ეროვნული უსაფრთხოება, ჩანაწერებზე დაკავებულები, ღმერთის რჩეული ტრამპი და საუნივერსიტეტო ნიუსები

      ერთობ მონოტონურ კვირას ახალი ამბავი მოჰყვა - ბანკების სექტორის გააქტიურება. თუმცა, მთლად ახალიც არ იყო - თიბისი ბანკის პრობლემა ადრევე გამოიკვეა. ასევე ეროვნული უსაფრთხოები საბჭოს თემაც ნელ-ნელა იკრებს ძალას. ცალკეა უნივერსიტეტების ამბები და მოსამართლეები ხომ არ გვივიწყებენ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 თებერვალი, 2019/

      მოსამართლეების თემა - რამაზ საყვარელიძე - მოსამართლეების თემაზე დაპირისპირებას 2020 წლის არჩევნებში შეიძლება „ქართული ოცნების“ დამარცხება მოჰყვეს და ივანიშვილის ფიცი აღარ იყოს საკმარისი. ეკა ბესელია - ვისაც ნამდვილად აინტერესებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე კანონპროექტის სულისკვეთება, ამისთვის უნდა დანიშნოს განხილვა. გიორგი მიქაუტაძე - არ ვეთანხმები, რომ მოსამართლეები თურმე პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ - პოლიტიკოსები კითხვით მოგვმართავდნენ და პასუხი რატომ ითვლება პოლიტიკურ განცხადებად? ეკა ბესელია - თუ დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე ყველა მოსამართლეს უვადოდ დავნიშნავთ, მითხარით, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმას?

      უმაღლესი სასწავლებლები - ილიაუნის ამბები - რექტორი დაპირება - ილიაუნის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, რექტორი დაჰპირდა, რომ მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი საბჭო იმსჯელებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის ინფორმაციით, მათ რექტორს ვადა 19:00 საათამდე მისცეს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი რექტორ გიგა ზედანიას თანამდებობის დასატოვებლად დროს ხვალ 22:00 საათამდე აძლევს.

      დევნილი იუთუბერი და ჩანაწერების საქმე - ზაალ ლატარია ფარულ ჩანაწერებზე - ალბათ, ვიღაცამ ჩამიგდო ეს კადრები, ჩემი დაკავება უნდოდათ - ფიზიკურად მდევნის სახელმწიფო. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს. ანრი ოხანაშვილი ფარულ ჩანაწერებზე - საგამოძიებო ტაქტიკა არის შსს-ს ხელში, მე ვერ მივცემ რაიმე ტიპის მითითებას მათ, როგორ უნდა იმოქმედონ.

      საქართველო საერთაშორისო ამბებში - საგარეო უწყება - მაიკ პომპეომ დავით ზალკალიანთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე - აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დინამიურად ვითარდება.

      იპოთეკების დაფარვა - სახელმწიფო იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. სახელმწიფომ დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დასაფარად 2019 წელს 2 200 000 ლარი გამოყო.

      გაჩერება მხოლოდ გაჩერებაზე ანუ თბილისის მერიის ნიუსები - მერია იმ ქუჩების რაოდენობის გაზრდას გეგმავს, სადაც სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდება. ვაშლიჯვრის ორდონიანი კვანძის მშენებლობა გრძელდება.

      ქართულ-ამერიკული საქმე - მალხაზ კობაურის ადვოკატის განცხადებით, ამერიკაში სმიტების ოჯახის ნათესავების დაკითხვაზე თანხმობა მიიღო.

      ეროვნული უსაფრთხოება - თორნიკე შარაშენიძე - უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტი უნდა იყოს, მაგრამ ახირებული და არაპროგნოზირებადი სალომე ზურაბიშვილი სჯობს არსად არ იყოს. სოფო კილაძე - კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში. გია ხუხაშვილი - ეტყობა „უპატარძლო ქორწილი“ უნდათ და ამიტომ ამბობენ უარს უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობაზე. ვანო მაჭავარიანი - შეცდომაა იმის განცხადება, რომ უსაფრთხოების საბჭოში არ არის პრეზიდენტის ადგილი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალია. გია ვოლსკი - იმაზე აპელირება, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს წევრი, უნდა ესწრებოდეს თუ არა ის საბჭოს სხდომებს, სკანდალის მაძიებელთა თემებია. სესიაშვილი - თუ პრემიერის სათათბირო ორგანოში წარმოვიდგენთ პრეზიდენტის, პარლამენტის მონაწილეობას, შეიძლება დავარღვიოთ სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების განაწილების პრინციპი. უსუფაშვილი - პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკანმოუბრუნებლად გადარბენილ შავ კატას სწორედ „უშიშროების საბჭო“ ეწერა ზურგზე - იმედია, ვსწავლობთ გაკვეთილებზე. დიმიტრი გაბუნია - მიდის მსჯელობა ფორმასა და შინაარსზე, როგორ უნდა იყოს ჩართული პრეზიდენტი უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში.

      საბიბლიოთეკო მომავალი - მარიამ ჯაში - პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის მასშტაბით საბიბლიოთეკო საქმის მეთოდოლოგიური ცენტრი გახდება.

      ტურიზმი - 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 9.8%-ით მეტია.

      საპენსიო მომავალი - ალეკო ელისაშვილი დაგროვებით პენსიაზე - თუ ვინმეს სურს ამ მფლანგველ ხელისუფლებას ნებაყოფლობით მიაბაროს თანხა, ღმერთმა მის სიგიჟეში ხელი მოუმართოს.

      დედაო ბიზნესში - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - პატრიარქის და, დედა ნატალია არანაირ ბიზნესსაქმიანობას არ ეწევა.

      ბანკები დღის ამბებში - კონდოლიზა რაისი „თიბისი ჯგუფის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკისგან“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნას განმარტავს. „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მოთხოვნას სასამართლოში გაასაჩივრებს. ლევან ალაფიშვილი - სახელმწიფო „თიბისი ბანკთან“ მიმართებაში სახელმწიფოს მიერვე დადგენილ სამართლებრივ ჩარჩოებში ვერ ჯდება და ვერდიქტი გამოძიების დასრულებამდე დადო. მამუკა ხაზარაძე - ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას, არ შევეგუებით უსამართლობას.

      მეგობარი ოპონენტები - გია ხუხაშვილი - პარადოქსია, თითქოს „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს ებრძვის, სინამდვილეში ერთ მხარეს აძლიერებს მეორის სიბრიყვე და შეცდომები.

      გათავისუფლება სასულიერო აკადემია-სემინარიიდან - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ სასულიერო აკადემიის პედაგოგ გოჩა ბარნოვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება შეუწყვიტა - განცხადებაში ნათქვამია, რომ გოჩა ბარნოვს აკადემიასა და სემინარიაში პედაგოგიური საქმიანობა შეუწყდება მანამ, სანამ იგი არ გამოხატავს სათანადო სინანულს მის მიერ ჩადენილი ყველა ცილისმწამებლური მოქმედების გამო და არ მოითხოვს გულწრფელ პატიებას. „მიმდინარე წლის 14 თებერვალს გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელეს სასულიერო აკადემიის პედაგოგის ბატონ გოჩა ბარნოვის მიერ სოციალურ ქსელსა და მედია-სივრცეში გავრცელებული უკიდურესად ცილისმწამებლური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების შესახებ. მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დასწამა ცილი და მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, საპატრიარქოს და სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, რექტორატს და პროფესორ-მასწავლებლებს. აღნიშნულ განცხადებებში გამოვლინდა ქრისტიანული ეთიკის, აგრეთვე, შრომითი ხელშეკრულებით, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შინაგანაწესით და სხვა შიდანორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებებისა და მოვალეობების დარღვევები.

      მაგთის შეჩერება - კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა.

საზღვარგარეთულები:

      ღმერთის რჩეული ტრამპის ამერიკა - გამოკითხული ამერიკელების 25% მიიჩნევს, რომ „ღმერთს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება“ სურდა. აშშ-ს სენატმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ФСБ-ს თანამშრომლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.

      ვენესუელა - კოლუმბიის პრეზიდენტი - მადუროს დიქტატურა სიმსივნეა და განკურნების ერთადერთი გზა მისი წასვლაა. ნიკოლას მადურო - აშშ-სგან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გაფუჭებული და მოწამლული პროდუქტებისგან შედგება. მარია ზახაროვა - ვაშინგტონი ვენესუელას შეიარაღებული ძალების ამბოხებისკენ წაქეზებას ცდილობს .

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 211

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

George: თებერვალი 15, 2019||12:48am

ჯერ წამეკითხა რა პოსტი (( მაგთის ახალი ტარიფით გადავურიცხე .. ვა-ვა  ვა-ვა (

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters