უქმეებზე მაინც იგუნდავეთო ამინდმა და 8-10 თებერვალი სიცივით, ქარით და ნალექით (თოვლის მოლოდინით) დაგვიანონსა. ქვეყნის სამართავ პულტთან მოსაკალათებლად კვლავ ბრძოლაა გაჩაღებული და ახლა პროპორციებზე დაობენ, ამას გარდა შოთაზე ფაქტობრივად დაბრუნდა პროკურორის თანამდებობაზე - ახლა პარლამენტისგან ელოდება ნდობის გამოცხადებას. დღეს ევროკავშირის ანგარიშიც გამოქვეყნდა და როგორც ყველა ანგარიშზე ხდება ხოლმე, განხილვების და კომენტარების მთავარი ობიექტი იყო.
შესათანხმებელი საარჩევნო პროპორციები საუკეთესო შედეგისთვის - მამუკა მდინარაძე - თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ. გიგა ბოკერია ხელისუფლების შეთავაზებაზე - ოპოზიციისგან უკვე უარია ნათქვამი. მამუკა მდინარაძე - თუ დღევანდელი კანონმდებლობით ჩატარდა არჩევნები, ანუ 77/73-ზე პრინციპით, "ქართული ოცნება" ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა. მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია ყველა ერთად შეთანხმდება საერთო მაჟორიტარზე, მათ აქვთ გარკვეული წარმატების შანსი. გიგა ბოკერია - მათთვის უმჯობესია, გონს მოეგონ, ეს შეურაცხყოფა უკან წაიღონ და კომპრომისულ ვარიანტზე შევთანხმდეთ. რომან გოცირიძე - ხელისუფლების შემოთავაზება მოტყუების და დროის გაწელვის მცდელობაა - ჩვენს პარტნიორებს კონგრესშიც ატყუებენ, რომ რაღაც სერიოზულ მოლაპარაკებაზე მოდიან. კახა კალაძე - თუ ოპოზიცია ჩვენს ვარიანტს არ დათანხმდება, არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - ამ სისტემით მოვედით ხელისუფლებაში, როცა სააკაშვილის რეჟიმი ყველაფერს იყო დაპატრონებული.
ტელევიზიის მეპატრონეობა გულის პრობლემააო - ვატო წერეთელი - ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან. კლინიკა „ჰელსიკორის” დირექტორი - ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება.
მოვუყევით კონგრესმენებს ჩვენზე, ამერიკაში - ამერიკელი კონგრესმენი - აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის. არჩილ თალაკვაძე - საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა აშშ-ის კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი. კახა კუჭავა - კონგრესმენები მადლიერები არიან იმისთვის, რომ პირადად იღებენ ჩვენგან იმ ინფორმაციას, რომელიც მათ აინტერესებთ. ირაკლი ჩიქოვანი - ძალიან პოზიტიურია ის გზავნილები, რომლებსაც ჩვენი დელეგაციის წევრები ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებენ.
ვინტონის სიამაყე - ლუიზა ვინტონი - მეამაყება, რომ გაერო-ს განვითარების პროგრამა ადამიანის უფლებების ორგანიზაციასთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს ახალ სტრატეგიას ადამიანის უფლებების სფეროში
შოთაძის დაბრუნება - გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს. კახა კალაძე - რას ერჩიან შოთაძეს? გიგა ბოკერია - პარლამენტისთვის შოთაძისნაირი ფიგურის წარდგენა საზოგადოების კიდევ ერთი დიდი შეურაცხყოფაა. საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ვინაიდან ის არსებულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. გიორგი კახიანი - პარლამენტში გველის გამჭვირვალე პროცესი, როცა ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ და კითხვებს დაუსვამენ. ანრი ოხანაშვილი - პროკურატურის ისტორიაში გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ასეთი გამჭვირვალე ფორმით პირველად წარიმართა. პარლამენტთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის წარდგენასთან დაკავშირებით, აქცია-პერფორმანსი გაიმართა
ევროკავშირის ანგარიში - მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში. საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გასაძლიერებლად საჭიროა დამატებითი სტრუქტურული რეფორმები. გიგა ბოკერია - ევროკავშირის ანგარიშში დიპლომატიურ ენაზე, ძალიან ამომწურავად არის საუბარი პრობლემების უდიდეს ნაწილზე. განათლების სამინისტრო - ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა. ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს. ევროკავშირი - საქართველო ასოცირების შეთანხმების ერთგული რჩება, თუმცა მნიშვნელოვანია, გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია, გამოხატოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მზაობა. ვახტანგ მახარობლიშვილი - ასოცირების შესახებ ანგარიშში ევროკავშირი პოზიტიურად აფასებს იმ პროცესებსა და რეფორმებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. განათლების სამინისტრო - ევროკავშირმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმა ყოველწლიურ ანგარიშში დადებითად შეაფასა.
პორტი ანაკლიას - ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორი - დაახლოებით ორ კვირაში ცნობილი იქნება, როდის გამოცხადდება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი.
მოზარდის თვითმკლელობის გამოძიება - სახელმწიფო ინსპექტორმა 15 წლის ლუკა სირაძის საქმესთან მიმართებაში „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის დარღვევა დაადგინა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება. „მწვანე სკოლის“ დირექტორის ინფორმაციით, სკოლამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა და მათი შენიშვნა გაითვალისწინა
ახალი ტრანსპორტი კარგად მოძრაობსო, ნათქვამია - კახა კალაძემ მოსახლეობას 40 ახალი ავტობუსი წარუდგინა. აუდიტის სამსახური - თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც შრომის კოდექსის დარღვევასთან ერთად, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.
საზღვარგარეთულები:
ვირუსის ჩინური საფუძვლები - ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-მდე გაიზარდა. იაპონიაში, კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდგინდა. ამირან გამყრელიძე - საქართველოში ამ დრომდე ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ქვეყანაში ამ თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია. ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენციაზე, ჩინელ ექიმს, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა და ამ ვირუსით გარდაიცვალა, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. Amnesty International - ექიმი ლი ვენლიანგი ის ტრაგიკული მაგალითია, რომელიც გვახსენებს, როგორ ცდილობს ჩინეთის ხელისუფლება „სტაბილურობის“ შენარჩუნებას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების ჩახშობის გზით. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და ნაწილი კლინიკიდან გაეწერება.
ტრამპნიუსი - დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ დემოკრატებს „ბოროტები“, „ჩამშვებები“, „საზარლები", „უზნეოები“, „კორუმპირებულები“ უწოდა. ლინდსი გრემი - ღმერთი სამოთხის კართან არ მკითხავს, რატომ გავამართლე ტრამპი. ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს - ჩინეთი შეძლებს გაუმკლავდეს ახალ კორონავირუსს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 14, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
burden
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია