კორონას ფონზე, სხვა თემები ცხადია იჩრდილება, მაგრამ სიახლეები მაინც გვაქვს. ვირუსის სიახლეები ისაა, რომ საქართველოში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა და პარალელურად ტარდება, სკოლების, ბაღების, სამინისტროების, ტრანსპორტის დასუფთავება და ქიმწმენდა. დღის მთავარი თემა იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა, ამასთან ერთად ოპოზიციისა და პოზიციის კვოტებისა და გადანაწილებების საუბრები.
კორონას გამოხმაურება - მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 50 949 გამოჯანმრთელდა, 3 202 კი - ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერჯერობით, ზიარების წესის ცვლილებებზე მსჯელობა არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - კორონავირუსი იწვევს უფრო მწვავე ავადობას, ვიდრე გრიპი - მისი შეჩერება შესაძლებელია. იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა. ინფექციურის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში 24 პაციენტია, აქედან 11-ს დღეს ანალიზს აუღებენ. კახა კალაძე - კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს. გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად წარიმართა პროცესი, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაიკლებს. რანის ინდუსტრიის და ვაჭრობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. რუსეთმა სამედიცინო ნაწარმის ექსპორტი დროებით აკრძალა. კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმმა ტურისტების მიღება შეწყვიტა. გიგლა მიქაუტაძე - კორონავირუსი უკვალოდ ვერ ჩაივლის საქართველოს ეკონომიკისთვის. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საჭიროა იმ ადამიანების ზუსტი აღრიცხვა, ვისაც კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია აქვს. აიათოლა ალი ხამენეი - ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსი უფრო დიდი მასშტაბებით გავრცელდა, თუმცა ისინი ამას მალავენ. თავდაცვის უწყებაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები მიმდინარეობს. შემოსავლების სამსახური - რკინიგზის საერთაშორისო სადგურებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია. ამირან გამყრელიძე - განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფებს - ისინი კარგად აცნობიერებენ პასუხისმგებლობას და იცავენ წესებს. ირანის პრეზიდენტი აშშ-ს - თუ მართლა დახმარება გსურთ, მოხსენით სანქციები წამლებზე. ოკუპირებული ცხინვალი რუსეთს სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართავს - ცხინვალის აფთიაქებში პირბადეებზე ფასები 20-ჯერ გაიზარდა. იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამირან გამყრელიძე - ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვის მატება არ გვაქვს. ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან, გაცდენისას კი ხელფასი შეუნარჩუნონ. ამირან გამყრელიძე - უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, სადაც არის ტექნიკური საშუალება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებებზე გადავიდეთ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - კორონავირუსით დაინფიცირებული იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იტალიის ელჩის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ვიტერბოს უნივერსიტეტის სტუდენტია. ინფექციურ საავადმყოფოში 31 ადამიანი რჩება, 8 ახალი პაციენტის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
უკანონო ნარკოტიკი - შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ ნახევრამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.
პრეზიდენტის გამოსვლა - ეკა ბესელია - პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გასულ წელს. ნინო ბურჯანაძე - ქალბატონ სალომეს ახლა აქვს შანსი პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც გაურბის და არქეოლოგიაზე და მუსიკაზე საუბრობს, პოზიტიური წვლილი შეიტანოს. რომან გოცირიძე - მაინტერესებს, გაბედავს თუ არა სალომე ზურაბიშვილი, რომ ახსენოს სიტყვა რუსეთი, თუ სადღაც ბოლოში მორცხვად იტყვის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიო. ლევან გოგიჩაიშვილი - სალომე ზურაბიშვილი მოგვევლინა ადეიშვილის მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გადაბარების „გამპრავებლად“. სალომე ზურაბიშვილი - 30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა, სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო - ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს. მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენია - საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით. გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტიცაა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის. სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ - ეს არის განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს. მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილს - გამოწვევა არის დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, გეთანხმებით ამაში. სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის. დავით ბაქრაძე - ქალბატონი ზურაბიშვილი ღირებულ პოლიტიკურ ფიგურას არ წარმოადგენს და უბრალოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დანამატია. სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან. ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ. თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. ძალაშია ჩემი წინადადება საპრეზიდენტო პლატფორმის შეთავაზების შესახებ, რათა დიალოგი არ შეწყდეს. რომან გოცირიძე - წყალწყალა გამოსვლა იყო, სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ფეხბურთზე, ღვინოზე, რაღაც გაუგებარ საკითხებზე.
დაჩაგრული ქალები - გაერო-ს წარმომადგენელი - ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქალები ძალადობას განიცდიან, არის ის, რომ არ ხდება მათი სრულყოფილი გაძლიერება და არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.
პოზიციების შეთანხმება - კარლ ჰარცელი - დიალოგის პროცესში წარმატების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება ძლიერი მესიჯი, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება. ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს პოლიტიკური სპექტრის ამოცანა კონსენსუსი და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება უნდა იყოს. გიორგი ვაშაძე - 110/40-ზე უნდათ? კი ბატონო, დაარეგისტრირონ, ჩვენგან ამას ნულოვანი მხარდაჭერა ექნება. გია ჟორჟოლიანი - „სოციალ-დემოკრატები“ ვაპირებთ შევწყვიტოთ დისკუსია საარჩევნო სისტემის თაობაზე და გადავიდეთ აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. ბადრი ჯაფარიძე - მოლოდინი პოზიტიური მაქვს, ვფიქრობ, ერთი კვირა არ სჭირდება იმ განსხვავების დაძლევას, რომელიც არსებობს. ნინო ბურჯანაძე - ელჩების აქტიური ჩართულობის შემდეგ, შეთანხმებაზე უარის თქმა ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. რომან გოცირიძე - უმრავლესობა საჯაროდ არ ამბობს საარჩევნო სისტემაზე თავის წინადადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში კვლავ მოიტყუოს. კახა კალაძე - შეთავაზებულია ორი ვარიანტი: 100/50-ზე და 110/40-ზე, ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის - ზოგადად, ოპოზიციაშიც განხეთქილებაა. გიგა ბოკერია - სისტემა 110/40 -ით არ არის ის, რასაც ივანიშვილი საქართველოს „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაპირდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. მამუკა მდინარაძე - 3-4 დღეში საკონსტიტუციო ცვლილებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე დაწერილი სახით იქნება წარმოდგენილი.
საზღვარგარეთულები
დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზის წინასწარი შედეგებით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის 8 შტატში გაიმარჯვა.
აშშ-ში ტორნადოს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბრაზილიაში ძლიერ წვიმას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
რადამ მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა. უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი გახდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია