ჰააგის სასამართლოში აგვისტოს ომი ისევ გაიხსენეს, დამნაშავეებზე ძებნაც გამაოცხადეს და ეს ამბავი საქართველოს და ქართველი ხალხის მორიგ გამარჯვებად ჩაწერეს, ეს უკანასკნელი უკვე საქართველოში მოხდა. პარალელურად, ამერიკა კრძალავს ყველაფერს რაც შეუძლია, მაგრამ რუსეთი მაინც ბომბავს უკრაინას და აგრძელებს ომს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2308 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 20 პაციენტი. უჩა ნანუაშვილი - სამწუხაროა, რომ კვლავ წამოიჭრა ლუგარის თემა - გამოდის, რუსეთს სხვა თემა აღარ აქვს იმისათვის, რომ საქართველო დაადანაშაულოს კონკრეტულ დანაშაულში. შალვა პაპუაშვილი - ლუგარის ლაბორატორია გამჭვირვალე დაწესებულებაა და მის საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნები არ არსებობს.

      უკრაინის მეომარი ამბები - დავიწყთ პრეზიდენტის ბლოკით - ვოლოდიმირ ზელენსკი - მე ვარ ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი და ჩემს მიწაზე რაიმე ქიმიურ ან სხვა სახის მასობრივი განადგურების იარაღს არავინ ქმნის. ვლადიმერ პუტინის მხრიდან ბირთვული ომით მუქარა ბლეფია. დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ ეს ახლავე არ მოხდა, მოგიწევთ კიდევ უფრო მეტის გაკეთება ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, მოლდოვას, საქართველოს და რუსეთის სხვა მეზობლების დასაცავად. ბოლო ორი დღის განმავლობაში 100 000-მდე უკრაინელია ევაკუირებული. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას. თუ ოკუპანტები კვლავ გააგრძელებენ ევაკუაციის ჩაშლას, მსოფლიოსგან ისეთ პასუხს მიიღებენ, თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული დერეფნები. „ჰუმანიტარული კატასტროფა“ - ეს ორი სიტყვა რუსეთის ფედერაციის სრულფასოვანი სინონიმი გახდა, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ საზარელი ომისთვის, პასუხი უნდა აგოს ყოველ დღე. მადლობელი ვართ ლიეტუვის პრეზიდენტის, ომში ფართომასშტაბიანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის - თქვენი დღესასწაული, ჩვენი დღესასწაულია, ჩვენი გამარჯვება, თქვენი გამარჯვებაა. გუშინ გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნების მონაწილეობით - როგორ ვაფასებთ მიღებულ გადაწყვეტილებას? ძალიან მარტივად - საჭიროა უფრო ძლიერად, ეს ის არ არის, რასაც ჩვენ ველით. ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ ძალიან ძლიერი ალიანსი პოლონეთთან - თუ ღმერთი ინებებს და ამ ომს მოვიგებთ, გამარჯვებას ჩვენს და-ძმებს გავუზიარებთ. ზელენსკის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს. დმიტრო კულება - რუსეთი, შესაძლოა, კიდევ ერთ საზარელ „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებდეს. რუსული ძალები კიევს დაახლოებით 5 კილომეტრით მიუახლოვდნენ. ალექსეი რეზნიკოვი - რუსმა ოკუპანტებმა იმაზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ვიდრე ბრძოლაში ჩვენი სამხედროები. რუსულმა ძალებმა ხარკოვში ბირთვული კვლევის ინსტიტუტი დაბომბეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - უკრაინამ ჩერნობილთან ყოველგვარი კომუნიკაცია დაკარგა. უკრაინა გაერო-ს მისიებიდან 300-ზე მეტი სამშვიდობოს გამოყვანას ითხოვს. უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო პირველად დაბომბა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - დნიპროზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სუმის ოლქიდან 20 000 ადამიანია ევაკუირებული. უკრაინის გენშტაბი - ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლი რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, ადგილობრივი მოსახლეობა ტყვედ აჰყავთ და აწამებენ. უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკივსკიზე რუსმა ოკუპანტებმა თავდასხმა განახორციელეს. მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის დიდ ქალაქებზე კვლავ დამანგრეველი დარტყმები ხორციელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია რუსი მაიორი, რომელიც ხერსონში, აეროპორტის აღებაში მონაწილეობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქი ვოლნოვახა დაიკავეს. ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა. ვლადიმერ პუტინი - უკრაინასთან მოლაპარაკებებზე არის გარკვეული პოზიტიური ძვრები, როგორც მე მომახსენეს ჩვენი მხრიდან წარგზავნილმა მომლაპარაკებლებმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დიდი რაოდენობის განაცხადს ვიღებთ მოხალისეებისგან, რომელთაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი მოკლეს. სერგეი რუდენკო - რუსი ოკუპანტები უტევენ უკრაინას, რუსი თვითმფრინავები ბომბავენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, იღუპებიან ქალები, ბავშვები - ძალიან მძიმე შეგრძნება მაქვს იმის გამო, რასაც რუსი ოკუპანტები ჩემს მიწაზე აკეთებენ.

      უკრაინის ომი მსოფლიოში - CNN - გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება. ოლაფ შოლცი - ევროკავშირს კვლავაც აქვს სურვილი დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ არ არის მზად, შეცვალოს ახალი წევრების მიღების წესები. გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს რუსეთის მოთხოვნით სხდომა გამართა. Reuters - Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რუსების მიმართ ძალადობის ენის შემცველი პოსტების განთავსების ნებას დართავენ. ევროკავშირის საბჭო - აგრესიულ ომზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს ეკისრებათ. გიტანას ნაუსედა - ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. ევროკავშირის საბჭო - უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 14 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ ხარჯებს გააორმაგებს. ჯოზეფ ბორელი - რუსეთს არ შეუძლია უკრაინული ქალაქების დაპყრობა, ამიტომ ბომბავს მათ, როგორც ეს სირიაში და ჩეჩნეთში გააკეთა. ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უკანონოა. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინა ემზადებოდა თავდასხმის განსახორციელებლად, არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ბელარუსის ტერიტორიაზე. იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ რუსეთს ძლიერი პასუხი გასცა, თუმცა ეს ომი ნატო-სა და რუსეთს შორის ომად არ უნდა იქცეს, რადგან შედეგად კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება. ჯო ბაიდენი - უკრაინა არასდროს, არასდროს იქცევა პუტინის გამარჯვებად! ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ აპირებს რუსეთს შეღავათიანი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი გაუუქმოს. „დიდი შვიდეული“ კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას კორუმპირებულ რუს მილიარდერებზე - ისინი მხარს უჭერენ პუტინს, ისინი იპარავენ რუსი ხალხისგან, მათ უნდა გაიზიარონ სანქციების მტკივნეული მხარე. აშშ რუსეთში დოლარის კუპიურების გაყიდვას კრძალავს. აშშ რუსულ ბრილიანტსა და ალკოჰოლს კრძალავს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - მთელ დასავლურ სამყაროს 2014 წელს ყირიმში შეჭრაზე ხმა რომ ამოეღო, შევეჯახებოდით იმ სურათს, რომელიც დღეს არის? - ეს რა მსოფლიოა?

      საქართველოს ამბები უკრაინის ომში - რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება. ოთარ შამუგია - ჩვენი ამოცანაა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ ის მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება. ნედ პრაისი - ცოტა ქვეყანას ესმის რუსეთის აგრესიის პოტენციური შედეგები ისე, როგორც საქართველოს. არჩილ თალაკვაძე - სად დგას დღეს საქართველო, ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის - საქართველო დგას უკრაინის გვერდით, დგას მისი თავისუფლების და სუვერენიტეტის დასაცავად. არჩილ თალაკვაძე - საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში - ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში განვახორციელოთ რეფორმები. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. თეონა აქუბარდია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციაზე - პოლიტიკურმა ძალებმა მხარი უნდა დაუჭირონ მას. გიორგი ვაშაძე - ვიდრე ბოლომდე გვიან არ არის, ვთავაზობ ბატონ კობახიძეს, ერთობლივი საპარლამენტო დელეგაცია წავიდეთ ბრიუსელში და დასავლელ პარტნიორებს ვუთხრათ, რომ საქართველოც იმსახურებს დაჩქარებული პროცედურებით გაწევრიან. შალვა პაპუაშვილი - საქართველოში მიდის ჰიბრიდული ომი ხელისუფლების წინააღმდეგ - ოპოზიციაში იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების დისკრედიტირებით ქვეყნის დისკრედიტირებასაც ახდენენ. საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ. ყველა თანხმდება, რომ ნომერ პირველი ამოცანა უკრაინაში ომის შეჩერებაა. 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს, ამ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირში ინტეგრაციასთან. ნიკოლოზ სამხარაძე - შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე პირველი ნაბიჯი გადაიდგა - ეს არ არის სწრაფი პროცესი. სალომე სამადაშვილი - მივესალმებით, რომ ლიდერების შეკრებამ საფრანგეთში ჩვენს განაცხადს პოლიტიკური მწვანე შუქი აუნთო - საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რეფორმები, მხოლოდ დეკლარაცია ან რეზოლუცია საკმარისი არ არის. კახა კალაძე - უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თბილისის მერიის მიერ შექმნილ ანგარიშზე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნის პროცესი დაიწყო. საქართველოს ფოსტამ, უკრაინისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის მეორე ნაწილის გაგზავნის პროცესი დაიწყო. საქართველოს პარლამენტმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი გააგზავნა.

      აგვისტოს ომის გახსენება ჰააგაში - ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის, მათ შორის დავით სანაკოევის დაკავების ორდერის განაცხადი შეიტანა. საქართველოს პროკურატურა - ჰააგის პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინებები ყველა რელევანტურ სახელმწიფოს გაეგზავნება, რათა მათ ამ პირების დაკავება უზრუნველყონ. არჩილ თალაკვაძე - აგვისტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება - მოვიდა დრო, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. ლევან ბეჟაშვილი - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2008 წლის ომის შეფასებასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა - „ქართული ოცნება" ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა. უჩა ნანუაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - 14 წლით გვიან ხდება გადაწყვეტილების მიღება - დაგვიანებული სამართალი არის ხარვეზიანი სამართალი. იუსტიციის სამინისტრო - აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მორიგი გამარჯვებაა. შალვა პაპუაშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ამ ორდერით დასტურდება, რომ 2008 წლის ომში საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი იქნა ომის დანაშაული - ეს თავისთავად, ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. გია ვოლსკი - ძალიან დიდი ნიჭია საჭირო, რომ სტრასბურგსა და ჰააგასთან ჩვენს ნამუშევარზე ისეთი ანტიპროპაგანდა იყოს გაშლილი, თითქოს რაღაცას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია. ბადრი ჯაფარიძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია - მხოლოდ 3 კაცი არ არის დამნაშავე, ყველა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე. მამუკა მდინარაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - „ნაცურმა“ სპეცოპერაციამ - „იქნებ მივიწეროთ“ სტარტი აიღო. გიორგი გახარია - სამართალი აღსრულდა, ეს საქართველოს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ 14 წლის შემდეგ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის თანამდებობის პირების მიმართ დაგვიანებულია. პაატა დავითაია - ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მაღალჩინოსნებზე დაკავების ორდერის გაცემის შესახებ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს! - 2008 წლის რეზოლუცია თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.

      პური - „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - მაისამდე ქვეყანა უზრუნველყოფილია იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება, მარაგიც არის.

      საქსტატი - 2021 წელს საქართველოში ორჯერ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხოციელდა, ვიდრე პანდემიურ 2020 წელს. ლევან დავითაშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით 2021 წელი ძალიან წარმატებული იყო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 150

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters