მინისტრის საათი ფინანსური ციფერბლატით და პროკურატურის აუდიტი

      პოლიტიკის ეპიცენტრი თუ რუსთავში გადავიდოდა ვინ წაროიდგენდა, მაგრამ ფაქტია, ბადრი ჯაფარიძემ ეს შეძლო და თავისი საკანდიდატო მობრუნების მცდელობით, პოლუსური დაპირისპირება გააგრძელა. დღეს პარლამენტის საქმიანობიდან მხოლოდ ბადრი არ მეინსტრიმდებოდა, ფინანსთა მინისტრსაც ერთ-ერთი აქტუალური და ვრცელი კომენტარები ჰქონდა. ასევე უკრაინის საკითხს და პროკურატურის ამბების, აუდიტორულს თუ დაგეგმილს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0008 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. თამარ გაბუნია - „ომიკრონის“ ტალღამ დაიწყო დაღმასვლა - მომდევნო კვირიდან გვეცოდინება, რამდენად არის პიკი გადავლილი. თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება ბიულეტენის ტოლფას დოკუმენტად ტესტის დადებითი პასუხი ჩათვლილიყო - აქტიური შემთხვევების მაღალი ნაკადის პირობებში, მოქალაქეებს ბიულეტენის მიღებასთან დაკავშირებით შეფერხებები შეექმნათ და სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზით მიიღო, რათა ერთი მხრივ გაემარტივებინა პროცედურა ინფიცირებული პირისთვის, მეორე მხრივ, კი სამინისტროს მოხსნოდა ადმინისტრაციული ტვირთი. 5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებაზე მიდის მუშაობა და დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა.

      წამლები ახალი სტანდარტით - პარლამენტმა ინიციატივა დაამტკიცა, რომლითაც იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP-ის სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო ხდება.

      პოლიტიკის ეპიცენტრი ბადრი ჯაფარიძეზე და რუსთავზე - ჰერმან საბო - იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძეს კვლავ ვიხილავ პარლამენტში - „ნაციონალური მოძრაობა" რომ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს არ აყენებს, ეს ჯაფარიძის შანსებს ზრდის. თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელმა" მიიღო გადაწყვეტილება, არ დავუყენოთ ბადრი ჯაფარიძეს კანდიდატი რუსთავში. ირაკლი კობახიძე - ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა. მისივე თქმით, სამართლებრივად ყველაფერი გამართულია. ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კობახიძის განცხადება არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების დადასტურების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი. პაატა მანჯგალაძე - კობახიძის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების უკან სამართლებრივი არგუმენტები არ იდგა. ალეკო ელისაშვილი - ბადრი ჯაფარიძეს მხარს არ დავუჭერთ - რუსთავში ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. დავით სერგეენკო - „ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს, ამომრჩეველი დაინახავს და უპასუხებს, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად სურს მხარში დაუდგეს მოსახლეობას. ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს ჩადენილი დანაშაული რომ ეღიარებინა, მისთვის სადეპუტატო მანდატის შენარჩუნების ალბათობა მაღალი იქნებოდა. ირაკლი კობახიძე - რუსთავშიც გრძელდება სამწუხარო ორპოლუსიანობა, სადაც ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება" და მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ - დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წარმატება აქაც გარდაუვალი იქნება. სალომე სამადაშვილი - კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე ივანიშვილს ბოდიშს მოუხდიდა, პარლამენტის წევრის მანდატს არ გაუუქმებდნენ - ქვეყანა კრიმინალური სინდიკატის მენტალიტეტით იმართება. ბადრი ჯაფარიძე - კობახიძემ თავისი პირით დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიიღო, არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. დავით უსუფაშვილი - შექმნილ ვითარებაში ბადრი ჯაფარიძისთვის მხარდაჭერა იქცა არა მხოლოდ პოლიტიკურ ნაბიჯად, არამედ მორალურ-ზნეობრივ აუცილებლობად. ხატია დეკანოიძე - კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტში არიან დამნაშავეები, რომელთა მიმართაც ჯერ არ არის სასჯელი შეფარდებული და მაგალითად მოიყვანა თეიმურაზ ჯანაშია - მან სასამართლოს მისცა პირდაპირი დავალება. ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ გამოიყურება ძალიან სუსტად, ძლიერი ძალა არ იქცევა ისე, როგორც ისინი იქცევიან, ძლიერ ძალას არ ეშინია ოპონენტების - ჩემი პასუხი იქნება მშვიდი.

      გახარიას კულუარები - კახა ქემოკლიძე - არავის შანტაჟის არ გვეშინია, აქვს კობახიძეს რამე? გამოიტანოს - გახარიას ისეთი ინტელექტუალური რესურსი აქვს, რაც „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერთად აღებულს. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით - არსებობს გარკვეული უხერხულობა ამასთან დაკავშირებული და როგორც კი ეს მოიხსნება, მაშინვე გავაკეთებთ განცხადებას. ირაკლი კობახიძე - დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ. საუბარია ღალატის ისეთ დეტალებზე, რომელიც შესაძლოა ადამიანებისთვის შოკისმომგვრელი იყოს. ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს, რის გამოც არ ღირს დღეს ამაზე საუბარი.

      მიშიზმი - მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის კიბერდანაშაულსა და ბიზნესს ლილუაშვილი მფარველობდა, ახლა გამოდიან და ურცხვი სახით ამტკიცებენ, რომ ამას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკეთებდნენ.

      მინისტრის ფინანსური საათი - ფინანსთა მინისტრი - ჩვენი და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს პოტენციურზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ლაშა ხუციშვილი - 2021 წელს საგადასახადო შემოსავლებმა 13 მილიარდ 820 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 23,2 პროცენტია. ფინანსთა მინისტრი - 2022 წელს ბიუჯეტის დეფიციტის პარალელურად, შემცირდება მთავრობის ვალის მაჩვენებელი და ჩამოცდება მშპ-ს 48 პროცენტს. ლაშა ხუციშვილი სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე - წელს დამატებით 2 მსხვილი საწარმო შეირჩევა და დაიწყება კორპორატიზაციის პროცესი. 2021 წელს დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულმა თანხამ მილიარდ 930 მილიონი ლარი შეადგინა. რეფორმების მუდმივ დინამიკას, შემოსავლების სამსახურის მუშაობის ეფექტურობას ქვეყნის ეკონომიკისათვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ფინანსთა მინისტრი ანაკლიის პორტზე - სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იმაზე ადრე შესრულდება, ვიდრე პროექტით ამის საჭიროება დადგება. ფინანსთა მინისტრი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა დასაქმებაზე - სოციალურ სამუშაოებზე დასაქმების შემდგომ, ისინი გადაინაცვლებენ კერძო სექტორში, ეს პრაქტიკა ევროპის ყველა ქვეყანაში მოქმედებს. ლაშა ხუციშვილი - საპენსიო სესხების თაობაზე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ. მოვისმინე, თითქოს ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს დღეს, რაც ტყუილია - 2006 და 2010 წლებშიც, ინფლაცია იყო იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს. ფინანსთა მინისტრი საწვავის ფასის ზრდაზე - თუ შევხედავთ, რომ ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შესაძლებელია დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ. არმაზ ახვლედიანი ფინანსთა მინისტრს - ბატონო მინისტრო, თუ არ ვცდები, გყავთ 6 მოადგილე, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ნამეტანი ხომ არაა, ხომ არ გებევრებათ? სალომე სამადაშვილი - მაშინ, როცა მოქალაქეების უმრავლესობას ცხოვრება გაუძვირდა 45%-ით, ფინანსთა მინისტრისგან ხალხი ელოდებოდა ხედვას, როგორ აპირებთ იმ უმძიმესი სოციალური კრიზისის დაძლევას, რომელშიც ქვეყანაა. გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - როდემდე უნდა გვეშინოდეს მაღაზიაში შესვლის, ბაზარში წასვლის და კომუნალური გადასახადების?! ხათუნა სამნიძე ფინანსთა მინისტრს - საიდან აპირებს პრემიერი წელიწადში 720 მილიონი ლარის მობილიზებას, როცა ისევ ვალს ვიღებთ საბავშვო ბაღების ასაშენებლად? მიხეილ დაუშვილი - ხომ არ ჯობს ჩვენი ინიციატივა გაიზიაროთ და სოციალური დახმარების ინდექსაცია მოხდეს, ვიდრე მოქალაქეების მოტყუება, თითქოს დასაქმების პრობლემას სახელმწიფო წყვეტს, თან გაუგებარი ეკონომიკური პოლიტიკით. შალვა კერესელიძე - გვაქვს უკრაინის კრიზისი, გამწვავების შემთხვევაში რა გეგმა გაქვთ და რას აპირებთ? ხატია დეკანოიძე ფინანსთა მინისტრს - ძალიან დაბალი დონის პრეზენტაცია გქონდათ, გულწრფელად რომ გითხრათ და არაფერი საინტერესო, გარდა ხელისუფლების ქება-დიდებისა. რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას - რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში თქვენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?! სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს - თქვენ არ ბრძანდებით ხალხის მინისტრი, თქვენ ხართ სისტემის მინისტრი - ამ სისტემის მთავრობას შეიძლება, ვალების მთავრობა დავარქვათ. ფინანსთა მინისტრი - ნამდვილად არ დავკვირვებივარ ბატონო რომან, ასეთი კორელაცია თუ არსებობდა ჩემს პარლამენტში ვიზიტსა და ლარის კურსის გამყარებას შორის, თუ ასეა, შემიძლია ყოველდღე მოვიდე. დავით სერგეენკო ფინანსთა მინისტრს - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების საკითხმა არ დაგიმალავთ და მეც გამიჩინა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.

      ეროვნული ფული - კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსის შემთხვევაში, ცვლილებები, რომელიც მსოფლიოში ან რეგიონში ხდება, აისახება გაცვლით კურსში - რაც შეეხება ინფლაციას, მისმა მაჩვენებელმა მარტიდან შემცირება უნდა დაიწყოს. კობა გვენეტაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურად გამარჯვებული ბანკისთვის ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარის გადახდა სუბსიდირება არაა.

      მინისტერიალი - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა.

      პროკურატურის ამბები - ირაკლი შოთაძე - ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არცერთი საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირებისა და მათთან კონსულტაციის გარეშე. საქართველოს პროკურატურის გუნდი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს. კოვიდ 19-ით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან და საქმიანობის ეფექტიანობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ გაზრდაც. მოკლე დროში პროკურატურამ შეძლო და დანერგა არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩაატარა საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები. სისტემის გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის გასამყარებლად. ბაკურ აბულაძე - პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე, დაზარალებულად ცნობილი იქნა 438 პირი, რომელთაგან 313-ს დაუბრუნდა ან პროცესშია დაახლოებით 59 560 000 ლარის ღირებულების ქონება. საქართველოს პროკურატურა ტრანსნაციონალური დანაშაულების გამოძიების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ამოცანაა, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. 2021 წელს, აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო 17 სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 1 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა.

      რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა.

      რუსულ-უკრაინული ამბავნარი - მედია - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან კიდევ 7 000 ჯარისკაცი გაგზავნა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი - დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ერთადერთი სწორი ნაბიჯია სისხლისღვრის შესაჩერებლად. თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სამთავრობო ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ლიზ ტრასი - არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაჰყავს. იენს სტოლტენბერგი - ნატოს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობენ დიპლომატიური და პოლიტიკური გამოსავლის მისაღწევად, ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსა და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. უკრაინული მედია - საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა. ვლადიმერ ზელენსკი - არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს ჩვენი ნატო-ში ყოფნა - ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია. ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის. დიმიტრი პესკოვი 20 თებერვლის შემდეგ უკრაინაში შეჭრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „მორიგ სიყალბეს“ უწოდებს. დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, კიევს არ შეუძლია იმის დადასტურება, რომ რუსეთს საზღვრიდან ჯარები გაჰყავს. ვლადიმერ ზელენსკი - საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - აშშ-მა რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიებზე გაგზავნილ წინადადებებზე პასუხი მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების გარანტებთან დაკავშირებით საპასუხო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ჯო ბაიდენი - ყველა მინიშნება გვაქვს, რომ რუსეთი მზად არის შევიდეს უკრაინაში, შეუტიოს უკრაინას - ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში. ენტონი ბლინკენი გაეროში - აქ ვარ არა ომის დასაწყებად, არამედ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ იგი - რუსეთი თავდასხმისთვის საბაბის შექმნას ცდილობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters