კორონა ვირუსზე მხოლოდ ერთსღა ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - სოლიდარობა და გვერდში დგომა გვიშველისო. ეს მსოფლიო ამბავი, ხოლო ქვეყნის შიდა ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო სტატიებით და კომენტარებით - უგულავას ციხეში აღმოჩენის ამბავია. მთელი დღე მუქარების და თავის მართლების ტექსტებს მიეძღვნა. მეორე ამბავიც ამავე თემას უკავშირდება - კონსესუსი არ ჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ ჯერ კიდევ რთულია პროპორციების პროგნოზირება.
კონსესუსის საფრთხე - ყველა თავის წილს უფრთხილდება - რატი იონათამიშვილი - ყველა გრძნობდა, რომ ჩვენ ოპონენტებს სურვილი არ ჰქონდათ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისთვის, რათა რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას დიდი ხანია სურდა „მოლაპარაკებების მაგიდის აყირავება“. ზაალ უდუმაშვილი - არც მე-5, არც მე-6 რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებაზე, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ. დავით ბერძენიშვილი - 105/45 და 115/35 არ შემოგვთავაზონ და მოგვმართონ რეალური წინადადებებით. გრიგოლ ვაშაძე - შევთანხმდით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი. ნინო ბურჯანაძე - ქვეყანაში არჩევნებმა აზრი არ უნდა დაკარგოს, ეს არის ახლა ოპოზიციის ამოცანა და არა რაიმე რევოლუციური სცენარი. მაიკლ გალერი - საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა. ბრიტანეთის საელჩო - მოვუწოდებთ მხარეებს, დააახლოვონ პოზიციები და გააძლიერონ დემოკრატია. აშშ-ის საელჩო - მხარს ვუჭერთ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგს.
ოპოზიციიდან ციხეში და ციხიდან ოპოზიციის გმირის სტატუსამდე, პოლიტპატიმრობამდე - უცხოური პრესა გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება - "როიტერსი" წერს, რომ უგულავას მსგავსი დანაშაულისთვის 2015 წლის სექტემბერში 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა "2017 წლის იანვარში, სასჯელის შემცირების შემდეგ, გაათავისუფლეს. ერთი წლის შემდეგ, უგულავას, რომელიც 2005-2013 წლებში თბილისის მერი იყო, ახლა კი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოპიზიციონერი ლიდერია, იმავე საქმეზე 15 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ სასჯელი მოხდილად ჩაითვალა.. მიხეილ სააკაშვილი - „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად - პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში. ჯიმ რიში - იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ გადაწყვიტა გააძლიეროს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. კახა კალაძე - გიგი უგულავას დაპატიმრებასთან საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაშია. გიორგი ვაშაძე - პირობას ვდებ, რომ მაქსიმუმ ოქტომბრამდე მოუწიოს გიგი უგულავას საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. სერგი კაპანაძე - მომდევნო კვირებში ოპოზიციის სხვა ლიდერებიც შეიძლება დაიჭირონ. მამუკა ხაზარაძე გიგი უგულავას დაკავებაზე - ეს არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცის მოქმედება - ბიძინა ივანიშვილი მყავს მხედველობაში. ზურაბ ჯაფარიძე - შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი ჩემი ჩათვლით, ხაზარაძეც, მელიაც, მინიმუმ სამი პოლიტპატიმარი უკვე გვყავს. ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, გიგი უგულავას დაკავება იმის მაგალითია, თუ როგორ დევნის ხელისუფლება პოლიტურ ოპონენტებს. თინა ხიდაშელი - დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! დავით ჭიჭინაძე - გიგი უგულავას დაკავება არის სამართლის დამარცხება ამ ქვეყანაში. არმაზ ახვლედიანი - იმდენად დიდია ჩემი სოლიდარობა გიგი უგულავას მიმართ, რომ მზად ვარ, სიმბოლურად დავიკავო მისი ადგილი იმ ვადით, ვიდრე ის გამოვა. რომან გოცირიძე გიგი უგულავას განაჩენზე - ეს არის არნახული, უხამსი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება. როცა აშშ-ს ელჩი გაცნობით შეხვედრას აწყობდა, გიგი უგულავას იმ დღესვე დაპატიმრება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნა იყო. მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას დაკავებაზე - ოპოზიცია სპეციალურად, ხალხის მოსატყუებლად აპელირებს პროცედურაზე და არა დანაშაულზე. გიორგი ვოლსკი უგულავაზე - ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია და ასეთი დანაშაულისთვის ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაკავება „პოლიტიკური რეპრესიების გვირგვინი იყო“. დავით ბაქრაძე - მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ციხეში მყოფი გიგი უგულავა თქვენთვის ბევრად უფრო საშიში იქნება, ვიდრე გარეთ მყოფი. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად. ლინას ლინკევიჩუსი გიგი უგულავას დაკავებაზე - სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული ოპოზიციის დევნისთვის. საქართველოში აშშ-ის საელჩო - იმედგაცრუებული ვართ, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს. არასამთავრობო ორგანიზაციები - გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმართული საქმე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. გიორგი მარგველაშვილი - გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია, ადამიანი, რომელიც ჩასვეს ციხეში პოლიტიკური მოტივაციით. ბრიტანეთის საელჩო - გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით.
სასამართლო სადაო გვარამია - ნიკა გვარამია - პროკურატურას "რუსთავი 2" სამინისტრო ჰგონია - ერთადერთი, ვისაც აწუხებს გვარამიას მხრიდან „რუსთავი 2"-სთვის მიყენებული ზიანი, პროკურატურაა. ნიკა გვარამიას განცხადებით, გიგი უგულავას შემდეგ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულებს და მას დააკავებენ
კონგრესის ვალდებულება - რობერტ ჰამილტონი - როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, რაც გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას - მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას. გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებაზე - პირდაპირ ეუბნებიან ამერიკას, რომ არ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, მეტი რა უნდა გააკეთონ? ომს ხომ არ გამოუცხადებენ?
დეკანოზის ავადმყოფობა - EMC დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, სასჯელის გადავადებას ითხოვს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - თუ საპატრიარქო არ ჩაერევა, სასამართლო შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და დეკანოზს სასჯელი გადაუვადდება.
წარმატებული მოსწავლეები - ქართველ მოსწავლეთა ნამუშევარი ტალინში ყველაზე ინოვაციურ გამოგონებად აღიარეს - ჭკვიანი ჩაფხუტი - ასე ეწედება თბილისის N175 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილ ნამუშევარს, რომელიც მეხანძრეებს დაკვამლიანებული ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში ეხმარება - ჩაფხუტი წინაღობას აღიქვამს, მეხანძრეს წინასწარ აფრთხილებს და შესაბამისად, მათ დაშავება-სიკვდილიანობას ამცირებს.
საზღვარგარეთულები:
სოლიდარობის ძალა - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის - ახლა მთავარია სოლიდარობა. კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია