ავადმყოფი დეკანოზი, ხარაძის ბანკი, პრეზიდენტი ევროპულ სამშობლოში, ახალი კანონები და სასჯელები

      მართალია სარქისის ისტორია ისეთივე ლეგენდაა, როგორც მრავალი სხვა ძველი თუ ახალი ლეგენდა, მაგრამ ფაქტია რომ თებერვლის ქარებმა დაღალა მთელი ქვეყანა. კარგი ამბავი, ამ მხრივ ისაა, რომ საქართველოში 20 თებერვლიდან გამოიდარებსო, ამბობენ სინოპტიკოსები. ამინდების გამოკეთებამდე, დღევანდელი დღის მთავარ ამბებში იყო დეკანოზის ავადმყოფობის ამბავი, ასევე ხაზარაძის თეთრი ფულები და კანონები და სასჯელები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 თებერვალი, 2019/

      ბავშვთა უფლებები პარლამენტში - პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება. დავით სერგეენკო - ევროკავშირის დახმარებით საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, რომლის გამორჩეული ნაწილია ბავშვთა უფლებების დაცვა. სერგო რატიანი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტოს შექმნას პოლიტიკური მიზანი აქვს - ეს იყო მთავრობის ფრიად უტვინო ქმედება ყველა დროში.

      დეკანოზის ავადმყოფობა - ექიმი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის დეტალური შედეგი სავარაუდოდ ხვალ იქნება. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ოჯახის წევრები არ შეუშვეს, რასაც ოჯახის უკმაყოფილება მოჰყვა. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესიაც მიესალმებოდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა. დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი - მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. თორნიკე მამალაძე - ექიმები ჩემი ძმის სრულ დიაგნოზს არ ამბობენ, რადგან ღუდუშაურის საავადმყოფო „ქართული ოცნების“ დეპუტატისაა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები - პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია. ეკა ბესელია დეკანოზის შეწყალების საკითხზე - შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციაა და ამ პროცესში პარლამენტი არ მონაწილეობს, ამ საქმის მასალებს არ ვიცნობ და ვერ ვისაუბრებ. ირაკლი აბესაძე - სამართლიანი იქნება დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლება. თორნიკე მამალაძე - გიორგი მარგველაშვილმა საპატრიარქოსგან დადებითი პასუხი ვერ მიიღო და ჩემი აზრით, ამის გამო არ შეიწყალა მამა გიორგი. ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახური - ყველამ ვიცით, რომ მამა გიორგი არის უდანაშაულო, ის არავის კლავდა და უნდა იყოს გარეთ. სახალხო დამცველი ღუდუშაურის კლინიკაში გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მივიდა. ნინო ლომჯარია - მე გიორგი მამალაძის შეწყალებას მხარი დავუჭირე, რადგან ვფიქრობ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანი იყო. დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - პაციენტი არის კონტაქტური, ადეკვატური და ხანმოკლე გასაუბრებაც მქონდა მასთან პალატაში. ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და დეკანოზ გიორგი მამალაძეს სხვა ციხეში გადაიყვანენ.

      საგარეო მინისტრი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

      დასჯადი ქმედებები - რუკები სისხლის სამართლის საქმეში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ქუჩური კამათებიც ისჯება - ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება - შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

      პრეზიდენტი მეორე სამშობლოში - სალომე ზურაბიშვილი - ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ვმუშაობთ, მოვნახოთ ფორმა, რომ დიასპორას პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავდეს. სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას დიასპორებში მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი - მე, როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, რომ ბევრად მეტი ყურადღება მივაქციოთ დიასპორას. საქართველო მსოფლიო ასპარეზზე უნდა წარმოჩინდეს არამხოლოდ ღვინით, საჭმლით და ტურიზმით, არამედ უნიკალური კულტურითაც. ჩვენ გვჭირდება შიდა ერთიანობა, იმისთვის, რომ მტერმა ვერ შეძლოს ჩვენი დაყოფა და შემდეგ ამის გამოყენება. საინიციატივო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს, დეკანოზ მამალაძის შეწყალების აქტის გამოცემისათვის პრეზიდენტთან უშუამდგომლოს. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს.

      სარაგბო წარმატება - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ესპანეთი 24:10 დაამარცხა.

      ხაზარაძის ძველი საქმე - მამუკა ხაზარაძე - გარე საფრთხეების კი არ მეშინია, როგორც ქართველს, მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება - გვინდა, რომ ამ ზონაში იყოს ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი. ფადი ასლი - ივანიშვილს სურს დაეუფლოს „თიბისი ბანკს" და ანაკლიის პორტს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მოშორებით. „ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. დავით ბაქრაძე - ეს არის პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესებით მოტივირებული შეტევა „თიბისი ბანკის“ და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავენ. მამუკა მდინარაძე „თიბისი ბანკზე“ - როგორც კი ამ საკითხის ზედმეტ პოლიტიზირებას მოვახდენთ, დავუშვებთ ძალიან ბევრ შეცდომას. მამუკა ხაზარაძე - მზად ვართ დიალოგის რეჟიმში განვაგრძოთ ამ სიტუაციიდან ეროვნულ ბანკთან ერთად გამოსავლის ძიება, რომ ავიცილოთ თავიდან პოტენციური ნეგატიური ზეგავლენა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე და ეკონომიკაზე. მზადყოფნას გამოვთქვამთ, შედგეს სპეციალური კომისია, რომელსაც გადავცემთ ნებისმიერ ინფორმაციას, ნებისმიერ ამონაწერს. ბადრი ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილისგან წილების დათმობის მოთხოვნას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძე პროკურატურის გასაჯაროებული ჩვენების ნაწილზე - ასეთი ამოგლეჯილი პასაჟები, სამწუხაროდ პერიოდულად ვრცელდება. ბადრი ჯაფარიძე - 17 მილიონი დოლარი, რომელიც ვისესხეთ, გადაირიცხა მსოფლიო ბანკში და „თიბისი ბანკის“ კაპიტალში. ბადრი ჯაფარიძე „აბსურდად და ბოდვად“ აფასებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლატვიაში ფულის გათეთრებაზე მიმდინარე რამე საქმესთან შეიძლება „თიბისი ბანკს“ კავშირი ჰქონდეს. მამუკა ხაზარაძე - საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს. დაჩქარებული გამოძიება და ინფორმაციის ის გაჟონვები, თითქოს მე და ბადრის რაღაც კავშირი გვაქვს დანაშაულთან, პირდაპირ ურტყამს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. ლევან კობერიძე - „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პროკურატურასთან თანამშრომლობა გამჭვირვალე და მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, რაც დადებითია. ლადო პაპავა - თუ რამე ხდება „თიბისი ბანკში“, პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, რომელმაც თავი ვერ მოაბა ფუნქციების გამიჯვნას, რა არის ბანკის პროფილური საქმე და რა არა.

      მოსამართლეთა გაუკვალავი საქმე - ოთარ კახიძე - თუ გვინდა, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, მაშინ უცხოელი მოსამართლეების მოწვევას ალტერნატივა არ ექნება. გედევან ფოფხაძე - უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უვადო მოსამართლეები ამ ეტაპზე სარგებელი არ არის - ვაყენებთ საკითხს, ჩვენი ინიციატივა დაჩქარებული წესით იყოს განხილული. სოფო კილაძე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივაზე - არ მგონია, რომ კარგი იყოს ამ კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში გავლა. ეკა ბესელია - იურიდიული კომიტეტის დღის წესრიგში არც დღეს არ არის ჩასმული მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი განხილვა ჭიანურდება. ეკა ბესელია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესის შეჩერების პროექტის დროულად განხილვის მიზნით, იურიდიული კომიტეტის წევრების ხელმოწერების შეგროვებას აპირებს. ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ მათ „არანაირი მოტივაცია არ აქვთ“, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დროში გაიწელოს. ეკა ბესელიას განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე გარკვეული საკითხების მომხსენებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა სიიდან ამოიღეს. ანრი ოხანაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტზე - პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ. ლევან გოგიჩაიშვილი - მე არ ვხედავ ამ პროცესს ფერად ფერებში, პირიქით, მას ვხედავ ძალიან მუქ ფერებში - უმძიმესი მოცემულობაა სასამართლოს კუთხით. უმცირესობა პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცედურას სთავაზობს. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

      ფარული - ეკა ბესელია ფარულ ჩანაწერებზე - კონკრეტული პირები არ დამისახელებია - ზოგადად დავასახელე პირთა წრე „ნაცმოძრაობიდან“ დაწყებული, მათ შორის ისინიც, ვინც ღია კონფლიქტში შემოვიდნენ.

      სწავლა და ჯარი - ოთარ კახიძე სამხედრო სამსახურის შესახებ ინიციატივაზე - უსამართლობაა ბევრი ადამიანისთვის, რომელსაც სწავლის გაგრძელება უნდა და არ სურს, რომელიმე სამინისტროს დარაჯად მუშაობა. დიმიტრი შაშკინი სამხედრო სამსახურის შესახებ ახალ ინიციატივაზე - ეს არის მარაზმი, ცუდი და მავნებლური იდეა.

      დაზღვევა, როგორც ვალდებულება - ოთარ კახიძე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე - ყველა ახალი რეგულაცია ტვირთად აწვება ჩვენ მოქალაქეებს. სავალდებულო დაზღვევა საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილის მფლობელზე გავრცელდება.

      მოშიმშილე სტუდენტები - ილიაუნის ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. გიგა ზედანია - სტუდენტებთან შევთანხმდით, რომ ბიზნეს სკოლისთვის ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი.

      გრიპის დაბრუნება - დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით თეორიული მოლოდინია და მცირე პიკისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა.

      პენსია დაგროვებული - „ევროპული საქართველო“ 2020 წლამდე დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებისა და დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შეჩერების ინიციატივით გამოდის.

      განათლებასთან შეჭიდება - მიხეილ ბატიაშვილი - უმნიშვნელოვანეს ამოცანას შევეჭიდეთ - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას.

საზღვარგარეთულები:

      ევროპას აშენებს გიგანტები - გამოკითხვის თანახმად, რუსეთი და აშშ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

      ვენესუელადან გამოდევნებულები - ევროპარლამენტის დეპუტატები ვენესუელაში არ შეუშვეს.

      ნახევარამერიკა მოწონებული - დონალდ ტრამპი - ჩემი მოწონების რეიტინგი 52%-ს შეადგენს - ხალხი ჭკვიანია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 217

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

George: თებერვალი 18, 2019||11:41pm

რატომ წერია  *სარქისიანი* და არა სარქისი ? რადგან უცხოელია დავამახიჯოთ ?

Giorgi: თებერვალი 19, 2019||1:37am

ინსტიქტური შეცდომაა - ცნობილი გვარის გამო შემეშალა. გავასწორე უკვე.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters