მივიწყებული კოვიდი, დაუსრულებელი ბომბები და საქართველო უკრაინის ომის ქვეშ

      უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოს გადაავიწყა კოვიდი. ახალი შტამები ჩნდება, თუმცა ისინიც აღარ არიან აქტუალურები. დღეს კი საქართველოში შეზღუდვების შემცირების ახალი გადაწყვეტილებები გამოჩნდა და პირბადეები საჯარო სივრციდან „მოიკვეთა“. ომი არ მთავრდება უკრაინაში და უკრაინელების გამძლეობა მსოფლიოს აკვირვებს. ამ ფონზე, დიდ-პატარა ქვეყნები პოლიტიკას თამაშობენ, მათ შორის საქართველოშიც. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2348 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 22 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო და ჯანდაცვა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის თვეშიც გრძელდება. ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება. კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ საქართველოში ამ კვირაში შემოვა. ჯანდაცვის მინისტრი - კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის - ვისაც უმკურნალებენ, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას და არა დაუკავებელ საწოლებზე. პანდემია დასასრულს უახლოვდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება. ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ ვირუსს, რამეთუ კორონავირუსი ისეთი ვერაგი აღმოჩნდა, რომ სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, რომლის წინასწარ განჭვრეტა ადვილი არ არის. არ შემცირებულა იმ დაწესებულებების რაოდენობა, სადაც კორონავირუსზე ტესტირებაა შესაძლებელი. გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, თქვენზეც, ვინც არ აიცერით - ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინით, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, არ აიცრნენ. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ახალი დოზები მიმდინარე კვირაში შემოვა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის თურქეთიდან 50-მდე დასახელების წამალია შემოტანილი და იმ აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება, სადაც დაბალფასიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება. თენგიზ ცერცვაძე - გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებას არ მოვხსნიდი. COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ საქართველოშია.

      ამბები დამბომბილი ქვეყნიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოების გარანტიებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული კომპრომისების ფორმატი შეიძლება რეფერენდუმით გადაწყდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ვლადიმერ პუტინთან პირველივე შეხვედრაზე განიხილოს. მერწმუნეთ, ევროპაში დაგეგმილ სამიტებზე ჩვენი პოზიცია მტკიცედ გაჟღერდება. ზელენსკი რუს პილოტებზე - მათ გულისა და სულის ნაცვლად სიცარიელე აქვთ. უკრაინის პრეზიდენტი რომის პაპს ესაუბრა. ზელენსკი იტალიის პარლამენტს - რუსული ჯარებისთვის უკრაინა არის ევროპის კარიბჭე, სადაც მათ უნდათ შეღწევა, მაგრამ ბარბაროსობა არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა გავყინოთ ოლიგარქების აქტივები - შეუძლებელია, რომ იტალია კვლავ იყოს მათი დასვენების ადგილი. მარიუპოლი მთლიანად დანგრეულია - წარმოიდგინეთ დანგრეული გენუა, სადაც ხალხი მანქანით თუ ფეხით გაქცევას ცდილობს - კიევს ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც რომს თქვენთვის. ვოლოდიმერ ზელენსკიმ და ჯასტინ ტრუდომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ისაუბრეს. პენტაგონი - რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადიან - შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებას ხელს შევუწყობთ. უკრაინის ვიცე პრემიერი - მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მოქალაქე რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - რუსეთში მუშაობა შეაჩერეს კომპანიებმა, რომლებიც ტანკებს აწარმოებენ და არემონტებენ. მელიტოპოლში უკრაინელი ჟურნალისტები დააკავეს. ბორისპოლის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს. რუსულმა ძალებმა უკრაინაში ისრაელის მოქალაქეები გაიტაცეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები - უკრაინელმა სამხედროებმა მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. უკრაინაში განადგურებულია 651 და დაზიანებულია 3 780-მდე საცხოვრებელი შენობა. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინას აზოვის ზღვაზე წვდომა შეუზღუდეს. ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. უკრაინის რადა - ტერორისტულმა ქვეყანამ 117 ბავშვი მოკლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი და „ეფესბეს“ აგენტი დააკავეს, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ კიევის ცაზე რუსული რაკეტა გაანადგურა. მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინა 27-ე დღეა იბრძვის თავისუფლებისთვის, ბარბაროსობის, სისასტიკისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის წინააღმდეგ. ალექსეი არესტოვიჩი უკრაინელებს - ნუ მოახდენთ მტრის დეჰუმანიზაციას. უკრაინული გამოცემა - ჩვენი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა რუსული ტყვეობიდან გაათავისუფლეს. რუსმა სამხედროებმა მიკოლაევის პორტი დაბომბეს. ჩერნიგოვის მერი - ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა - ცხედრების მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. უკრაინის საგარეო უწყება - ხერსონის 300 ათასი მოქალაქე, რუსული არმიის ბლოკადის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. მედია - რუსულმა ძალებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

      ამბები მსოფლიოდან უკრაინაზე - ჯო ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ჯო ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტები გამოიყენა. ჯო ბაიდენი - ინდოეთი რუსეთთან მიმართებით ოდნავ მერყევია პენტაგონი - აშშ და სხვა ქვეყნები უკრაინისთვის „შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის” საშუალებების მიწოდების საკითხს განიხილავენ. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი, 500 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ნატო-ს ყოფილი მრჩეველი - თუ დავმარცხდებით უკრაინაში, ვლადიმერ პუტინი მიუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე. ევროკავშირმა „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცა - „სტრატეგიული კომპასი“ არის ევროკავშირის გეგმა 2030 წლისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ. ედგარს რინკევიჩსი - „სტრატეგიული კომპასი“ ევროკავშირს აძლევს აუცილებელი ინსტრუმენტების ნაკრებს, იმისთვის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ნამდვილი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს. ენტონი ბლინკენი - აშშ ჩინეთის ოფიციალურ პირებს ვიზებს შეუზღუდავს. იაპონია რუსეთის გადაწყვეტილებას ორმხრივ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ აკრიტიკებს. რუსეთის საელჩო აშშ-ში უკრაინის მოქალაქეების რუსეთში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანას უარყოფს. რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, პროკურატურა 13-წლიან პატიმრობას ითხოვს. საბოლოოდ 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მედია - ისრაელის პრემიერი კიევში ვიზიტს გეგმავს. ნობელის პრემიის ლაურეატმა, რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორმა განაცხადა, რომ თავის ნობელის მედალი აუქციონზე გააქვს, რათა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თანხა შეაგროვოს. იტალიის პრემიერ-მინისტრი - დღეს უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშვიდობას, თავისუფლებას და უსაფრთხოებას იცავს. BBC - გერმანიამ ქვეყანაში ჩასული 200 000-მდე უკრაინელი დაარეგისტრირა. „გარდიანი“ - იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ იტალიას სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. რადას დეპუტატი - ვისურვებდით, გვენახა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა საქართველოს პარლამენტში, როგორც მან ეს გააკეთა ევროპის არაერთ ქვეყანაში. გაეროს გენერალური მდივანი - კიდევ რამდენი სიცოცხლე უნდა დაიკარგოს? კიდევ რამდენი ბომბი უნდა ჩამოვარდეს? - უკრაინელი ხალხი ჯოჯოხეთს ითმენს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის. ოლაფ შოლცი - ევროკავშირი ყველაფერს იღონებს, რათა გათავისუფლდეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან. ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ჩვენ უნდა ვიყიდოთ ენერგორესურსები მეგობრებისგან და არა მტრებისგან. მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურად ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

      უკრაინის ომიდან ტალღები საქართველოში - მიხეილ ჩხენკელმა უკრაინელი მოსწავლეები სკოლაში მიაცილა. სალომე სამადაშვილი - რუსეთისთვის საბოლოო მიზანს უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოების გაუქმება წარმოადგენს - ნეიტრალიტეტზე საუბარი ეს არის თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტზე. ხათუნა სამნიძე - ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით დისკუსია არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართული ოცნება“ ამოწმებს სიტუაციას. სანდრო რაქვიაშვილი - საქართველოს შემთხვევაში სამხედრო ნეიტრალიტეტი ფიქციაა. გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად, ბრიუსელში საქართველოდან ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი გაიმართოს. შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს - ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები, თქვენს სამშობლოში მშვიდობა დაგხვდათ და ეს მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს. მიხეილ სარჯველაძე გიორგი ბოტკოველს - აქციები ევროინტეგრაციას და განაცხადის შეტანას დაახლოებით ისე ეხმარებოდა, როგორც ასტრონომია პლანეტების მოძრაობას - ვინმეს დააჯერებთ, აქცია რომ არ ყოფილიყო, განაცხადს არ შევიტანდით? გიორგი ვაშაძე - კატეგორიულად მიუღებელია ნეიტრალიტეტი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის გზა. შალვა პაპუაშვილი მომავალ კვირას ბრიუსელს ეწვევა. კახა კალაძე რუსეთის მოქალაქეებზე - არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ადამიანები გამორბიან, როდესაც არ მოსწონთ იქ არსებული მდგომარეობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იქცეოდა და მომავალშიც ასე იქნება. მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილიც კი ამ სიტუაციაში მხარს უჭერს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას რუსეთის აგრესიასთან და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძე უკრაინიდან ქართველი დეპუტატებისთვის გამოგზავნილ წერილზე - მიხეილ სააკაშვილმა გმირ უკრაინელებს ფორთხვა უნდა ასწავლოს, გაქცევა თუ თავისი ქვეყნის ღალატი? ნიკოლოზ ვაშაკიძე - ნეიტრალიტეტი პერსპექტივაში აბსოლუტურად დაუცველს გახდის საქართველოს პოტენციური აგრესიის წინაშე, ეს არის ძალიან სახიფათო გზა ჩვენთვის. სალომე სამადაშვილი - ჩვენს ინიციატივებს „ქართული ოცნება“ მხარს თუ არ დაუჭერს, ამით ის ნათლად ეტყვის ქართულ საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებს და უკრაინელ მეგობრებს, რომ ამ ომში რუსეთის მხარეს დგანან. ნუგზარ წიკლაური - ნეიტრლიტეტის თემის კიდევ ერთხელ წამოწევით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსული პარტიაა. შალვა პაპუაშვილი - სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა პირველმა თქვა ნეიტრალიტეტის საკითხი და ამის შემდეგ გაიშალა პოლიტიკოსების თუ გარკვეული ე.წ. სპიკერების მხრიდან. გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ - დღეს ვინც ქვეყნის შიგნით ეძებს მტერს, ის თავად არის მტერი - ახლა გვჭირდება ერთიანობა, თქვენ კი ისევ გვყოფთ, ისევ გვხლეჩთ, ისევ იარლიყებს გვაკერებთ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი - ნაყოფიერი საუბარი შედგა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, განვიხილეთ უკრაინასა და რეგიონში არსებული პრობლემური სიტუაცია და გამოწვევები. სალომე ზურაბიშვილი - ჯოზეფ ბორელს საქართველოს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციის გზასა და უსაფრთხოებაზე ვესაუბრე

      ეკონომიკა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში შეიქმნას პროდუქტის ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა ევროპული ან საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 70 %-ზე მეტით გაიზარდა.

      სადეპუტატო ჩხუბები - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ირაკლი ზარქუასა და ლევან ხაბეიშვილს შორის 2020 წელს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ლევან ხაბეიშვილი ზარქუას - ირაკლი, ჯიგარო, არ მიცემიხარ, არც გვერდები მიტკენია. ლევან ხაბეიშვილი - მაქვს ინფორმაცია, რომ ირაკლი ზარქუას განცხადება აქვს შემოტანილი სასამართლოში, რომ ჩემს წინააღმდეგ პრეტენზია არ აქვს, რა მტკიცებულება უნდა ჰქონდეს სამარცხვინო ზარქუას? ვახუშტი მენაბდე - „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის წინააღმდეგ შანსი არ უნდა ჰქონდეს, თუმცა ვშიშობ, საკონსტიტუციო სასამართლო დავას მიუკერძოებლად ვერ განსჯის - ხელისუფლება ზურაბიშვილის ძველ კალაპოტში დაბრუნებას ცდილობს.

      პრობლემური წყალი - კახა კალაძე - სამწუხაროა, რომ „ჯივიპის“ ქსელი არის მოძველებული და ბევრ უბანში, ბევრ რაიონში პრობლემას წარმოადგენს - ამ პრობლემის მოგვარება გარკვეული ინვესტიციებით შესაძლებელია.

      პრეზიდენტის „შევიწროება“ - სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს შეავიწროოს ყულფი პრეზიდენტის კისერზე, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება გაამარტივოს მომავალში, თუ ეს საჭიროდ ჩათვალეს. დავით უსუფაშვილი - ვიცი, რომ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობა მარტივი არ არის - შესაძლოა, ყოველთვის ისე არ მოიქცეს, როგორც საჭიროდ თვლით - მივმართავ პრეზიდენტს და პრემიერს, ასე არ შეიძლება! ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არსებული ხარვეზის გასწორებას ისახავს მიზნად და კანონი კონსტიტუციურ დანაწესთან მოდის შესაბამისობაში. გაუგებარია, როგორ შეიძლება ანგარიშსწორების ინსტრუმენტად განიხილო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის მიმართ არავითარი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას არ იძლევა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 157

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters