შეუფერებელი ჩხუბები, ინსპექციის სამსახური და 7 ნოემბერის „მბრძანებელი“

      ტრადიციულად, როდესაც ექსპრეზიდენტის სასამართლო დღის მთავარი განხილვის თემაა ხოლმე და დღესაც ასე იყო - მეინსტრიმის ერთი სიმი მას დაეთმო. ვრცელი ამბავი მოჰყვა გავრცელებულ ვიდეოკადრებს რომელშიც ჩანს ერთი მორჩილი როგორ ურტყამს მეორეს. დღეს ასევე ინსპექტორის სამსახურზეც იყო ნიუსები და ცხადია, უკრაინის ძალიან მძიმე და დაძაფული თემაც არავის დავიწყებია. თბილი დღეები გრძელდება მომდევნო ორი სამი დღე, ამიტომ ვისიამოვნოთ გაზაფხულით. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9769 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტების აპლიკაციების შექმნაში უწყებას თანხა არ გადაუხდია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 342 ადამიანი აიცრა. იაგო ხვიჩია - ყველაზე მეტად რამაც დაგვაზიანა, მთავრობის მიერ შემოღებული სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება იყო, ამას, როგორც ტორტზე მარწყვი, ისე დააჯდა „მწვანე პასპორტი“. თამარ გაბუნია - განახლებული ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ კიდევ მეტად გაიშალოს ვაქცინაცია და „ბუტერ“ დოზებით მოხერხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია. ნოზოკომიური ინფექციის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებს, რაც ინფექციის კონტროლისთვის არის მოწოდებული, ჰოსპიტლები ასრულებენ.

      სააკაშვილის დღე - თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის სხდომათა დარბაზში, ადვოკატების გვერდით განთავსებას ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, სასამართლომ განჩინებით მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადეკვატური მომსახურება გაეწიოს. მასთან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმების, ასევე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების დაშვებას ითხოვს. ციხის უფროსმა აკრძალა ექთნის და ექიმის შემოსვლა საკანში, 6 საათის შემდეგ მორიგე ექიმი აღარ არსებობს. მხოლოდ სულელებს შეუძლიათ დაიჯერონ ბრალდებები, რომელიც მე მაქვს წაყენებული - შეიძლება სააკაშვილი არ მოგწონდეთ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩალით დახურული არ არის. მიხეილ სააკაშვილი - სამშობლოსთვის თავგანწირვა ნამდვილად ღირს და იმას, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურე, მზად ვარ, ბოლომდე შევეწირო - ხელისუფლება მექცევა ზუსტად ისე, როგორც ცხინვალში ოკუპანტები მოექცნენ გენადი ბესტაევს. ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე - თუ ხელისუფლებას ოდნავ მაინც ჰყოფნის ტვინი, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს ადამიანი სასწრაფოდ გასაყვანია ქვეყნიდან. სააკაშვილის საქმის განმხილველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლითაც პენიტენციურ სამსახურს დაევალება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღება. მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას აცხადებს. მიხეილ სააკაშვილი - ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად, ისე ჩავქრე, ვითომ არაფერი - თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ლიდერები. ჯო ბაიდენი გამოვიდა და თქვა, რომ რაც მოხდა თბილისში 7 ნოემბერს, რუსეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ჯო ბაიდენის გამოძახება არ გინდათ მოწმედ? ჩემი გული არის უკრაინაში, იქ რომ ვიყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა რა საშუალებას მომცემდა, ფრონტის წინა ხაზზე, იარაღით ხელში ვიდგებოდი, რადგან ახლა ყველა ჩვენგანის ბედი კიევში წყდება. ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმეორედ უვადო შიმშილობის დაწყება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა. პროკურორი - დღევანდელ პროცესზე დაზარალებულებს სააკაშვილმა კვლავ არ მოუსმინა, თორემ საკუთარი თვალით იხილავდა თავისი ნამოქმედარის შედეგებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - საპრეზიდენტო განკარგულებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მოქმედმა პრეზიდენტმა - ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების კიდევ ერთი მცდელობა.

      „შავების“ ცემა-ტყეპა - სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მორჩილის მიერ განდევნილი სასულიერო პირის მიმართ ძალადობაა აღბეჭდილი. „მე შენ რა გითხარი, კაბა არ ჩაიცვა თქო... რომ გაგხადეთ კაბა, რატომ იცვამ კიდევ?“, - მიმართავს მორჩილი გრიგალაშვილი როინ მუმლაძეს, რომელსაც კონკრეტულ ცოდვაშიც ადანაშაულებს და სცემს. „გამანებე თავი, ვიხდი კაბას არ მინდა, საბოლოოდ ვიხდი“, - აცხადებს როინ მუმლაძე. მამა შალვა კეკელია მონასტრიდან განდევნილი ბერის მიმართ ძალადობის ფაქტს ეხმაურება - ეს ადამიანი სასწავლებელში მოვიდა და როგორც მოძღვარს მთხოვა, ლექციებზე მიმეცა დასწრების უფლება, რომ თავისუფალი მსმენელი ყოფილიყო, დავრთეთ ამის ნება და დაიწყო ლექციებზე სიარული. ერთი კვირის შემდეგ, ჩემმა სტუდენტმა მანახა ვიდეო, მის მამათმავლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დავიბარე და ვუთხარი, რომ ჩვენთან ლექციებს ვერ დაესწრებოდა. ეს [გუშინ გავრცელებულ კადრებზე] უმძიმესი და უსაშინლესი ფაქტი იყო რაც ვნახე, მიუღებელი და წარმოუდგენელია ქრისტიანი ასე იქცეოდეს. მგონია, რომ დადგმული სცენაა პირადად ჩემს წინააღმდეგ, ჩემს სახელს და გვარს ახსენებენ, რა შუაშია ჩემი სახელი და გვარი? მამა ანდრია ჯაღმაიძე მესაუბრა და მითხრა, რომ არცერთი მათგანი არ არის დღეს ბერი, ერთი მორჩილია, მეორე კი ბერი იყო და ახლა აკრძალული აქვს ყველაფერი, ორივენი რუის-ურბნისის ეპარქიაში იყვნენ. ვინც ურტყამს, ეს ადამიანი დამიკავშირდა, მოვიდა ჩემთან და დამელაპარაკა. როგორც თავად მომიყვა, წაუყვანია თავისთან მონასტერში, ვიდეოები გადაუღია, ყველაფერი მოვაყოლეო და ეპისკოპოსებთან გადაუგზავნია, რის შემდეგაც მითხრა, გადაღებული მაქვს, რომ გავპარსე წვერი და გავხადე კაბაო. შემდეგ მკითხა ჩივილთან დაკავშირებით. რომ მითხრა ამ ვიდეოს ჩაგიგდებო, ვუთხარი, არ მაინტერესებს და შენთვის გქონდეს-თქო. რატომ უნდა მაინტერესებდეს, რატომ გახადა კაბა, არ მაინტერესებდა არანაირად. მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს - პუტინს საკმარისად კარგად ვიცნობ და ვხვდები, რა თამაშს თამაშობს - ის ვერც კიევსა და უკრაინის ვერც სხვა დიდ ქალაქში შესვლას გაბედავს, ვიცი, რომ არ გეშინიათ და ყოჩაღ თქვენ. საპატრიარქო სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-მ სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

      მოსამართლეები - ნაზი ჯანეზაშვილი - კანონი ითხოვს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებდეს ორ ძირითად კრიტერიუმს, ეს არის: კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია, თუმცა წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ მოსამართლეები ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. ქეთი ხუციშვილი - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები ვთანხმდებით, რომ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმა ჩავარდნილია.

      ღარიბაშვილის „მიუნხენური კონფერენცია“ - იაგო ხვიჩია - ვერ გეტყვით, რატომ არ შეხვდა ღარიბაშვილი ზელენსკის, იქნებ ზელენსკი არ შეხვდა ღარიბაშვილს? დავით სერგეენკო - არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს უკრაინა და თუ ვინმეს შეხვდა ან ვერ შეხვდა ღარიბაშვილი, ეს მის პროტოკოლს ჰკითხეთ, ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია. გიგი წერეთელი - ის, რომ მიუნხენში ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტს არ შეხვდა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების მიუღებელ, მცდარ პოლიტიკასა და ტაქტიკას უკრაიანასთან მიმართებაში. დავით ბერძენიშვილი - უღიმღამო არის ყველაზე პოზიტიური შეფასება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე შეიძლება წარმოვიდგინოთ. რომან გოცირიძე - მიუნხენის კონფერენცია დავოსის ფორუმი არ არის, სადაც ეკონომიკური საკითხები იხილება - ღარიბაშვილი შეხვდა ვიღაცას, ვინც კრიპტოვალუტის თემებთანაა დაკავშირებული და ინდოეთის წარმომადგენელს, ეს იყო მისი ვიზიტის მთელი შინაარსი.

      მინისტრის ახალი სამინისტროს ტრიბუნა - ლევან დავითაშვილი - 1-ელი მარტიდან ვიწყებთ სამუშაოების გამოცხადებას და ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილი - „რიყის დოქების“ აუქციონის საწყისი ფასი იქნება 10 მილიონი ლარი. ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველების“ მიმართვაზე - მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში დიალოგისთვის.

      ინსპექცია - ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვების გასაჯაროებას ითხოვს. ანა ბუჩუკური - ოდირის დასკვნაში ის რისკები აისახა, რაც რეალობაა - „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, მავნებლობაა. კარლ ჰარცელი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ. ნინო ლომჯარია - ისე წარმოჩენა, რომ კონსპირაცია იყო ეუთო/ოდირისთვის ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილში, ნამდვილად არასწორია. ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლეგიტიმურია. გია ვოლსკი - თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორსაც პოლიტიკურად დახუნძლული განცხადებები ჰქონდა, უნდა მივიჩნიოთ, რომ სახალხო დამცველის მხრიდან კვლავ ცნობილ ხელწერას აქვს ადგილი. ნინო ლომჯარია - ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.

      მიხეილ სარჯველაძე - საქართველო და უკრაინა არიან უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორები - ამას შეხვედრებით დადასტურება და დემონსტრირება არ სჭირდება

      შალვა პაპუაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს.

      ექსპორტ-იმპორტი - იანვარში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 331.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 110.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დღეის მონაცემებით, 38.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 425 მილიონს გადააჭარბა.

      უკრაინის მომავალი - უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 80-ჯერ გახსნეს ცეცხლი, დაჭრილია ერთი უკრაინელი სამხედრო. რუსული მედია - დონეცკსა და ლუგანსკიდან რუსეთში 61 ათასამდე დევნილი ჩავიდა. იენს სტოლტენბერგი - რუსეთი კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცის მობილიზებას ახდენს და აგრძელებს წვრთნებს - ეს ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. ჯოზეფ ბორელი - ომის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები „ძალიან საჭიროა“. უკრაინა ევროკავშირს ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. Washington Post - აშშ ამტკიცებს, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინელების სიებს, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში "მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან“. დმიტრო კულება - ენტონი ბლინკენმა დამარწმუნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული უკრაინის ზურგს უკან. რუსული მედია - უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებულმა ჭურვმა როსტოვის ოლქში მესაზღვრეების ობიექტი გაანადგურა. პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების რიგგარეშე საბჭოს სხდომა მოიწვია. საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი - ჯო ბაიდენმა ემანუელ მაკრონს სთხოვა, ვლადიმერ პუტინისთვის შეხვედრა შეეთავაზებინა. რუსული მედია - რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული საბრძოლო მანქანა გაანადგურეს, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასწრაფოდ მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას, რუსეთის პრეზიდენტს: ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს. ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები ვლადიმერ პუტინს აღიარებას სთხოვენ. დმიტრო კულება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს უკრაინის საკითხის დაუყოვნებლივ განხილვისკენ მოუწოდებს. ვლადიმერ პუტინი - ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ არ აპირებენ უკრაინის ნატოში მიღებას „ხვალ“, მეტიც შესაძლოა, გარკვეული მორატორიუმი - ჩემი პასუხი იყო მარტივი: ეს არ არის დათმობაზე წასვლა. ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარებს უკრაინასა და საქართველოსთვის - თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე? აშშ-ის საელჩო უკრაინაში - ყველაფერი საქართველოში განვითარებულ სცენარს ჰგავს და მსოფლიო ამ ტყუილებზე მეტად აღარ გასულელდება. თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებს, რომლის მიხედვითაც აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე „მორატორიუმი“ შესაძლებლად მიიჩნია. ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. კრემლი - ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს განუცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ხელს მოაწერს ბრძანებას ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების შესახებ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 139

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters