შემრიგებელი პრეზიდენტი და „შინაპატიმრობის“ შემცირებული ვადები

      აგერ უკვე რა ხანია რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქალების გაერთიანებას და მობილიზებას ცდილობს ეროვნული თანხმობის მისაღწევად. დღეს მისი შეხვედრა სხვადასხვა სფეროს და პარტიის წარმომადგენელ ქალებთან ერთ-ერთი მეინსტრიმული ამბავი იყო, მასთან ერთად ავანგარში მოგვევლინა კოვიდით „შინაპატიმრობის“ ვადების შემცირების გადაწყვეტილებაც. ჩახსნილი და ჩასახსნელი სიების და რეგიონების მმართველობის პრობლემატიკაც და თავმჯდომარის ბრიტანიული ვოიაჟები. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9544 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. მაკა ბულეიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა. საქართველოში 3-10 თებერვლის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლა 21 095 მოსწავლის მშობელმა მოითხოვა. COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება - სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: • სამედიცინო დაწესებულებები; • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; • შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები; • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; • საქართველოს პროკურატურის სისტემა; • ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება. ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.

      მსჯავრდებული პრეზიდენტი - ადვოკატი - განჩინება, რომლითაც მოსამართლემ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღება პენიტენციურ სამსახურს დაავალა, იყო განჩინება-განჩინებისთვის. ნონა მამულაშვილი - რაც გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოხდა, იმის აღიარებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეები არის შეთითხნილი. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. ირაკლი კობახიძე - არც მოთხოვნა და არც თხოვნა უკრაინის მხრიდან სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა და ალბათ, არც იქნება, რადგან სააკაშვილი თავის ტკივილია უკრაინელებისთვისაც. ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი - 10%-იანი შანსია, კომისიას უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს.

      თანხმობის პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვას იწყებს. ეკა გიგაური - თუ პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი დღევანდელ პრობლემებს არ დაეხმარება, ვფიქრობ, რომ ჩემი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილი აქ არ იქნება. ომბუდსმენი ეროვნული თანხმობის პროცესზე - წარსულის შეფასებაც იმას უნდა ემსახურებოდეს, რომ მომავალზე ვკონცენტრირდეთ და ამ პროცესის შედეგად უნდა მოხდეს შეთანხმება, კონკრეტულად როგორი სახელმწიფო გვინდა გვქონდეს. ნინო ბურჯანაძე - ალბათ, პრეზიდენტი გვეტყვის, რა მონახაზი, რა იდეები აქვს და როგორ გვთავაზობს არსებული პრობლემების დაძლევას - წარსულზე საუბარი ერთი კომპონენტია, მაგრამ ახლა მთავარია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ნათია მეზვრიშვილი - ველოდებით, რომ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება. სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრა გამართა. თაკო ჩარკვიანი - სალომე ზურაბიშვილს მინდა ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრა “დროას” წევრმა დატოვა. მედეა მეტრეველი - პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრად და საინტერესოდ შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესები პარლამენტში, როგორც სამარცხვინო პროცესები. თინა ხიდაშელი ეროვნული თანხმობის პროცესზე - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთის მდგომარეობით, დღის წესრიგი არ არსებობს - ვიქნები ამ ფორმატში, თუ ის არის დღევანდელი პროცესების შესახებ. თამარ კორძაია ეროვნულ თანხმობაზე - პროცესი კვლავ ბუნდოვანი რჩება. ეკა გიგაური - ყველა, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, თანხმდება, რომ პროცესმა გავლენა უნდა მოახდინოს მიმდინარე პრობლემებზე - დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ხათუნა სამნიძე ეროვნული თანხმობის პროცესზე - იმედი მაქვს, მომავალში მიმდინარე პროცესებზეც და პოლარიზების დღევანდელ მიზეზებზეც. ნინო ბურჯანაძე - მოლოდინი მქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩაგვაყენებდა უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე - მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის. ნინო ლომჯარია - პრეზიდენტთან დავაფიქსირეთ, რომ დაგვჭირდება კონკრეტული პასუხები, სად მიგვიყვანს პროცესი და რა იქნება საბოლოო პროდუქტი - თუ ეს იქნება თემები, სადაც სახალხო დამცველს არ აქვს მანდატი, საკუთარ თავს ვერ დავინახავ. სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება - ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად.

      უკონკურენტო - „უფლებები საქართველო“ - ლონდა თოლორაიას შემცვლელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატები კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.

      ოკუპაცია - პარტია Forza Italia-ს საპარლამენტო ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი - არ ვაღიარებთ „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის რეგიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებს და არც მათ წარმომადგენლებს, რომლებთანაც კონტაქტს არ მივიჩნევთ მართებულად. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გაერო-ს მიმართავს, აფხაზეთს „დამკვირვებელი სახელმწიფოს“ სტატუსი მიენიჭოს.

      სიები - არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, პარტიების მიერ ე.წ. ჩახსნილი სიების აღდგენის შესაძლებლობაზე მსჯელობა დაიწყოს. პაატა მანჯგალაძე - ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება პოლიტიკური დევნა. დავით მათიკაშვილი - ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც წესსა და წესრიგს ადგენს, საერთო წესიდან გამონაკლისი ვერც ნათელაშვილი, ვერც ხოშტარია და ვერც ჯაფარიძე იქნება. ირაკლი კობახიძე - სიები მათ გაანულეს, სხდომები მათ გააცდინეს, დანაშაული მათ ჩაიდინეს, განცხადებები მათ დაწერეს - მათი პასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია 64 კაცით არის წარმოდგენილი და შეიძლება იყოს 61-ით.

      თვითმმართველობები - ანა წითლიძე - მოვუწოდებთ ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ქონების გადაცემის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის და ნუ არღვევენ კანონს. „ქართული ოცნება" დაკავებულია ადგილობრივი თვითმმართველობის საბოტაჟის მცდელობით, განსაკუთრებით იმ საკრებულოებში, სადაც ვერ გაიმარჯვა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენაკის საკრებულოს სხდომებზე “ქართული ოცნების“ დეპუტატების არ მისვლა პროცედურული ომი და ტაქტიკის ნაწილია. რატი იონათამიშვილი - ოპოზიციიდან სენაკის საკრებულოს 16-ვე წევრს არითმეტიკაში ორიანი ჰყავს - მათთვის 16 მეტია 17- ზე. მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა" როგორც იქცეოდა, როცა არჩევნები წააგო და არ შემოდიოდა პარლამენტში, ზუსტად ასე იქცევა „ქართული ოცნება" - წააგეს არჩევნები და არ შედიან საკრებულოში. ნათია მეზვრიშვილი - მინდა ვკითხო „ოცნებას“, რატომ თქვეს უარი ჩვენს შეთავაზებაზე, დაეყენებინათ სენაკში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - რატომ დაიმალნენ?

      ვიზიტი დიდ ბრიტანეთში - შალვა პაპუაშვილი - გაერთიანებული სამეფოს პრემიერის მრჩეველს გავაცანით ხედვა, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ვითარება საქართველოს კუთხით. შალვა პაპუაშვილი The Royal United Services Institute წარმომადგენლებს შეხვდა. თეონა აქუბარდია - გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება. შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შალვა პაპუაშვილი - ლონდონში ვიზიტმა გვაჩვენა, რომ საქართველო გაერთიანებული სამეფოს ყურადღების ქვეშ არის.

      გელათის დამტკიცება - კულტურის მინისტრი - UNESCO და ICOMOS-ი დადებით შეფასებას აძლევენ ჩატარებულ სამუშაოებს, რითაც იმედი მაქვს, წერტილი დაესმება გელათის მონასტრის გარშემო უპასუხისმგებლო განცხადებებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 2 842 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა.

      ერთი დიდი ევროპული ამბავი - ბელარუსში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ნებისმიერი შეჭრა უზარმაზარი შეცდომა იქნება - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები. ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და ნატო-სგან ეროვნული უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს კიდევ ერთხელ ითხოვს. ლიზ ტრასი - ვერ უგულებელვყოფთ უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის თავმოყრას და უკრაინის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას. სერგეი ლავროვი - ლონდონთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ დიალოგის გზით, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის ლეგიტიმური ინტერესების აღიარებას. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიული გეგმები არ აქვს. ბორის ჯონსონი - მომდევნო რამდენიმე დღე შეიძლება ყველაზე სახიფათო მომენტი იყოს ევროპის უსაფრთხოების კრიზისში. მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაზე - არის თუ არა კონფლიქტის შესაძლებლობა? - დიახ, არის, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ამის გაჟღერება „მეგაფონური დიპლომატიით“. სერგეი ლავროვი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე - იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის. ევროკავშირმა რუსეთს უსაფრთხოების წინადადებებთან დაკავშირებით საერთო პასუხი გაუგზავნა - „ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, - განაცხადა კომისიის პრესსპიკერმა. უკრაინის ელჩი - რუსეთს კარგად მხოლოდ ერთი ენა ესმის, ეს არის სიძლიერის ენა - ჩვენ, ისევე როგორც საქართველო მზად ვართ, ნატოში ინტეგრაციისთვის, ამისათვის აუცილებელია ნატოს შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან მოლაპარაკებები შეაფასა, როგორც „მუნჯის საუბარი ყრუსთან“.

      ბრალდება - აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხური მხარე ბრალდებებს უარყოფს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 149

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Glimpse into a World of Epic Battles

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:36am 0 კომენტარი

Throne and Liberty: A Glimpse into a World of Epic Battles, Transformative Gameplay, and Environmental Mastery

The realm of Solisium, crafted by NCSoft and destined for Western shores with Amazon Game Studios, has unveiled its wonders in a captivating new trailer Throne and Liberty Lucent showcased at Summer Game Fest. This marks a significant step towards the game's Western release, offering English narration and a…

გაგრძელება

The latest and the greatest of the football video amateur

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Franchise Madden NFL Platform(s) PC , PS5 , PS4 , Xbox Alternation X , Xbox Alternation S , Xbox One Arise August 18, 2023 Developer(s) EA Tiburon Publisher(s) EA Cardinal of Players 1-4 Local Co-Op Abutment 1-4 Players See at Playstation Store $30 at Amazon $30 at Best Buy $33 at GameStopMadden NFL 24 for Madden 24 coins Has Never Been Cheaper on Amazon

Madden NFL 24 $30 $70 Save $40

The latest and the greatest of…

გაგრძელება

Unveiling The Flexibility of Nycodenz: An important Resource in Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:38am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification protocols.…

გაგრძელება

How to become one of the most talented players

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:20am 0 კომენტარი



Best Choice: Eden Hazard. Since his arrival at Madrid at the end of 2022. The Belgian star has been constantly criticised for his frequent injury and bad performances. Fortunately, his inability to get regular games played was not a factor in EA Sports EAFC 24 Coins. He has maintained his high overall score of 88. He can cause chaos among defenders, just as the way he did during his peak at Chelsea.

Budget Alternative:…

გაგრძელება

Qwelly World

free counters