ეკონომიკა და ფინანსები დახლებსა და ბანკებში და უკრაინა ბომბების წვიმაში

      უკრაიანში ომია და საქართველოში დეფიციტის შიშით მაღაზიების გამოცარიელება - დაიტაცეს შაქარი, მარილი, ზეთი. აღმოჩნდა რომ უკრაინა არცერთის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა არ არის და მათ შემოდინებას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ჭამა მაინც უპირველეს ყოვლისა. დღის მთავარი თემა კვლავ უკრაინის ომი და საშველ-მშველელის ამბავი იყო, ასევე გომელაურის საპარლამენტო საათი და ფინანსები ბანკსა და მაღაზიებში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.4945 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 190 ადამიანი აიცრა.

      ბოლო კვირების საშინელი ტრადიცია - ომის ამბები შუაღამიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლეთი უკრაინისთვის ახალ „მარშალის გეგმას“ ჩამოაყალიბებს. ვესაუბრე ჩემს მეგობარს ჯასტინ ტრიუდოს, კანადა უკრაინის გვერდით დგას, ჩვენ ამას ყოველდღე ვგრძნობთ. მტრის ტანკები, ჯავშანმანქანები ახლა ჩვენს თავდაცვაზე იმუშავებს, მტერს მისივე იარაღით შევებრძოლებით - სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი და მეთაური უსვამს საკუთარ თავს კითხვას, რისთვის გაგზავნეს ამ ომში? რუს ჯარისკაცებს - ვიბრძოლებთ, ვიდრე არ დავიბრუნებთ ჩვენს მიწას და არ გადაგიხდით ყველა მოკლული ადამიანისთვის, მოკლული ბავშვებისთვის - ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადარჩეთ, თუ უბრალოდ წახვალთ. ჰუმანიტარულ დერეფნებში თუ ერთი გასროლა მაინც განხორციელდება, მთელი პასუხისმგებლობა ოკუპანტებს დაეკისრება. ჩვენთან ომია, ეს ხომ პინგ-პონგი არ არის - კიდევ ერთხელ გთხოვთ: გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეთ, არ გადააბაროთ პასუხისმგებლობა ერთმანეთს, გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. შეტყობინებებს ვიღებთ იმის შესახებ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა უკრაინაში გადაწყვიტეს აღარ იბრძოლონ ყველასთან ერთად და საკუთარი გამორჩენისთვის რუსეთში „ძაფებს ეძებენ“. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს - ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან, ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ, ეს სისასტიკეა - დახურეთ ცა, თქვენ გაქვთ ამის ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას. უკრაინული მედია - რუსეთმა ჟიტომირზე ავიადარტყმა განახორციელა, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. უკრაინის შეიარაღებული ძალები - მტერმა შეტევითი ოპერაციის ტემპი შეანელა. სუმზე განხორციელებულ ავიაიერიშს უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი ემსხვერპლა. სუმიდან ევაკუირებულია 5 000-მდე ადამიანი. უკრაინაში საბრძოლველად ჩასულ უცხოელებს უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებენ. ვადიმ დენისენკო - ჩვენი ამოცანაა, გადავრჩეთ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში - შემდეგ პუტინი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. კიევსა და მიმდებარე რაიონებში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის - ამოქმედდა განგაშის სიგნალი. სუმიში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია. სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში უკრაინის 12 ათასი მოქალაქე დაბრუნდა, რომელიც მალე რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება. ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცის თქმით, მათ ხარკოვის სამ დღეში აღების ბრძანება ჰქონდათ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარკვეული ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდების შესახებ შეტყობინებები არ გაავრცელონ. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ იციან როგორია რადიაციის დონე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე, კონტროლი არ აქვთ ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზეც. რუსმა სამხედროებმა დემიდოვიდან მიმავალ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. დიმიტრი პესკოვი - ყირიმი რუსეთის რეგიონია და ეს უნდა იყოს აღიარებული. უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ენერგიის მიწოდება შეუწყდა და რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფის საფრთხე არსებობს. მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა. დმიტრო კულება ლავროვთან შეხვედრაზე - მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თავშეკავებული მოლოდინები მაქვს, მაგრამ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. გაერო - უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სულ მცირე 516 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

      „მსოფლიო ომი“ - ვლადიმერ პუტინმა გარკვეული პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვის განკარგულება გასცა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში თანხის განაღდებაზე შეზღუდვები დაუწესა. Fitch-ის შეფასებით, რუსეთის სუვერენული დეფოლტი „გარდაუვალია“. ვიქტორია ნულანდი - რუსული ნავთობის ყოველი მოხმარებული წვეთი უკრაინული სისხლის კიდევ ერთი დაღვრილი წვეთია. McDonald's-ი, Coca-Cola, PepsiCo და Starbucks-ი რუსეთში გაყიდვებს აჩერებენ. იაპონია უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის. აშშ „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებს პოლონეთში აგზავნის. აშშ-ს დაზვერვა - პუტინი კიევის აღებას ორ დღეში გეგმავდა - ის წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ უკრაინა ნამდვილი ქვეყანა არაა, რაშიც ცდებოდა. ორგანიზაცია Save The Children – უკრაინელი მშობლები მიმართავენ ყველაზე სასოწარკვეთილ ზომებს შვილების დასაცავად - ბავშვებს მარტო გზავნიან უკრაინის ფარგლებს გარეთ, თავად კი ადგილზე რჩებიან სახლების დასაცავად. იენს სტოლტენბერგი - ნებისმიერი დარტყმა ნატოს წევრების მიწოდების ხაზებზე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ჩაითვლება კონფლიქტის ესკალაციად. მსოფლიოს 37 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს ევროკავშირის 4 ქვეყანა გამოიძიებს. ამერიკელი სენატორის განცხადებით, პუტინს უკრაინა რომ აეღო იმ დროში, რა დროშიც ამას ფიქრობდა, რეალური საშიშროება იქნებოდა მოლდოვასა და საქართველოსკენ წასულიყო. დიდი ბრიტანეთი მოსკოვს აფრთხილებს, რომ მის ტერიტორიაზე ფრენის შემთხვევაში, რუსეთის თვითმფრინავებს დააკავებს. პენტაგონმა MIG-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა. პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს MiG-29 ტიპის გამანადგურებლები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში. რუსეთი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში „ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს“ ინახავს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ნატო-ს ნაბიჯებმა რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა „გარდამტეხ წერტილამდე“ მიიყვანა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ხელს შეუწყობს. „როიტერსი“ - რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ უკრაინაში მიზნების მიღწევას მოლაპარაკებების გზით ამჯობინებს და ხელისუფლების დამხობას არ გეგმავს. კანადის ხელისუფლება უკრაინას მაღალსპეციალიზებულ სამხედრო ტექნიკას გადასცემს. რუსეთში სამხედრო კომისარიატს ცეცხლი წაუკიდეს. ოლაფ შოლცი - მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთის აგრესიას აღარ შეურიგდება. გერმანია უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავებს არ გაგზავნის. გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის გამო, იზიუმიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოხერხდა. დიმიტრი პესკოვი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირმა რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას თავი უნდა დააღწიოს და კრემლს ჩამოართვას შესაძლებლობა, დააფინანსოს ომი. კიევი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზების თხოვნით გერმანიის კანცლერს მიმართავს. ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებ რუსეთს, ნება დართონ უკრაინელებს დატოვონ ქალაქები, რომლებსაც რუსული ჯარები დაუნდობლად ბომბავენ. რუსეთმა უკრაინის ომში წვევამდელების ყოფნის ფაქტი აღიარა. ევროკავშირი თანახმაა რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მასშტაბის გაფართოებაზე. ბორის ჯონსონი - პუტინს მისი საშინელი დანაშაულებებისთვის პასუხს ვაგებინებთ. აშშ-ის კონგრესი უკრაინას 13.6 მილიარდი დოლარის დახმარებას დაუმტკიცებს.

      მინისტრის საათი - შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში იმყოფებოდა. ვახტანგ გომელაური - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ უკრაინელებს მძიმე წუთები - მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ომი შეჩერდეს. არანორმალური საქციელია, როცა პოლიციელებს ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ, ამას არასდროს ვაპატიებთ, ეს ადამიანები მკაცრად დაისჯებიან. ესებუას ვეძებთ და როდესაც დავიჭერთ, აუცილებლად მოგახსენებთ. პირდაპირ რუსეთმა გამოაცხადა, შეიყვანა ჯარები და დაიწყო ომი, ამას რა კითხვა უნდა? - უკრაინას რომ არ დაუწყია ომი, ყველამ კარგად იცის. იმის თქმა, რომ 100%-ით არის ჩვენი საზღვრები დაცული, ჩემი მხრიდან არასწორი ნათქვამი იქნებოდა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საზღვრები დაცული იყოს. როცა ჟღერდება, რომ გომელაური შს მინისტრი აღარ იქნება, ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია - სუს-ის ხელმძღვანელად დაბრუნება არ განიხილება, ერთხელ დავბრუნდი, აღარ მინდა ამდენი დაბრუნება. არ არის მართალი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ - 180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, ერთ-ერთი ალბათ, „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა. ომია და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაში მონაწილეობა მიიღო. თემურ ჯანაშია - რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება მეტი ფილტრაციის საშუალებას მოგვცემს- შს მინისტრის მოსმენის შემდეგ, ცალსახად დაცულობის განცდა არ დამრჩა. ანრი ოხანაშვილი - აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყოს დაცული. პაატა მანჯგალაძე - ნაკლებად მჯერა განცხადებების, რომ რუსეთის მოქალაქეთა ფილტრაციას ახდენენ და საფრთხე რუსეთისგან არ მომდინარეობს. აკაკი ბობოხიძე - არ შეიძლება რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა წინა წელს შევადაროთ, მაშინ მათ მოკლევადიანი ტურისტული ინტერესი ჰქონდათ, ახლა განუსაზღვრელი ვადით შემოდიან.

      ეკონომიკა, შიშები და ბანკები - ლევან დავითაშვილი - ჩვენი გუნდი ერთსულოვანია და მოვლენათა განვითარების მიხედვით მოვახდენთ რეაგირებას, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯერჯერობით არის აბსოლუტურად ჯანსაღი და რეალურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს. თამაზ გაიაშვილი - ჩვენ Мир-ის გადახდის სისტემას ვერ დავამატებდით, არსებობს ბილეთების რეალიზატორი კომპანია NetSky, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება - ამ ბილეთების გაყიდვა რომც გვინდოდეს, ვერ გავყიდით. ეროვნული ბანკი - საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები Мир-თან არ თანამშრომლობენ, ამ სისტემით ოპერაციები რუსეთში ხორციელდება და მას ჩვენს საფინანსო სისტემასთან შეხება არ აქვს. სანდრო რაქვიაშვილი - უკრაინაში ომი მიდის და იქაური ცენტრალური ბანკი ფიქრობს, რომ გრივნა არ გაუფასურდეს, ჩვენი ეროვნული ბანკი რაზე ფიქრობს? ერთ-ერთი ყველაზე არაკომპეტენტური ინსტიტუციაა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, რადგან პანიკური შესყიდვა ხდება. „ჯორჯიან ეარვეისი“ - გვინდა ყველას გავუცრუოთ იმედები და განვაცხადოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისს“ საგადახდო ბარათი МИР-ის მეშვეობით დღემდე არცერთი ბილეთი არ გაუყიდია. ლევან დავითაშვილი - უსაფუძვლო პანიკა დავინახეთ - საქართველოში დეფიციტის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ქვეყანას აქვს მარაგები და შეივსება უწყვეტად.

      ეკლესია - მეუფე დიმიტრი პუტინზე - გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება - მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.

      მერია - თბილისის მერია ბარათაშვილის ქუჩაზე ნებართვის გარეშე აშენებული შენობის დემონტაჟის სამუშაოებს ახორციელებს. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის ცხელი ხაზი იმუშავებს - უკრაინის მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები უფასო იქნება. კახა კალაძე - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. კახა კალაძე - ოპოზიცია ყოველთვის გარბის, ისინი გარბოდნენ 2008 წელს, საკრებულოში ჩემი მისვლისას გარბიან, დღესაც სპექტაკლი მოაწყვეს - ქალბატონი სევდია ასაკშია და მესმის მისი.

      წამლები - ზურაბ აზარაშვილმა თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე ისაუბრა. თურქული წარმოების, იაფი წამლებიდან „ფარმადეპოში“ 32 დასახელების, „ავერსში“ – 8 სახეობის, „პსპ“-სა და „ფარმსახლში“ კი ამ ეტაპზე თითო დასახელების მედიკამენტი იყიდება.

      უდანაშაულო - სასამართლომ გიგი უგულავა აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. გიგი უგულავა - როგორც იტყვიან ეშმაკი დეტალებშია, დღეს სასამართლომ გამამართლა, მაგრამ ეს არანაირი მართლმსაჯულების ზეიმი არ არის, მოსამართლემ ეს საქმე თავიდან აიცილა. პროკურატურა გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 152

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

hhhhhhhhhhhhhhhhh

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 9:50pm 0 კომენტარი

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters