ომმა არც კლარა ცეტკინობა იცის. მსოფლიო ქალთა დღეს ზეიმობდა იმდენად, რამდენადაც ეზეიმებოდათ, მაგრამ უკრაიანში კვლავ ბომბების წვიმა იყო და აფეთქებები ისმოდა. სანქციები არ სრულდება და ყოველდღიურად უფრო ფართოვდება, ჰოდა ფაქტიც ასეთია - მხოლოდ ამ სანქციების და საკუთარი ძლიერი ბუნების იმედადაა დარჩენილი უკრაინელი ხალხი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.4233 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1332 ადამიანი აიცრა.

      ომი უკრაინაში - უკრაინული მედია - რუსეთის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ჟიტომირის ოლქში ნავთობის საწყობები იწვის. ლიკვიდირებულია რუსული არმიის გენერალი, რომელიც ჩეჩნეთსა და სირიაშიც იბრძოდა. უკრაინა კიევის ცაზე ორი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იტყობინება. ჯანმო - უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე და პერსონალზე თავდასხმის სულ მცირე 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - მე აქ ვარ, კიევში, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია - დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ომში გასამარჯვებლად. იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. იმუშავა? სამაგიეროდ რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული „გრადები“, რუსული ნაღმები. პუტინი „საინფორმაციო ბუშტშია“, მას შეუძლია თავად დაასრულოს ომი. დამნაშავეები არიან ოკუპანტები, მაგრამ პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც უკვე 13 დღეა სადღაც დასავლეთში, კაბინეტებში ვერ მოახერხეს გადაწყვეტილების მიღება. მე რომ წავსულიყავი, ცხოვრებას აქ დავასრულებდი, ცოცხალი ვიქნებოდი, მაგრამ ადამიანი აღარ ვიქნებოდი, საკუთარ თავს პატივს არ ვცემდი. მე მზად ვარ დიალოგისთვის, ჩვენ მზად არ ვართ კაპიტულაციისთვის. ნატო არ არის მზად, უკრაინის მისაღებად - არასოდეს მინდოდა, ვყოფილიყავით ქვეყანა, რომელიც რაღაცას მუხლებზე დაჩოქილი ითხოვს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენი მიწისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ - ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში. ზელენსკი დასავლეთს - რუსეთი არღვევს თავისუფლების საზღვრებს, თქვენ უნდა დაგვიცვათ - დიახ, ეს რაკეტები უნდა ჩამოაგდოთ. დმიტრო კულება ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას სთავაზობს. დმიტრო კულება - პირველი სიტყვები, რითაც სერგეი ლავროვს მივმართავ ძალიან მარტივი იქნება: ბატონო ლავროვ, ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრას ვმართავ დანაშაულის თანაორგანიზატორთან. რუსეთისთვის მკაცრი სანქციების ახალი რაუნდის დაწესება გადაუდებელია. კვირაში სერიოზული სიახლე იქნება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი - სამხედრო ოპერაციებში არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები და დამატებითი რეზერვის გამოძახება არ მოხდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები - ჩამოგდებული ოკუპანტების ათობით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, 52 საბრძოლო თვითმფრინავი, 69 ვერტმფრენი. უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი - რუსეთის სამხედრო ძალები დემორალიზებულია. რუსებმა კიევზე შტურმის მიზნით ძალები გადააჯგუფეს. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, არის მსხვერპლი. BBC - სუმის გარეუბანზე თავდასხმას ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ჩაკეტოს თავისი მთავარი გაზსადენი გერმანიაში, თუ დასავლეთი რუსული ნავთობის აკრძალვას განაგრძობს. რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად სირიელი მებრძოლების გადაბირებას ცდილობს. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - რუსულ მხარეს სურს მოაწყოს ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნები რუსეთსა და ბელარუსში, რათა უკრაინელები ტყვედ აიყვანოს. Human Rights Watch - 6 მარტს, რამდენიმე საათის განმავლობაში, რუსული ძალები ბომბავდნენ გზაჯვარედინს, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყენებდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა. ლვოვის მერი - ქალაქში დაახლოებით 200 000 დევნილია - საკვებით მომარაგების და საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის კუთხით პრობლემებია. CNN - სულ მცირე 1,2 მილიონმა ლტოლვილმა გადაკვეთა საზღვარი უკრაინიდან პოლონეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუსეთის შეჭრა დაიწყო. ლვოვის ეროვნული მუზეუმის ექსპონატები სარდაფში დამალეს, რათა კულტურული საგანძური რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან გადაარჩინონ. მიხაილო პოდოლიაკი - არსებობს თანამედროვე ცივილიზაცია, რომელშიც შედის უკრაინა და არის რუსი მაღალჩინოსნების „სამყარო“, რომელშიც ისინი კლავენ. რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს. სუმიში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების ჩაშლისთვის ემზადება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში წყლის შეწყვეტის გამო გაუწყლოების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. რუსეთს 30 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს იმდენი თვითმფრინავი, რამდენიც უკრაინაში 13 დღის განმავლობაში დაკარგა. ჯანმო - უკრაინის საავადმყოფოებზე, სასწრაფო დახმარების მანქანებსა და ჯანდაცვის ცენტრებზე თავდასხმები გაიზარდა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მარაგი იწურებ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსებმა უკრაინაში სხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობები დაბომბეს. უკრაინის ეროვნული პოლიცია - რუსი სამხედროების წინააღმდეგ 1100-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბრიტანელი პარლამენტარი - რუსეთს სანქციები არ მოეხსნება იქამდე, ვიდრე რუსული ჯარი მთლიანად არ დატოვებს უკრაინას. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი - უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა 2 მილიონს მიაღწია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, 12 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ვიქტორ იანუკოვიჩი - მინდა მივმართო ზელენსკის ცოტა მამობრივად - ვოლოდიმირ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ, ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ ვალდებული ხართ შეაჩეროთ სისხლისღვრა. გაერო - 24 თებერვლიდან ამ დრომდე, უკრაინაში 474 მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული, მათ შორის 29 ბავშვი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემამ კიევის მახლობლად რაკეტა ჩამოაგო, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა.

      ომი უკრაინაში ევროპა-ამერიკის თვალთახედვით - გაეროში აშშ-ის ელჩი - ცხადია, ბატონ პუტინს უკრაინის განადგურებისა და დატერორების გეგმა აქვს. პენტაგონი - პოლონეთში, რუმინეთში, გერმანიასა და საბერძნეთში დამატებით 500 ამერიკელი ჯარისკაცი განლაგდება. ჯონ კირბი - მიგვაჩნია, რომ პუტინი უკრაინაში საბრძოლველად უცხოელი მებრძოლების გადაბირებას ცდილობს. პენტაგონის წარმომადგენელი - ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საზღვართან წინასწარ მობილიზებული ჯარის თითქმის 100% განალაგა. YouTube-მ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის არხები დაბლოკა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინიტრო - რუსეთი საევაკუაციო დერეფნებზე თავდასხმებს აგრძელებს. ისრაელის საგარეო მინისტრი- უკრაინის ომი იმის შეხსენებაა, რომ გვყავს მეგობრები, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს ხელში უნდა იყოს. გაეროში უკრაინის ელჩი - უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ჩვენი მიზანი ახლა არის ომის რეალურად შეჩერება - ნატო მზად არ არის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოსაცხადებლად. ჩეხეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოს გადასცემს. მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის 700 მილიონ დოლარზე მეტი დაამტკიცა. იაპონიამ რუს და ბელარუს ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს აქტივები დაუყადაღა. ავსტრალიური კომპანია რუსული ნავთობის შესყიდვას წყვეტს. ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატას სიტყვით მიმართა - ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. უკრაინაში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ბელარუსსა და რუსეთში არ გადავიდნენ. უკრაინის მოქალაქეები ფინანსური დახმარების სახით 6500 გრივნას მიიღებენ იმ რეგიონებში, სადაც უმძიმესი ბრძოლები იყო. ალბანეთის დედაქალაქში იმ ქუჩას, სადაც რუსეთისა და უკრაინის საელჩოებია განლაგებული, Free Ukraine დაარქვეს. ჯოზეფ ბორელი - მე შემოგთავაზებთ ახალ მექანიზმს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს დეზინფორმაციის ბოროტმოქმედი აქტორების წინააღმდეგ. დონალდ ტუსკი - სოლიდარობა მოქმედებაშია, დიდმა ბრიტანეთმა 50 უკრაინელ ლტოლვილს მისცა ვიზა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. ბორის ჯონსონი - ჩვენ ვერ ვისწავლეთ რუსული აგრესიის გაკვეთილები, დიდი ხანია, მეორე ლოყა მივუშვირეთ, ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს: ვნახეთ, რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს. ბრიტანეთი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს პოლონეთს, თუ ის უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს მიაწვდის, მაგრამ იქვე გააფრთხილა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, ვარშავა „ცეცხლის პირდაპირ ხაზზე“ დააყენოს. ესტონეთის პრემიერი - უნდა მოვემზადოთ უარესისთვის, უარესი ჯერ კიდევ წინ არის. დენის შმიგალი - ყველა უკრაინელმა უნდა აღადგინოს თავისი ცხოვრება საომარი მდგომარეობის პირობებში - ყოველდღე წადით სამსახურში და გააკეთეთ თქვენი საქმე, თქვენ ყველანი გმირები ხართ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბოლომდე ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტი უნდა შეწყდეს. ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა. აშშ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტს სრულად კრძალავს. ჯო ბაიდენი - თავისუფლების დაცვა ძვირი დაჯდება - ეს რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ერთნაირად ესმით. უკრაინა პუტინისთვის არასდროს იქნება გამარჯვება.

      ქართული პოლიტიკა ომიანობისას - იაგო ხვიჩია - სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერი უნდა გადადგნენ - როცა უკრაინა გაიმარჯვებს და დელეგაციებთან საუბრები აღდგება, წარმოგიდგენიათ, რომ ღარიბაშვილი გავუშვათ ზელენსკისთან სალაპარაკოდ?! პაატა მანჯგალაძე - საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი კურსი აირჩია, რუსული იმპერიის დაშლის პირობებში ცდილობს ქვეყანა ამ იმპერიის ნამსხვრევებში მოაყოლოს. გიორგი კანდელაკი - მსგავსი მოღალატეობრივი საქციელით „ქართული ოცნება“ უარს ამბობს მომავალში ქვეყნის დეოკუპაციაზე. ირაკლი ქადაგიშვილი - ევროკავშირის წევრი ვერ გახდები, თუ გარკვეულ სტანდარტებამდე არ მიხვალ - ეს არის მოცემულობა, რომელსაც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფნის და გარკვეული სტანდარტების შესაბამისობა სჭირდება. გიორგი შარაშიძე - ჩამოყალიბდეს საგანგებო სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა შტოების კოორდინაციას. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს და პირველ რიგში, რაც დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს, ერთწლიანი უვიზო რეჟიმის ერთ თვემდე შემცირებაა. ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორია შემოსული, ვიდრე წინა წლებში, როცა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ არსებობდა - აქედან გამომდინარე, სავიზო რეჟიმის ამოქმედების აუცილებლობა არ არის. სუს-ი - ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია არ შეიმჩნევა. ლევან გოგიჩაიშვილი - ბევრი დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთს გულშემატკივრობს - „ქართული ოცნების“ დაისია. ვანო მაჭავარიანი ზურაბიშვილზე - მიკვირს ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე - პარიზში ჩასვლა დასჭირდა, იმის დასანახად, რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს, ხოლო როგორც კი შენიშვნა მისცა "ქართულმა ოცნებამ", ისევ დაადასტურა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

      პურის ფასები - ლევან სილაგავა - თუ მოხდა ფასის დინამიკის ზრდა, მაშინ პურის ფასთან მიმართებაში მთავრობა გარკვეულ პროგრამებს აამუშავებს და ჩაერევა იმაში, რომ პურის ფასი იყოს სტაბილური.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 167

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters