ფრანგი პრეზიდენტები საქართველოზე, თიბისის მეპატრონის თეთრი ფული, დეკანოზის და თემიდას აქტიურობა

      ამბობენ ქარები ხვალიდან ჩადგება, მაგრამ იქამდე ვიდრე ისევ ძლიერად ქრის, ბევრი რამ გაფუჭდა - ზოგან ხე მოტყა, ზოგან აივანი ჩამოინგრა და ავტომობილებს დაეცა და ა.შ. ქვეყანაშიც პოლიტიკური ქარბუქია - ზოგი ქარი უბერავს საფრანგეთიდან ევროპული მოტივებით, ზოგიც მილიარდელი ბანკირების ჯიბიდან და საქმიანობებიდან, ზოგიერთიც თემიდას სამართლიანობიდან. ქარი ქრის დეკანოზის გარშემოც. ცოტა პენსიაც და სხვა თემებიც. აქტიური იყო პარლამენტიც და კიდევ უფრო მეტ აქტიურობას გეგმავს - მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ოცდაათზე მეტ კანონპროექტს განიხილავს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 თებერვალი, 2019/

      პრეზიდენტი საფრანგეთში - საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პირველ ლედის ელისეს სასახლეში შვილებთან ერთად ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა. ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილზე - მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო. სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას. სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა მხარდაჭერა და ჩაერთო კონფლიქტის შეწყვეტაში. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა „ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ემანუელ მაკრონი - იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს. ემანუელ მაკრონი - ჩვენ მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციულ ხაზზე. სალომე ზურაბიშვილი - იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ.

      თიბისი ბანკის ამბავნარი - ლადო პაპავა - თუ რამე ხდება „თიბისი ბანკში“, პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, რომელმაც თავი ვერ მოაბა ფუნქციების გამიჯვნას, რა არის ბანკის პროფილური საქმიანობა და რა არა. გიგლა ბარამიძე - როგორც კი მოხდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ჩამოცილება, მისი ბიზნესპარტნიორების შევიწროებაც დაიწყო. მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხი პარლამენტში განხილვის საგანი გახდეს. ანრი ოხანაშვილი „თიბისი ბანკზე“ - თუ ვინმეს ენდომება ჩვენთვის, რომელიმე კიმიტეტისთვის ინფორმაციის მოწოდება, ჩვენი კარი ღიაა. ირაკლი აბესაძე „თიბისი ბანკზე“ - ბიძინა ივანიშვილის შეტევა განპირობებულია იმით, რომ სრულად აკონტროლებდეს ფინანსებს, რაც ქვეყანაშია. ივანე მაჭავარიანი - გამოვრიცხავ, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდეს. დავით ბაქრაძე - მაქვს კონკრეტული შეთავაზება მამუკა ხაზარაძის მიმართ - მობრძანდეს პარლამენტში. მაია ცქიტიშვილი - გავმიჯნოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან, ერთია - ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორეა, ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ გარიგებას ეხება. ნიკა მელია - არ მინდა შევაშინო ბატონი ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაგრამ ყოველდღე უნდა ელოდონ დაპატიმრებას. სოფიო ქაცარავა ოპოზიციას - ყველა თემაზე სპეკულაცია არ არის სწორი, ჩემი რჩევა იქნება ნარატივი განაახლოთ, რომ უფრო ახლოს იყოთ რეალობასთან. სალომე სამადაშვილი - „თიბისის“ საქმე ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტებზე დაამყაროს სრული კონტროლი. ბოკერია - პროკურატურა ხშირად გვეუბნება, რომ ამა თუ იმ საქმეზე ვერ მოგვაწვდის ინფორმაციას, რათა ჩარევა არ მოხდეს - „თიბისის“ საქმეში რომ ჯერ არაფერი იყო გარკვეული, მთელ მსოფლიოს რატომ მოსდეს? დავით ბაქრაძე - მომავალ კვირას პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვიბარებთ - საბანკო რეგულაციები მოქმედი ხელისუფლების გაუაზრებელი ქმედებაა. რომან კაკულია „თიბისი ბანკზე“ - ეს სიტუაცია ურტყამს ყველა ჩვენგანს და ქვეყანას - გამოძიების პასუხი გონივრული უნდა იყოს, რომ ეს ამ რისკად ღირ. დიმიტრი ცქიტიშვილი „თიბისიზე“ - ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს ყველაფერი ივანიშვილს მიაწეროს, ნებისმიერი თემის პოლიტიზირება მოახდინოს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, სადაც სახელმწიფო უწყებების მხრიდან უპრეცედენტო შემოტევასა და წნეხზე საუბრობს. არჩილ თალაკვაძე „თიბისიზე“ - ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა მოეშვან თვალთმაქცობას, რომ ბიზნესის ბედი ანაღვლებთ. რომან კაკულია - საკანონმდებლო ორგანომ არა მხოლოდ „თიბისი ბანკის“, არამედ ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ანალიზი უნდა გააკეთოს. მამუკა ხაზარაძე მზადაა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში მივიდეს. ეკონომიკის მინისტრი - „თიბისის“ მიმართ ეროვნული ბანკის ქმედებას საკმაო საფუძველი ჰქონდა. თამარ ჩუგოშვილი „თიბისი ბანკის“ საქმის პარლამენტში განხილვის მომხრეა. ელენე ხოშტარია - მამუკა ხაზარაძეს ვთავაზობთ გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას იქ, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებიც იქნებიან და მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა. კარლ ჰარცელი - „ევროკავშირისთვის „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნის სისტემური ბანკია. დავით უსუფაშვილი - “თიბისი“-ს საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ვანო ჩხარტიშვილმა, კობა გვენეტაძემ და შალვა თადუმაძემ.

      თემიდას ბედი საქართველოში - ეკა ბესელია - იუსტიციის საბჭო გადაიქცა ორგანოდ, რომელმაც პარლამენტის მიმართ ინსტიტუციური უპატივცემულობა გამოავლინა. ლევან გოგიჩაიშვილი ანრი ოხანაშვილს - შენ ხარ დანიშნული თავმჯდომარე და კარგად იცი ვის მიერაც, კეთილი ინებე და მოგვისმინე. ანრი ოხანაშვილი ლევან გოგიჩაიშვილს - დეპუტატი კაცი იმდენს უნდა ხვდებოდე, რომ კოლეგებს შეურაცხყოფას არ აყენებდე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 9 დეპუტატის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ანრი ოხანაშვილი - ვერ მოიყვანეს ვერც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადავადდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე. მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიას - თუ ვამბობთ, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება, არ უნდა მივიღოთ - არგუმენტი, რომ ეს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს, დამღუპველია. ნიკა მელია - "ქართული ოცნება" გადაფარებულია მოსამართლეებზე და შეიძლება ხელი გაგარტყან მათ გამო. მამუკა მდინარაძე - ვინც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის შეჩერების პროექტი შემოიტანა, ერთი წლის წინ ამ საკითხზე ხმა პირიქით მისცა. ეკა ბესელია მოსამართლეების საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრის გამოკითხვას გეგმავს. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თანამდებობებზე უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ნაწილი კეთილსინდისიერების ტესტს ვერასდროს გაივლის. ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირის ელჩი დამეთანხმა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებით ნამდვილად შეიქმნება სამართლიანობის პრობლემა. ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი იყო ის, რომ კონსტიტუცია მთავარი არ არის. კარლ ჰარცელი - მოსამართლეების შესარჩევად კრიტერიუმების დადგენის პროცესი სწორად უნდა წარიმართოს, ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობა, გამჭვირვალობა და სანდოობა.

      მეზღვაური ლიბიაში - ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის დროულად გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

      წასვლა და მოსვლა - დავით ჭიჭინაძე - "ქართული ოცნებიდან" წავედი, რომ დავბრუნდე ხალხთან ერთად.

      დეკანოზის შეწყალება და ავადმყოფობა - პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეზე - შეწყალება არის დისკრეციული უფლება, რომელიც უნდა იყოს ძალიან განსაკუთრებულ და გარკვეულ პირობებში. ექიმი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს ინსულტი არ დაუდასტურდა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. რომან გოცირიძე დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე - პრეზიდენტმა არ იცის კონსტიტუცია და ის, რომ შეწყალების აქტი არის დამნაშავედ აღიარებულთა პატიება. დეკანოზ მამალაძის მეგობარი - სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა, რომ მამა გიორგის არ ჰქონია ინსულტი, აბსურდულია - მალავენ რეალურ დიაგნოზს, რადგან ასეთი დავალება აქვთ. თორნიკე მამალაძე - ხუთი დღეა, ჩემი ძმის ნამდვილ დიაგნოზს არ მეუბნებიან, ამიტომ შესაძლოა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მოვიწვიო. მარგველაშვილმა ითხოვა დეკანოზ მამალაძის შეწყალება, საპატრიარქო თანახმა იყო, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა - მიტროპოლიტი დანიელი. მეუფე დანიელი - მე გამოვთქვი ვარაუდი. მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი როგორი იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება, მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე, რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი. ქორიძე დეკანოზის შეწყალებაზე - მარგველაშვილისგან არ ყოფილა მინიშნებაც კი, რომ მთავრობასთან კონსულტაციები მიდიოდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმა - საპატრიარქოდან დაიბლოკა შეწყალების საკითხი.

      უხარისხო ცემენტი - ცემენტის ფარული შემოწმების შედეგად, 29 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა, აქედან 7-მა კი კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა. ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი, აქედან ხუთი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა. 2019 წლის იანვარში შემოწმებული 29 ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

      ჩინური მეორე ენად - სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.

      დინამიური საქართველო - ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - ყოველ ჯერზე ვხედავ, რომ საქართველო დინამიურად ვითარდება.

      კალაძე და სტუდენტები - კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.

      მოშიებული სტუდენტები - ილიაუნის კურსდამთავრებული - ბრძოლისთვის ძალების მოკრება გვჭირდება და შიმშილობის შეწყვეტა ლოგიკური იყო.

      სტატისტიკით დასაქმებულები - „საქსტატი“ - 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1,694 მლნ კაცს შეადგენს, საიდანაც 860 ათასი დაქირავებულია, ხოლო დანარჩენი თვითდასაქმებული. საქსტატი - უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში უფრო მაღალია.

      პენსიები - აკაკი ზოიძე - საპენსიო ხაფანგის ახალი მითი შექმნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელსაც ეხერხება მითების შექმნა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - საპენსიო რეფორმის სქემა არ იძლევა ღირსეულ პენსიას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ძალით შეიყვანეს ამ ხაფანგში. რომან გოცირიძე საპენსიო რეფორმაზე - პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ამ წუთას ფულის სადღაც დაბინავება.

      სარჩელი ტელევიზიაზე - მოსამართლეთა ნაწილმა, შესაძლოა, "რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლოს.

საზღვარგარეთულები:

      დაულაგებელი ვენესუელა - დონალდ ტრამპმა ვენესუელელ სამხედროებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ოპოზიციას და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვან. ვენესუელას ხელისუფლება ქვეყანაში „მშვიდობის დარღვევაზე პასუხისმგებლობას“ აშშ-ს მთავრობასა და დონალდ ტრამპს აკისრებს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 173

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: თებერვალი 20, 2019||11:20am

სწორედ გუშინ, ერთი ხანში შესული ადამიანი მიყვებოდა. ძველებიგან გამიგონია, რომ ქარი რომ ამვოარდება, თუ მეორე დღეს იმავე დრომდე არ ჩადგა, მერე სამი დღე მიაბამს და იქროლებსო. მომდევნო სამი დღის მერე თუ არ ჩადგა, მაშინ კიდევ ერთი კვირა გადაბმულად იქროლებსო. ჰოდა, ხვალამდე უნდა ჩადგეს ქარი, თორემ მერე ერთი კვირა იქროლებსო. 

ამ წინაპრებს კარგი დაკვირვების ნიჭი ჰქონდათ, მგონი )) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters