მოლაპარაკებები ერდოღანის კარზე და დათბობა, ქართული კინკლაობა ომშიც

      როგორც იქნა ძვლებმაც გაიგეს გაზაფხული. დათბა. ხვალ კიდევ უფრო უნდა დათბესო, ასეთია მოლოდინები და ვნახოთ რა იქნება. მსოფლიოშიც თითქოს იწყება დათბობა - უკრაინისა დარუსეთის მოლაპარაკებების დღევანდელი რაუნდი იმედისმომცემია. ვნახოთ, ხელმოწერა რა შედეგებს მოიტანს რეალურ ყოველდღიურობაში. საქართველოში ამ დროს ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთის ლანძღვით არის დაკავებული. ცალკე პრეზიდენტის საკონსტიტუციო „პრობლემები“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1354 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი. ბიძინა კულუმბეგოვი - რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა - როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის. ქვეყანამ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ცენტრების გახსნაზე უნდა იფიქროს. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე „ფარმადეპოს“ 80-მდე ფილიალშია ხელმისაწვდომი. თურქეთის ბაზრისთვის წარმოებული ხელმისაწვდომი მედიკამენტები უკვე ჯპს-ში.

      ომის ცხელი მხარე - ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია გონივრულად უნდა იყოს აღქმული, ზედმეტი ეიფორიის გარეშე - ჯერ კიდევ გვჭირდება დრო, ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ. უკრაინა ვერ და არც დაეთანხმება რუსეთის მიმართ, ზოგიერთი სუბიექტის სანქციების პასიურ პოზიციას - რასაც რუსი სამხედროები აკეთებენ და გააკეთეს, არ იმსახურებს ნავთობის ემბარგოს? უკრაინელები არ უნდა დაიღუპონ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ საკმარისი გამბედაობა ვერ იპოვა, უკრაინას იარაღი გადასცეს - შიში თანამზრახველს გხდის. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა. ჩვენ შევძლებთ ერთად ვიცხოვროთ ევროპულ ოჯახში - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულები, პრინციპულები ვიქნებით იმ დროს, როდესაც ომი მიმდინარეობს. გენერალური შტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა გარკვეულ რაიონებში, გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე. უკრაინის თავდაცვის ძალები - მტრის ჯარებმა კრივოი როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს, გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლება. მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის დელეგაციის წევრების მოწამვლაზე - უამრავი სპეკულაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება - ჯგუფის წევრები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მიხაილო პოდოლიაკი - მხოლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შეიძლება ომი დასრულდეს ისე, როგორც ეს უკრაინას სჭირდება. ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური - უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ირპენში, ბუჩასა და გოსტომელში, აღნიშნული თავდასხმებით უკრაინელებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. დმიტრო კულება ქვეყნებს მოუწოდებს, „Z“ სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზაცია მოახდინონ. უკრაინამ 620 რუსი ჯაშუში გამოავლინა. უკრაინა დღეს სამი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას უწევს ორგანიზებას. სერგეი შოიგუ - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, პრაქტიკულად განადგურდა საჰაერო ძალები და თავდაცვის სისტემა, საზღვაო ძალებმა არსებობა შეწყვიტეს. რუსი ოკუპანტების მიერ მიკოლაევის რეგიონულ ოფისზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. ჩერნიგოვის მერი - დრო გვიჩვენებს, ნამდვილად აპირებს, თუ არა რუსეთი, კიევისა და ჩერნიგოვის გარშემო, საბრძოლო ოპერაციები შეზღუდოს. რუსული სამხედრო გემის მისამართით ნათქვამი ფრაზის ავტორი, უკრაინელი მესაზღვრე დააჯილდოვეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებს. უკრაინული მედია - ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიაროს პერსონალი და პაციენტები გაიტაცეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ალექსეი არესტოვიჩი - ოკუპანტები ამ დრომდე ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას.

      ომის გადაკვეთა - სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. დმიტრო კულებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე მისულ ნებისმიერ პირს საკვების სახით რაიმეს მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ. თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო. კირილ ტიმოშენკო - რუსეთთან მოლაპარაკებების მიმდინარეობისას უკრაინის დელეგაცია უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებს მოითხოვს. Financial Times - რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას, ამასთანავე, თანახმაა, რომ უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი იმ პირობით, რომ ის არ შეუერთდება სამხედრო ალიანსებს. დიმიტრი პესკოვი - რომან აბრამოვიჩი რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის, ის ჩვენი მხრიდან დღეს სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება. მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს - მომდევნო დონეზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უფრო რთული საკითხების ჩამოყალიბება იგეგმება, შემდეგ დღის წესრიგშია პრეზიდენტების შეხვედრა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის. ნატო უკრაინის და სხვა არაწევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორდღიან შეხვედრას გამართავს. მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. უკრაინის დელეგაციის წევრი - უკრაინის მოთხოვნაა ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება. დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები და ასევე თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი გარანტორი ქვეყნები გახდნენ.

      ომის თბილი მხარე - გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგი დაცული უნდა იყოს, ნატოს კარი კი ღია უნდა დარჩეს. ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგება. ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ირლანდიამ და ჩეხეთმა 40-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. პოლონეთმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს. ევროკომისიის წარმომადგენელი - ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს რუბლებში არ იყიდიან. ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმარისი არ იქნება გაერთიანებული სამეფოს მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოსახსნელად. ენტონი ბლინკენი - არის რასაც რუსეთი ამბობს და არის ის, რასაც რუსეთი აკეთებს, ჩვენ ამ უკანასკნელზე ვართ ფოკუსირებული. ჯო ბაიდენი - ვნახავთ, შეასრულებს თუ არა რუსეთი იმას, რასაც გვთავაზობენ.

      ომის დროს ქართული „დარდუბალა“ - გიორგი ტყემალაძე - დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ომს გამორიდებული უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა და დახმარება. გიორგი ბადრიძე - უკრაინისთვის მნიშვნელოვანია თავისი ხალხის გადარჩენა, ხოლო რუსეთში არ ითვლიან მსხვერპლს - ძალიან მძიმე იქნება რაიმე საერთო ნიადაგის მოძებნა ორივე მხარისთვის. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე უკრაინაში ომზე - აქ ცალმხრივ წაქეზებას ვხედავთ: აი, შენ დამატებითი იარაღი, აი, შენ ფული. გიორგი ვაშაძე - სამწუხაროდ, სამწუხაროდ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ დღეს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ თქვენ, „ქართული ოცნება“. სოზარ სუბარი - როცა საქართველო შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რატომ კეთდება უკრაინის მხრიდან კრიტიკული განცხადებები? - გასაგებია, რატომაც! ქართული „ომის პარტია“ პრივილეგიებით სარგებლობს უკრაინის ხელისუფლებაში. მაია ბითაძე ოპოზიციას - არ გაბედოთ და ქართველებს რუსეთუმეებს ნუ გვეძახით! ადამიანს აქვს მოთმინების ზღვარი! - ხანდახან მგონია, რომ ჩვენი მასწავლებლები ხართ, მოდით რა, გვემუშავეთ. ელენე ხოშტარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ამ ბოროტმოქმედებაში ჩათრეულები არ იყვნენ. თამარ კორძაია - ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები იყიდებიან თავიანთ ენაში, როდესაც ისეთი შინაარსის კომენტარს აკეთებენ, რომ თურმე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. თეონა აქუბარდია „ალტ ინფოს“ პარტიაზე - სად არის სახელმწიფო, როცა ეს ძალა, რომელიც არის ღიად მე-5 კოლონა, ომის პროპაგანდას, ეთნიკური და რელიგიური შუღლის ჩაგდებას ახდენს ქვეყანაში? რატომ არ იძიებს მათი შავი ფულის წარმომავლობას? პაატა მანჯგალაძე - იმედია, ამ პარლამენტში არასდროს დადგება ნეიტრალიტეტის საკითხი - ნუ გავგზავნით მტერთან ისეთ მესიჯებს, რომ ვინმეს ეგონოს, აქ თეთრი დროშებით ელოდებიან რუსულ ტანკებს. ირაკლი ზარქუა - „ნაცების“ ბელადმა რომ თქვა, უნდა ჩამოვაგდოთ ეს მთავრობაო, დაგმე? ვერ დაგმე, არ გაქვს ერთი ადგილი და ამიტომ ხარ „ჭიჭე ვაშაძე“ - კირკიტაძესაც მინდა გამოვეხმაურო, კირკიტ, ძმაო, თუ ვინმეს ურტყამს მაღალი ინფლაცია, ურტყამს ხელისუფლებას. ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ განსაკუთრებულ პრიორიტეტად რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა დავისახეთ. მივმართავ ბრიუსელში მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაბრუნების შემდეგ მოვისმინოთ რა ხედვებით ჩავიდა ის ბრიუსელში და რა პოზიციები დახვდა მას საქართველოსთან დაკავშირებით. რომან გოცირიძე - თუ მთელ მსოფლიოს ჩვენ ვმართავთ, გაიწიეთ მაშინ, გვამართინეთ ეს ქვეყანა და მერე ნახავთ, როგორი იქნება ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მიმართავს, “Z” სიმბოლოს გამოყენების კრიმინალიზების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწოდება განიხილონ. ანა წითლიძე უმრავლესობას - ყველაზე შეურაცხმყოფელი იმ ადამიანებისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლე უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას შესწირა, იქნებოდა მათთვის რაიმე სახის წოდება პრორუს და მოღალატე ხელისუფლებას მიენიჭებინა, ზუსტად ისეთს, როგორიც თქვენ ხართ. მიხეილ დაუშვილი - ამ გამოთქმისთვის ბოდიშს ვიხდი, მაგრამ რასაც გისმენთ, „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“, ორივეს ფეხებზე გკიდიათ საქართველოც და საქართველოს მოქალაქეც. იაგო ხვიჩია - ვუსურვებდი ქართველ ხალხს, რომ ეს ორი პარტია გაქრეს - ეს ორი პარტია გვახრჩობს და ნორმალურ ადამიანებს პერმანენტულად პრორუსულ საქმეებს გვაკეთებინებს. ირაკლი ქადაგიშვილი - დღევანდელ ვითარებაში ომის რიტორიკა, რომელიც პროვოკაციულია და არა პატრიოტული, უნდა დავამთავროთ.

      თბილისი ჰე - კახა კალაძის განცხადებით, გაჩერებული მშენებლობების დასრულების მიზნით, თბილისში, 2019 წლამდე გაცემულ ნებართვებზე, კომპანიებისთვის K2-ის მოსაკრებლის გადახდის გადანაწილება მოხდება. იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე საჩოგბურთო კორტები მოეწყობა. თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის. მჯერა, რომ ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდად დაუბრუნდნენ - მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათს მიებმება და მგზავრს აღარ მოუწევს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. თბილისის საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების მიღება მიმდინარეობს.

      ფულებიანი სასამართლო - სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. ნიკა სიმონიშვილი - ორ ინსტანციაში გამართლებისა და რამდენიმე წლის განმავლობაში თაროზე შემოდების შემდეგ, ხელისუფლებამ კეზერაშვილის საქმე გააცოცხლა, როცა დასჭირდა - სასამართლოს განაჩენთან მიმართებაში სერიოზული კითხვები არსებობს. სოზარ სუბარი - კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს, ოდესმე იმ თანხების დაბრუნებაც მოუწევს, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს „ქოლცენტრების“ მეშვეობით.

      აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა.

      პრეზიდენტის საკონსტიტუციო პრობლემები - დავით სერგეენკოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ ითვალისწინებს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებით, „ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი „დასაჯოს და ადგილი მიუჩინოს“. მამუკა მდინარაძე - პრობლემა რომ არ ყოფილიყო, აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა - თუ მისი კომპეტენცია ზუსტად აქვს გააზრებული პრეზიდენტსაც და ადმინისტრაციასაც, რას ნერვიულობენ? მამუკა მდინარაძე - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ორი კვირით გადავდებთ და ოპოზიციამ კეთილი ინებოს, თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოადგინოს. ხატია დეკანოიძე - „ქართულ ოცნებას“ არავითარი არგუმენტი აღარ დარჩა, კარგი იქნება, თუ საერთოდ ჩახსნიან "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ პრეზიდენტს ელჩის თანამდებობაზე 12 პირის დანიშვნის თაობაზე მიმართა და სალომე ზურაბიშვილმა 12-ვეს დანიშვნას ხელი მოაწერა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ინფორმაცია, რომ ბოლო 1 წელში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, „არ ასახავს რეალურ სურათს“. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას.

      კოვიდის განახლება - შანხაიში კორონავირუსით დაინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 4 400-ს გადააჭარბა, ქალაქში „ლოქდაუნი“ ამოქმედდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters