მსოფლიო ლიდერების შეკრება და ნატოს სწალებები საქართველოში

      თოვლი უნდა შეწყდესო ამბობენ, მაგრამ ახლა ძლიერი ქარი იწყებს ქროლვას, საიდან წამოვა რა თქმა უნდა, არავინ იცის. დღეს მსოფლიო ლიდერების შეკრება იყო მთავარი ამბავი. სოლიდარობის ნიშნად, ერთი შეხედვით უკრაინისთვის შეიკრიბნენ, მაგრამ საზრუნავი ალბათ ყველას საკუთარი ქვეყანა აქვს. სამიტებს ზელენსკიც ესწრებოდა. საქართველოში ნატოს სასწავლო წრთვნებია აქტუალური. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2372 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო და ჯანდაცვა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. თამარ გაბუნია - ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება - მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. სამწუხაროდ, ვაქცინების გარკვეული რაოდენობა აუთვისებელი დარჩა - ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტრო არ გააგრძელებს მუშაობას ვაქცინაციის კამპანიაზე, ეს პრიორიტეტულია. თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო ახალ პრეპარატ „პაქსლოვიდს“ პაციენტი ოჯახის ექიმის დანიშნულების შედეგად მიიღებს. ამირან გამყრელიძე - მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი“ პანდემიამ - ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება. მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, სადაც მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, „რაც საქართველოში ავადმყოფების ძალიან კარგ მოვლასა და ყურადღებაზე მიუთითებს“. საქართველოში დღეისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარებული აქვს 2.3 მილიონ ადამიანს, მკურნალობის სერვისით 76 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა.

      ომი უკრაინაში - უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბრძოლაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ცხედრების იდენტიფიცირებისთვის, უკრაინა სახის ამოცნობის პროგრამას იყენებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე - მოლაპარაკებები გამოავლენს, ვინ არის მეგობარი, ვინ არის პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულისთვის. ზელენსკი ნატოს სამიტზე - ჩვენი სამხედროების ხათრით, გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს - ნატო-მ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია ალიანსს ადამიანების გადასარჩენად, მსოფლიო გელოდებათ. - ნატო-ს ათასობით საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა უკრაინას არც ერთი არ მისცა, 20 ათასამდე ტანკი ჰყავს და უკრაინის თხოვნაზე 1% მაინც მიეცა ან მიეყიდა, ცხადი პასუხი არ გასცა. ჩვენ გვჯერა, რომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ბოლოს და ბოლოს გაერთიანდება ჩვენთან და ამ ომს მოვიგებთ, რადგან ომი არა უკრაინაში, არამედ ევროპაშია. ზელენსკი შვედეთის პარლამენტს - უკრაინა იმსახურებს იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. შვედეთის პარლამენტი გააფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მათი კუნძულის გოტლანდის ოკუპაცია მოახდინოს. ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ს - უმჯობესია, უკრაინას მისცეთ ისეთი იარაღი, როგორიც ახლა გვჭირდება, ვიდრე მოგვიანებით ეძებოთ სხვა ქვეყნებისთვის, ვგულისხმობ, საქართველოს, მოლდოვას, პოლონეთს. მსგავსი შავი თვე ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, არ უნახავს არც მსგავსი განადგურება და სამხედრო დანაშაული. ჩერნიგოვის მერი - ეს არის სრული სასაკლაო, სასაფლაო ყველა მიცვალებულს ვერ იტევს. სუმის ჯანდაცვის დეპარტამენტი - რუსული მხარე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაყვანაზე არ ზრუნავს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. უკრაინულმა ძალებმა ბერდიანსკთან რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ორსკი“ გაანადგურეს. უკრაინაში 7 ჰუმანიტარულ დერეფანი გაიხსნა. ომის დაწყებიდან უკრაინაში 128 ბავშვი დაიღუპა. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ქალაქი იზიუმი აიღო. დმიტრო კულება - თუ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა ემორჩილება პუტინის დამამცირებელ მოთხოვნას, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადოს, იგივეა, ერთი ხელით დაეხმაროს უკრაინას, მეორე ხელით კი რუსებს უკრაინელების მკვლელობაში. ალექსეი რეზნიკოვი - ომის ეს პერიოდი, ისტორიაში შევა, როგორც „უძლეველობის თვე“ - გმირულმა მარიუპოლმა, უძლეველმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა და ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ ოკუპანტები ვერ გაბატონდებიან ჩვენს მიწაზე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში უკრაინის დროშა გამოფინეს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა მარიუპოლის 6000-მდე მცხოვრები იძულებით „საფილტრაციო ბანაკებში“ გადაასახლა. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. უკრაინის ვიცე-პრემიერი - ტყვეების პირველი გაცვლა განხორციელდა - სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი მეზღვაური გემ „საფირიდან“, რომელიც ოკუპანტებმა კუნძულ ზმეინიზე აიყვანეს. ხარკოვში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

      მსოფლიო აფრთხილებს რუსეთს! - ბრიუსელში დღეს ნატო-ს, ევროპული საბჭოს და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართა. გაერომ უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც უკრაინაში, რუსეთის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილეს. „დიდი შვიდეული“ რუსეთს ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით აფრთხილებს - ნატოში აშშ-ს ელჩი - ნატო ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში 4 დამატებითი ჯგუფის განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. ნატო აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდა. იაპონიის მთავრობა უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში დამატებით 100 მილიონი დოლარის ოდენობით ჰუმანიტარული დახმარების გაწევას განიხილავს. რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში - რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება. ნატო - ვაძლიერებთ ჩვენს კიბერ შესაძლებლობებს და თავდაცვას - მზად ვართ, დავაკისროთ ხარჯები მათ, ვინც კიბერსივრცეში ზიანს გვაყენებს. ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მედია - უკრაინაში ომის ფონზე, პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების რისკი იზრდება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთი დანაკარგების შესაცვლელად, სავარაუდოდ, რეზერვისტებისა და ახალწვეულების მობილიზებას აპირებს. ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილს შეადარა. იენს სტოლტენბერგი - ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ. უკრაინაში სასტიკი შეჭრა ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ მტკიცე ერთგულება. ქიმიური იარაღის გამოყენება კონფლიქტის ბუნებას აბსოლუტურად შეცვლის. ჩინეთმა უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა რუსეთზე და ხელი შეუწყოს ომის დაუყოვნებლივ მშვიდობიან გადაწყვეტას. მოკავშირეები უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფენ, მათ შორის, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო დაცვის სისტემებითა და დრონებით. ჯოზეფ ბორელი - რუსეთს არ სურს გამართოს მოლაპარაკებები, რაც მას სურს, ეს არის მიწების ოკუპაცია - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. საფრანგეთის ელჩი - ეს არის ევროპის ომი, უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საერთაშორისო წყობისთვის - ეს არის რუსეთისა და ბელარუსის ომი უკრაინის წინააღმდეგ. დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გადაიქცეს ბიზნესის საწარმოებლად „შავი ხვრელის“ ადგილად. დიეგო კოლასი - საქართველომ ყველაზე უკეთ იცის, რომ რუსეთი არავის სუვერენობას და კანონით განსაზღვრულ საზღვრებს პატივს არ სცემს - აგრესიის წინააღმდეგ სამოქმედოდ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთიანად უნდა იმოქმედოს. იმედი მაქვს, შავი ზღვის აკვატორიაში გაძლიერდება საფრანგეთის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება - ასევე, ამოქმედდება ფრანგული რეესტრი კომერციული გემებისა და იახტებისთვის. პოლონეთის სეიმმა რეზოლუცია მიიღო და დაგმო „ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გენოციდის აქტები“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა. დასავლური მედიის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი წლის განმავლობაში დარჩება. ბორის ჯონსონი - ვლადიმერ პუტინმა წითელი ხაზები გადაკვეთა და საერთაშორისო საზოგადოება გაზრდის რუსეთის პრეზიდენტზე წნეხს. პოლონეთში რუსეთის ელჩის ინფორმაციით, პოლონეთის ხელისუფლებას რუსეთის საელჩოს საბანკო ანგარიშები დაბლოკილი აქვს. ბულგარეთი რუსეთიდან ელჩს გამოიწვევს. შვეიცარიაში, სანქციების შედეგად, დაახლოებით 5,75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინულია. ლატვიის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან ენერგიის იმპორტზე სანქციების დაწესება უნდა განიხილონ. რომის პაპის განცხადებით, ქვეყნების მიერ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა და სანქციების დაწესება ომიდან გამოსავალი არ არის. აშშ რუსეთის დუმას ყველა წევრს სანქციებს უწესებს. ემანუელ მაკრონი - სანქციებს აქვს გავლენა და არის საგრძნობი - უნდა გავაგრძელოთ. ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინი ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღზე გააფრთხილა: „ნუ გააკეთებ ამას“. G7- ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ პუტინს, ამ აგრესიის არქიტექტორებსა და მხარდამჭერებს, მათ შორის ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ. ბორის ჯონსონი - მესიჯი, რომელიც პუტინს შეუძლია მიიღოს არის შემდეგი: უკრაინა მარტო არ არის - პუტინი უნდა დამარცხდეს და ის დამარცხდება კიდეც. ჯოზეფ ბორელი - ომის შედეგი ის არ არის, რისი იმედიც კრემლს ჰქონდა - ეს დიდი ჩავარდნაა რუსეთისთვის. ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, ჩინეთს ესმის, რომ მისი ეკონომიკური მომავალი ბევრად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთთან, ვიდრე რუსეთთან - იმედი მაქვს, არ ჩაერევა. სანქციების შენარჩუნება, ტკივილის გაზრდა, სწორედ ეს შეაჩერებს პუტინს - მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანი და მსოფლიომ ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა სასტიკი ის. მარია ზახაროვა - ნატო-ს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება სურს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებულიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა.

      საქართველო ომის დროს - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს - დაღუპულებს სამშობლოში სანთლებით ხელში, საქართველოსა და უკრაინის დროშებით მიაგეს პატივი. სალომე ზურაბიშვილი თბილისის აეროპორტში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენების ცერემონიას დაესწრო. გიგი უგულავა - მალე დადგება დრო, როდესაც გვექნება საშუალება, მივიდეთ გარდაცვლილი გმირების საფლავთან და ვუთხრათ, რომ მათი ბრძოლა წარმატებით დასრულდა. ნიკა მელია - ეს ომი ჩვენი ომიც არის, მიუხედავად იმისა, დღეს სად გადის ფრონტის ხაზი - გმირი ვაჟკაცები უკრაინაში იყვნენ იმისათვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები დაეცვათ. ანზორ ბიწაძე - ქართველი მებრძოლები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს დასაცავადაც იბრძოდნენ. თენგიზ ფხალაძე - რუსეთმა ფასი არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც უნდა გადაიხადოს, აქედანაც უნდა მოეთხოვოს გასვლა. შალვა პაპუაშვილმა ფაცი-ფუცი უწოდა ოპოზიციის ინიციატივას ერთობლივი ვიზიტი განეხროციელებინათ ბრიუსელში. სერგო ჩიხლაძის შეფასებით, თუ შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას ვერ ხედავენ, ეს მათ უვიცობაზე მიუთითებს. ბექა დავითულიანი - უკრაინაში დაღუპული ქართველების ჩამოსვენების ხარჯები გაიღო სახელმწიფომ, მათ მიმართ სახელმწიფომ გამოხატა პატივისცემა იმით, რომ სრულად უწევს ორგანიზებას მათ ღირსეულად გაცილებას. ვანო მაჭავარიანი - ბატონი პაპუაშვილის განცხადებები მის სრულ უმეცრებას მიანიშნებს - ამ მიდგომით ძალიან სახიფათო მდგომარეობაში აყენებენ ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო ისტორიული ცვლილებების მიღმა დარჩეს. მამუკა არეშიძე - მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომია, ერთი რამ შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ უკრაინამ საინფორმაციო ომი დიდი ანგარიშით მოიგო - რუსეთი ვერ აღწევს იმ გეგმას, რომელიც თავიდანვე იყო დასახული. გრიგოლ ვაშაძე ტერიტორიების დეოკუპაციის შესაძლებლობაზე - რა ახალი შესაძლებლობები შეიძლება იყოს, ვერ წარმომიდგენია. არჩილ თალაკვაძე - ვინც აკეთებს მოწოდებებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისთვის ომის დაწყებაზე, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაციული განცხადებები. სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს - ქართველები მხარს გიჭერთ, თქვენთან ერთად ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - თქვენ იბრძვით თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის. გიგა ბოკერია - ორმხრივ ფორმატებში იგივე გარანტიები, რაც ნატოს აქვს, ზუსტად ის „ნეიტრალიტეტია“, რაც სჭირდება უკრაინას და საქართველოს - დეოკუპაციაზე შალვა პაპუაშვილის განცხადება კი მოღალატეობრივია.

      ნატოს სწავლებები 2022-ში - პრემიერი „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“-ზე - წლების განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ვიცავდით და ვიცავთ მსოფლიო მშვიდობას, მსგავსი სწავლებები აძლიერებს კოორდინაციას და ხელს უწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მინდა ამაყად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ძლიერი და ნატო-სთან ურთიერთთავსებადი მეტად, ვიდრე ოდესმე. ირაკლი ღარიბაშვილი - ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს უსაფრთხოება - ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. შალვა პაპუაშვილი - საქართველომ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო და გამოცდილი პარტნიორია, რომელსაც შესწევს უნარი, თავისი ღირებული წვლილი შეიტანოს გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს გიდასტურებთ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერასა და თანადგომას. სალომე ზურაბიშვილი - ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 20-მა ქვეყანამ და 560-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა სწავლებაში - რუსეთის მრავალგზის მუქარაზე ეს თავისთავად პასუხია.

      ომი 2008 წელში - ანრი ოხანაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების პოზიციები გაიზიარა - არ დასტურდება, არავითარი მტკიცებულება და არგუმენტი, რომლითაც 2008 წლის ომში ქართული მხარის დადანაშაულებაა შესაძლებელი. არჩილ თალაკვაძე - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სიმართლე საერთაშორისო ინსტანციებში დადასტურდა - სამართლებრივ ბრძოლებში საქართველომ გაიმარჯვა. რატი ბრეგაძე - 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა - ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 370 საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა.

      „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის განცხადებით, პურის გაძვირება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის და არც მომარაგებაში შეიქმნება პრობლემა.

      ოთარ შამუგია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ფასის კიდევ გაზრდის შემთხვევაში, სახელმწიფო პურის ფასს დაასუბსიდირებს.

      კომპანია „ენკამ“ საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

      ნინო ლაცაბიძე - ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი მიმართულება.

      კონკურენციის ეროვნული სააგენტო - უმნიშვნელო ოდენობის სახელმწიფო დახმარების მოცულობამ გასულ წელს 14 744 673 ლარი შეადგინა.

      „საქსტატის“ ინფორმაციით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.8 პროცენტით გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 163

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

vako: მარტი 27, 2022||4:34pm

ამას რატო არ ამბობენ თითონ რო იმპოტენტი კონჩიტები არიან გვერდში დგომის ნაცვლად რუსეთს შეახეთქეს და ეხლა  ჩერჩილს ადარებენ 

vako: მარტი 27, 2022||4:35pm

მეეჭვება საერთოდ ზელინსკი დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters