ვირუსის ახალი შემთხვევები, ბარიერები და სკამების გაყოფა, დასნებოვნებული დეკანოზი

      ბოლო აღრიცხული ამინდების მიხედვით, გასული ზამთარი ყველაზე თბილი იყოო, აღნიშნავს მსოფლიო, მაგრამ ეს სითბო არ გამოდგა საკმარისი კორონა ვირუსთან ბრძოლისთვის. ჩვენთან 9 დადასტურებული შემთხვევაა დღევანდელი დღის მონაცემებით. როგორც მიხვდით, დღის მთავარი თემა კორონა ვირუსი და მისი ახალი შემთხვევების კვლევა-მკურნალობაა. ასევე აქტუალური იყო ბარიერები და პროცენტები პარლამენტში შესასვლელად და არჩევნების წესის განსაზღვრისთვის. განსაკუთრებით დამძიმდა გლდანის ციხეში მყოფი დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ესეც გახდა აქტუალური ამბავი დღევანდელ მედიაში.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 მარტი, 2020

      სამწუხარო სტატისტიკა - ვირუსის ახალი შემთხვევები - ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ყველა კონტაქტი დაკავშირებულია იტალიასთან. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ 9 პაციენტს შორის მცირეწლოვნები არ არიან. ამირან გამყრელიძე - ამ ეტაპისთვის ყველა შემთხვევა კლინიკურად არის დამაკმაყოფილებელი. მსოფლიოში კორონავირუსით 3 285 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 53 688-ია. შსს-ს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსს ქართულ ეკონომიკაზე გარკვეული მცირედი ზეგავლენა ჰქონდა. ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ურჩევს, რესპონდენტებთან 1-1.5 მეტრზე ახლოს არ მივიდნენ, ინტერვიუები კი მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხის გამოყენებით ჩაწერონ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გადაიდო. საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია, მეოთხე შემთხვევა კი საყურადღებოა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი - კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა კლინიკურად უფრო მძიმეა. ეკატერინე ტიკარაძე - ირანის ელჩთან შეხვედრაზე წამოიჭრა საკითხი მინისტერიალი გაიმართოს, რათა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე გადაწყვეტილებები მივიღოთ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა და მათ დეტალურად გამოიკვლევენ. ამირან გამყრელიძე - უმორჩილესი თხოვნაა, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა პირებმა მაქსიმალურად დაიცვან წესები. პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მეოთხე ადამიანის თვითმფრინავში არსებული კონტაქტები უკვე დადგენილია. კორონავირუსის გამო, ბრიტანული ავიაკომპანია Flybe გაკოტრდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით მსოფლიოში გამოწვეული შედეგები საქართველოს საკმაოდ მძლავრად გადმოეცემა. ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოიყვანეს, ისინი საკარანტინო დაწესებულებაში იმყოფებიან. ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო, ინფექციური საავადმყოფოს შენობის საკითხზე, კლინიკისა და „ავერსის“ კომუნიკაციაში პირადადაა ჩართული. პაატა იმნაძე - თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ თვითიზოლაციაში იყოს, მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანს. ნათია თურნავა - ცალსახაა, კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა იზარალებს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს გამოწვევა. ესპანეთში კორონავირუსის 219 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 3 მცირეწლოვანია. შვეიცარიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეოთხე პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დღევანდელი მდგომარეობით, არაფერი ემუქრება, თუმცა ინტენსიურ დაკვირვებას საჭიროებს. აზერბაიჯანში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა. საფრანგეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს. ხათუნა ზახაშვილი - ვიმედოვნებ, რომ ქართველი ჟურნალისტები არ გახდებიან პირველები, რომლებიც საქმიანობის წარმოებისას კორონავირუსით დაავადდნენ - დაიცავით წესები! ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 5 ადამიანი იმ 44 წლის მამაკაცის ახლობლები არიან, რომელსაც ინფექცია დღეს დაუდასტურდა.

      განაჩენი - „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა.

      ბარიერები და სკამების გაყოფა - გიგი უგულავა - ივანიშვილთან „კატა-თაგვობანას“ თამაშს არ ვაპირებ - არ მსურს ჩემი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი პროპორციული სისტემის მიღების პროცესში. კახა კალაძე - გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმრობაზე საუბარი უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს. სერგი კაპანაძე - არ ვაპირებთ ივანიშვილს მივცეთ საშუალება, პოლიტპატიმრების ბედით ივაჭროს და ვინმე ისეთ სისტემაზე დაითანხმოს, რომელიც არ არის არსებითად პროპორციული. დავით მათიკაშვილი - ოპოზიციას მოლაპარაკების პროცესში თავისი წილი პასუხისმგებლობის აღება არ სურს. ბადრი ჯაფარიძე - თუ პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები გაგრძელდება, მივიღებთ არანორმალურ საარჩევნო გარემოს, როცა არჩევნების შედეგები ლეგიტიმაციის საფრთხის წინაშე დადგება. დავით ბაქრაძე - პოზიცია, რომელიც უგულავამ და რურუამ დააფიქსირეს, აჩენს ისტორიულ შანსს, რომ ხელისუფლების და „ოცნების“ გონიერების პირობებში ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. რომან გოცირიძე - პოლიტპატიმრების განცხადება ძალიან ვაჟკაცურია, მაგრამ ხელისუფლებას არ მივცემთ პოლიტიკურ მძევლებად მათი დატოვების უფლებას. ნინო ბურჯანაძე - გიგი უგულავას განცხადებამ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური რეპრესიების თემაზე ვაჭრობის საშუალება მოუსპო. მამუკა მდინარაძე - პატიმრობაში მყოფ ადამიანებს ცალ-ცალკე არ მოაფიქრდებოდათ საერთო გზავნილის ჩამოყალიბება , ეს დაორგანიზებულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ლევან იოსელიანი - ბესიკ თამლიანი უერთდება გიგი უგულავასა და გიორგი რურუას სულისკვეთებას და მზად არის, უკანონო პატიმრობაში ყოფნა გააგრძელოს. კახა კალაძე - 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა საუკეთესო გამოსავალია - 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ. გიორგი ვაშაძე - ერთ რჩევას მივცემდი კახა კალაძეს - ნუ ჰგონიათ, რომ 1%-იან ბარიერთან დაკავშირებულ ანკესზე ვინმეს წამოაგებენ, ამის გამო ოპოზიცია ვაჭრობას არ დაიწყებს. გიგა ბოკერია - ჩვენ მომხრე ვართ საარჩევნო ბარიერის დაწევის, თუ ივანიშვილი სხვა საკითხებზე გონს მოეგება. მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ბარიერთან მიმართებაში იმდენად არ გვაქვს პრობლემა, რომ ოპოზიციას ჩავუწერთ იმას, რაზეც შეთანხმდებიან. საქართველოს საელჩო იტალიაში მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს დაემორჩილონ.

      ავადმყოფი მსჯვარდებული - გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ. თორნიკე მამალაძე - ჩემი ძმა მძიმე მდგომარეობაშია, იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება, შეუძლებელია განკურნება, სასჯელის გადავადება უნდა მოხდეს. ადვოკატის ინფორმაციით, წარმოადგენენ ექსპერტიზის რამდენიმე დასკვნას, რომელთაგან ყველა ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადეკვატური მკურნალობა ესაჭიროება. მარიამ ჯიშკარიანი - დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, შეესაბამება ინვალიდობის სტანდარტს და საჭიროებს სასჯელის გადავადებას. გიორგი მამალაძის ძმა - იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამჯერად მყარად დადგება თავის პოზიციაზე და გაათავისუფლებენ უდანაშაულო, პარალიზებულ ადამიანს.

      თავისუფლებით უკან - Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ თავისუფლების რეიტინგში 2 ქულით უკან დაიხია, თუმცა მეზობელ ქვეყნებში კვლავ ლიდერია.

საზღვარგარეთულები:

      ერდოღანი - თურქეთის პარლამენტში ერდოღანის კრიტიკის გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.

      ბაშარ ალ-ასადი - სირიას თურქეთის მიმართ მტრული მოქმედებები არ ჩაუდენია - თურქებს მოძმე ერად მივიჩნევ.

      კიმი - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მხარდასაჭერი წერილი გაუგზავნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 66

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters