დედაქალაქი ძალიან დაიჩაგრა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცენტრალიზებული მართვის პირობებში, მთავარი ქალაქი ბუნებამ დაჩაგრა - ყველგან თოვს, ზღვისსპირეთში, მთის კალთა-კიდეებზე, დიდ-მცირე ქალაქებში, გორშიც კი, მაგრამ თბილისში არა და არ თოვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბავნარს, დღის მთავარი თემა ევროკავშირთან პროეტების და კანონების განხილვა იყო და უგულავას საქმეზე კომისიობანა და კომენტარობანა.
არჩევნებისთვის ემზადება პოზიცია და ოპოზიცია - დავით ბაქრაძე - ჩვენი გეგმები დარჩენილ 8 თვეში ოქტომბრის არჩევნების მოგებას ემსახურება. ზვიად ძიძიგური - არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები ოქტომბრამდეც ვიხილოთ - შესაძლებელია არჩევნები მაისში ან აპრილში დაინიშნოს.
ანაკლია ადრე თუ გვიან აშენდება - მამუკა მდინარაძე ანაკლიის კონსორციუმზე - ნებისმიერ ადგილას გაასაჩივრებენ თუ არა, ქართული სახელმწიფო თავის სიმართლეს გაიტანს
ევროპა, დიპლომატია, დემოკრატია და სამართალი - ყველაფერი დატრიალდა უგულავას გარშემო - დავით სონღულაშვილი უგულავას საქმეზე - მზად ვართ, ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წვერებს ვთხოვოთ, გაგვიწიონ დახმარება ამ საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმოსაჩენად. ედგარს რინკევიჩი - უზენაესი სასამართლოს განაჩენი გიგი უგულავას საქმეზე კითხვებს და შეშფოთებას იწვევს. ირაკლი ოქრუაშვილი - 7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს, 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი „მატროსოვზე“ გაიმართება. გიორგი ვაშაძე - ვერ შეგვაშინებენ, ნიკა მელია ღირსეულად იბრძვის ყველა სხვა პოლიტიკურ ლიდერთან ერთად. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისიის” სხდომა გაიმართა. „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია” გიგი უგულავას დაკავების საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს დოკუმენტაციას გაუგზავნის. დავით ბაქრაძე უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნაზე - მივესალმებით საერთაშორისო ჩართულობას, მაგრამ ეს„ოცნების“ „ტრიუკია“, ჩვენი მეგობრები მოატყუონ. ია მეტრეველი - ხალხნო, არ შეიძლება დავივიწყოთ წარსული! არ შეიძლება ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოყავდეთ. ევროპარლამენტარები - გიგი უგულავას შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა კითხვები პროცედურასთან დაკავშირებით, მის დროულობასა და მოტივაციის შესახებ. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. დონალდ ტუსკი - უგულავას განაჩენითა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღების გამო, შეშფოთებული ვარ. ადვოკატი - პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს. ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ობიექტურად ნერვიულობს, რადგან ეს მისია დაადგენს ყველაფერს, რაც უკავშირდება უგულავას მიერ 48 მილიონის მოპარვას. რომან კაკულია - ევროპარლამენტარებს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, როდესაც გიგი უგულავას საკითხზე განცხადებას აკეთებენ. გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან არის მცდელობა, ქვეყნის იმიჯი დაზიანდეს.
მარგველა პოლიტიკაში - მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან - მივესალმები მის მზაობას, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
სტრასბურგის ელჩობა - კახა კალაძის და ირაკლი კობახიძის სტრასბურგში ვიზიტი გრძელდება. სალომე სამადაშვილი - კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს, არავის გაუგია, სიმწრით რამდენიმე შეხვედრა დანიშნეს. კახა კალაძე სამადაშვილის განცხადებაზე - ევროპარლამენტში არავინ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო სად არის, არ იციან, ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს.
ასოცირების კომიტეტში რეფორმების განხილვა - ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეცხრე სხდომა გაიხსნა. დავით სონღულაშვილი - საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რადგან გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა. რომან კაკულია - საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილე დელეგაციების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადაწყდება. დავით სონღულაშვილი - ძალიან უხარია ოპოზიციას, რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა „ოცნების“ მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო, რაც „ქართული ოცნების“ სრული კრახია. მამუკა მდინარაძე რეზოლუციის ჩავარდნაზე - საბედნიეროდ, მიმდინარე საკითხი პრობლემას ვერ შექმნის და ამით "ნაცმოძრაობა" ვერ გაიხარებს. სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა, როგორც ევროპარლამენტის წევრების, ასევე ოპოზიციის შესწორებები. მამუკა მდინარაძე - ვინაიდან ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში ქვეყნისთვის ნეგატიური შესწორებები არ შევიდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტნიორი კოლეგების მეშვეობით დოკუმენტი ჩააგდო. ევროპარლამენტარი რეზოლუციის ჩაგდებაზე - ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის - ეს სიგნალია საქართველოს მთავრობისთვის. კახა კალაძე - გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან, რაღაც არ გაკეთდეს.
რუსეთის დიპლომატიური კორპუსი საქართველოში - გრიგორი კარასინი - რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. რომან გოცირიძე - სერგეი ლავროვის ჩამოსვლა უნდა გამოირიცხოს, თორემ ხელისუფლება ისეთ საპროტესტო ტალღას მიიღებს, მთავრობას და ივანიშვილს ლავროვის თვითმფრინავით მოუწევთ გაქცევა. ხატია დეკანოიძე - პრემიერი მიუნხენში იმყოფება, ლავროვიც იქ არის კონფერენციაზე, არ გამოვრიცხავ, რომ ლავროვმა გახარიასგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა უარყოფენ ინფორმაციას, რომ გახარიას და ლავროვის შეხვედრა იგეგმება. გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გიგა ბოკერია - სერგეი ლავროვის შემოშვება და მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებაში, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება, რასაც პროტესტი მოჰყვება.
საზღვარგარეთულები
ტრამპის უდარდელობა - დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ფილიპინებთან სამხედრო შეთანხმება არ ადარდებს და მისი გაუქმებით ფული დაიზოგება.
გერმანია კონორა ვირუსზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ევროკავშირს კორონავირუსის შესაჩერებლად თანხების გამოყოფისკენ მოუწოდებს.
აზერბაიჯანული არჩევნები - ილჰამ ალიევი - ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ ჩვენი საპარლამენტო არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის.
BBC - გაერო-მ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელთან დაკავშირებული 100-ზე მეტი კომპანიის საქმიანობა უკანონოდ ცნო.
იაპონიის შემთხვევა - იაპონიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია