ჰუმანიტარული სიმშვიდე და პრეზიდენტები რუსთაველზე ეკრანიდან

      დაბომბვა შეწყდა მინიმუმ ჰუმანიტარული დახმარების მიღების მიზნით, თუმცა დილით ჯერ კიდევ იბომბებოდა უკრაინა. საღამოს უკვე ზელენსკიმ შეძლო და ტელეხიდით რამდენიმე ქალაქს და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. საქართველოში კი აქტუალურია დამატებით ორი ამბავი - პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენება და რუსების შემოშვება-არ შემოშვების ამბავი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2744 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 4 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

      ომი უკრაინიდან - დმიტრო კულება - როგორ სძინავთ პარტნიორებს, რომლებსაც ამ დრომდე არ გადაუციათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები? ვიდრე ბავშვები სარდაფებში სხედან ბომბების ქვეშ? - გააკეთეთ ეს. პეტრო პოროშენკო - მთელი ერი პუტინს ამარცხებს, მას შეუძლია შეწყვიტოს სინათლისა და სითბოს მიწოდება, მაგრამ არ შეუძლია უკრაინული სულის მოკვლა - პუტინი არის ომის კრიმინალი, გთხოვ უკრაინა, არასოდეს დანებდე. უკრაინული მედია - რუსეთის სამხედრო კოლონა ენერგოდარში, ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით მიემართება. ვლადიმერ კლიჩკო - თუ ეს ომი უკრაინაში ახლა არ შეჩერდება, მსოფლიო კიდევ ერთხელ, ჩერნობილი/ფუკუშიმას კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება - უკრაინას აქვს 4 ატომური ელექტროსადგური და რუსეთის არმია ისვრის რაკეტებს და ბომბავს, ზუსტად მის გვერდით. დმიტრო კულება - რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ხანძარი უკვე გაჩნდა, თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება. ენერგოდარის მერი აცხადებს, რომ მეხანძრეები ვერ ახერხებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მიღწევას. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება, რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ. ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპელებო, გაიღვიძეთ! მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა „ჩერნობილი“ - რუსეთს ამის გამეორება სურს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი - ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება. ენერგოდარის მერი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არიან დაჭრილები. მეხანძრეებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შეაღწიეს. საგანგებო სიტუაციები სამსახური - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. უკრაინის მთავრობა ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - რუსულმა მხარემ 9 166 ჯარისკაცი დაკარგა. მიხაილო პოდოლიაკი - მხოლოდ „დახურული ცა" შეაჩერებს ესკალაციას, დროა, დასავლეთმა პასუხისმგებლობა აიღოს ომის შეჩერებაზე. თავდაცვის მინისტრი - განადგურებულ რუსულ ჯავშანტექნიკას უკვე ერთეულებში კი არა ბატალიონებად და ბრიგადებად ვითვლით - კრემლის ვირთხები თრთიან, ნაწილი ეძებს გასაქცევს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის განცხადებით, რუსული მხარე თანდათან ამცირებს მოთხოვნებს. ჩერნიგოვში, 3 მარტს რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის სამხედრო ძალებმა ჟიტომირზე მორიგი იერიში მიიტანეს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბომბი 25-ე სკოლას მოხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი ჯარების აბსოლუტური უმრავლესობა შემოიყვანა და მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. დმიტრო კულება ნატო-ს წევრებს - ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად - თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე. გაერო - უკრაინელი ლტოლვილების რიცხვმა 1.2 მილიონს გადააჭარბა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატი - რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 28 ბავშვი გარდაიცვალა, 64 კი დაიჭრა. უკრაინული მედია - რაკეტის ფრაგმენტი კიევთან, საპრეზიდენტო ვილასთან ჩამოვარდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - საუბარი მქონდა შარლ მიშელთან. ჩვენი საერთო ამოცანაა ატომური ელექტროსადგურის, ინფრასტრუქტურისა და კრიტიკული წარმოების ობიექტების დაცვა. დმიტრო კულება ნატოს - არ უნდა მივცეთ საშუალება, ევროპაში სირია შექმნან, ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, მაგრამ დაგვეხმარეთ. ვოლოდიმირ ზელენსკი - მივესალმები გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნას. მიხაილ პოდოლიაკის ინფორმაციით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი 5 ან 6 მარტს გაიმართება. გაერო - უკრაინაში ომის 9 დღეში 331 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 19 ბავშვია.

      მიმართვა მსოფლიო ქალაქებს - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს - აქციის მონაწილეები მონიტორზე მის გამოჩენას ტაშით შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ვოლოდიმირ ზელენსკი - მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დაუჭირეთ უკრაინას - თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, არც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით.

      ომი მსოფლიოდან - ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირეს. თეთრი სახლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე - ახლა ამისთვის მომენტი არ არის. ემანუელ მაკრონი - ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს უკრაინაზე შეტევის შეწყვეტაზე - ჩვენ უარესი უნდა ავირიდოთ თავიდან. თეთრი სახლი დიმიტრი პესკოვს, 19 რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს სანქციებს უწესებს. პენტაგონი - უკრაინის მისამართით გასროლილი 480 რაკეტიდან, 70-ზე მეტი ბელარუსიდან ისროლეს. BBC-საუდის არაბეთი მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობას სთავაზობს. CNN - თეთრი სახლი აცხადებს, რომ აკვირდებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის ხელისუფლებასთან ატომური სადგურის ხანძრის გამო კონტაქტზე იმყოფება. CNN - ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ბორის ჯონსონი - პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. აშშ ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფს ააქტიურებს. ჯასტინ ტრუდო - ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიუღებელი თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. Airbnb რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს. ვიქტორია ნულანდი - სანქციები დასრულდება, თუ რუსეთი დაასრულებს ომს უკრაინაში. მოსკოვის ბირჟა არც დღეს გაიხსნა. ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი - თუ დავინახავთ პუტინის ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საჭირო ზომებს მივიღებთ. ჩეხეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკრაინაში ჩასვლა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, საკუთარ ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაემუქრებათ. ლინდსი გრემი პუტინზე - ვიღაცამ რუსეთში უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და გაგზავნოს ეს კაცი ჯოჯოხეთში, ამით თქვენს ქვეყანას და მსოფლიოს დიდ სამსახურს გაუწევთ. ნინო კალანდაძე - დასავლეთში გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რუსეთი ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს, რომლითაც პუტინის პირობებში არსებობს. რადას თავმჯდომარე - მივმართავთ პარლამენტებს და მთავრობებს, უკრაინის თავზე ცა ჩაკეტონ და ბირთვული მანიაკი შეაჩერონ - პუტინმა მსოფლიო არმაგედონის ზღვარზე დააყენა. რუსეთში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ „ფეიკის“ გავრცელებაზე პასუხისმგებელ პირებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. იენს სტოლტენბერგი - ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა აჩვენებს ამ ომის უგუნურებას და მისი დასრულების აუცილებლობას. ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ. რუსეთმა უკრაინაში კასეტური ბომბები და სხვა სახის იარაღი გამოიყენა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, შეწყვიტოს ომი და გამოიყვანოს ჯარი უკრაინიდან ყოველგვარი პირობების გარეშე. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა. ჯოზეფ ბორელი - ელექტროსადგურის დაბომბვამ და ხანძარმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელ ევროპას. გაერთიანებულმა სამეფომ შესაძლოა, უკრაინიდან მიღებული ლტოლვილები რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ სახლებში განათავსოს. ვლადიმერ პუტინი - საბოლოოდ, ჩვენ სარგებელსაც კი მივიღებთ ამ ვითარებიდან, რადგან შევიძენთ ახალ კომპეტენციებს. გერმანიამ უკრაინიდან 18 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო. ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება. BBC-მ რუსეთში ჟურნალისტების მუშაობა დროებით შეაჩერა. რუსეთმა Facebook-ის და Meta-ს სერვისები დაბლოკა. თეთრი სახლი - 350-მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტის უდიდესი ნაწილი უკრაინაშია. ვლადიმერ პუტინი - ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ - ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის კუთხით. ჯოზეფ ბორელი - რუსეთი ომს ბარბაროსულად აწარმოებს. რასა იუკნევიჩიანე - აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი უჭირავს - ეს არის ჰიტლერი და სტალინი, გაერთიანებული ერთ პიროვნებაში, რომელსაც ჰქვია პუტინი.

      რუსობა - „ლელო“ - გამოქვეყნდეს სტატისტიკური მონაცემები რუსეთის მოქალაქეების მიერ გასულ 7 დღეში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის მსურველთა რაოდენობაზე, ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. შალვა პაპუაშვილი - საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ე.წ. მასობრივი შემოსვლის შესახებ ინფორმაცია არის ნაწილი იმ დისკრედიტაციული კამპანიის, რომელიც მიმდინარეობს მთავრობის წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძე ზელენსკის მიმართვაზე - მას შემდეგ, რაც უკრაინის მხრიდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა, ხელისუფლების წარმომადგენელი რუსთაველის გამზირზე ვერ იქნება. პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული. დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაცმოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩაითრიონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც არ დავუშვე. ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭარბი რაოდენობით ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.

      პრეზიდენტი როგორც ასეთი - სალომე ზურაბიშვილი - პუტინი ანადგურებს მთელს ქვეყანას, ეს მასობრივი განადგურების ომია - ის არ გეგმავდა უკრაინის მიერ გაწეულ წინააღმდეგობას, უკრაინელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგობა აღმაფრთოვანებელია. შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია - ახლა პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია, ის ძალიან მარტოა. მიხეილ სარჯველაძე - თუ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები პრეზიდენტის მხრიდან, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება დაუკავშირდეს სხდომის გამართვას 5 მარტს ან სხვა დღეს. ანა ნაცვლიშვილი - ეს პარლამენტი არ არის „ქართული ოცნების“ საკუთრება ან მათი უკანა ეზო, რომ თავად წყვეტდნენ, ვინ უნდა მოვიდეს და როდის უნდა მოვიდეს. იაგო ხვიჩია - თუ პრეზიდენტს პარლამენტში სურს მოსვლა, თან ამ განსაკუთრებულ დროს, შარზე თუ არ ხარ, აქ კითხვები არ არსებობს - უნდა მოვიდეს და უნდა მოვუსმინოთ. პაატა მანჯგალაძე - პრეზიდენტი რაც შეიძლება მალე უნდა მოვიდეს პარლამენტში, რომ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ზუსტად ჩამოაყალიბოს პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით. ხატია დეკანოიძე - საქართველოს სახელმწიფოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებით ახმოვანებს მხოლოდ პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა განცხადებები არაადეკვატურია. ანა ბუჩუკური - დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია პარლამენტში მოვუსმინოთ სალომე ზურაბიშვილს. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა, შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები მივლინებებში არიან. ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - ჩვენი მოწოდებაა, პრეზიდენტმა საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართოს მოქალაქეებს და ეს თქვენი მხრიდან ძალის დემონსტრირებაში არ გადაიზარდოს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის სურვილია, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის ფარგლებში ბრიუსელსა და პარიზში გამართული შეხვედრების თაობაზე ისაუბროს. მე ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტი ისჯება - ორსაათიანი მსჯელობა იყო, რა უნდა თქვას პრეზიდენტმა, პრეზიდენტს რა აქვს სათქმელი, ეს იცის მხოლოდ პრეზიდენტმა. თეონა აქუბარდია უმრავლესობას - როცა მეუბნებით, რომ მე პრეზიდენტთან მივიდე და იქ გავარკვიო რა ხდება, ყავაზე იქნება ეს თუ სხვა, პარლამენტის ინსტიტუციას ვაკნინებთ. მიხეილ სარჯველაძე - ჩვენ გვინდა შინაარსობრივი, სწორი განხილვა იყოს პრეზიდენტის მონაწილეობითა და ჩართულობით, ამისთვის მოვნახავთ ფორმატს, ამისთვის არ გამოდგება 5 მარტს მოთხოვნილი ყოველწლიური ანგარიში. ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - შაბათი ნამდვილად არასამუშაო დღეა, მაგრამ, თუ მე, ორი შვილის დედა ვალდებული ვარ, რომ არასამუშაო დღეს მოვიდე, თქვენ რას აკეთებთ ხვალ უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე პრეზიდენტის მოსმენაა? ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ხვალ პრეზიდენტს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის საშუალება უნდა მიეცეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს ბიუროს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გააცნობს და შესთავაზებს კონსულტაციებს პარლამენტში წლიური ანგარიშის მოხსენების თარიღთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს წლიური ანგარიშით პარლამენტში მისვლას 15 მარტს სთავაზობს.

      ერგნეთის პრობლემა - ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გაიმართება. ირაკლი ანთაძე - ერგნეთში შეხვედრაზე მთავარი პრიორიტეტია უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 149

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:A Revelation in Path of Exile 2

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

In the vast landscape of Path of exile currency Path of exile currency action role-playing games (ARPGs), allegiances run deep. For years, I stood firmly in the Diablo 3 camp, finding solace in its fast-paced combat and streamlined gameplay. Path of Exile, with its roots in the classic Diablo 2 era, had always seemed intriguing but never enough to sway my allegiance. However, all of that changed…

გაგრძელება

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters