ყველაფერი ომის გარშემო ტრიალებს. მოლაპარაკებებიც არის, თუმცა შედეგები სახარბიელოდ არ ჩანს, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. მსოფლიო კვლავ დუღს უკრაინის პრობლემების გარშემო, მაგრამ გამოსავალი ან ომის გაჩერება არ შეუძლია. საქართველოში კვლავ შიდა გაურკვევლობაა და დახმარება-დაუხმარებლობის ყვედრება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2385 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 23 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაიხურა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 750 პირი აიცრა.

      ამბები ომის ცენტრიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპს უკრაინაში იწვევს. ზელენსკი მარიუპოლში ჰუმანიტარულ მისიას, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, უახლოეს დღეებში ელოდება. ვოლოდიმირ ზელენსკი - ბოლომდე ვიბრძოლებთ, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ. რუსეთთან რთულ მოლაპარაკებებს ვაგრძელებთ - ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივდივართ. რუსეთმა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ 1000-ზე მეტი რაკეტა და ურიცხვი რაოდენობის ავიაბომბი გამოიყენა, გაანადგურეს ათობით ჩვენი ქალაქი, ზოგიერთი მათგანი მიწასთან არის გასწორებული. ზელენსკი საფრანგეთის პარლამენტს - როგორ შევაჩეროთ ეს ომი? - პაზლების ნაწილი, რომლისგანაც შედგება პასუხი, სწორედ თქვენ ხელთ არის. ფრანგულმა კომპანიებმა უნდა შეწყვიტონ რუსეთის ომის მანქანის დასპონსორება. ერთად მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ვაიძულოთ რუსეთი, ეძებოს მშვიდობა. ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პარლამენტს - თქვენ პირველები ხართ აზიაში, ვინც მხარი დაუჭირა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და მოგიწოდებთ, ეს გააგრძელოთ. ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას 80 წელია არ უნახავს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინა რუს ოკუპანტებზე გამარჯვებას აპრილის ბოლოს - მაისის დასაწყისში იზეიმებს. აშშ-ის საელჩო - რუსულმა ძალებმა დონეცკსა და ლუგანსკიდან 2 389 ბავშვი რუსეთში უკანონოდ გადაიყვანეს - ეს არ არის დახმარება, ეს არის გატაცება. უკრაინის საჰაერო ძალები - ერთ დღეში რუსი ოკუპანტების 6 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 5 დრონი გავანადგურეთ. სუმის ოლქში მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაცია დაბომბვისა და ქუჩაში მიმდინარე ბრძოლის გამო ვერ ხერხდება. რუსულმა ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი საევაკუაციოდ განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს. რუსულმა ძალებმა ჩერნობილში 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაანადგურეს. პენტაგონის წარმომადგენელი - რუს სამხედროებს უკრაინაში საკვების, საწვავის და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ. უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითების ბრიგადის მეთაური მოკლეს. რუსებმა კიევის ორი რაიონი დაბომბეს, არიან დაშავებულები. ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიხაილო პოდოლიაკი - ძვირფასო პარტნიორებო, თუ არ გსურთ სიზმარში მოკლული უკრაინელი ბავშვების მკვდარ თვალებს ხედავდეთ და გრძნობდეთ წვას მარიუპოლიდან, გადადგით 4 ნაბიჯი. ეროვნული პოლიციის უფროსი - უკრაინის პოლიცია ირპენში დაბრუნდა და სპეცრაზმი ქალაქს რუსული დივერსიული ჯგუფებისგან ასუფთავებს. დმიტრო კულება - რუსი სატელევიზიო პროპაგანდისტები რუს მფრინავებზე უარესები არიან. სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე - სუმის ოლქში რუსი სამხედროები უარს ამბობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ვიტალი კლიჩკო - კიევს დღეს ესაჭიროება სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა და სასწრაფო დახმარების მანქანები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საშუალებები. უკრაინის ვიცე-პრემიერი - მელიტოპოლის მერის გარდა, უკრაინასა და რუსეთს შორის არანაირი გაცვლა არ განხორციელებულა. რუსმა სამხედროებმა მარიუპოლი თითქმის, სრულად გაანადგურეს. მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები მუდმივად, ონლაინ რეჟიმშია და საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, რადგან უკრაინულ მხარეს აქვს მკაფიო და პრინციპული პოზიციები. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი - ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 58 მანქანა დაცხრილეს და 6 მედიკოსი მოკლეს.

      ომი მსოფლიოში - ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია - თავისუფალი უკრაინის გარეშე არ იქნება თავისუფალი ბელარუსი - ჩვენი მთავარი ამოცანაა, უკრაინას გამარჯვებაში დავეხმაროთ. ფრანგული კომპანია TotalEnergies რუსული ნავთობის შესყიდვას წყვეტს. რუსული მხარის ინფორმაციით, შავ ზღვაში რამდენიმე ასეული ნაღმი დაცურავს, რომელიც ოდესის პორტიდან გავრცელდა. WSJ - აშშ 300-ზე მეტი რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვლადიმერ პუტინის აგრესიას ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები - კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ „ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება“. პენტაგონი - ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით კრემლის განცხადებები სახიფათოა. პოლონეთი ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხის დაყენებას გეგმავს. რამზან კადიროვი ზელენსკის - მიტრიალდი რუსეთისკენ და ისტორიაში შეხვალ მშვიდობისმყოფელად, რომელმაც საკუთარი ხალხი გადაარჩინა. რუსეთის ელჩის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში მონაწილეობის მიღებას აპირებს. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი - ნატო-ში არ გამორიცხავენ კოლექტიური პასუხის გაცემის შესაძლებლობას თუ ალიანსის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდება. ჩინეთმა G20-დან რუსეთის შესაძლო გარიცხვის წინადადება გააკრიტიკა. კანადელი სნაიპერი მეტსახელად „ვალი“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ გავრცელებული პროპაგანდაა. მარტის პირველი 15 დღის განმავლობაში უკრაინაში სხვა ქვეყნებისგან 102 038 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. პოლონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებს. ოლაფ შოლცი - რუსული ძალები უკრაინაში წინ წაწევას ვერ ახერხებენ - პუტინმა სიმართლე უნდა მოისმინოს. მარია ზახაროვა - ევროკავშირი მილიტარიზაციისა და ნატოსთან შერწყმის კურსს აგრძელებს, მის დიპლომატიურობასა და მშვიდობიან ხასიათზე გაკეთებული განაცხადი კი ფიქციაა. ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება „რეალური საფრთხეა“. იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სრულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. პრეზიდენტი პუტინის სასტიკი შეჭრა უკრაინაში ყოველდღე იწვევს სიკვდილს და ნგრევას - პუტინმა უნდა დაასრულოს ეს ომი. ველი, რომ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მხარდაჭერა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის გამო რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. მოლოდინი მაქვს, რომ ლიდერები დათანხმდებიან ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, ძალების მნიშვნელოვანი გაზრდით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში. Bloomberg - პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან წავიდა. Nestle-ს რუსული ბაზრიდან პოპულარულ ბრენდები, მათ შორის KitKat-ი და Nesquik-ი გააქვს. რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურს მხოლოდ რუბლებში მიიღებს. „ბლუმბერგი“ - ევროკავშირმა უკრაინასთან შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც მას საშუალებას მისცემს კიევს საიდუმლო ინფორმაცია გაუზიაროს, მათ შორის სატელიტით გადაღებული ფოტოები. სერგეი ლავროვი - თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის. შარლ მიშელი - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ვლადიმერ პუტინის დამარცხება, ეს უნდა იყოს საერთო მიზანი. აშშ ოფიციალურად აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

      უკრაინა საქართველოში - ამ დროისთვის, თბილისის ბაგა-ბაღებში უკრაინიდან ჩამოსული 12 ბავშვია ჩარიცხული. ანა ნაცვლიშვილი - ნეიტრალიტეტის საპასუხოდ გავიხსენებდი ქართულ ხალხურ ზღაპარს ჩიტ ჩიორაზე - ხალხური სიბრძნე ამგვარ სიტუაციებზე საუკუნეების წინ სწორ ანალიზს აკეთებდა - როცა დედა ჩიტს აშანტაჟებენ, მონადირის ჩარევაა საჭირო. ოთარ გრიგოლია - ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. გურამ მაჭარაშვილი - ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვაში არავისთან შევდივართ - ამით ქვეყანას ნებისმიერი ტიპის პროვოკაციას ავარიდებთ თავიდან. იაგო ხვიჩია - უკრაინის ხელისუფლებას არაფერი ეჩვენება, შემთხვევით არ გაუწვევია აქედან ელჩი, შემთხვევით არ აბრალებენ საქართველოს მთავრობას ამორალურ პოზიციას. ნინო დოლიძე - ნეიტრალიტეტი საქართველოს არ დაიცავს მეზობელი ქვეყნის მხრიდან აგრესიისგან, ეს რუსეთის რიტორიკის გაგრძელებაა. ეკა გიგაური - რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ, ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ. გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროა, რომ არასამთავრობოების ნაწილი ვერ ერკვევა იმაში, რუსეთისათვის საქართველოს უსაფრთხოების საბჭოზე გაკეთებული განცხადება უფრო მტკივნეულია თუ გაეროში, ეუთოსა და ჰააგაში გამოხატული პოზიცია. სალომე სამადაშვილი - ჩემი ინფორმაციით, ნეიტრალიტეტის თაობაზე საქართველოს ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გზავნილი რუსეთისგან - რუსეთმა დახურული ხაზებით ხელისუფლებაზე ზეწოლა უკვე დაიწყო. ბექა ლილუაშვილი - საქართველოს უსაფრთხოების გარანტია არის დასავლური ფარდა. პაატა ზაქარეიშვილი - ვიდრე რუსეთში სანქციები, მის ხელისუფლებაში კი პუტინია, შანსი გვაქვს საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს და მოსკოვს ჯარები გააყვანინოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ახლა დადუმდა. რომან გოცირიძე - ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს - ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს ბელარუსიზაციას. ევროსაბჭოს კონგრესის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ხელსაყრელ გარემოს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ნიკოლოზ სამხარაძე - არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქმის კურსში არ არიან და არ იციან დეტალები, ასეთ ზედაპირულ კრიტიკას ვერ მივიღებთ. ანდრეი კასიანოვი - ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. იგორ დოლგოვი იმყოფება საქართველოში და კონსულტაციები გრძელდება. უკრაინელები გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს მხარდაჭერისათვის, ეს არის ის, რაც ყოველთვის გვემახსოვრება და რასაც არასდროს დავივიწყებთ - დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! კასიანოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, უკრაინის მთავრობის მხრიდან ოფიციალური მიმართვა არ მიუღია. კასიანოვის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 20 000-მდე მოქალაქე იმყოფება. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ აქვს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ 13 ქვეყნის განცხადებას საქართველოდან გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა - მიმართვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ თავად უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა გამოაქვეყნა, ცალკეული ქვეყნების დეპუტატების ინიციატივაა, „ვისაც ერთმანეთთან კონტაქტი აქვს. ეს გახლავთ სხვადასხვა პარლამენტების ცალკეული დეპუტატების კერძო ინიციატივა. სახელმწიფოების მხრივ არ არის რაიმე ხელმოწერა.“ ლევან იოსელიანი - ხელისუფლება თუ ქვეყნის გარეთ თანმიმდევრულია, როცა მხარს უჭერს უკრაინის ხელისუფლებას და მის ინიციატივებს, ქვეყნის შიგნითაც არ უნდა ერიდებოდეს ამის არტიკულირება. შალვა პაპუაშვილი - უკრაინის საკითხთან საქართველოს თემის მიბმა არაკეთილსინდისიერი მიდგომა იქნება - საუბარს, რომ ახლა შესაძლებლობაა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის, არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს. ჩვენ ზუსტად ისეთივე მიდგომა გვაქვს, როგორც ევროკავშირს და აშშ-ს - სანქციებს ორ ფილტრში ვატარებთ: გამოიწვევს თუ არა სამხედრო დაპირისპირებას და ეკონომიკურ-სოციალურ კოლაფსს. სალომე ზურაბიშვილი - იქნება თუ არა საქართველო შემდეგი? ეს ძალიან რთული კითხვაა, ვიმედოვნებ, არა - ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ და მნიშვნელოვანია, მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს საქართველოს, ისევე როგორც მოლდოვას.

      სათბილისო - თბილისის მერია გუდიაშვილის მოედანზე არსებული სივრცეების აუქციონზე გატანას გეგმავს. კახა კალაძე - თუ დათოვლილი გზების გაწმენდაში მოსახლეობაც დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით - საკუთარი სახლის წინ რომ გაწმინდოს გზა ადამიანმა, მგონი, არ წარმოადგენს პრობლემას.

      მსოფლიო ბანკის ფული - მსოფლიო ბანკმა საქართველოს 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაუმტკიცა. მსოფლიო ბანკი - მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველო რეგიონულ სატრანსპორტო კავშირს აუმჯობესებს. სებასტიან მოლინეუსი - ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაციული პროგრამა დავამტკიცეთ, რაც ყველაზე დიდი მოცულობის ერთიანი ინვესტიციაა, რაც მსოფლიო ბანკს ოდესმე განუხორციელებია საქართველოში.

      საქართველოს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი ექნება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters