ჩხუბებმა პარლამენტში გადაინაცვლა და ამჯერად ოპოზიციონერებმა სხდომა ჩაშალეს ხელცართული დაპირისპირებით. მათ გვერდით მედიის წარმომადგენლები იყვნენ. ჟურნალისტების აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა რუსთაველზე და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დღეს პრემიერის განცხადებებს ახალი მწვავე ტალღები მოჰყვა ხოლო მოსამართლეები უკვე პარლამენტით დამტკიცდნენ. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1429 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 14 200 ტესტი ჩატარდა. 16 პაციენტი გარდაიცვალა.

      პრემიერის ბრიფინგი - ირაკლი ღარიბაშვილი - 5-6 ივლისის მოვლენები იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან - ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარანტიას ვიძლევი, რომ ყველას ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო პროვოკაციაში, სამაგალითოდ დაისჯება. საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. ძალადობრივი ფაქტები არც მთავრობის და არც ეკლესიის ინტერესებში არ იყო - ეს იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, რევანშისტული ძალის და რუსეთის ინტერესებში. ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია - როცა მოსახლეობის 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას უნდა დავემორჩილოთ. თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ - ოპოზიციური ტელევიზიები: „მთავარი“, „პირველი“, და „ფორმულა“ იმართება სააკაშვილის მიერ. დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ეკონომიკური განვითარების პროცესს წინ ვერ აღუდგებიან. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ მოვისმინეთ. მე კონკრეტული სახელი და გვარი ვთქვი, ვინც რევანშისტული და რადიკალური შეთქმულების უკან დგას - ეს არის ბატონი სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი.

      პრემიერის ზურგი - მიხეილ ყაველაშვილი - პრემიერ-მინისტრი არ უნდა გადადგეს - ეს ყბადაღებული თემა, რომ პრემიერი იყო ძალადობის წამქეზებელი, სრული სიცრუეა. სოზარ სუბარი - პრემიერი არ უნდა გადადგეს და არც გადადგება - ნუ წარმოვაჩენთ ისე, თითქოს საქართველოა გამონაკლისი, სადაც ძალადობა ხდება. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნას არა სრულიად საზოგადოება, არამედ მხოლოდ ოპოზიცია აყენებს. მწერალი პაატა შამუგია - ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად არსებობა უკვე ძალიან დიდი სირცხვილია. ლევან დავითაშვილი - პრემიერმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი უნდა აღიკვეთოს და უნდა დაისაჯონ პირები მაქსიმალური სიმკაცრით, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს. განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, 5 ივლისს, მოვლენების განვითარებამდე, იყო სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართული.

      დამცველის გამოხმაურება - ნინო ლომჯარია - პრემიერმა პრაქტიკულად, უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა, ამას არაფერი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან.

      ოპოზიციის ვრცელი დღე - გადადგომები და ჯერ კიდევ აქციები - - ხათუნა სამნიძე - ვმსჯელობთ, რა საპარლამენტო ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს ოპოზიციამ აქციებთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური დარტყმა მიიღოს ხელისუფლებამ და იძულებული გახდეს, გადადგეს. გიორგი ვაშაძე - ენით აღუწერელი დანაშაული მოხდა ჩვენ თვალწინ და ამ ყველაფერს კონკრეტული დამნაშავეები ჰყავს, არა ის ხალხი, ვინც უსწორდებოდა ჟურნალისტებს, არამედ ისინი, ვინც ამ დავალებას გასცემდნენ. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა წამქეზებლური განცხადება რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ მათ ქუჩაში ანგარიშსწორება გააგრძელონ. ხათუნა სამნიძე - საგამოძიებო კომისია, პოლიტიკური დებატები, უნდობლობის გამოცხადება - ეს არის მექანიზმები, რომლებზეც ვიმსჯელებთ ჩვენს კოლეგებთან, სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან ერთად. ვახო სანაია - არ გვაინტერესებს რა თქვა პრემიერმა, დღეს ის არ ადგენს პირობებს - გვაქვს უპირობო მოთხოვნა, ჩვენ უნდა ჩავიბაროთ მისი გადადგომა. იაგო ხვიჩია 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი აუცილებლად დატოვებს თანამდებობას. კელი დეგნანი - საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში, ჩვენ გვსურს დავინახოთ დემოკრატიული პროცესი და არა ძალადობა ქუჩებში. მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს დაგეგმილი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. ინგა გრიგოლია - ირაკლი ღარიბაშვილო, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ! მამუკა ხაზარაძე პრემიერზე - კრიმინალური აზროვნების მქონე ადამიანები უნდა მოშორდნენ ხელისუფლებას თავის მთავრობასთან ერთად - უნდა დაინიშნოს გარდამავალი მთავრობა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ვატო წერეთელი პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს. ვატო წერეთელი - კობახიძეს მივმართავ, ყველამ თავის კორუმპირებულ დიპლომატიან ოჯახის წევრებს მიხედოს. ბადრი ჯაფარიძე - გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის ის, რომ დავითხოვოთ მთავრობა, ამავდროულად შევქმნათ გარდამავალი მთავრობა კონსენსუსის საფუძველზე. სალომე სამადაშვილი - მივმართავ ოპოზიციას, უნდა გავაგრძელოთ პარლამენტის დარბაზში მშვიდობიანი პიკეტირება, ვიდრე არ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ პარლამენტში მთავრობის გადაყენების პროცესი უნდა დავიწყოთ. პარლამენტის შიგნით ჩვენ დავიწყებთ ყველა პროცედურის ჩატარებას, რათა უზრუნველვყოთ ხელისუფლების სახლში სწრაფად გასტუმრება. გიორგი ხვედელიანი - უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გააკეთეს და რაც პარლამენტთან ხდება. მანდატურის სამსახურმა სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილას მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ირაკლი ზარქუა - ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია - იმედია დაიღლებიან, ჩამოვლენ ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა. ანრი ოხანაშვილი - არ მგონია, ვინმე იყოს კმაყოფილი იმით, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ველურად, ყოველგვარი წესების გარეშე შემოიჭრნენ. ირაკლი კობახიძე - მადლობა ღმერთს, რომ „ჭუტა“, ნოდარი და გვარამია არ არის მედია - გუშინდელი მიტინგის ორგანიზატორები არიან რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები. კელი დეგნანი - ყველამ იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმე. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო მოქალაქეებისთვის. თაკო ჩარკვიანი - ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ ბრძოლა, თუ არ გვინდა აიათოლა ხომეინის ქვეყანაში გავიღვიძოთ. სალომე სამადაშვილი კახა კუჭავას - თქვენ წარმოადგენთ ხელისუფლებას, რომელმაც ჟურნალისტებზე დაგეშა და სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები - თქვენი პრემიერი დღეს ბედავს და გვემუქრება. კახა კუჭავა - საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად დავიცვათ ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ჩანაწერი ჩვენი ევროატლანტიკური გზის. გიგა ბოკერია - ან პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ირაკლი ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს პარლამენტი. პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობდა. პარლამენტთან აქციაზე 5 ივლისის მოვლენებისას დაშავებული მედიის წარმომადგენლების სია წაიკითხეს, რასაც აქციის მონაწილეები სოლიდარობის ნიშნად, ტაშით შეხვდნენ. ვასილ ჩიგოგიძე ნიკა გვარამიას - შენ ნასვამი ხომ არ ხარ? მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? - თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?! მამუკა ხაზარაძე - გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე „ქართული ოცნება“ იქნება მარტო. ბადრი ჯაფარიძე - ილუზიები არ გვაქვს, მაგრამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებით საზოგადოების დაკვეთას ვასრულებთ - როცა უმცირესობაში ვართ, შედეგზე გარანტიის მოცემა არ შემიძლია. ვახო სანაია - რუსთაველს არავის დავუთმობთ, დავრჩებით აქ საბოლოო გამარჯვებამდე - ჩვენ ჩავიბარებთ პრემიერ-მინისტრის გადადგომას. ინგა გრიგოლია - მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ან დაამტკიცეთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ვმოქმედებთ და დაგვიჭირეთ როგორც დამნაშავეები, ან მოგვიხადეთ ბოდიში, ბოდიში მოგვიხადეთ მთელ ქართულ მედიას. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ - ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები დაუშინეს. „ქართული ოცნების“ ოფისთან კვლავ დაპირისპირებაა - პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა.

      პატრიარქის სამძიმარი გარდაცვლილ ოჯახს და საეპოსკოპოსო შეფასებები - მეუფე შიო - უფალმა ჩვენს უწმინდესში თავის დროზე განჭვრიტა ის ადამიანი, რომელსაც უნდა აღეშენებინა, გაეძლიერებინა და აეყვავებინა ჩვენი ეკლესია ამ ურთულეს დევნის და დევნის შემდგომ პერიოდებშიც. მეუფე იაკობი - ჟურნალისტებს ბრალს არ გდებთ, მაგრამ ისინი, ვინც ტელევიზიაში ამინდს ქმნიან, ვინც ამას უკვეთავენ, აბსოლუტურად ყველას სინდისზეა მომხდარი. „პრაიდიც“ და მეორე მხარეც, ორივე მხარეს რუსები დგანან.

      გომელაურის საქმე - ანრი ოხანაშვილი - დარწმუნებული ვარ, გომელაური და შსს მაქსიმალურად დროულად უზრუნველყოფენ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას და ჩვენ უნდა მივცეთ ამის საშუალება. შსს-მ „სირცხვილიას” ოფისში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააკავა. მამუკა მდინარაძე - 5 ივლისს ვინც იძალადა და ორგანიზებული შეტევა მოაწყო ჟურნალისტებზე, არის უბნელესი ხალხის მოქმედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა ჭელიძე - ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსანდრე ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება.

      მოსამართლეები - იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატს მხარი დაუჭირა და პლენარულ სხდომაზე წარსადგენად რეკომენდაცია მისცა. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა.

      პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები წარუდგინა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში მეხის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კოვიდ 19-ის 25 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 710 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - აშშ-ში ვაქცინების ორივე დოზა მოსახლეობის 48%-მა მიიღო, ევროკავშირში კი - 39.5%-მა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 59

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters