საპარლამენტო საქმიანობაში დღეს დიდი და ფართო დღე იყო, ჯერ ვინ აირჩიეს იმას გეტყვით - ცეკსკოს თავმჯდომარე და ინსპექციის და გამოძიების უფროსები, მაგრამ ამის ფონზე საპარლამენტო შემცირებებიც მრავლად არის - დღეს, ბადრი ჯაფარიძე საბოლოოდ გამოეთხოვა პარლამენტს და ახლა რუსთავის მაჟირიტარობით შეეცდება უკან დაბრუნებას. მსოფლიოს მთავარი ამბავი კი კვლავ უკრაინაშია - ამ ღამეს და ხვალინდელ დღეს უკრაინა ყველაზე დაძაბული ელის - ომის ზღვარზე. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0276 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 049 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული 8000 საწოლიდან 6000-ზე მეტი დაკავებულია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ღარიბაშვილსა და ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირებას უარყოფს. მოქალაქეების დიდი ნაწილი „ომიკრონით“ ინფიცირებულია და თუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ "ბუსტერ“ დოზა გაეკეთებინათ, ეს პროცესი გადავადდა. კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიდან მოწინავე პოზიცია „ფაიზერის“ მიერ წარმოებულ „პაქსლოვიდს“ აქვს. „ფაიზერთან“ ახალ ხელშეკრულებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს - ვაქცინების მოწოდება პირველი კვარტლის ბოლოდან განახლდება. ამირან გამყრელიძე - გადავდივართ „ომიკრონის“ ტალღის პიკს და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობის კლება უნდა გვქონდეს. სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. რატომ ვერ აისახა სრულყოფილად კორონავირუსით ინიფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლები შესაბამის პორტალებზე. ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც „ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან.

      პარლამენტარების შემცირება - ალუდა ღუდუშაური - როცა საუბრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, შემახსენეთ - ჩვენ ვაიძულებდით ბატონ ჯაფარიძეს, რომ თაღლითობა ჩაედინა, როგორც ეს სასამართლომ თქვა თავის გადაწყვეტილებაში? ბადრი ჯაფარიძე - ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისშიც ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება - მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ აბსურდულ გადაწყვეტილებას. იაგო ხვიჩია - არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ძალიან „გაბლატავებულია“, რაც ცუდ ქცევაში გამოიხატება, ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა. პაატა მანჯგალაძე - თუ დეპუტატებს მანდატებს შეუწყვეტენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" პარლამენტში ოპოზიციის სიმრავლის ეშინია. ნათია მეზვრიშვილი - დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენი საპარლამენტო გუნდი მხარს არ დაუჭერს - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, სამართლებრივადაც აბსურდულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორ დეპუტატს, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებაც დღეს იმსჯელებენ, 70 პლენარული სხდომიდან, 70-ვე გაცდენილი აქვს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უნდა განიხილონ, თუმცა, გადაწყვეტილება პარლამენტის საკადრისი უნდა იყოს. ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს - ნათელაშვილი გვწყევლის და გვებრძვის, თავის თავს დააბრალოს, ასე გადაეცით, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს, ბადრი ჯაფარიძისთვის კი არა. არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თავის დროზე ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ - მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ. ალეკო ელისაშვილი - ჯვარს გვაცვეს როცა ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და საარჩევნო სიას ნუ ხსნით-თქო, ახლა „ნაციონალური მოძრაობა” იხვეწება, სიები აღგვიდგინეთო - ბოდიში მოგვიხადონ. სოზარ სუბარი ოპოზიციის ჩახსნილი სიების აღდგენაზე - 5 კაცის ნებაზე კანონს ყოველ დღე ვერ შევცვლით. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - მოგიწოდებთ, რომ თუ გამოიტანთ ამ საკითხს, კენჭი არ უყაროთ დადებითად კოლეგებისთვის მანდატის ჩამორთმევას. სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ამ ქვეყანას ღირსება უკვე აყარეთ - მზად ხართ თუ არა, საკუთარ თავსაც წაართვათ ღირსება, როცა სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მანდატს წაართმევთ? გიორგი ვაშაძე - არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტში უმრავლესობა დაიშალოს - სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია „ქართულ ოცნებაში“ უკმაყოფილო იმ გადაწყვეტილებებით, რასაც იღებს პარტია. გივი მიქანაძე ოპოზიციას - თავიდან ბოლომდე თქვენი პასუხისმგებლობაა, სიები თქვენ გაანულეთ, სხდომები თქვენ გააცდინეთ, განცხადებები უფლებამოსილების შეწყვეტაზე თქვენ დაწერეთ! დავით უსუფაშვილი უმრავლესობას - პოლიტიკური „ფეიკ" მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ იქცევით - ვიცი, რომ იცით, ჯაფარიძეზე ეს გადაწყვეტილება არასწორია! ხატია დეკანოიძე - ნამდვილად არ შემიძლია ზნეობაზე, კონსტიტუციაზე ვესაუბრო იმ ადამიანებს ვინც ფიქრობენ, რომ საქართველო ჩაძირული უნდა იყოს ჭაობში. ალექსანდრე რაქვიაშვილი - გულწრფელად არ მჯერა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძეს თაღლითად მიიჩნევს - თუ ეს ასეა, როგორ დაუშვით, რომ ასეთ მსხვილ ბანკს თაღლითები მართავდნენ, როგორ გამოვიდა ეს?! ირაკლი კობახიძე - ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, არ გავუშვათ - გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას, ესეც მიუთითებს, რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ რადიკალური ოპოზიცია. ალეკო ელისაშვილი - შეიძლება გამოუსწორებელი ჰუმანისტი ვარ, რადგან მგონია, რომ „ოცნება“ ბოლო წუთს იტყვის „არას“ და ჯაფარიძეს მანდატს არ გაუუქმებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა მაინც შედგა. ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში ხუთი სადეპუტატო მანდატი დაიკარგა, ხუთივე ოპოზიციის კუთვნილი მანდატია.

      მეჭიაური გარდაცვალება - პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. შალვა პაპუაშვილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ მეჭიაურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. პარლამენტის წევრებმა თამაზ მეჭიაურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

      სააკაშვილის გამოძიება - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღარ გავა - საკითხის გადადებას ფრაქცია მოითხოვს. ხატია დეკანოიძე - მთავარი მიზეზი, რის გამოც „ქართული ოცნება“ ჩადის წვრილმან თაღლითობას და ქურდობას, არის ის, რომ ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა შექმნილიყო. ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თურმე მსოფლიოს უნდა ანახონ, როგორ აწამებენ სააკაშვილს - მსოფლიოს ჯერ ის კადრები აჩვენონ, როგორც აწამებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ციხეში.

      საევროპოდ - შალვა პაპუაშვილი - ახალგაზრდების ჩართულობა ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია.

      პარლამენტარები არჩავანი - იაგო ხვიჩია - დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს - ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს.

      სოლიდარობა - ალუდა ღუდუშაური - ამ ეტაპზე უკრაინაში ვიზიტი არ იგეგმება - რასაც ოპონენტები გვიკიჟინებენ არის ამორალური პოლიტიკური კეკლუცობა.

      მოგზაურობა - იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 114 მილიონი დოლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 1 307 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა. ნოვაკ ჯოკოვიჩი - ანტივაქსერი არ ვარ, თუმცა, იძულებით აცრას მირჩევნია პარიზის და უიმბლდონის ტურნირებში მონაწილეობა არ მივიღო.

      ანტონიო გუტერეში - ჩემი გზავნილი ნათელია: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს - დროა, დაძაბულობა განიმუხტოს, წამქეზებლური რიტორიკის ადგილი არ არის. კანადა უკრაინას 500 მილიონი დოლარის სესხს გამოუყოფს, ასევე ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. იაპონია რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციებით ემუქრება. აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირში რუსეთის ელჩი - რუსეთი კონტრიერიშს განახორციელებს, თუ მის მოქალაქეებს დახოცავენ. დიმიტრი პესკოვი - პრეზიდენტი პუტინი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებისთვის მზად არის. მედია - რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება. დმიტრო კულება რუსეთის ძალების ნაწილის გასვლაზე - ასეთი წესი გვაქვს: ნუ დაიჯერებ იმას, რაც გესმის, დაიჯერე ის, რასაც ხედავ. მარია ზახაროვა - 15 თებერვალი ისტორიაში შევა, როგორც ომის დასავლური პროპაგანდის მარცხის დღე. დუმა ვლადიმერ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით მიმართავს. უკრაინის რადა მსოფლიოს მოუწოდებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიაროს. იენს სტოლტენბერგი - ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არ უნდა ომი და მზად არის მოლაპარაკების პროცესის დაწყებისთვის, თუმცა ამ შემოთავაზებას ჯერჯერობით კონსტრუქციული პასუხი არ მოჰყოლია. ნატო-ში აშშ-ის ელჩი - საქართველო და უკრაინა ნატო-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან - ალიანსის კარი ღიაა. ოლაფ შოლცი - დიპლომატიური მოლაპარაკებების შანსი ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენი "წყეული მოვალეობაა" ევროპაში ომის თავიდან არიდება. გერმანიის კანცლერი - ნატოს გაფართოების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

+

ნახვა: 153

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters