როცა საქმე პარლამენტს ეხება, დღე უხვსიტყვიანი და მრავალკომენტარიანი გამოდის. დღესაც ასე იყო. ამჯერად, ვახტანგ გომელაურის საათი ჩაინიშნა და საკმაოდ ვრცელიც გამოდგა, თავისი მოხსენებიან-კითხვა-კომენტარებიანად. ომი არ წყდება უკრაინაში და დაბომბვები მშვიდობიან მოსახლეობაზე - უკრაინული პასუხი მტკიცედ დგომაა, ევროპული პასუხი კი საქნცია და „სხვის“ ომში ჩაურევნელობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2178 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი.

      ომის წინა ხაზი - ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემი პრიორიტეტები მოლაპარაკებებში აბსოლუტურად ნათელია: ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსი სამხედროებისთვის არ არსებობს სამხედრო დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენიათ. რუსი დედები უკრაინაში იმაზე მეტ შვილს დაკარგავენ, ვიდრე ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომებში ერთად. მელიტოპოლი ოკუპანტებს არ დანებდა და არც დანებდება. რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გერმანიის პარლამენტს მიმართა. ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგს - თქვენ მხოლოდ ეკონომიკა გაინტერესებდათ, თქვენი დახმარება დაგვიანებული იყო. როცა გითხარით, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არის იარაღი და მზადება დიდი ომისთვის, პასუხად მივიღეთ - ბოლოს და ბოლოს, ეს ეკონომიკაა - ეს იყო ცემენტი ახალი კედლისთვის. მელიტოპოლის მერი 9 რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დმიტრო კულება - იარაღი და სანქციები, დანარჩენს უკრაინა გააკეთებს. დმიტრო კულება მარიუპოლის თეატრის დაბობმვაზე - კიდევ ერთი საშინელი ომის დანაშაული. კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მტრის 10 სამიზნე გავანადგურეთ. ჩერნიგოვში გუშინ რუსული სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. მარიუპოლის მერის მოადგილე - მარიუპოლში რუსი ოკუპანტების სამხედრო მოქმედებების შედეგად არც ერთი დაუზიანებელი შენობა აღარ დარჩა, მოსახლეობა კი წყალს გუბეებიდან სვამს. ტყვეობიდან გათავისუფლებული მელიტოპოლის მერი - დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად მალე აღვმართავთ უკრაინულ დროშას ცენტრალურ მოედანზე და ისინი, ვინც ეს დროშა ჩამოხსნა აღარ იცხოვრებენ ჩვენს მშვენიერ ქალაქში. უკრაინელი დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლში თეატრში არსებულმა თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო და ადამიანები, რომლებიც რუსულ ავიაიერიშებს ემალებოდნენ, გადარჩნენ. ალექსეი არესტოვიჩი - რუსეთის ფედერაციის გენოციდია უკრაინის წინააღმდეგ - ფიქსირდება ჩაცხრილვის, ძარცვისა და გაუპატიურების ასობით შემთხვევა. მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინელებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ მერფას დაბომბვას 21 ადამიანი ემსხვერპლა. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი არწმუნებს მსოფლიოს, რომ არ ბომბავენ ქალაქებს, არ არის მსხვერპლი - სიმართლე კი არის ათასობით განადგურებული ქალაქი, ადამიანი და სახლი. BBC - რუსული ძალების მიერ, ყოველდღიური დაბომბვების შედეგად, მარიუპოლში შენობების 90%-მდე დანგრეულია. უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი დაბომბეს. რადას დეპუტატი - მარიუპოლის თეატრის ნანგრევებიდან 130 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ნანგრევები ჯერ კიდევ სუფთავდება, ეს ნამდვილი სასწაულია. მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებები რთულია, მხარეთა პოზიციები განსხვავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, რუსული ჯარების მხრიდან დაბომბვის შედეგად, კიევის ჩრდილოეთით 2 წლის ბავშვი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

      ომი ეროპულ-ამერიკულად - აშშ უკრაინას ე.წ. „კამიკაძე დრონებს“ მიაწვდის. აშშ-მა და კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის გამართვა მოითხოვეს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი იყენებს ძველ, ნაკლებად ზუსტ იარაღს. ვლადიმერ პუტინი - პროდასავლური განწყობის მქონე რუსები ეროვნული მოღალატეები არიან - ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ხამანწკებისა და გენდერული თავისუფლების გარეშე ცხოვრება. „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ონლაინ კონფერენციას გამართავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ვებგვერდები „უპრეცედენტო კიბერშეტევის“ წინაშე დგანან. დიდი ბრიტანეთი პოლონეთში სარაკეტო სისტემასა და 100 სამხედროს განალაგებს. მოლდოვაში რუსეთის საელჩო, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, მათ წინააღმდეგ ძალადობისა და დისკრიმინაციის გამოვლენის შემთხვევაში საელჩოს მიმართონ. დიმიტრი მედვედევი - რუსეთს აქვს ძალა, რომ ყველა თავხედი მტერი თავის ადგილზე მოსვას. ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინაში შემოჭრის შემდეგ ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავედ უნდა ცნოს. ბრიტანელი პარლამენტარი - ჩვენ რომ გადამჭრელი ზომები მაშინ მიგვეღო, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, შევძლებდით შეგვეჩერებინა დასავლეთში მოვლენების ესოდენ მტკივნეულად განვითარება. ბოსნია ჰერცოგოვინაში რუსეთის ელჩის განცხადებით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მცდელობის შემთხვევაში რუსეთი რეაგირებას მოახდენს. ოლაფ შოლცი - ნატო არ გარისკავს უკრაინის ომის ესკალაციას მასში სამხედრო ჩართულობით. დიმიტრი პესკოვი - მოლაპარაკებების წარმართვასათან დაკავშირებით, ჩვენი დელეგაცია უდიდეს ძალისხმევას დებს და გაცილებით დიდი მზაობის დემონსტრირებას ახდენს, ვიდრე უკრაინელი კოლეგები. ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ უკრაინა გააგრძელებს ჩვენს მუდმივ პროცირებას, იძულებულები გავხდებით ვუპასუხოთ. 18 მარტს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები უკრაინის საკითხზე იმსჯელებენ. ლოიდ ოსტინი - აშშ არ დახურავს ცას უკრაინაში, საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადება ნიშნავს, რომ თქვენ კონფლიქტში ხართ რუსეთთან. უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერის გამო, კანადა ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს. იაროსლავ კაჩინსკი - ჩემთვის ძალიან დიდი მოვლენაა, რომ ჩემი ძმის ძეგლი საქართველოში გაიხსნა - ლეხ კაჩინსკის შეეძლო მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მარინა ოვსიანიკოვა - ჩემს წინააღმდეგ კონსპირაციული თეორია აამოქმედეს, რომლის უკანაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები დგანან. ჯოზეფ ბორელი - რუსეთი უკრაინაში სჩადის სამხედრო დანაშაულს, მიზანში იღებს სამოქალაქო პირებს, ადამიანებს აშიმშილებს, კლავს ბავშვებს და მოურიდებლად იტყუება - პუტინის ომი უნდა დასრულდეს! ჯო ბაიდენი - პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი.

      ამბები ომის საქართველოში - დავით სერგეენკო - პარლამენტი აგროვებს თანხას, ყიდულობს ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინაში აგზავნის, ამაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. კელი დეგნანი - არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ ამის გაკეთება არ სურთ, თუმცა რა მოლოდინიც არსებობს ყველა ქვეყნის მიმართ, არის ის, რომ ისინი დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. ილია მეორე - 17 მარტს, 12:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო. ირაკლი ღარიბაშვილი - აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ დაწესებულა - ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს. სალომე ზურაბიშვილი - მე არ გამიკრიტიკებია პრემიერის პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შესაძლებლობები ლიმიტირებულია, ჩვენი სოლიდარობა უსაზღვროა. მამუკა მდინარაძე - დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ სანქციებში არ ჩავერთვებით - რა მინიშნებებიც არ უნდა იყოს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი მეგობრები იყვნენ, იმას რაც მხოლოდ ჩვენს ქვეყანას დააზიანებს, არ გავაკეთებთ. ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საზოგადოებას.

      პოლონელი კოლეგა - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გამართა. საქართველოს მთავრობა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტსა და ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსც-ცპოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ირაკლი ღარიბაშვილი - პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები. პოლონეთის პრემიერს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე. მათეუშ მორავიეცკი - ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები - ის აგრესია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წელს, დღემდე იგრძნობა. რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არაა ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოსა და პოლონეთს დემოკრატიის ერთგულება, მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობა და ისტორიული მეგობრობის მტკიცე კავშირები აერთიანებს. პოლონეთი არის ჩვენი ევროინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერი - მჯერა და მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელი კოლეგა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა.

      შემოპარვის დანაშაული - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. ადვოკატი - დღევანდელი სხდომა მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების საქმეს უკავშირდება - ეს სათაური მრავლისმთქმელია და მიუთითებს ამ ბრალის აბსურდულობაზე. მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სანთელი დაანთო და უკრაინულ ენაზე ილოცა. მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ, ვასწავლი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. იგეგმება პროვოკაცია გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება ოპოზიციას, ამის შემდეგ კი რუსეთი საქართველოს მთავრობას მოსთხოვს, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და ჩვენი მთავრობაც მზად იქნება ამის გასაკეთებლად. ვეუბნები პრემიერ ღარიბაშვილს, უსაფრთხოდ, ცივ ნიავს არ მოგაკარებ და ჩაგიყვანთ კიევში, ოღონდ მოინდომეთ - იგივეს მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, ღარიბაშვილი შესაძლოა, არ მიიღონ. ომის პარტია „ქართული ოცნებაა“ - ჩვენ მათ მშვიდობიანად და ორგანიზებულად გავწევთ გვერდზე, დღეები დარჩა ამ მომენტამდე, მე ამ დღეებს ვითვლი. საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ იქნება და არ უნდა იყოს არც ერთ შემთხვევაში, ეს მხოლოდ საქართველოს მტერს უნდა. საქართველოს მთავრობა, ხომ კარგად ხართ, აგებს თქვენი ფალავანი რუსეთი - მიდექ-მოდექით, დაიწყეთ უკვე ლაპარაკი, რომ უკრაინის მხარეს იყავით და ახლა მაინც შეუერთდით სანქციებს. საქართველოს მთავრობა, ხომ კარგად ხართ, აგებს თქვენი ფალავანი რუსეთი - მიდექ-მოდექით, დაიწყეთ უკვე ლაპარაკი, რომ უკრაინის მხარეს იყავით და ახლა მაინც შეუერთდით სანქციებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი ქონება ჩამოერთმევათ. ადვოკატი - სპეცოპერაციაზე ნახევარი თბილისის პოლიცია გავიდა, ელგუჯა ცომაიას სახლი გაჩხრიკეს და ჰოი საოცრებავ, იქ იპოვეს სააკაშვილი, ამ ლეგენდას თავდაჯერებით ამტკიცებს ბრალდების მხარე. გიული ალასანია - კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს, დასავლეთი გვინდა, გულით და სულით კი ყველანაირად რუსეთისკენ არიან.

      შინაგანი სიმშვიდის გარანტი - პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. ვახტანგ გომელაური - მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე ყველა უბანში მუშაობს და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი - 136 ნარკორეალიზატორი 2021 წელს დავაკავეთ. საგზაო უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოქმედების არეალი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. 2021 წელს დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 2 „კანონიერი ქურდი“, 22 ძებნილი პირი და 136 კიბერდამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 2021 წელს, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ყველაზე მასშტაბური გადაიარაღება განხორციელდა. საქართველოს გზებზე 2021 წელს დამატებით დამონტაჟდა სიჩქარის კონტროლის 77 სექცია. საზღვარი 100%-ით დაცული არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მაგრამ ვახორციელებთ ყველა შესაძლო პრევენციულ ღონისძიებას, როგორც გამტარ პუნქტებზე, ასევე, ე.წ. მწვანე საზღვარზე. პარლამენტში უკვე წარდგენილია კანონპროექტი საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. შს მინისტრის ინფორმაციით, 2022 წელს დასრულდება ახალი სახანძრო-სამაშველო შენობების სამშენებლო სამუშაოები კასპში, ხულოში, ბორითსა და ონში. ვახტანგ გომელაური - ჩვენს უცხოელი პარტნიორების მნიშვნელოვან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით ნაკლებია. 25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა კიდევ 2 ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტაცია განახორციელა. გამკაცრდება პნევმატური იარაღის ტარებასა და შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები, სანქციები გამკაცრდება სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე. ოპოზიცია საქმეზე არ გესაუბრება, მოგონილ ზღაპრებზე საუბრობენ: სად დააგროვე ამდენი ქონებაო, 1994 წლიდან ვმუშაობ - მეორე სახლი გლდანში აქვსო, თუ მაბრალებ, იქნებ ვაკეში ან სადმე უკეთეს ადგილას დამაბრალო. ხანდახან მრცხვენია ხოლმე, ამხელა სამუშაოს შემდეგ პოლიციელებს 500-ლარიან პრემიას რომ ვუწერ - რომ მქონდეს მეტი, ათასსაც მივცემ და ორიათასსაც. ანა ბუჩუკური ვახტანგ გომელაურს - რაღაც რეფორმებზე საუბრობთ, თუმცა არ იმჩნევთ იმას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტიდან თანამშრომლები გარბიან. არჩილ თალაკვაძე ვახტანგ გომელაურს - ევროკავშირის წევრ რამდენ სახელმწიფოსთან აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო და სამართლებრივი თანამშრომლობა? სალომე სამადაშვილი ვახტანგ გომელაურს - ვშიშობ, დღეს არ გვაქვს დრო თქვენი ფერადი ბროშურების დასათვალიერებლად - ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია თქვენგან მოვისმინოთ რას ფიქრობთ, რა მომავალი ელოდება ჩვენს ქვეყანას?! ანა ნაცვლიშვილი გომელაურს - გაიზარდა თუ არა რუსეთის მოქალაქეების მომართვიანობა? მიგაჩნიათ თუ არა აუცილებლად, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა აღდგეს? მიხეილ დაუშვილი ვახტანგ გომელაურს - რამდენად ადეკვატურია ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს უკრაინის მხარდასაჭერად. ალექსანდრე მოწერელია შს მინისტრს - რამდენი ხანი დასჭირდება მალხაზ თორიაზე და მის არასრულწლოვან შვილზე განხორცილებული თავდასხმის გამოძიებას? შს მინისტრი „ალტ-ინფოზე“ - კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელთ, მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ვახტანგ გომელაური - ჩემზე ძალიან არავის უნდა, ბადრი ესებუა დავიჭიროთ - ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ. ლევან ხაბეიშვილი შს მინისტრს - ბატონო ვახტანგ, გამოსვლისას თქვით, საზღვარს ვერ დავიცავო, ესებუას სად ვსდიოო - ფაქტობრივად, არაფერზე გქონდათ პასუხი. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 115

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters