უკრაინაში ომი არ არის! დღევანდელმა მოლოდინმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ჯარის მობილიზება და მზადყოფან ჯერ კვლავ აქტუალურია. მსოფლიო უკრაინისკენ იმზირება. ჩვენს ქვეყანაში კი აქტუალურია ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურა რუსთავის არჩევნებში. საინტერესო იყო სხვადასხვა წვრილ-წვრილი ამბებიც. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9934 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი. 11 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით თბილისის მუნიციპალური ავტობუსების 147 მძღოლია ინფიცირებული. თამარ გაბუნია - ინფიცირების შემთხვევები გარკვეულწილად კლების ტენდენციაზე მიუთითებს, თუმცა მნიშვნელოვანია კვირის ბოლომდე დავაკვირდეთ. დევი ტაბიძე ფიქრობს, რომ შექმნილი ეპიდვითარების გამო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმილზე ადრე უნდა გამოცხადდეს. ასიმპტომური და მსუბუქი კოვიდპაციენტებისთვის, საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენის) ტოლფასად, ტესტის დადებითი პასუხიც ჩაითვლება.

      მიშას უფლებების დასაცავად - ანა ბუჩუკური - სააკაშვილთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე პოზიცია არ შეგვიცვლია, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ერთი ადამიანის სახელობის კომისია შეიქმნას. გივი მიქანაძის ინფორმაციით, უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ დაუჭერს. გიორგი ვაშაძე - საგამოძიებო კომისიებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველა ფრაქციასთან, საპარლამენტო ჯგუფთან გვექნება განახლებული კონსულტაციები.

      ბადრი ჯაფარიძი კანდიდატურა - ანა ბუჩუკური - ამ ეტაპზე პარტია „საქართველოსთვის“ რუსთავში ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი. იაგო ხვიჩია - ჩვენი საქმე არ არის ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს, თუმცა ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება. სალომე სამადაშვილი - ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის გარშემო უნდა მოხდეს ფართო ოპოზიციური გაერთიანება - ჩვენი კარი ღიაა ყველა ძალასთან კონსულტაციებისთვის. გიორგი ბოტკოველის განცხადებით, რუსთავის შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხზე პარტიაში კონსულტაციები გაიმართება. ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფარიძეს უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება - „ლელოსთან“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვექნება კონსულტაციები. ბადრი ჯაფარიძე - მმართველი გუნდის სპიკერები, რომლებიც საუბრობენ, რომ გამარჯვების შანსი არ მაქვს, რუსთავში საერთოდ ნამყოფიც არ არიან. დავით კირკიტაძე - ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება. დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი ძალიან დიდია, რაზეც ხელისუფლების მხრიდან „გამწარებული“ კომენტარებიც მეტყველებს. გიორგი ვაშაძე - რუსთავში არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებდით, თუმცა, კონსულტაციები გვქონდა და შევთანხმდით, რომ დიდი ალბათობით, კანდიდატურას არ დავაყენებთ. არჩილ თალაკვაძე - ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი პრაქტიკულად არ ექნება - მისი კანდიდატურის წარდგენა პოლიტიკური მანევრია, რომ პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე დარჩეს. ხატია დეკანოიძე - რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს. გიგი წერეთელი - როცა სამი დეპუტატი გაუშვეს, ვფიქრობდი, რამდენიმე ოპოზიციონერი მაინც იტყოდა: „არაფერი მესაქმება იმ პარლამენტში, სადაც არაფერს წარმოვადგენ“ - როცა ჯიუტად ამტკიცებ, რომ არაფერი გეშლება, მომავალშიც ბევრჯერ შეგეშლება.

      ინსპექტორის სამსახური - კარლ ჰარცელი - კვლავ ვერ ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს - უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს ვალდებულებებად რჩება.

      პროტესტი - კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს

      მსჯავრდებული დეკანოზი - გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში, დეკანოზის საქმეზე არაკონსტიტიციური ნორმების გამოყენებას ასაჩივრებენ.

      სათბილისო - კახა კალაძე - სახელმწიფოს ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებს და მიწების მიტაცებას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ - უკანონობა ვერ დაკანონდება. მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება - ეს კანონდარღვევაა და ნურავინ შეუშლის ხელს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას განაგრძობს.

      ერთწინადადებიანი ამბები - წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 935.2 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 1%-ით მეტია. 2021 წლის IV კვარტალში საქართველოში 105 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 8 პირი. მთავრობის სტრატკომი - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები გააჩნია, სრული დეზინფორმაციაა. იგორ დოლგოვი - არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე ვიყოთ ნატო-ში - ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირას, კორონავირუსს 75 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით მეტია. სომხეთში კორონავირუსის 1 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა.

      ომი უკრაიაში - ჯო ბაიდენი - რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ ძალიან დიდია - თუ ეს მოხდება, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია უაზრო სიკვდილი და ნგრევა. შეერთებული შტატების ერთგულება ნატოს მე-5 მუხლისადმი წმინდაა. ბაიდენი რუსეთის მოქალაქეებს - თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი - არ მჯერა, რომ თქვენ გინდათ სისხლიანი, დესტრუქციული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჟან-ივ ლე დრიანი - თუ რუსეთი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებს, ეს იქნება თავდასხმა იარაღის გარეშე. დმიტრო კულება - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ უკრაინისა და ნატოს წევრების გადასაწყვეტია. ენტონი ბლინკენმა ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო მინისტრებთან უკრაინის საკითხი განიხილა. დავით ზალკალიანი - კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლებისა და მისთვის ბრძოლის ფასი. ევროკავშირში რუსეთის ელჩი - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება - ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის ერთიანობის დღისადმი მიმართვაში - არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ერთად დავიცვათ უკრაინა! ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან ჯარის გაყვანას ვერ ვხედავთ. იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან დეესკალაცია, ჯერჯერობით, არ გვინახავს - ის, რასაც რუსეთისგან ვხედავთ, უკრაინის საზღვრებთან გაძლიერებული სამხედრო ყოფნაა. ნატო არ აპირებს მთავარ პრინციპებზე უარი თქვას - ამჟამად ევროპაში შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა „ცივი ომის“ შემდეგ. მარია ზახაროვა - ამერიკულ და ბრიტანულ დეზინფორმაციულ მედიასაშუალებებს ვთხოვ, უკრაინაში ჩვენი შეჭრის გრაფიკი გამოაქვეყნონ - მინდა, შვებულება დავგეგმო. მოსკოვს აღარ აინტერესებს იენს სტოლტენბერგის განცხადებები, რომელიც გენმდივანია, თუ ბანკირი ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ - ის უკვე ნატოს ჩამოგდებული მფრინავია. დმიტრო კულება - მადლობა დავით ზალკალიანს - უკრაინა გრძნობს და აფასებს ქართველი მეგობრების სოლიდარობას, ჩვენმა ორივე მამაცმა ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება უსასყიდლოდ არ მოიპოვება. შარლ მიშელი - რუსეთს დეესკალაციის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებთ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის წინადადებას მხარს დაუჭერს, შესაძლოა, ის სტამბოლში ან ანკარაში შედგეს. დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს. ენტონი ბლინკენი - რუსეთის მხრიდან უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, უკანონო ქმედება იქნება. ნატო - მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების თავმოყრა და გაიყვანოს ძალები - მზად ვართ, უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას.

      ალექსეი ნავალნის ახალ ბრალდებებს უყენებენ, მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

      ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 157

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters