ღია ცის ომი, ქართული რძე და ყველი და ევროკავშირის კარზე კაკუნი შიდა პროტესტების ფონზე

      ომი ნელ-ნელა იქითკენ მიდის რომ ტყუილ მართლის გარკვევა ნელ-ნელა უფრო რთულდება და დაძაბული ვითარება კიდევ უფრო მიდი ჩიხისკენ. უკრაინა ცის დახურვას ითხოვს მაგრამ ნატო უარობს, დაბომბვა კი გრძელდება. ჩვენთან მთავრობას უმეგობრობაში ადანაშაულებენ და აქციებიც იმართება. ლარი ძალიან ემოციური ვალუტაა, როგორც მინისტრი დავითაშვილი ამბობს, დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. ასე თუ ისე, ლარის ამბავი ასეთია - 1 დოლარის ღირებულება - 3.3991 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 92 ადამიანი აიცრა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მარტის ბოლომდე საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის ახალი პარტია შემოვა.

      ომის წერტილები - გაერო - უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 364 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 25 ბავშვი დაიღუპა. მედია - მოსკოვი უკრაინაში საბრძოლველად სირიელებს ქირაობს. რუსმა სამხედროებმა სოფელ ტუზლასთან სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთი თავის ძალებს კიევზე გადამწყვეტი შეტევისთვის ამზადებს. საპორტო ქალაქ მიკოლაევში სროლები განახლდა. BBC - რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს. რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს. უკრაინული მედია - ქალაქები ირპინი და ბუჩა რუსული ჯარების ალყაში რჩება, წყლის, საკვების და ელექტროენერგიის გარეშე. უკრაინის გენშტაბი - რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და ქვეყნის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპანტებმა გოსტომელის თემის ხელმძღვანელი და მისი ორი თანამებრძოლი მოკლეს. CNN - რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ 600 რაკეტა გამოიყენა და მობილიზებული სამხედრო ძალის 95% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ჰყავს. ალექსეი რეზნიკოვი - ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ და ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისით მოგუდონ - ისინი არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი, ტურებიც კი არ იქცევიან ასე. კიევში, მაიდანზე, დღეში ორჯერ, 07:00 საათსა და 12:00 საათზე უკრაინის ჰიმნი ჩაირთვება. უკრაინის თავდაცვის მინისტრი - არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ - დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის, თუმცა იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია. მიხაილ პოდოლიაკი - როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრებისთვის სასიამოვნოა, ისხდნენ კაფეში, პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში და სვამდნენ ყავას კრუასანთან ერთად, მაგრამ ჩვენი ქალაქები, მომაკვდავი, კვლავ იბრძვიან. ხარკოვზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. წითელი ჯვარი - მარიუპოლიდან საევაკუაციო მარშრუტი დანაღმულია. უკრაინელმა ძალებმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემი გაანადგურეს. უკრაინული მედია - ვინიცას აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, ნანგრევებში 9 ცხედარი იპოვეს, 6 ადამიანი დაიჭრა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 11 000 რუსი სამხედრო მოკლეს, გაანადგურეს 117 საარტილერიო სისტემა, 50 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა და 68 ვერტმფრენი. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნების უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით გახსნის წინადადება აბსურდული და მიუღებელია. ვოლოდიმირ ზელენსკი - კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში ჰამბურგის ან ვენისგან? ზელენსკი უკრაინელებს - უკრაინის ეროვნული დროშა არის უკრაინელების მსოფლმხედველობა: მშვიდობიანი მიწა და მშვიდობიანი ცა. უკრაინული მედია - კიევი ძლიერმა აფეთქებებმა შეძრა. რუსმა სამხედროებმა ხარკოვში მაღაზია დაბომბეს, გარდაიცვალა 4, ხოლო დაშავდა 15 ადამიანი. ელენა ზელენსკაია - როცა რუსეთში ამბობენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არ იბრძვიან, აჩვენეთ მათ ეს ფოტოები, ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც არასდროს გახდებიან დიდები. კრემლი - ვლადიმერ პუტინმა შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირს მოუწოდა გავლენა მოახდინოს კიევის ხელისუფლებაზე და აიძულოს ისინი პატივი სცენ ჰუმანიტარულ სამართალს. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს. კიევის რეგიონში პურის ქარხანაზე საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა. გაერო - უკრაინაში 406 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული.

      საუბრების და ხელშეკრულებების ადგილი - დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი შეხვედრაზე შეთანხმდნენ. როიტერი - დიმიტრი პესკოვი ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს. მათ უნდა შეიტანონ შესწორება კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, უკრაინა უკუაგდებს ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანების ყოველგვარ მიზნებს. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ უკრაინამ უნდა აღიაროს ყირიმი რუსეთის ნაწილად და ამასთანავე, უნდა აღიარონ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. სულ ეს არის. ეს შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ მომენტში. მიხაილ პოდოლიაკი - შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით - შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს. რუსული დელეგაციის მომლაპარაკებელი - გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი.

      განხილვა - ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს.

      მსოფლიოს თვალთახედვა - გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აშშ-დან გაძევებული 12 რუსი დიპლომატი მოსკოვში ბრუნდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე. ეუთო-ს სპეციალური სადამკვირვებლო მისია უკრაინას ტოვებს. ანჯეი დუდა - კიევზე შტურმის მზადყოფნის ნიშანი არ არის. იაპონია საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. სამხრეთ კორეა რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციებს შეაჩერებს. ახალი ზელანდია 100 რუს ოლიგარქს ახალ სანქციებს უწესებს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონს იკვლევს და უკრაინისთვის 10 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას განიხილავს. რუსი ტანმოვარჯიშის მიმართ, მაისურზე დატანილი „Z“ ასოს გამო, ტანვარჯიშის ეთიკის ფონდმა შესაძლოა, დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს - 10 დღეზე მეტია, დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ წარმოედგინათ. ჯოზეფ ბორელი - თუ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვა გაგრძელდება, 5 მილიონი უკრაინელი დატოვებს ქვეყანას. ენტონი ბლინკენი - აშშ და მოკავშირეები მზად არიან დახვდნენ ნებისმიერ საფრთხეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვერ გადავიხდით ნავთობსა და გაზს უკრაინის სისხლით. ლონდონში „ვიშეგრადის ოთხეულის“ პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ომს განიხილავენ. CNN - აშშ-მა და ნატო-ს სხვა ქვეყნებმა უკრაინას 17 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და 2000 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“ გადასცეს. უკრაინის დროებითი რწმუნებული - ჩვენი დიპლომატიის საკვანძო მიმართულებებია: სანქცია, იარაღი და იზოლაცია - სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც რუსეთის თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ემანუელ მაკრონი - სიტუაცია დღითიდღე უარესდება, ხალხი იღუპება, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ცეცხლის შეწყვეტის მოპოვება. გიორგი ანთაძე - რის საფასურად შეიძლება ვაჭრობა ზელენსკის ადმინისტრაციასთან, რომ უკრაინამ მიიღოს მშვიდობა? - კომპრომისი შეიძლება იყოს ნატოზე უარის თქმა. პატრიარქი კირილი - პატიება სამართლიანობის გარეშე კაპიტულაცია და სისუსტეა. ლიზ ტრასი - დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინა დატოვა. გაზის ფასმა ევროპაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია, 1000 კუბური მეტრი გაზი 2900 დოლარი ღირს. რუსეთი უკრაინის საკითხზე ჰააგის სასამართლოს მოსმენაზე არ გამოცხადდა. კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა - სანქცირებულთა შორის არიან ვლადიმერ პუტინის გარემოცვის წევრები, ოლიგარქები და ჟურნალისტები. რუსეთმა იმ ქვეყნების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ, აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო არ არის. ლიზ ტრასი - რაც ახლა უნდა გავაკეთოთ, ნატოს გაძლიერებაა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთის ფლანგზე. დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 230 მილიონი დოლარით დაეხმარება.

      წამლები - ირაკლი ღარიბაშვილი - წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ - უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები. ჯანდაცვის მინისტრი - დღეისათვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც აფთიაქებშია

      ომი საქართველოდან - პაატა დავითაია - პუტინის და მისი რეჟიმის თავზე უნდა ეკიდოს ჰააგის სასამართლოს ვერდიქტი, რაც მათ თავს აუცილებლად წააჭრის. ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებისგან მოვითხოვთ - დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება! გვითხარით, რა გეგმა გაქვთ. თაკო ჩარკვიანი - რუსეთი ბავშვებს ბომბავს და ჩვენი ხელისუფლება მას რძის პროდუქტებზე ესაუბრება, ეს არის სამარცხვინო. ვახტანგ კაპანაძე - რუსეთის გენშტაბის უფროსი უნდა გავიდეს ოთახში და შუბლში იარაღი დაიხალოს - სრული ჩავარდნა აქვთ, 10 წელი ომობდა საბჭოთა კავშირი ავღანეთში და 15 000 იყო დაღუპული, ახლა, 12 დღეში, მინიმუმ 7000 ჰყავთ დაღუპული. ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ხალხს არ ესაუბრება, როგორც ჩანს, ის მოლაპარაკებებს მხოლოდ გავრილოვთან აწარმოებს. გიგა ბოკერია - პუტინის რეჟიმისთვის რაიმე სახის ხელშეწყობა და მდგომარეობის შემსუბუქება იმ ტიპის დანაშაულია, რომლის პატიება არ შეიძლება. ანა ბუჩუკური - ევროკავშირში დაჩქარებულად ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის განხილვებში ჩავერთვებით - ხელს შევუწყობთ იმას, რომ ისტორიული შანსი, რომელიც დღეს გვაქვს, ქვეყანამ მაქსიმალურად გამოიყენოს. ლევან დავითაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე - კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს, ოფიციალურ კომუნიკაციას უნდა დაველოდოთ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკრაინის მიერ გარკვეულ პროდუქტებზე ექსპორტის შეზღუდვის ფონზე, საქართველოს უკრაინიდან იმპორტირებული პროდუქტების დეფიციტი არ ემუქრება. გურამ მაჭარაშვილი - საქართველო საერთაშორისო ფორმატებში თუ ჰუმანიტარულ დახმარებაში უკრაინის მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკეთებს. „საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილებს უკრაინის მიმართულებით უფასოდ გზავნის. ლევან დავითაშვილი - თუ ადამიანები რეჟიმს გამოურბიან და ცდილობენ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების ან სხვა მახასიათებლის მიუხედავად, უნდა მივცეთ ლეგალური და კანონის შესაბამისი საქმის კეთების საშუალება. გიგი უგულავა - სირცხვილია, როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთს სანქციებს უწესებს, ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ვაძლიერებდეთ და ცას ვუხსნიდეთ. ოთარ შამუგიას განცხადებით, ხელისუფლება რუსეთთან ვაჭრობაზე გადაწყვეტილებას მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ირაკლი ქადაგიშვილი ქართული წარმოების რძის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთის პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს. გიორგი აბაშიშვილი - ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, რუსეთი ეცდება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს - ჩვენი პოზიცია პარტნიორებთან კოორდინირებული უნდა იყოს. მამუკა მდინარაძე - საქართველო ინარჩუნებდა სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ისევე როგორც უკრაინა, რომლისთვისაც რუსეთი ომის დაწყების დღემდე მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩებოდა. მამუკა მდინარაძე - სანქციებით ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ მოსახლეობას - „ნაცმოძრაობას“ არ მივცემთ საქართველოს ომში ჩათრევის შესაძლებლობას. იაგო ხვიჩია - კობახიძემ თქვა ანტიდისკრიმინაციული კანონის გამკაცრებით რუსებს დავიცავთო - ვის რას მივყიდით, მივაქირავებთ ან გამოვუცხობთ ხალხის გადასაწყვეტია და არა მთავრობის. მამუკა მდინარაძე - იანვარშიც და თებერვალშიც, დაახლოებით 30 ათასამდე იყო საქართველოში ვიზიტით მყოფი რუსეთის მოქალაქე, იმ პერიოდშიც, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და იქ ომი გააჩაღა, საქართველოში 15 ათასამდე ვიზიტორია. ხატია დეკანოიძე - ის, რაც დღეს ხდება, როცა საქართველო რუსეთთან კვების პროდუქტების შეტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ძალიან მძიმეა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს წარმოადგენს. ხატია დეკანოიძე - ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე რეზოლუციას ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთს 2020 წელს ქართულმა კერძო კომპანიებმა მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი შემოვიდა. ანდრეი კასიანოვი - მადლობელი ვართ იმ განმარტებების, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გააკეთა. უკრაინის დროებითი რწმუნებული - ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ, აღფრთოვანებული ვარ უკრაინის მხარდაჭერის დონით. გიგა ბოკერია - რუსეთმა მთავრობა სიაში იმიტომ არ ჩაწერა, რომ მათ საქმეს აკეთებს.

      უვიზობა - არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს.

      „საქსტატი“ - ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 36.6 პროცენტით გაიზარდა და 43.8 მილიარდი ლარი შეადგინა. 2021 წლის მე-4 კვარტალში საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 597.8 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 180.9 ლარითაა გაზრდილი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 150

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters