მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ჯერ-ჯერობით ომის დასრულების კომენტარებს არცერთი მხარე არ აკეთებს, მეტიც პუტინი დამატებით მესიჯებს ავრცელებს ძლიერი და აღზევებული რუსეთის შესახებ. საპირწონედ, ევროსაბჭოდან რუსეთი უკვე „გარიცხეც“, უკრაინაში კი ბომბები უკვე სამშობიარო და საავადმყოფო სახლებს ხვდება. ჰააგა აქტიურად ინტერესდება ამ ომში დანაშაულების გამოძიებით. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2644 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი. ამირან გამყრელიძე - აცრაზე შემცირებული მიმართვიანობა რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული გეგმის სამიზნე მაჩვენებელს, რაც ივლისისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრას ითვალისწინებს. მოქალაქეებს უკრაინელების დასახმარებლად სისხლის გაღება კორონავირუსის გადატანიდან 14 დღის შემდეგ შეუძლიათ. დაღმავალ ფერდზე მივდივართ - ეპიდვითარება ნელი ტემპით უმჯობესდება.
უკრაინული მედია - რუსი ოკუპანტები ნიკოლაევის დაბომბვას იწყებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია - ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა. მილიონობით ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს, თუ მსოფლიო არ დაეხმარება უკრაინას, სანამ ძალიან „გვიან იქნება“. როგორი ქვეყანაა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ეშინია საავადმყოფოების, ეშინია სამშობიაროების და ანადგურებს მათ, რა იყო ეს, საავადმყოფოს „დენაციფიკაცია“? - უკრაინელების გენოციდი ხდება. ევროპელებო! თქვენ ნახეთ, თქვენ იცით. ვენდო პუტინს? - არა, მხოლოდ ჩემს ოჯახს ვენდობი. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდება, თქვენ ნახავთ, რომ დასავლეთი დახურავს ცას, მაგრამ ჩვენ მილიონობით ადამიანს დავკარგავთ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 სამხედროს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა. ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის და მისი რეზიდენტების ქონების იძულებითი წესით ჩამორთმევის უფლებას იძლევა. კრემლის პროპაგანდისტები რუსეთის სამხედრო დანაშაულებებისთვის პასუხს აგებენ. ომის დროს დაზარალებული ყველა ქალაქისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნება - ქალაქებში, სადაც ბოროტება იყო, რუსული შემოჭრის კვალი აღარ იქნება. დღეს ვესაუბრე გერმანიის კანცლერს იმ დაცინვაზე, რომელსაც იტანს ჩვენი ხალხი და ქალაქები, ბორის ჯონსონთან საუბარში კი ვიგრძენი, რომ ომის საწინააღმდეგო კოალიცია მალე უფრო ძლიერი გახდება. გული მიკვდება იმისგან, რა უქნეს ოკუპანტებმა ჩვენს ქალაქებს, სახელმწიფოს და იმისგან, რისი გაკეთება სურთ მათ ჩვენი ხალხისთვის, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ. უკრაინის შეიარაღებული ძალები - ბოლო 2 დღის განმავლობაში განადგურებულია მტრის სუ-25 ტიპის მოიერიშე 4 თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი. უკრაინა - რუსეთი კიევის ალყაში მოქცევის გეგმებზე უარს არ ამბობს. უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ კონტრშეტევა კიევის მისადგომებთან განახორციელეს. ხარკოვთან ახლოს დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა, მათ ბევრი საინტერესო რამ მოყვნენ, მათ შორის სირიის მეთოდზე, როდესაც ქალაქებს ალყაში აქცევენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსი ოკუპანტების მხრიდან 12 ათასი ადამიანია გარდაცვლილი. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ანტალიაში რუსების მიერ დაკავებული უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ. მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ბავშვი. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - რუსეთს უკრაინისთვის ოფიციალურად ტყვეების ან გარდაცვლილთა ცხედრების დაბრუნების მოთხოვნით არ მოუმართავს. ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გერმანიის მოქალაქეებმა და ადგილობრივმა ბიზნესმა უკრაინის დასახმარებლად 100 მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს. მიხაილო პოდოლიაკი - რუსებს არ აქვს მნიშვნელოვანი წარმატება, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სიმართლე ომის შესახებ ონლაინ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ყველა რუს ჯარისკაცს ვურჩევ, გაჰყვეს რუსულ გემს, სანამ გვიანი არ არის. BBC - ალყაში მოქცეულ მარიუპოლში ბავშვებისთვის საკვები არ არის. ვიტალი კლიჩკო - ჩვენმა ბიჭებმა ჩაშალეს კიევის ალყაში მოქცევის ყველა მცდელობა - დედაქალაქი იდგა და იდგება! ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის დღიდან 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
მოლაპარაკებების დროა - BBC - უკრაინელი და რუსი მომლაპარაკებლები თურქეთში ჩავიდნენ. დმიტრო კულებამ და მევლუთ ჩავუშოღლუმ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაჩერებლად ნაბიჯების კოორდინირება მოახდინეს. დმიტრო კულება ლავროვთან შეხვედრაზე - ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც. კულება - ლავროვთან წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა გადაგვეწყვიტა მწვავე ჰუმანიტარული პრობლემები, თუმცა, პროგრესი არ გვაქვს, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთში ამ საკითხს სხვა ადამიანები წყვეტენ. სერგეი ლავროვი მარიუპოლში სამშობიარო სახლის დაბომბვაზე - პირველად არ ვხედავთ პათეტიკურ ყვირილს ე.წ. სისასტიკის გამო, რომელსაც თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ. ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ დასავლელი პარტნიორები - ევროკავშირი თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას. უკაცრავად, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების საკითხს ნატო რატომ უნდა წყვეტდეს? რუსეთთან ასე საუბარი არ შეიძლება! - ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ნეიტრალური იყოს. ჩვენ დღეს დავადასტურეთ, რომ ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს არ ამბობს, იმედი მაქვს, რომ ამის საჭიროება დადგება. რაც შეეხება შეკითხვას, ვაპირებთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, ჩვენ არ ვგეგმავთ ამას - უკრაინას რუსეთი თავს არ დასხმია. სერგეი ლავროვი ბირთვული ომის საფრთხეზე - ამის დაჯერება არ მსურს და არც დავიჯერებ. მევლუთ ჩავუშოღლუ კულებასა და ლავროვის შეხვედრაზე - არ მქონდა მოლოდინები, რომ ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა - გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ხელმძღვანელების დონეზე.
მსოფლიოს საომარი გამოხმაურება - პენტაგონი - პოლონეთის საკუთრებაში მყოფი მოიერიშე თვითმფრინავების აშშ-ს ბაზაზე განლაგება, არის მაღალი რისკის შემცველი. Human rights watch - რუსეთში ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე დააკავეს, ანტისაომარ საპროტესტო აქციებზე - რიგ შემთხვევებში, მიმართავდნენ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას. თეთრი სახლი - თვალყური უნდა ვადევნოთ რუსეთს, რადგან შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი ან შექმნას „ცრუ დროშის“ ოპერაცია მათი გამოყენებით. ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში პირობას დებს, რომ რუსეთს „მაქსიმალურ ეკონომიკურ ხარჯებს“ დააკისრებს. გაერო - ჯანდაცვის დაწესებულებები არასოდეს უნდა იყოს სამიზნე. უენდი შერმანი საავადმყოფოზე თავდასხმაზე - პუტინმა ახლავე უნდა შეწყვიტოს ეს საზიზღარი ქმედებები. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინისთვის 1.4 მილიარდი დოლარი დაამტკიცა. აშშ-ს სავაჭრო მდივნის განცხადებით, ექსპორტის კონტროლს, რომელიც აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს, ვადა არ აქვს. საბჭოთა პერიოდის ავტომწარმოებელი Lada წარმოებას აჩერებს. პოლონეთის ელჩი აშშ-ში აცხადებს, რომ პოლონეთმა იცის, იმ შედეგების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია მათ წინადადებასთან, MIG-29 მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა. ენტონი ბლინკენმა მარიუპოლის ალყა ლენინგრადის ბლოკადას შეადარა. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის საკითხს დღეს ვერსალის სასახლეში განიხილავდნენ. გაერთიანებულმა სამეფომ 7 რუს ბიზნესმენს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს აქტივები გაუყინა. რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა. გერმანიამ და საფრანგეთმა ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვეს. კამალა ჰარისი - ნატო-ს პრინციპებისადმი აშშ-ს ერთგულება არის „რკინით დაცული“. BBC - გერმანიის ყოფილი კანცლერი მოსკოვში იმყოფება. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია აითვისოს იმ უცხოური კომპანიების ქონება, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ. ვლადიმერ პუტინი სანქციებზე - ისეთი არაფერია, რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ბევრი ქვეყანა მიეჩვია ქედის მოხრით ცხოვრებას, რუსეთი ასეთ საცოდავ და დამცირებულ მდგომარეობაში ვერ იარსებებს - სირთულეებს გადავლახავთ. ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსების მიერ დაკავებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ბელარუს სპეციალისტებს აგზავნის. რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური, იგორ კირილოვი - უკრაინაში ამერიკულ ლაბორატორიებში მუშავდებოდა ბიოაგენტები, რომელთაც შეუძლიათ ეთნიკური ჯგუფები გაანადგურონ. ღამურების, როგორც ბიოლოგიური იარაღის გადამტანი პოტენციური აგენტების შესწავლა მოხდა - პროექტი საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორიის მონაწილეობით განხორციელდა. ჯოზეფ ბორელი - პუტინს სჯეროდა, რომ დაიპყრობდა უკრაინას - ვერ შეძლო, სჯეროდა, რომ გაგვყოფდა - ვერ შეძლო, სჯეროდა, რომ ალიანსს დაასუსტებდა და ვერ შეძლო - ახლა უნდა შეწყვიტოს ომი. რუსეთი 200-ზე მეტი დასახელების საქონლის ექსპორტს კრძალავს. ემანუელ მაკრონი - შეგვიძლია, თუ არა გავხსნათ გაწევრიანების პროცესი იმ ქვეყანასთან, რომელიც საომარ მდგომარეობაშია? - მე ასე არ ვფიქრობ.
მეზობლებში საომარი პერიოდის საქართველო - საგარეო უწყება - საქართველოს მთავრობა უკრაინიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს დაეხმარა. გიორგი გახარია - დღეს გვაქვს ორი კრიტიკული ამოცანა: არავის მივცეთ შესაძლებლობა, საქართველო ჩაითრიოს ომში და არავის მივცეთ შესაძლებლობა, მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე ნელ-ნელა არსებობს. საგარეო უწყება - აშშ-ს საბიუჯეტო კანონში შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - 132 მლნ დოლარზე მეტი, რაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს მოხმარდება. მინისტრი ოთარ შამუგია - სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს. შაქრის კუთხით მომარაგების შეფერხების საფუძველი არ არსებობს, ჩვენი ძირითადი მომწოდებელი არ არის არც რუსეთი და არც უკრაინა, ეს პროდუქტი შემოდის ბრაზილიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან. ჩვენ გარკვეულწილად რძის ნაწარმის იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ჩვენ საწარმოებს არ აქვთ რესურსი, რომ სხვადასხვა ბაზარზე ექსპორტი განვახორციელოთ. გიორგი გახარია - ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მთავრობა ხალხს უნდა ელაპარაკებოდეს, ეს ანტიკრიზისული ღონისძიებები უნდა გატარებულიყო დიდი ხნის წინ. ლევან ხაბეიშვილი - პანიკას ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც აორგანიზებს და ახალისებს იმას, რომ თითქოს შესაძლოა, რაიმე პროდუქტი აღარ იყოს. ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, რაც უკრაინაში ხდება - განსაკუთრებით, საბავშვო ბაღების, საავადმყოფოებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაბომბვის თვალსაზრისით, აჩვენებს, რომ ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების დოქტრინაზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. გიგი წერეთელი - საქართველოს ხელისუფლებას ახლა უნდა ჰქონდეს სწრაფი ოპერირების ოთახი, სადაც მათ შორის ოპოზიცია და გამოცდილი ადამიანები შეიკრიბებიან, მაგრამ ზღაპრის დონეზეა, რომ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს. ელენე ხოშტარია - ქართული საზოგადოების უმრავლესობა უკრაინის და ისტორიის სწორ მხარესაა, უნდა ვიმოქმედოთ და მთავრობა პატარა, სუსტ ამორალურ რგოლად დარჩება. თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საჭიროდ არ თვლის, ნდობის ჯგუფის მოწვევაზე მედიას ინფორმაცია წინასწარ მიეწოდოს. ანრი ოხანაშვილი - უსაფრთხოების საბჭო შინაარსობრივი საკითხების განსახილველად უნდა შეიკრიბოს, ფორმალობისთვის შეკრების მიზანშეწონილობა შეკრების საფუძველი არ უნდა გახდეს. პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროა, რომ რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაში ქვეყანას ჰყავს „ქართული ოცნების“ მსგავსი ხელისუფლება, რომელიც არ გამოხატავს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიულ არჩევანს. ქვემო ქართლის რეგიონიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 20 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. ხათუნა ლაგაზიძე - თუ საქართველო იმ ქვეყნის როლს ითამაშებს, რომელიც რუსეთს ბლოკადიდან თავდახსნაში მიეხმარება, გამორიცხული არ არის, რომ ჩვენც სანქცირებული ქვეყნების რიგს შევუერთდეთ. IDFI - საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი არიან კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში. კელი დეგნანი - საქართველომ დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია და იყო ძალიან გულწრფელი სხვადასხვა ფორუმებზე. ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „აღიაროს მათი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“. კახა ქემოკლიძე - თუ კრემლის მენიუში ხარ, შენი „არგაღიზიანების პოლიტიკა“ საერთოდ არ აინტერესებს მოსკოვს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია