აქციებზე ჩხუბს შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვესო, ამჯერად დაკავებები და სასჯელები ჟურნალისტებზე თავმდამსხმელებს. კოვიდი ისევ მატულობს და ამჯერად ახალი შტამებით. პრემიერი გზებს ხსნის და რეგიონების განვითარებას აანონსებს, ცესკოსთვის და სასამართლოსთვის ხალხის არჩევა მიმდინარეობს. ტოკიოს ოლიმპიადა უმაყურებლოდ ჩაივლის. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1446 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 31 229 ტესტი ჩატარდა. 20 ადამიანი გარდაიცვალა. ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციისთვის მომზადებაში ეხმარებიან. ამირან გამყრელიძე - საჩუქარი, რაც ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მივიღეთ, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის მეტად გაფართოებას. ქვეყანაში ამჟამად ე.წ ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული - აგვისტოს შუა რიცხვებიდან ის ბრიტანულ შტამს მთლიანად ჩაანაცვლებს. ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს. თამარ გაბუნია - ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა - პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით. დღეს რეგისტრაციის ტემპი არ არის ისეთი მაღალი, როგორსაც ვისურვებდით და როგორის მოლოდინიც გვქონდა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს - ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინში: „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა. ივანე ჩხაიძე - სხვა ვაქცინების მოლოდინი არასწორია და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ინდური ვარიანტის გავრცელების სისწრაფეს. პირველადი სპეციფიური PCR კვლევით, ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში აფხაზეთიდან გადმოყვანილ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.
ცესკოს თავმჯდომარეობა - ზურაბ ხარატიშვილი - ან 6-თვიანი ვადით იქნება ცესკოს თავმჯდომარე არჩეული, ან დიდი ალბათობით, ვერ მოხდება მისი არჩევა და თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე ჩაატარებს არჩევნებს. ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის საჭირო რაოდენობის კანდიდატები ვერ შეარჩიოს და კონსკურსის გამოცხადება თავიდან გახდეს საჭირო. ხათუნა გოგორიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატზე - „დიმიტრი გელოვანი“ პურის რიგში მოკვდა და 100 ხმას ვერავინ მოაგროვებს - 6-თვიანი კანდიდატი მაინც უნდა იყოს ისეთი, რომ ღამე, ჩუმად „ქართული ოცნების“ ოფისში არ დადიოდეს.
დაკავებები აქციებზე - „პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მიერ მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 პირს ბრალი წარუდგინეს. "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის",“ტაბულას" და „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის პროცესი დღეს გაიმართა. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. კახა კალაძე - ის აგრესია და ძალადობა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. რომან გოცირიძე - უნდა გადადგეს პრემიერი, მიყვეს შს მინისტრი - დამნაშავეები რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებული უტევნდნენ პოლიციელებს, მათი ხელმძღვანელობა კი ჩახუტებული საუბრობდა მოძალადეების ლიდერებთან. ია ანთაძე - მძიმე შემთხვევაა, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასე ხვდება მედიაზე ძალადობის ამბავს, რომ მედიამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ლევან თარხნიშვილი - ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევ კონკურსში ბევრი კანდიდატი არ მონაწილეობს, მიანიშნებს, რომ პირებს არ სწამთ პროცესის გამჭვირვალობის. გურამ მაჭარაშვილი - ჯვარი პარლამენტის წინ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაიდგა და ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება მან რაიმე პროცესებს ხელი შეუშალოს. ვახტანგ გომელაური - სპეცრაზმი იყო გამოყვანილი, 3200 კაცი მუშაობდა, მაგრამ 20 ლოკაციაზე გაანაწილო, დაახლოებით 150 ადამიანი გამოდის ერთ ლოკაციაზე - ფიზიკურად აღარ არის საშუალება. თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ - უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია. გომელაური გადადგომაზე - ამაზე ძალიან ბევრი ოცნებობს. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ, ჩვენ ვართ მმართველი ხელისუფლება. პროკურორის განცხადებით, 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენების ყველა ეპიზოდი ადეკვატურად იქნება შეფასებული და ყველას მიმართ პროკურატურა იქნება მკაცრი. გია ვოლსკი - 5-6 ივლისს, ორივე მხარემ სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ხასიათის წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზარალი მიდგომოდა. ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებული - მდგომარეობიდან გამოვედი და ხელი მოვიქნიე - ქართველი ადამიანი, 4 შვილის მამა ვარ, არავის მიმართ მუქარა არ განმიხორციელებია, ეკლესიაში შევედი, სანთელი ავანთე. ჩემ მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი, გამექცა მოტოციკლი, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვერ ვაჩერებდი. მოძალადე არ ვარ - დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, დამეჩაგრება შვილები. „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის„, „ტაბულას“, “პალიტრანიუსის” და „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ქეთევან მესხიშვილის მოსმენა მიმდინარეობდა. ალეკო ელისაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ გაცილებით დაშაქრულ კითხვებს ველოდებოდი “ოცნებისგან“, მაგრამ ალაგ-ალაგ მწვავე კითხვებია. მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, დღეს სასამართლოში იდეურად დაკავშირებული ჯგუფი არსებობს, თუმცა, ეს „დამოუკიდებელი მოსამართლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“. ხელისუფლებას ჩემზე ზეწოლა რომ ნდომოდა, ამხელა ბერკეტებს არ მომცემდა. კანდიდატი ალეკო ელისაშვილს - თუ შევეჯიბრებით მე და თქვენ გამბედაობაში, ტოლს არ დაგიდებთ. ვახუშტი მენაბდე მოსამართლეების კანდიდატებზე - ვისურვებდი, რომ უმრავლესობას ეყოს გონიერება და მართლმსაჯულების ინტერესების სასარგებლოდ უკან დაიხიოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დავით მათიკაშვილს - თქვენ იყავით „ქართუ ბანკის“ საქმის ადვოკატი და ამ საქმის ადვოკატის პოზიციონირება მოქმედი მოსამართლის მიმართ და პასუხის მოთხოვნა, არ არის კონსტიტუციის შესაბამისი. ხატია დეკანოიძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს. ალეკო ელისაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს - მტკიცე და მყარი ვარ ფოლადივითო და იმასაც ვერ ბედავთ თქვათ, რომ ადეიშვილი სასამართლოს აკონტროლებდა.
პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული ტიპის ახალი ცენტრები შეიქმნება. აბდულაზიზ ფაგი - ამაყი ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია. ირაკლი ღარიბაშვილი გურჯაანის შემოვლითი გზის გახსნაზე - ძალიან ბევრი ასეთი პროექტი უნდა ვაკეთოთ ჩვენი ხალხისთვის.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 40% „დელტა“ ვარიანტზე მოდის. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, კორონავირუსის 24 818 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 734 ადამიანი გარდაიცვალა.
უხალხო ოლიმპიადა - იაპონიის მთავრობა ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს, რომელიც ძალაში ოლიმპიადის პერიოდშიც დარჩება. ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე ჩაივლის -
სერგეი ლავროვი - აშშ-მა ფაქტობრივად აღიარა ავღანეთში მისიის მარცხი. ავღანეთიდან ტაჯიკეთზე თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი, რა თქმა უნდა, საკუთარ ვალდებულებას შეასრულებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია