პრეზიდენტი საკანონმდებლო ტრიბუნასთან - ახალი ხმაურის მიზეზი

      ესეც მარტის განზოგება და უჩვეულოდ მოტრიალებული ზამთარი. თოვლია აღმოსავლეთ საქართველოში და ჯერ კიდევ თოვლიანი დღეები გველოდება სინოპტიკოსებს თუ დავუჯერებთ. მსოფლიო კვლავ უკრაინაში (პირობითად), თუმცა დახმარებები ომის მსვლელობას ვერ აჩერებ, დაბომბვებიც არ წყდება, არც საპირწონე სანქციები. საქართველოში როგორც იქნა საპარლამენტო დონეზე მოვინდომეთ ევროპაში შესვლა, მაგრამ პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა საკანონდემბლო ტრიბუნიდან, ორი დღის ყველაზე აქტუალური თემაა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2178 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 16 პაციენტი.

      ამბები უკრაინიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი - ხელი მოვაწერე განკარგულებას, 234 სამხედრო მოსამსახურისთვის, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების შესახებ. ნატო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ალიანსია, თუმცა ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის აგრესიის მიერ. ზელენსკი - უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად, 100-მდე ბავშვი დაიღუპა. წლების განმავლობაში გვესმოდა ნატოს ღია კარის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევდივართ და ეს უნდა ვაღიაროთ. უკრაინამ უნდა ეძებოს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები. ალექსეი არესტოვიჩი - ვფიქრობ, მაისისთვის სამშვიდობო შეთანხმება უნდა გვქონდეს. რუსული არმიის კიევზე თავდასხმა თვითმკვლელობა იქნება, ისინი ამაზე არ წავლენ! კიევში სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა, არის მსხვერპლი. უკრაინის გენშტაბი - დღე-ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია 4 რუსული ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაქვს გამანადგურებელი დარტყმები ოკუპანტსა და მის ინფრასტრუქტურაზე. უკრაინაში, რივენის რეგიონში სატელევიზიო ანძის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა 13 500 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. მიხაილო პოდოლიაკი - ჩვენ ბრძოლა ვიცით და ეს უკვე ყველას ესმის - რუსეთის არმიამ არ იცის ბრძოლა, მან იცის მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას ლუგანსკის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. რუსული მედია სევასტოპოლში ადამიანის უფლებათა კომისარზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კუნძულ ზმეინიზე ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროები „კარგ პირობებში არიან“. კიევში დღეს საღამოდან 17 მარტამდე „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. რადას პირველი ვიცე-სპიკერის ინფორმაციით, უკრაინიდან 20-მდე დეპუტატი გაიქცა. „აზოვის“ სამხედრო პოლკმა საოკუპაციო ძალების გენერალ-მაიორი მოკლა. უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას, 3 ჟურნალისტი დაიღუპა და 35 დაშავდა. BBC - ალყაში მოქცეულ მარიუპოლს დაახლოებით 2000 მანქანა ტოვებს. უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 25 აპრილამდე გაახანგრძლივა. რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში დონეცკის ეპარქიის სამმართველო დაბომბეს. უკრაინაში დაჭრილი Fox News-ის ოპერატორი გარდაიცვალა. უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს.

      ამბები მსოფლიოდან უკრაინის ომის გარშემო - Financial Times - ჩინეთი რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოხატავს. ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. იაპონია სანქციებს კიდევ 17 რუს მაღალჩინოსანსა და ოლიგარქს უწესებს. ბორის ჯონსონი - დასავლეთმა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ჯენ ფსაკი - ჩვენ უკრაინას აღმოვუჩინეთ დახმარება, რამაც მათ საშუალება მისცა წინააღმდეგობა გაეწიათ უფრო დიდხანს, ვიდრე ამას რუსეთის ხელისუფლება ელოდა. რუსეთის პირველი არხის პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით რედაქტორ მარინა ოვსიანიკოვას გამოჩენას კრემლში „ხულიგნობა“ უწოდეს. ადვოკატი - მარინა ოვსიანიკოვა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას: წადი და ეძებე - ასეთი სქემაა, ადამიანს სკამზე სვამენ და ეუბნებიან: აღიარებ, მიიღებ შინაპატიმრობას, არ აღიარებ - მიიღებ 15-წლიან სასჯელს. გაერო-ში აცხადებენ, რომ მარინა ოვსიანიკოვამ ადამიანის ფუნდამენტური უფლების, სიტყვის თავისუფლებით სარგებლობის დემონსტრირება მოახდინა და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს. მარინა ოვსიანიკოვა - დაკითხვა 14 საათზე მეტხანს გრძელდებოდა - ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ეკონომიკა სირთულეების წინაშეა, თუმცა ნებისმიერი სირთულე, ამავდროულად არის განვითარების, განახლების, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ახალი წარმოების გახსნის შესაძლებლობა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთში კიდევ 350 კომპანიასა და ფიზიკურ პირს, რომელთა შორისაა დიმიტრი მედვედევი, სერგეი შოიგუ და მიხაილ ფრიდმანი, სანქციები დაუწესა. ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთის „პირველი არხის“ აღმასრულებელ დირექტორსაც შეეხო. ბორის ჯონსონი - ფანტასტიკურია, რომ 100 000-ზე მეტმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დააფიქსირა ინტერესი ომისგან გაქცეული უკრაინელების მხარდასაჭერად. იენს სტოლტენბერგი - ვწუხვართ, რომ მოსკოვმა შესაძლოა, დაიწყოს „ცრუ დროშის“ ოპერაცია, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს. ნატო კონფლიქტში უშუალოდ სამხედრო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს თუ რუსეთი თავს დაესხმება მისი 30 წევრიდან ერთ-ერთს. მოვუწოდებთ ჩინეთს, არ დაეხმაროს რუსეთს და დაგმოს რუსული აგრესია, ამ ყველაფერს ვაკვირდებით. ხვალ ნატოს ლიდერები უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ზომების განხილვას დაიწყებენ - შეხვედრაზე იქნებიან ძველი პარტნიორები, მათ შორის საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. რუსეთმა ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა. რუსეთის საგარეო უწყება - ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, ეს არის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიულ პოლიტიკაზე. თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის განცხადებაში გამოტოვებული იყო, რომ „პრეზიდენტი ბაიდენი აირის უმცროსი და სანქციები შესაძლოა დაუწესეს მამამისს“. ზელენსკი კანადის პარლამენტს - წარმოგიდგენიათ, რომ ხანძარი ჩნდება ატომურ ელექტროსადგურზე? - დიახ, ზუსტად ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - უკრაინა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. რუსეთმა ევროსაბჭოს დატოვების შესახებ განცხადება ორგანიზაციის გენმდივანს ოფიციალურად გადასცა. BBC - პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

      გაევროპელების რეზოლუცია - პარლამენტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ერთხმად მიიღო.

      პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე და გამოხმაურებები - სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. მამუკა მდინარაძემ სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლის გამო სალომე ზურაბიშვილი ინსტიტუტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტი - დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რას ნიშნავს რუსული საუკუნოვანი იმპერიალიზმი, ქართველები ვართ! ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ, იმას თუ რას განიცდის უკრაინელი ერი! ვერ შევეგუები იმას, რომ ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! ხელისუფლება სცოდავს, როცა აირჩია ისტორიულ განაცხადზე ერთპიროვნულად ხელის მოწერა, ვინმე დაიჯერებს, რომ არცერთხელ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო მთავარსარდლის დასწრებით - სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები! მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი - სააკაშვილის შეწყალების თემაზე კი პასუხი უკვე გაცემულია. გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. აბსურდია, როცა პრეზიდენტს ბრალს სდებ საზოგადოების დაყოფაში, მაშინ, როცა ის რუსთაველზე გამოჩნდა - პრეზიდენტი, მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლად წარდგა, როგორც ამას ქართული ზრდილობა მოითხოვს! უარი მეთქვა პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში ვიზიტებზე, თუმცა საჭიროდ მივიჩნიე პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა - პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ შეზღუდვები გაუგებარია. მოვუწოდებ მთავრობას, ოპოზიციის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი - მოგიწოდებთ, ამ უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე. სენსიტიური საკითხია რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლა, რომელიც არ უნდა გახდეს არც ჩვენი დაყოფის, არც ქვეყნის რეპუტაციის შელახვის და არც პანიკის მიზეზი. საზოგადოება თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანი - ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა თქვენში ამას ჯერ ვერ ვხედავ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კონსტიტუციის დარღვევა“ გამოდის, თუკი პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტები მთავრობის დასტურის გარეშე განახორციელა, რაშიც „გაერკვევიან“. სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ტაში მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუკრეს. კარლ ჰარცელი - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა იყო ორივე - შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც. დავით უსუფაშვილი - პატივცემულო კოლეგებო, ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით. ლევან ბეჟაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის წერილი გადასცა. გიორგი გახარია - მადლობა პრეზიდენტს, რომელმაც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ღირსეულად გააჟღერა ქართველი ერის ხმა. იაგო ხვიჩია - იმედი მაქვს, პრეზიდენტის მწვავე განცხადებები „ქართული ოცნების“ მიერ არ იქნება ისე აღქმული, რომ მას „ნაცობა“ დაბრალდეს. ალუდა ღუდუშაური - როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ. ფრიდონ ინჯია - სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, პარლამენტს მისი მოგზაურობების შედეგები მოესმინა - ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრი არ არის. მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს - თქვენი გამოსვლის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ტელევიზიები ზნეს შეიცვლიან და სხვაგვარად ილაპარაკებენ? ამის 1%-იანი გარანტია გვაქვს? - სამწუხაროდ, არ გვაქვს. ირაკლი ქადაგიშვილი - სიტყვა „იმპიჩმენტი“ არავითარ კავშირში არაა არც პრეზიდენტის გამოსვლასთან და არც არავის გეგმებთან - ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პირადი ვიზიტით წავიდა ევროპაში, პირადი ვიზიტის უფლება მას, მე მგონი აქვს. მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე - აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი ჩვენი მხრიდან არ დადგება. მამუკა მდინარაძე - ვისი კომპეტენციაა უსაფრთხოების საბჭოს შეკრება?! - თუ საჭიროდ არ მიიჩნევს მთავრობის მეთაური მაინც უნდა შეიკრიბოს?! გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტი უკვე ვერ მალავს იმ უზარმაზარ პრობლემებს, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით აქვს - ფაქტია, „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოზიციას საგარეო ასპარეზთან დაკავშირებით პრეზიდენტიც არ იზიარებს. გიგა ბოკერია - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ისე საუბრობდა, თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს, ყველაფერზე მაღლა დგას და არ არის აქაური პოლიტიკური პროცესების ნაწილი - საკუთარ დანაშაულსა ან შეცდომაზე არაფერს იძახის. დავით სერგეენკო პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებზე - არ ვთვლი, რომ ღრმა პოლიტიკური სარჩული აქვს, ასეთი ხარვეზის გამოსასწორებლად რეცეპტი უფრო მეტი კომუნიკაციაა. კელი დეგნანი - პრეზიდენტს დღეს ჰქონდა ძალიან ნათელი, ძლიერი მესიჯი. ელენე ხოშტარია - როდესაც პრეზიდენტს არ უშვებენ ვიზიტზე, ღიად რუსული პოზიციაა - იმისთვის, რომ უკრაინას უჭერს მხარს და საქართველოს ინტერესებზე ფიქრობს, ამისთვის სჯიან. ლევან იოსელიანი - „ცოდვების მოკითხვა“, რაც სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა, ძირითადად „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩადენილია - ჩვენ პოლიტიკურად ასეთი ცოდვილები არ ვართ. გივი მიქანაძე - ფაქტობრივად, პრეზიდენტმა აღიარა, რომ კონსტიტუციას არღვევს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი დამოუკიდებლად სამუშაო ვიზიტებს არ გეგმავს და მისი ყველა ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებით იგეგმება. საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ვანო მაჭავარიანი - ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც პრეზიდენტისგან მოდის, დღემდე არის ინიციატივა ინიციატივისთვის, არანაირი პოლიტიკური და რეალური საფუძველი არ გააჩნია. თამარ კორძაია - გუშინ დავინახეთ გაავებული და ისტერიკაში მყოფი „ქართული ოცნების“ წევრების ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ, ისინი არც მიესალმნენ და არც დაემშვიდობნენ ზურაბიშვილს. პაატა მანჯგალაძე - ცდილობენ შინაპატიმრობაში ამყოფონ პრეზიდენტი, მოუწყონ საბოტაჟი, ეს არის პრეზიდენტის დაშინების და დასჯის მცდელობა, ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავტორიტეტი ვერ იქნება. პრემიერი - როცა ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართომასშტაბიანი ომია უკრაინაში, მიმაჩნია, რომ მთავარსარდალი უნდა იყოს ქვეყანაში, ეს მთავარი არგუმენტია, რომ უარი გვეთქვა მისთვის ვიზიტზე. IDFI-ის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუცია არ დაურღვევია. სალომე სამადაშვილი - „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადება დააანონსა და საზოგადოებას უთხრა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის გამო ზურაბიშვილის კონსტიტუციურ შევიწროებას იწყებს. დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება" არ არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემძლე - ამ დავას სასამართლოში, მთავრობის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაშიც, არ მოჰყვება პირდაპირ საიმპიჩმენტო პროცედურები. ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი. გიორგი კანაშვილი - მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გარე საფრთხეების ზრდის ფონზე, პოლიტიკური ელიტა კონსოლიდაციის ნაცვლად, სულ უფრო იქსაქსება, რაც კატასტროფაა და ამ ელიტის უმწიფრობაზე მიუთითებს. ვახტანგ ხმალაძე - თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება, ეს იქნება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანდრეი კასიანოვი - მადლობლები ვართ სალომე ზურაბიშვილის მიერ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა. გიორგი ცაგარეიშვილი - 5 წელია პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მქონია და არც არაფერი შეცვლილა, თუ გადავხედავთ „ნაცმოძრაობის“რიტორიკას, ეს ადამიანები იქ არიან, სადაც 2016 წელს დავტოვე. საია - „ქართული ოცნების“ განცხადება ემსახურება სალომე ზურაბიშვილის დასჯას მისი პოზიციონირების გამო, რაც აზიანებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და აფერხებს საქართველოს წინსვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს - ამ საკითხში ნებისმიერი ტიპის თვითშემოქმედება, უბრალოდ, დაუშვებელია. სალომე ზურაბიშვილი - არ არის მართალი, რომ არ შევუერთდით სანქციებს, სინამდვილეში, ჩვენ ვართ მრავალი საერთაშორისო სანქციების მონაწილე - ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უნდა იყოს.

      პასპორტები - პაატა დავითაია - „სამხრეთ ოსეთის“ „მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მიერ ორმაგი „მოქალაქეობის“ მინიჭება პროვოკაციაა და მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ. დავით უსუფაშვილი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეების“ ორმაგი მოქალაქეობის „აღიარება“ გაგანია ომში არის რაღაც ნაბიჯი, რაღაც ტიპის პლაცდარმების მომზადება - როგორც ომის პროპაგანდა, ისე ქვეყნის სისუსტის პროპაგანდაა დამღუპველი.

      აღიარება - მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთი, კახა ბაკაშვილი ბრალს აღიარებს. არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულმა პატრულ-ინსპექტორმა ნუკრი ბაქრაძემ მისი საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 111

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters