პრემიერის პოსტკოვიდური ამუშავება და ინსპექტორის ალტერნატივები

      საკმაოდ მრავალფეროვანი და აქტიური გამოდგა პრემიერის დაბრუნება ომიკრონიდან. დღეს მისი განცხადებები ერთ-ერთი ყველაზე კომენტარირებადი და განხილვადი ამბავი იყო. ქოლ-ცენტრების საქმე, „ანტივაქსერი“ პრემიერი და ა.შ. დღესვე ინსპექტორის ალტერნატივების განხილვაც ფართო ადგილს იკავებდა ნიუსრუმში. ამინდი კი თოვლიანი დარჩება - 17 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე თოვლი შევნიშნოთ. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9687 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი. თამარ გაბუნია - „ომიკრონის“ გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები იგივე რჩება - პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ახალგაზრდებში „ბუსტერ” დოზების ფინანსური წახალისების დასაბუთება და გამართლება ამ ეტაპზე მწირია.

      მთავრობის მეთაური სამსახურს დაუბრუნდა - მთავრობა 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას იწყებს. ირაკლი ღარიბაშვილი - „თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება - თუ გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ირაკლი ღარიბაშვილი - პენსიონერებისთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ეს 80-90-100%-ზე მეტი იყო. მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ ინიციატივას სთავაზობს. პრემიერი - ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს, ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, ამაზე რეაგირება საჭიროა - ჩემი ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული. ირაკლი ღარიბაშვილი - „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება. მედიკამენტის იმპორტისთვის ნებართვის აღებას 45 სამუშაო დღე სჭირდებოდა და ეს შევამცირეთ 7 დღემდე.

      „ანტივაქსერი“ პრემიერი - სერგო ჩიხლაძე - პრემიერის განცხადება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ის სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნებითაა გაკეთებული, რათა მოსახლეობა შეაგუოს, რომ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ნორმაა. ლევან ხაბეიშვილი - ფაქტობრივად, პრემიერი ამბობს - დიდი ამბავი თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ და მოკვდებით, ამაზე არ ვნერვიულობ, მე კი ორჯერ ვარ ვაქცინირებულიო. ხათუნა სამნიძე - ვაქცინაზე პრემიერის განცხადება მავნებლობაა და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს - მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით საუბარი ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ აღიქვამს ვითარებას ადეკვატურად. სერგო ჩიხლაძე - პრემიერის განცხადება არის ანტივაქსერული, არასახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ძალიან მავნე. ხატია დეკანოიძე - პრემიერს სურს, სტატისტიკა შეალამაზოს და ამიტომ ამბობს, რომ ვაქცინა არ მუშაობს - პასუხისმგებლობა ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, ღარიბაშვილმა უნდა აიღოს. გიგი წერეთელი პრემიერის განცხადებაზე - ამგვარი განცხადებები ქვეყნის პირველი პირებისგან ძალიან საზიანოა პანდემიის მართვის პროცესისთვის. დიმიტრი ხუნდაძე - ნათქვამს სწორედ გაგება და სწორედ აღქმა სჭირდება - პრემიერმა ისაუბრა “მწვანე პასპორტებთან” მიმართებით. ჯანდაცვის მინისტრი - პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს - მას ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაშიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული.

      ქოლ-ცენტრების საქმეები - სოზარ სუბარი - ვისთან არის დაკავშირებული “ქოლ-ცენტრები”, ყველამ კარგად იცის და ამის გადასაფარად იწყება ხმაური და გადაბრალება. ირაკლი კობახიძე „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე - ეჭვებს მივყავართ იმ პირებამდე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებთან არიან დაკავშირებული. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში გრიგოლ ლილუაშვილს იბარებს. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით რეგულირება შეეხება ყველა იმ მიმართულებას, რომლებსაც შესაძლოა, გარკვეულ არაკანონიერ საქმიანობასთან ჰქონდეს კავშირი. არჩილ თალაკვაძე - ქოლ-ცენტრების საკითხზე ყველაზე მეტად ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” ნერვიულობს - თუ არაფერი აქვთ დასამალი, გაუგებარია, რას უკავშირდება მათი ასეთი ნერვიულობა.

      სოც დაუცველების სამსახური - ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით 50 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო სახელფასო ანაზღაურების სახით დამატებით 300 ლარს მიიღებენ.

      მიწისძვრები - ზურაბ ჯავახიშვილი - ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ იგივე სიმძლავრის მიწისძვრა კიდევ განმეორდეს - მიწისძვრის დროს შენობა არ უნდა დავტოვოთ და არ უნდა ვცადოთ გაქცევა, უნდა დავრჩეთ იქ, სადაც ვართ.

      საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატი - ვთვლი, რომ ერთ-ერთი შესაფერისი კანდიდატი ვარ გამოცდილებიდან და პიროვნული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. კოკა კაციტაძე - საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციების გამიჯვნა მნიშვნელოვანი რეფორმაა - ახალ სამსახურს მე მხოლოდ სადამსჯელო ფუნქციით არ ვხედავ. ანრი ოხანაშვილი - მოვიდნენ ოპონენტები და თქვან, რატომ შეაქვთ ეჭვი საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით. ხატია დეკანოიძე - სახელმწიფო ინსპექტორის შეცვლა შოთაძის მსახურით, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მოტივი პოლიტიკური იყო. ანრი ოხანაშვილი ხატია დეკანოიძეს - დამშვიდდით! სანერვიულო არ უნდა გქონდეთ და რატომ ღელავთ, ვერ გავიგე - როცა პროცესის დისკრედიტაციას ცდილობთ, პასუხი და რეაქციაც მექნება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატ ემზარ გაგნიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფა სწორად მიაჩნია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატი - ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სახელმწიფო ბრალდებას ვახორციელებდი ვიტყვი, რომ სახელმწიფოს ღირსეულად წარმოვადგენდი. ირაკლი კობახიძე - არ მგონია, ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ჰქონდეს პერსპექტივა. კანდიდატი ემზარ გაგნიძე - კოკა კაციტაძე არის ღირსეული კანდიდატი - ოპოზიციის შეფასებებს ვერ დავეთანხმები. კოკა კაციტაძე - თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დავიცვა ჩემი თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან. კოკა კაციტაძე - ინსპექტორის საქმიანობას დადებითად ვაფასებ - ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, ძალიან სწრაფად მოხდა გამოძიების ჩატარება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს - კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს თანაბარი თანაფარდობით დაუჭირეს მხარი. კოკა კაციტაძე - ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მქონდა, ვარ ღია და გამჭვირვალე კონკურსის პროცესში. მიხეილ დაუშვილი - დღეს რასაც ვხედავთ, არის იმ იერიშის გაგრძელება, რაც განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ. კოკა კაციტაძე ხატია დეკანოიძეს - დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება მარტო იმით, რომ პროკურატურაში ვმუშაობ და გახმაურებულ საქმეებზე სპიკერი ვიყავი, არის თქვენი მცდელობა ჩემი დისკრედიტაციის. ხატია დეკანოიძე - კოკა კაციტაძემ კითხვებზე პოლიტიკური განცხადებებით მიპასუხა - ჩვენი ფრაქცია ვერც ერთ კანდიდატს მხარს ვერ დაუჭერს. "ქართული ოცნება" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კოკა კაციტაძის, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.

      საბოლოოდ, პარლამენტი 15 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელებს აირჩევს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა.

      ომის პირი უკრაინაში - უკრაინის ამბავი - ზელენსკი - გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე. ჩვენ ამ დღეს ერთიანობის დღედ ვაქცევთ... გამოვფენთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენებთ ჩვენს ერთიანობას. ზელენსკი ჯო ბაიდენს - უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - პრეზიდენტ პუტინს მივმართავ: მოუშვით უკრაინის კისერზე მოჭერილი მარყუჟი. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ წამოვეგოთ პროვოკაციებს - ვისწავლოთ სიმართლის „ფეიკისგან“ გარჩევა. უკრაინის საგარეო უწყება - ელჩის სიტყვები, რომ უკრაინამ შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, კონტექსტიდან არის ამოღებული. ბორის ჯონსონი - საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს - ძალიან საშიში და რთული სიტუაციაა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ პუტინმა უკან დაიხიოს. „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას სწრაფი, კოორდინირებული და ქმედითი პასუხი მოჰყვება. ვლადიმერ ზელენსკი დეპუტატებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მოუწოდებს 24 საათში უკრაინაში დაბრუნდნენ. ოლაფ შოლცი - უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს, ამას ხვალ მოსკოვში აღვნიშნავ. ვლადიმერ ზელენსკი - უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება - მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიპოვოთ გზები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 156

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:43am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters