ევროკომისარის სტუმრობა, სასამართლოები, მსჯავრი და დამნაშავის ძიება

      ისევ ჭრელი დროშები და ისევ უაზრო დაპირისპირებები. დღეს მთავარი ამბები შედარებით გაიშალა - ევროკომისარი იმყოფებოდა თბილისში და მასთან პრემიერის შეხვედრა დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი იყო, მითუფრო რომ ევროკომისარმა გასული დღეების ამბებზეც ისაუბრა. ასევე მოძალადეების დასჯის ამბები ისმოდა, უგულავასა და ძიუდოისტს შორის სასამართლოში სიტყვიერი კამათიც ამოვიკითხეთ და მინისტრთა ელიტის ანონსებიც მოვისმინეთ - იყო მოსამართლისა და ცესკოს უფროსის არჩევნებიც. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1370 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 38 136 ტესტი ჩატარდა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თამარ ჟამურაშვილის დემაგოგია და პოპულიზმი საყოველთაო ვაქცინაციას საფრთხეს უქმნის. ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტროზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც ვაქცინაციის პროცესს აფერხებს. ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის პროცესი დაიძრა, მაგრამ ტემპი არ გვაკმაყოფილებს.

      ფერადი მსვლელობა რუსთაველზე - შედეგები და კომენტარები - დავით ზალკალიანი - ევროკავშირის დროშა კვლავ დაუბრუნდა პარლამენტის შენობის წინ თავის კუთვნილ ადგილს, როგორც ქართველი ხალხის ისტორიული და უალტერნატივო არჩევანის სიმბოლო. კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა, რომელიც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა ჩამოხსნეს, პარლამენტთან საკუთარი ხელით აღმართა. ჰერალდიკის საბჭო - შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა - ის ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას განასახიერებს. ალუდა ღუდუშაური ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე - ვინც ამას აკეთებს, სურს, რომ ეს „ქართულ ოცნებას” დაბრალდეს - ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“. ეკატერინე ტიკარაძე - ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ - უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ. ნათია მეზვრიშვილი - გუშინ ხელისუფლებამ პოლიცია ჩააყენა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში - თუ პოლიციამ დროულად არ აღკვეთა ძალადობა, უპირველესად პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა. ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ივანიშვილის და საპატრიარქოს პასუხისმგებლობა. საია-ს თავმჯდომარე - შსს-ს კვლავაც აქვს დიდი გამოწვევა, რომ ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას, ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს. ხათუნა სამნიძე - გუშინდელი დღე დასრულდა კვლავ იმით, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძალადე ჯგუფები ვერ ან არ მართა. ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პოლიციამ გუშინ პარლამენტთან ადამიანები დაიცვა, თუმცა მათ მეტი უნდა გაეკეთებინათ, რომ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა არ დაეშვათ. IDFI-ის ხელმძღვანელის შეფასებით, თბილისში განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება საკმარისი არ იყო. მეუფე იაკობი - ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ. პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ლაშა ტუღუშის განცხადებით, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება დაიწყოს. გიორგი გახარია - უმძიმესი საყურებელი იყო, როცა ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როცა სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან მოქალაქეები - ეს უუნარობის გამოხატულება იყო. ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება „პრაიდის“ მოწინააღმდეგე, ეს ნორმალურია - გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ უნდა დაიცვას, არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს და ბუჩქებში დაიმალოს. კახა კალაძე - განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორც ჩვენ ვართ - ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი, მუშაობენ, არავინ აგდებს სამსახურიდან. პრაიდის მოწინააღმდეგეების მიერ დაშავებულ „პალიტრანიუსის" ოპერატორს კლინიკიდან დღეს გაწერენ, „ტვ პირველის" და "პირველი არხის" ოპერატორების გაწერა კი სავარაუდოდ, ხვალ იგეგმება. ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირის დროშის მიმართ ვანდალური აქტი განხორციელდა, რაც არაცივილიზირებულობის გამოხატულებაა, ანალოგიური შეხედულება აქვს ევროკომისარს. მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა სამწუხარო ფაქტი და არასასურველი სურათია. კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია - რაც შეეხება ევროკავშირის დროშის დაწვას, ვერანაირი ვანდალიზმი ხელს ვერ შეუშლის მოსახლეობის უმრავლესობის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. პაატა მანჯგალაძე - არანაირი ტრადიციული ღირებულებების დამცველი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ არის. მამუკა მდინარაძე - გუშინწინ დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და ოპერატორი, სწორედ ეს ქმედება იყო ის, რასაც ისურვებდნენ პროვოკაციის ავტორები. მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 3 პირის მიმართ პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს უცხოელი ტურისტის დაჭრა „პრაიდს“ უკავშირდება. როცა „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალაქის მასშტაბით 3200-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული. 5 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვა რთული იქნებოდა. მამუკა მდინარაძე - ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოსვლას ნამდვილად არ შეუშინდება - შევთანხმდებით თარიღზე და ყველა კითხვას პასუხს გასცემს. ალეკო ელისაშვილი - ნორმალურ ქვეყანაში შს მინისტრი გადადგებოდა იმ უთავბოლობის გამო, რაც 5 ივლისს ხდებოდა - არ ვიცოდით ლოკაციაო, აბა, რისთვის არსებობთ?

      უგულავა VS ძიუდოისტი - ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი გიგი უგულავაზე - გაიძახის, თითქოს სუს-ის აგენტი და „ზონდერი“ ვარ - ასე ცხოვრობენ მთელი ცხოვრება ესენი, ასე მოვიდნენ აქამდე. გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილზე - საზოგადოებამ ნათლად ნახა სისტემისგან დაბეჩავებული, დეგრადირებული ადამიანი. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილსა და გიგი უგულავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

      ევროკომისარი სტუმრობა - ოლივერ ვარჰეი - როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ევროკომისარი - ჩვენ მზად ვართ გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მილიარდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მეწარმემ შეძლოს ადგილზე წარმოებული ქართული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე. პრემიერი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე - ევროკომისარს გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში - ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო გათავისუფლდა, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები. პრემიერი - ჩვენ ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. ოლივერ ვარჰეი - ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი - ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას. პრემიერი ოლივერ ვარჰეის - მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ დახმარების პაკეტის ჩამოტანისთვის - ეს არის კონკრეტული, ხელშესახები, რაც ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა. პრემიერი - ქვეყანა, რომელიც არის ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატია, არაერთი გამოწვევის წინაშე დგება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს - გვჯერა, რომ ერთ დღეს გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ევროკომისარი - ქვეყანაში უნდა არსებობდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით ან რაიმე სახით დისკრიმინაციით. პრემიერი - ძალადობა, მითუმეტეს ძალადობა ჟურნალისტებზე გაუგონარი ფაქტია და არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის ინტერესებში - ეს შეიძლება იყოს მტრულად განწყობილი ქვეყნის ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერის ინტერესებში. ევროკომისარი - ბევრი რამ არის გასაკეთებელი არსებული მექანიზმებით, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას. ირაკლი ღარიბაშვილი - ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია, ეს არ შედის ჩვენს ინტერესებში - ცხოვრება გრძელდება, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად. ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას განვითარებაში, ევოლუციაში და ეს უნდა იყოს ყოველდღიური პროცესი და ნებისმიერი ადამიანისთვის ხელშესახები. საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში.

      მერობის არჩევა - კახა კალაძე - უახლოეს მომავალში მოგაწვდით ინფორმაციას თუ ვინ იქნება მერობის კანდიდატი დედაქალაქში, ასევე სხვა კანდიდატები, გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფში მიღებულია. გიორგი გახარია - თბილისის მერად რამდენიმე კარგ კანდიდატს განვიხილავთ - კახი კალაძე ღირსეული კონკურენტი იქნება.

      ცესკოს უფროსი - ცესკო-ს წევრობის კანდიდატი აკაკი ხუსკივაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე აღნიშნულ პოზიციაზე ასარჩევად ხელს არ უშლის. „საქართველოს კლინიკების ასოციაციის“ პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობა „სუფთა წარსულის" გამო სურს. „ოცნების“ წევრი იყო და შემოწირულობის სახით თანხასაც ურიცხავდა, თუმცა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ პარტია დატოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი - „გირჩი - მეტი თავისუფლების" დამფუძნებელი ვარ, მაგრამ რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჩავეხსნები პარტიულ საქმიანობას და მთელ ენთუზიაზმს მოვახმარ ამ საქმეს.

      მოსამართლე უფროსი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - მოსამართლე არ უნდა ერთვებოდეს პოლემიკაში, სადაც შეიძლება გააკეთოს შეფასება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მიმართულებით მის მიუკერძოებლობაზე ეჭვს გააჩენს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ლევან თევზაძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი გამოწვევა ის ფილმებია, რომელიც სასამართლოს რეპუტაციას აზიანებს. არანაირი გავლენიანი ჯგუფი, არანაირი „კლანი“, არანაირი მსგავსი დანაყოფი - ეს არის აბსურდი და მოგონილი სასამართლოს დასაზიანებლად. ნამდვილად არ ვთვლი, რომ მე უნდა მოვხსნა კანდიდატურა, მე არავის ნათელმირონი არ ვარ.

      სამინისტრო კაბინეტი - ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მთელი მთავრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გმირობისთვის. ნათია თურნავა - გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა ენერგეტიკული რეფორმა დადებითად შეაფასეს. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს. პოლონეთის რესპუბლიკასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, კორონავირუსის 23 962 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 725 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 53

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters