მარტის მილეული სიცივე, საწვავის ფასი და პრემიერის კომენტარები

      გამოიდარა, მზეც გამოვიდაო, მაგრამ დილა მაინც დიდთოვლობით დაიწყო - გზებზე კიდევ პრობლემები იყო გადაადგილებასთან დაკავშირებით. აი, ხვალიდან კი უეჭველად დათბებაო. მსოფლიოს ახალ ამბებში მოხვდა, ტრადიციულად, ამერიკის კინოდაჯილდოება ოსკარი 2022. მართალია იქ ზელენსკის ელოდნენ, მაგრამ ეს ამბავი არ მოხერხდა. სამაგიეროდ, თბილისში გამართული აქცია სასწვავის ფასთან დაკავშირებით, საკმაოდ რეზონანსული იყო და ბევრი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია, დაკავებებიც და დღევანდელი მეინსტრიმიც დაიკავა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1917 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო და ჯანდაცვა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 229 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 12 პაციენტი. ივანე ჩხაიძე - დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს - ერთადერთი რისკია, კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მდგომარეობა. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 201 ადამიანი აიცრა. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გასულ წელს გრიპის 2 შემთხვევა დადასტურდა, წელს კი გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული 100-მდე შემთხვევაა.

      ომი უკრაიანში - ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაიღუპა 143 და დაშავდა 216 ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - თურქეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც შეიძლება უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს. ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი - ჩვენ ვუჩივლებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა. უკრაინამ დღეს არც ერთი ჰუმანიტარული დერეფანი არ გახსნა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნაკლებობას ამძიმებს რუს სამხედროებში მუხტისა და მორალური სულისკვეთების არარსებობა. ქალაქის მერი - მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და მისი სრულად ევაკუაცია უნდა განხორციელდეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქზე საარტილერიო ცეცხლისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით 60-მდე თავდასხმა განახორციელეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სპეციალისტებმა, დაახლოებით, 12 ათასი საბრძოლო მასალა, მათ შორის, 398 ავიაბომბი გააუვნებელყვეს. უკრაინის ეკონომიკის მინისტრი - რუსეთის შეჭრა უკრაინას 564,9 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსების მიერ გატაცებული რამდენიმე მერი მოკლული ვიპოვეთ. ზელენსკი დასავლეთს - დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ - ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ. ირპინის მერი - ქალაქი რუსი დამპყრობლებისგან დავიბრუნეთ. კიევის მერი - კიევში ომის დაწყების შემდეგ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

      მოლაპარაკებები თურქეთში - სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები შედგა. სერგეი ლავროვი - ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. უკრაინა-რუსეთის დელეგაციის წევრები რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდებიან. სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხვალ 10:00 საათიდან დაიწყება.

      მსოფლიო ომის ფონზე - გერმანიაში პირები, რომლებიც ასო Z-ს რუსეთის მხარდასაჭერად გამოფენენ, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის ბირჟა პირველად, თუმცა მოკლე გრაფიკით გაიხსნა. სერგეი ლავროვი - დასავლეთი რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდა. „როსკომნადზორის“ ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, რუსული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ გამოცემას აჩერებს. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, კრემლი კვლავ ცდილობს „რკინის ფარდის“ დაშვებას ევროპაში. რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი - რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით. უკრაინის რადას დეპუტატი - ევროპა უკვე ჩართულია უკრაინის ომში, მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. უკრაინა მსოფლიოს მოუწოდებს, მისამართების დასახელებები, სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული, „უკრაინის ქუჩით“ შეცვალონ. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანული კომპანიები რუსული ბუნებრივი აირის საფასურს ევროში გადაიხდიან. ჩეჩნეთის მინისტრი - რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა. კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის კომენტარები პუტინთან დაკავშირებით „საგანგაშოა“. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული 2015 წლის ევროპის მიგრანტთა კრიზისის განმეორება. ჯო ბაიდენმა წინადადება წარადგინა, რომელიც 2023 წლის ბიუჯეტში უსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას ითვალისწინებს. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა რუსეთის ენერგორესურსების საფასურის რუბლით გადახდაზე უარი განაცხადეს. დიმიტრი პესკოვი - თუ ევროკავშირი უარს იტყვის რუბლით გადახდაზე, რუსეთი არ აპირებს ბუნებრივი აირის უფასოდ მიწოდებას. სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ემზადება, რომ „არამეგობრული“ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუზღუდოს.

      მოწოდებები ახალ ფრონტზე - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავდებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას დაეხმარება. დავით უსუფაშვილი - ალექსეი დანილოვის განცხადება უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინელი მაღალჩინოსნისა და უკრაინაზე მოფიქრალი ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა. რომან გოცირიძე - დანილოვის განცხადება შეცდომა იყო, მაგრამ ამის გამოყენება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უნამუსოდ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ინტერესები, არ აქვს სოლიდარობის განცდა უკრაინის მიმართ. ალუდა ღუდუშაური დანილოვის განცხადებაზე - ეს არის მოწოდება, რომ საქართველო ამა თუ იმ ფორმით ჩაერთოს საომარ მდგომარეობაში და საქართველოს ტერიტორიაზეც წარმოებდეს საომარი მოქმედებები. ლევან დავითაშვილი - საქართველოში ამ ეტაპზე უკრაინის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქეა შემოსული. თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება. გიგა ბოკერია - ღარიბაშვილი ერიდება სიმართლის თქმას სხვადასხვა ტერმინებით, ახლა შეარჩია, რომ თურმე უკრაინაში მიმდინარეობს ომი რუსეთთან, რატომ უნდა აღწერო სიტუაცია ასე, თუ არ ხარ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე? ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად - არ დავუშვებთ საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში. ვახტანგ კაპანაძე - ჩვენს ქვეყანას საომარ მოქმედებებში ჩართულობა არ აწყობს - მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას მილიტარისტული მოწოდებები აქვს.

      პრეიმერის კომენტარები - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა. გუშინდელი აქციების უკან იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ - ინფლაცია და ფასების ზრდა გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რაც სწორი იყო - არ შეიძლება, როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და ქუჩებს კეტავენ. ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ - გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროკოკაციებს. გრძელვადიანი განვადებით მშენებლობების დაწყების მიზნით, მთავრობამ მშენებელი კომპანიებისთვის წინადადების პაკეტი შეიმუშავა. ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1 000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე, კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება. ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მითუმეტეს, როცა არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის - მინდა მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. არ მინდა შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ - მათ დროს, 2011 წლის მაისში ინფლაცია 14.3% იყო. არ მინდა შედარება გავაკეთო წინა მთავრობასთან, მაგრამ ოპონენტები უპასუხისმგებლოდ საუბრობენ - მათ დროს, 2011 წლის მაისში ინფლაცია 14.3% იყო. 5 წლის წინ მიღებული უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ისტორიული მიღწევა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო.

      საწვავის პრობლემა - ლევან დავითაშვილი - დღეს საცალო ქსელში იყიდება საწვავი, რომელიც ფასების პიკშია შეძენილი, მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, უფრო ნაკლებ ფასში შეძენილი საწვავი გამოჩნდეს ბაზარზე - საწვავთან დაკავშირებით ფასების კლებას ველოდებით. გიორგი ვაშაძე პრემიერს - თქვენ რომ არ გიჭირთ, რომ გილხინთ, კორუფციული სქემები რომ გაქვთ და დიდი შემოსავალი, ამიტომ ფიქრობთ, რომ ყველა დალხენილად ცხოვრობს - გააუქმეთ საწვავის აქციზის გადასახადი და გაათავისუფლეთ აქციაზე დაკავებულები. კახა კალაძე - მესმის ადამიანების, რადგან ბენზინის ფასი მათთვის გარკვეული პრობლემაა - გამოსავალი არის ერთი: რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. ირაკლი კობახიძე - რაც პრემიერმა თქვა, ეს არის არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატაცია - კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა საწვავის ფასების შესახებ აქციების უკან. გიგა ბოკერია - რეჟიმი იმდენად არაანგარიშვალდებულად გრძნობს თავს, ჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს პროტესტში მონაწილე ხალხს, შემდეგ "ნაცების" იარლიყი მიაწებეს - მეტი საფრთხე უნდა იგრძნონ, მაშინ შეიძლება, ყვავს კაკალი გააგდებინო.

      ელჩების „კონსტიტუცია“ - პარლამენტმა, დაჩქარებული პროცედურით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა მოაწყო. ანრი ოხანაშვილი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებზე - ის სპეკულაციები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, რომ ვიღაცას სჯიან და ა.შ. აბსურდია. ანრი ოხანაშვილი - ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ვინმეს სადმე, მითუმეტეს ევროკავშირში ვიზიტს უკრძალავენ, დავაზუსტოთ, რომ საუბარია კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - პოლიტიკური ანგარიშსწორება რას ნიშნავს?! ანრი ოხანაშვილი - ჩვენ არ გვითქვამს, რომ კონსტიტუცია სიტყვა-სიტყვით არის დარღვეული პრეზიდენტის მიერ ელჩის არდანიშვნით. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა. მამუკა მდინარაძე - ცვლილება შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს საშუალება იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს - ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველამ იცოდეს თავისი კომპეტენციის ფარგლები. მთავრობა ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე მოამზადა "ქართულმა ოცნებამ" "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები.

      ეკონომიკა და ფინანსები - ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში რუსეთიდან „შავი ფულის“ შესაძლო შემოტანის რისკი აბსოლუტურად გამორიცხულია. ფინანსთა მინისტრი - ქვეყანას 1.5 თვის ხორბლის რესურსი აქვს, სუბსიდირებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ დაიწყება, თუ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნება. ფინანსთა მინისტრი - საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულად დამოკიდებულია იმპორტზე, ეს აისახა საწვავის ღირებულებაზე. ლევან დავითაშვილი - ინტენსიური მუშაობა მიდის ბევრ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელიც ბაზირებული იყო უკრაინის და რუსეთის ტერიტორიაზე, რომ თავიანთი ოპერაციები საქართველოში გადმოიტანონ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მარტი-აპრილის თვიდან შემცირდება, თუმცა პროგნოზით გათვალისწინებულ 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ დაუახლოვდება.

      არჩევნები აჭარაში - „ნაციონალური მოძრაობა“ - „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მეოთხე ოლქში, სადაც არჩევნები წააგო, ამომრჩევლების რაოდენობა გაზარდა. ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში ამომრჩეველს შესაძლებლობა ჰქონდა კანონის დადგენილ ვადებში რეგისტრაციის ადგილი შეეცვალა. ბათუმში „ქართული ოცნების“ წევრი - „ნაციონალური მოძრაობა“ არითმეტიკაში ვერ ერკვევა.

      მიშას სასამართლო - 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დიმიტრი საძაგლიშვილი - ადვოკატები, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტყვეობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს. მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს - თქვენ ისევე ხართ სასამართლო, როგორც მე ვარ კოსმონავტი. მოსამართლის განცხადებით, სააკაშვილისთვის სიტყვით სარგებლობის უფლების მიცემა, მისი მხრიდან მთავრობის დამხობის მოწოდებებში არ უნდა გადაიზარდოს. მიხეილ სააკაშვილი - ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა - ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? უკრაინის გამარჯვებისთვის ჩვენ ახალი მთავრობით უნდა ვიყოთ, ეროვნული თანხმობის მთავრობით, თუ უნდათ „ქოცებიც“ იყვნენ შიგნით. დღეს გამოვიდა მთავრობა და თქვა, ვინც ქუჩაში გამოდის „ნაციონალიაო“, ე.ი. ვისაც შია, სწყურია, „ნაციონალია“ და ვინც გაზულუქებულია, ხალხს ძარცვავს, თურმე ყველა არის „ქოცი“. საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე - ბორინკას ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს, ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში - თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 123

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters