უგულავა ისევ დაკავებულია და პროპორციებით საკუთარი წილების დათმობა არავის უნდა

      ყინვიანი კვირა დაიწყო და ჯერ მხოლოდ შესავალიაო ამბობენ, რადგან დღეს და ხვალ ყინვა კიდევ უფრო მოიკრებს ძალებს, ხოლო 12_ში თოვლიც იგეგმება და ზღვაზე კი შტორმი. პოლიტიკური შტორმი კი დაკავებით დაიწყო - დღეს გიგი უგულავას ფონდის საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და დააკავა კიდეც - უგულავა თავად გამოცხადდა შსს-ში. როგორც პოლიტიკოსის დაკავებისას ხდება ხოლმე, დღის მთავარი თემა სწორედ ეს ამბავი იყო. არჩევნები კარზეა მომდგარი და ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ პროპორციებზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 თებერვალი, 2020

      ვის რამდენი კაცი უნდა პარლამენტში? - დიმიტრი ხუნდაძე - 100/50 -ზე შეთავაზება ის უკიდურესი კომპრომისია, რომლის იქითაც მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში აღარ უნდა შეჰყვეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მაჟორიტარები და არა მხოლოდ ისინი, მუხრუჭს კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ. ოთარ კახიძე - კონფიგურაცია 130/20-ზე ან 135/15-ზე ოპოზიციაში განხილვის აქტიურ ფაზაშია. ნიკა მელია - 100/50 სისტემა კომიკურია და ღიმილისმომგვრელიც, ამაზე არავინ დათანხმდება. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები" იმ სამი პირობას აყენებს, რა შემთხვევაშიც არჩევნების ჩატარებას 100/50-ზე მოდელით მხარს დაუჭერს. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ უნდა გაგვცეს პასუხი რა ვარიანტზე თანხმდებიან, თუ ისევ ულტიმატუმს აყენებენ და ე.წ. გერმანულ მოდელზე არიან გაჩერებული. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, 120/30 გადანაწილების პრინციპი დიპლომატიური კორპუსის იდეა იყო და ამის განხილვა ჯერ ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არ მომხდარა. ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ამოცანაა, ნებისმიერი სისტემა, რომელზეც შევთანხმდებით პროპორციულთან მაქსიმალურად იყოს მიახლოებული და გამოირიცხოს კრიზისების მექანიზმი. გიგა ბოკერია - ცუდი სცენარის შემთხვევაში, თბილისში მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებით დავიწყეთ კონსულტაციები. გიორგი ვაშაძე - პროპორციებთან დაკავშირებით პოზიციას რამდენიმე დღეში ჩამოვაყალიბებთ - 100/50 კატეგორიულად მიუღებელია. მამუკა მდინარაძე - დიდი მადლობა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ისინი ჩვენს უალტერნატივო გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებულები არიან. არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ 144/6 ან 148/2 ვერსიებზე - ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს

      უგულავას ფონდების საქმეზე 3 წელი მიესაჯა - უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. დიმიტრი ხუნდაძე გიგი უგულავას საქმეზე - პოლიტიკა არავისთვის იმუნიტეტი არ არის. ირაკლი აბესაძე - გიგი უგულავას გაჩერების მცდელობაა, მისი ციხეში გამოკეტვის გზით. დავით ბაქრაძე ხელისუფლებას - გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. დავით ბაქრაძე - ბურთი მთლიანად ხელისუფლების მოედანზეა და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამენ. ნინო წილოსანი - პოლიტიკური დევნა და უსამართლო დაპატიმრებები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დასრულდა და ის პერიოდი უკან არასდროს დაბრუნდება. ნიკა მელია უგულავას საქმეზე -სამართლის ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის ერთ საქმეზე ერთი პიროვნება ორჯერ გაესამართლებინოთ. გიგი უგულავას ადვოკატი - ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რომ დაჭერები გაგრძელდება, ეს მოიყვანა სისრულეში და პირველივე მსხვერპლი გიგი უგულავაა. გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილმა უვიცი მერაბ გაბინაშვილის და უდიპლომო შალვა თადუმაძის ხელით მომისაჯა ეს ბოდვა. ნუგზარ წიკლაური გიგი უგულავას საქმეზე - სრულიად ცხადია, რომ პოლიტიკური დევნაა და პირდაპირ დაკავშირებულია არჩევნებთან, რომელიც გვიახლოვდება. გურამ მაჭარაშვილი - თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არ არის ქვეყნის დასასრული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ პოლიტიკური დევნა არსებობს. ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომ გიგი უგულავას ერთი და იმავე საქმისთვის ორჯერ უწევს სასჯელის მოხდა, არასწორს უწოდებს. გიგი უგულავა - ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ფულიანი მდაბიოა. ბატონი ივანიშვილი რაც უფრო მაგრად გაწელავს ზამბარას, მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში. ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სასამართლოს განჩინება უკვე ჩაბარდა და გიგი უგულავას პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში გადაიყვანენ. გიგი უგულავა - თავისუფლების გზა თუ ციხეზე გადის, მზად ვარ მესამეჯერ წავიდე ციხეში - მე ამაზე არ ვწუხვარ. გიგი უგულავა - ყველა ნივთი, წიგნი მომზადებული მაქვს - ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში. გრიგოლ ვაშაძე - აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში. გიგა ბოკერია - სამიზნედ ამოღებული იყო გამორჩეული ლიდერი. დავით ბაქრაძე - ხელისუფლებამ მოსპო მოლაპარაკებების სივრცე - გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან, ყოველგვარი მოლაპარაკება წყდება. გია ვოლსკი - ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მას ვერ გადაწყვეტს. გიგი უგულავა - შორიდან იქნება თუ ჯურღმულიდან, მე მაინც გავაგრძელებ ბრძოლას. გიგი უგულავა შსს-ში ოპოზიციონერმა ლიდერებმა ტაშით შეაცილეს, თავად კი მხარდამჭერებს დაემშვიდობა - აბა თქვენ იცით! დროებით!

      ამერიკას მოვუყევით ჩვენზე და მათგანა ახალი კომენტარები გვაქვს - ადამ კინზინგერი - მადლობას მოვახსენებ პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძეს ვიზიტისთვის ჩვენი ალიანსის მნიშვნელობის განხილვის მიზნით - მე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას! ადამ კინზინგერი - მართალია, მიღწეულია პროგრესი, მაგრამ ცხადია, რომ მომავალში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დარჩება გადაუჭრელი განსხვავებები, უთანხმოება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - რეალურად მზად ვართ, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა დარჩენილი. ირაკლი კობახიძე თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტზე - ჩვენ ვიხილეთ კონგრესმენების განცხადებები, რაც ნათელი დასტურია, რომ კარგი დისკუსია შედგა.

      ევროპარლამენტარები თავისი რეკომენდაციებით გვანებივრებენ - ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - თუ საქართველოში რეფორმები არ განხორციელდება, ამას გარკვეული საპასუხო რეაქცია მოჰყვება. მგონია, რომ რუსეთი საქართველოში ცდილობს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია - ვფიქრობ, ნატო ასეთი შეშინებული არ უნდა იყოს.

      საფრანგეთის ელჩსაც აქვს დარიგებები - საფრანგეთის ელჩი - ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის შენახვა ევროპაში ყოფნისას, ამიტომ ეს არის ის, რაც მკაცრად უნდა შემოწმდეს საქართველოშიც და საფრანგეთშიც. საფრანგეთის ელჩის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველოსა და სხვა უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის რაოდენობა შემცირდეს, საფრანგეთში კანონმდებლობა შეიცვალა.

      აჭარა კი თოვლში გუნდაობს - დიდთოვლობა აჭარაში - თორნიკე რიჟვაძემ, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საკოორდინაციო შტაბში შეხვედრები გამართა. ხულოს მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო, სკოლებსა და ბაღების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო პანიკა - ჩინეთში კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია. ჩინეთის ელჩი - ზოგიერთმა ქვეყანამ უგულებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და უმაღლესი შემზღუდველი ზომები მიიღო - ეს არა მხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ აძლიერებს პანიკას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 552

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:Diablo 4 Quest Guide:Shouldering the Spirits Burden

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 14, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

In Diablo 4: Season 11 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing Horadrim while introducing new gameplay mechanics, 

To access this quest, you must first complete the previous seasonal storyline quest, The Truth That Lies Within. Additionally, your Sins of the Horadrim reputation must reach a certain threshold…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.

Creating…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

Qwelly World

free counters