტის რესურსი კიდევ დარჩა. „დემოკრატიის ინდექსი“ - უმრავლესობა ცდილობს შექმნას პარლამენტში ძლიერი ოპოზიციის არსებობის ილუზია და თანამდებობებით დაასაჩუქროს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არ უერთდება ბოიკოტს. გიორგი კანდელაკი - წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი - საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ. ლევან გოგიჩაიშვილი - პატარა პარტიებს, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასაა“ მიკედლებული, ან გააქრობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ან ისინი მათ შეუერთებიან. პარლამენტს მანდატების გაუქმებით დაესმება საბოლოო ბეჭედი, რომ ის არის ერთპარტიული, კომუნისტური პარლამენტი. სჯობს პარლამენტში შიგნით იყოს კონფლიქტი, ვიდრე გარეთ - პარლამენტი არ არის ბალეტი, სადაც მაყურებელი ჩუმად არის და წარმოდგენას უსმენს, იქ უნდა იყოს ხმაური. გიორგი კანდელაკი - გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლა მომავალში იქნებოდა ყოველგვარი რწმენის გაქრობა, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში შესაძლებელია. გიგა ბოკერია - საჭირო იყო მოკლე განცხადება ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელთაც მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი, რათა სურათი ყოფილიყო მკაფიო და ცხადი. რომან გოცირიძე პარლამენტში მის შესაძლო შესვლაზე - უამრავი ინტრიგანია ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ჭიის გახარება უყვარს და ეს სისულელე გამოაცხო. რომან გოცირიძე - გია ბარამიძემ ბოდიშის მოხდისკენ მომიწოდა ლინკოლნის ციტატის გამოყენებისთვის - მას რომ ვუთხრა: ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით „ბურიდანის ვირი“ ან „ტროას ცხენი“, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოს, რომ ცხენი ვუწოდე.

      მკვლელობის მოწმეობა - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულები ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ. პროკურორი - გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 147 254 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 758 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 18 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 564 ადამიანი გარდაიცვალა.

      ბაიდენმა დაიწყო - ჯო ბაიდენმა სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი პირებისთვის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა. ჯო ბაიდენი აშშ-ის მთავრობის საავტომობილო პარკის ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლების პირობას დებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 82

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters