ბიზნეს რაც უფრო გაუჭირდება, მით უფრო ხმამაღლა იყვირებსო, უთქვამთ ბიზნესმენებს. ჩვენს ქვეყანაშიც ასეთი ვითარებაა, თუმცა გახსნებზე ჯერ არაფერი ისმის - ეპიდაფეთქებისა და უმართავობის შიში უფრო ძლიერია, ვიდრე სრულად განადგურებული ეკონომიკის. ოპოზიცია უმანდატოდ რჩება - მინიმუმ პარლამენტმა დაიწყო მსჯელობა ამ საკითხზე. კალაძემ თბილისის ამბები დააბრუნა ქველინიუსში. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 255564, გუშინ დილის შემდეგ - 742; გამოჯანმრთელებული - 245527, გუშინ დილის შემდეგ - 1081; გარდაცვლილი - 3108, გუშინ დილის შემდეგ - 12; კარანტინის რეჟიმში - 497. დოლარის ფასი ლარში - 3.2969.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 007 ტესტი ჩატარდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა. შსს-მ ბოლო 24 საათში, შეზღუდვების დარღვევის 1131 ფაქტი გამოავლინა. ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ თებერვლის ბოლოს ვაქცინა იქნება საქართველოში - ვმუშაობთ ვაქცინის მოცულობებზე, რათა დროულად დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მასობრივად დაწყებამდე, ქვეყანაში ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა, შემდეგ სიმძლავრეების გაზრდა იქნება საჭირო. თენგიზ ცერცვაძე - დღეს ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს! მიხეილ სააკაშვილი მთავრობას - მალტამ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს - რატომ არ მიმართავთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?! იტალიაში საქართველოს ელჩი - მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას.

      გაჭირვებული ბიზნესი - მაია ცქიტიშვილი - ბიზნესიც და ხელისუფლებაც ერთიანი ვართ ამ პოზიციაში, ჩვენ არ წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარეს. პანდემიის მიუხედავად ინფრასტრუქტურულ პროექტებში 2 მილიარდ 200 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. გადაწყვეტილებების გადახედვა, რომ გადაადგილების შეზღუდვა შეიცვალოს ან შაბათ-კვირის შეზღუდვა არ გავრცელდეს, ამ ეტაპზე შესაძლებელი არ არის. 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა - აღდგება გასახდელების ფუნქციონირება. სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი. კახი კახიშვილი - მესმის, რომ ძალიან რთული პერიოდია, რომ გახსნა შეიძლება იყოს უფრო მეტ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ თუ არ ვხსნით, ალტერნატივას რას ვთავაზობთ მცირე ბიზნესს? „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი - ჩვენმა სექტორმა ანახა, როგორ შეიძლება მართო პროცესი წარმატებულად პანდემიის პერიოდში და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა. დაკეტილი სავაჭრო ცენტრისთვის საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება არასამართლიანი მიდგომაა. დიმიტრი ხუნდაძე - ეპიდვითარების მხრივ პოზიტიური დინამიკაა, რაც აკრძალვების შედეგია - თუ სწრაფად გავხსნით, შეიძლება მოკლე დროში უფრო გრძელვადიანი ჩაკეტვების საჭიროება დადგეს. „გალერია თბილისის“ დირექტორი - ვიხსნებით პირველ თებერვალს, კარგია, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები. ნათია თურნავა - ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ - ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა.

      მანდატების ამბები - პარლამენტმა დღეიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვა დაიწყო. მიხეილ სარჯველაძე - თუ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს გავლენას იქონიებს მოლაპარაკების პროცესზე. დავით სერგეენკო - მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით. სალომე სამადაშვილი - ვვარაუდობ, რომ ბოიკოტი დასრულდება ერთპარტიული პარლამენტის ოფიციალურად გაგრძელებით - საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის მობილიზაცია არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ოპოზიციისათვის. არჩილ თალაკვაძე - ძალიან მალე მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან. ირაკლი ზარქუა - ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა გუბაზა პარლამენტში იქნება თუ არ იქნება - ჩვენ ვნახეთ 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა, ძირითადად ეძინა. ანრი ოხანაშვილი - ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის პოზიციაზე, რას ამბობენ ისინი - თუკი აგრძელებენ საბოტაჟს, მაშინ უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება. ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის განცხადება არის განცხადებისთვის, იქ არანაირი მოლაპარაკების სურვილი არ ჩანს. დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიციას კიდევ აქვს დრო პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პროცესის გაწელვა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, „ქართული ოცნებისთვის“ „ყველა ვარიანტში პოლიტიკურად წამგებიანი იქნება“. მამუკა მდინარაძე - თუ არ უნდათ შეუწყდეთ უფლებამოსილებები და გამოჩნდა, რომ ძალიან ნერვიულობენ, მაშინ მსახიობობას ხალხის წინაშე თავი დაანებონ. ირაკლი ზარქუა - ხომ მიხვდნენ, რომ საუბარი არ შეიძლება „ნაცმოძრაობასთან" და ბოკერიას ანასხლეტთან - თუ მუშაობა უნდათ, შემოვიდნენ, თუ არადა, ქუჩა-ქუჩა ირბინონ და მერე იარაღის ტარების უფლება გვთხოვონ. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას არ მოუტანია წინადადება, რაც კონსტიტუციასთან არის შესაბამისი ან პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით გამართულია. მმართველი გუნდი ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის იმაზე მეტი საპარლამენტო ბერკეტების მიცემას გეგმავს, რაც მათ მიერვე ინიცირებული პროექტით არის გათვალისწინებული. თაკო ჩარკვიანი - 51 დეპუტატი ძალიან მონოლითურად და წესიერად ვდგავართ, არ ვფიქრობ, რომ ვიღაც გასხლტება, ასეთს ამ წამს, ვერ ვხედავთ ჩვენს რიგებში.

      ეკლესიის იერარქები - მეუფე დანიელის განცხადებით, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს. დეკანოზი თადეოზ სარალიძე - ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში, რისთვისაც შენდობას ვითხოვ. დეკანოზის ქადაგება - ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს? მეუფე იაკობი - ოპოზიციას ქუჩაში ხალხი ვერ გამოჰყავს, ეკლესიამ რომ დაუძახოს საზოგადოებას, ასე ცოტა გამოვა? - თუ შევხედე, რომ კარგად ვერ იქცევიან და თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა! მეუფე იაკობმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციას იმის ძალა არ აქვს, რომ ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს, ხოლო ეკლესიას რომ დასჭირდეს და საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს, გაცილებით მეტ ადამიანს ვნახავთ. ირაკლი ქადაგიშვილი მეუფე იაკობის განცხადებაზე - პოლიტიკური მმართველობის სისტემაში ეკლესიის პირდაპირი ჩართულობა არანაირად არ არის მიზანშეწონილი.

      ევროსაბჭოს წინაშე - მარიამ ქვრივიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო Covid19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას წარადგენს. საქართველო იმედს ამყარებს მეგობარი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერაზე იმისთვის, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების დროული შემოტანა უზრუნველვყოთ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე და იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

      დედაქალაქელობა - კახა კალაძე - ბევრი პროგრამა გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს და არა იმათ, ვისაც 4 საცხოვრებელი ბინა და 4 ავტომობილი ჰყავს. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 1500 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა, დარჩენილ 1500 ოჯახსაც პირობას ვაძლევ, რომ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა. მაქსიმალურად ყველას ექნება თანადგომა - დახმარებაა საჭირო? - ყველას დავეხმარებით! დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით? - ყველას ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით!? კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, გლდანის და დიდუბის გამგებლები წარადგინა. მერიამ წინასაახალწლოდ არა სახელფასო დანამატები, არამედ ზეგანაკვეთური ანაზღაურება გასცა. „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიას ზონალური სტატუსი არ შეცვლია, არც შეიცვლება და არც შეუსაბამო პროექტის განხორციელება იგეგმება. მინდა ყველა გავაფრთხილო, მაქსიმალური ყურადღება სამსახურებში, კატეგორიულად მიუღებელია რაიმე გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა - არავის, არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აშშ-ში კორონავირუსის 142 511 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 990 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა. ანგელა მერკელი - პანდემიასთან დაკავშირებით მრავალმხრივი მიდგომა უნდა გამოვიჩინოთ, თვითიზოლაციური დამოკიდებულება ჩვენს პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ზაფხულის ბოლომდე 300 მილიონი მოქალაქე იქნება აცრილი. სომხეთში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 17 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 594 ადამიანი გარდაიცვალა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი - იძულებული ვართ მკაცრი ზომების დაწესება განვიხილოთ, მათ შორის გერმანიის მიმართულებით ფრენები თითქმის ნულამდე შემცირდება. ლიბანში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი - მაშინ, როდესაც ვაქცინები მდიდარ ქვეყნებში იმედს აჩენენ, მსოფლიოს დიდი ნაწილი, შეიძლება, მის გარეშე დარჩეს. ბილ გეითსი - შემდეგი პანდემია შეიძლება, ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ამისთვის მზად არ ვართ.

      ბაიდენი საქმიანობას შეუდგა - ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. გიგი წერეთელი - ბაიდენი-პუტინის საუბარში საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპაციის არ ხსენება მიანიშნებს იმას, რომ პოლიტიკური ბრძოლა საგარეო ველზე არ არის საკმარისი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 99

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters