ევროპამდე გზა მოკლდება და ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმება მიღწეულია

      დღეს დედის დღე აღინიშნება საქართველოში, თუმცა „მედიები“ ამაზე ძალიან ცოტას წერენ რადგან კვლავ მხოლოდ უკრაინის ზარი ისმის მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. დღეს ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გავაკეთეთ. შედეგებს ყველა პესიმისტურად და სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ განაცხადი მაინც ხმამაღალია და გასაისტორიებელი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.2479 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 3 მარტი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი.

      ომი უკრაიანში - ვოლოდიმირ ზელენსკი - დაახლოებით, 9 000 რუსია მოკლული ერთ კვირაში - სადაც არ უნდა შევიდნენ, მათ ყველგან გაანადგურებენ, მათ უკრაინელები გასცემენ პასუხს. ხარკოვის დაბომბვისას ეუთოს წევრი დაიღუპა. მერის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ იზიუმში კორპუსის დაბომბვის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი. მედია - კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა - დედაქალაქში განგაშია გამოცხადებული. გაერო - უკრაინა მილიონმა ადამიანმა დატოვა. უკრაინაში 752 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პენტაგონი - ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გაჩერებულია. BBC - დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუს ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ - ისინი ანადგურებენ სუპერმარკეტებს საკვების მისაღებად, რადგან მათთვის მიწოდებული საკვები ვადაგასულია. უკრაინის დაზვერვა - რუსეთი ე.წ. deepfake ტექნოლოგიის გამოყენებით ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი მიმართვის ვიდეოს ამზადებს. რუსულმა ძალებმა სუმში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, არიან დაშავებულები. მარიუპოლის მერი - გუშინდელი დღე ყველაზე რთული იყო ქალაქისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, ოკუპანტების მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში არ გაავრცელოს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ რუსეთის სამი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურა. დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი შვილის თანამებრძოლებმა მიულოცეს. ჩერნიგოვში რუსული ჭურვი ნავთობბაზას მოხვდა, რის შედეგად ხანძარი გაჩნდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი უკრაინელების ხელშია. რუსულმა ძალებმა ხერსონის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - 16 ათასი უცხოელი მოხალისიდან პირველი ნაკადი უკვე ჩამოდის უკრაინის დასაცავად. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 500 უცხოელ მედიკოსზე მეტი მზადაა უკრაინაში ჩასასვლელად და საჭირო სამედიცინო დახმარების გასაწევად. ვოლოდიმირ ზელენსკი - დაიმახსოვრეთ უღმრთოებო, როდესაც მილიონობით ადამიანი გწყევლით, ვერაფრით გადარჩებით - მათ სურთ ოდესის განადგურება, თუმცა მხოლოდ შავი ზღვის ფსკერს დაინახავენ. ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი, ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე, დამიჯერეთ. ზელენსკი პუტინს - წადი სახლში, შენთან სახლში, შენი რუსულენოვანი ხალხის დასაცავად არა მთელ მსოფლიოში, არამედ შენთან სახლში. დაჯექი ჩემთან მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრის მოშორებით - არ ვიკბინები, რისი გეშინია? ზელენსკი ნატოს - გამოგვიგზავნეთ საბრძოლო თვითმფრინავები. ჩერნიგოვში ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. კიევის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა. უკრაინული მედია - რუსმა სამხედროებმა ქალაქ ხერსონის დანაღმვა დაიწყეს. ვლადიმერ პუტინი - ყველა დაკისრებული ამოცანა წარმატებით წყდება - ვამაყობ, რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ, რუსეთის ძლევამოსილი, ძლიერი ერის ნაწილი. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს - რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ჩვენ ნეონაცისტებს ვეომებით - ისინი ეფარებიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს. კრემლი - ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ოპერაციის მიზნები - მისი დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - მიღწეული იქნება. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის საუბრის შემდეგ, ფრანგული მხარე ელოდება, რომ „უარესი ჯერ წინ არის“.

      საომარი მოლაპარაკებები - უკრაინული დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაემგზავრა. უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაიწყო და პირველი კადრებიდან - უკრაინის დელეგაცია შედის საკონფერენციო დარბაზში, სადაც უკვე იმყოფებიან რუსეთის დელეგაციის წევრები. ვიდრე მაგიდას მიუსხდებოდნენ, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასა და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ.

      „ომი“ უკრაინის გარეთ - ენტონი ბლნკენი - ეს პუტინის ომია, ეს არ არის რუსი ხალხის ომი. დიდი ბრიტანეთის ინიციატივით, 38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს. დავით ზალკალიანი გაერო-ს რეზოლუციაზე - ჩვენი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, ამ სიტუაციაში უკრაინის გვერდით ვართ, ჩვენ ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის მომხრე და ამით ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოვხატეთ. ჯო ბაიდენი - პუტინი ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ და ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, ის შეცდა - ახლა კი, თავისუფალი სამყარო მას პასუხისმგებლობას აკისრებს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებას იწყებს. დონალდ ტრამპი - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ადამიანების მოკვლა - ეს არის ჰოლოკოსტი. ევროკავშირმა ბელარუსის ოფიციალურ პირებსა და ექსპორტზე ახალი სანქციები დააწესა. მედია - სანქტ-პეტერბურგში პოლიციამ ანტი-საომარი საპროტესტო აქციის მინიმუმ 350 მონაწილე დააკავა. SWIFT-ი ადასტურებს, რომ 12 მარტს 7 რუსულ ბანკს გათიშავს. გერმანიამ რუს ოლიგარქს ძვირადღირებული იახტა ჩამოართვა. რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ჯასტინ ტრუდო ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერის გაგრძელებას ჰპირდება. მსოფლიო ბანკი რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამას აჩერებს. კანადა „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რუს ხალხს უფლება აქვს იცოდეს, რა დანაკარგები მოაქვს ამ უაზრო ომს მათივე ჯარისკაცებისთვის. მაჰმუდ აჰმადინეჟადი - დიდებულო უკრაინელო ერო, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენმა საპატიო და შეუდარებელმა წინააღმდეგობამ გამოააშკარავა კაცობრიობის მტრების სატანისტური გეგმები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ პუტინს და მის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს სისხლისღვრა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა. მედიის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ენტონი ბლინკენი ამერიკელ მოხალისეებზე - მათთვის, ვისაც სურს დაეხმაროს უკრაინას, ამის გაკეთების ბევრი გზა არსებობს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით და დახმარებით. „ტოიოტა“ სანკტ-პეტერბურგის ქარხანაში წარმოებას წყვეტს. რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიადაზე მონაწილეობა აეკრძალათ. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს. სერგეი ლავროვი „ევროპის დამორჩილებისთვის“ აშშ-ს ჰიტლერსა და ნაპოლეონს ადარებს. მოსკოვი პოლიტიკურ მარტოობას არ გრძნობს. ჩეხეთი, უკრაინიდან მოსალოდნელი ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. ლატვიის სეიმი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ნატო ნაწილობრივ პასუხისმგებელია ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე იმის გამო, რომ უარი თქვა უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის შემოღებაზე. ევროკავშირმა უკრაინისთვის 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მემორანდუმს ხელი მოაწერა. ნატო-ს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსეთი ქალაქების ალყაში მოქცევის ნაცვლად, მათზე პირდაპირ დარტყმას ირჩევს. ესტონეთმა უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარი ოფიციალურად დაუჭირა. The Washington Post-ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინის უსაფრთხოებისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების დასახმარებლად 10 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ეჭვგარეშეა, რომ უკრაინელები ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან. დავით არახამია - დღეს ამ ომში, უკრაინელები როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის გაიმარჯვებენ. მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის საუბრის შემდეგ, ფრანგული მხარე ელოდება, რომ „უარესი ჯერ წინ არის“. რადა წითელ ჯვარს და ევროპარლამენტს უკრაინის მოსახლეობის დაცვას, გაეროს კი ქვეყანაში მშვიდობისმყოფელების შეყვანას სთხოვს.

      ქართული მეომრობა - უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ ფონდს The Body Shop და Afflelou Paris უერთდებიან. ანტიკორუფციულმა მოძრაობამ მთავრობას რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილით მიმართა. კახა კალაძის განცხადებით, გაიხსნება სახაზინო ანგარიში, სადაც მოქალაქეებს უკრაინის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეეძლებათ. ხვალიდან, თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში, ამოქმედება პუნქტი, სადაც მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს უკრაინის მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება შეეძლებათ. 5-8 მარტს, ქართველი კინომწარმოებლები და რეჟისორები კინოთეატრ „ამირანში“ „უკრაინის დღეებს” წარმოადგენენ.

      განაცხადი ევროპელობაზე - განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე ხელმოწერილია - ამბავი ცოტა შორიდან. „რეფორმების ჯგუფი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებულად გაწევრიანების განაცხადს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას. სალომე სამადაშვილი - კობახიძე უნდა გამოვიდეს და გამოაცხადოს, რომ ბრუნდება მიშელის შეთანხმებაში და ვალდებულებებს განახორციელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში განაცხადი უმისამართო გზავნილი იქნება. ლევან გოგიჩაიშვილი - ღარიბაშვილის ირგვლივ არის გარემოცვა, რომელიც მენტალიტეტით დგას რუსეთის მხარეს, ეს ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კიევი 2 დღეში დაეცემოდა. სალომე სამადაშვილი - სია უნდა შედგეს ამ ხელისუფლების ყველა სამარცხვინო ნაბიჯის, რაც უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე გადაიდგა. იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ხალხს საერთოდ არ უნდა ელჩის უკან დაბრუნება, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ რაღაცნაირად გაიფუჭონ უკრაინასთან საქმე. არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების მზაობას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ამ პროცესის სახე სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს. გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, უახლოეს პერიოდში განხორციელდეს ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი სტრასბურგში, ბრიუსელში, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ სტრუქტურაში. გიორგი კანდელაკი - მთავარი საკითხი საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დასავლურ დღის წესრიგში მაღლა აწევაა, რისთვისაც „ოცნება“ არაფერს აკეთებს, ეს ეროვნული ინტერესების ღალატია. ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა. საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული - გაოცებულები ვართ კომენტარებით, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო აკავშირებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციას უკრაინის მოვლენებს. მამუკა ხაზარაძე - ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერით უკრაინის მიმართ, მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების მტკიცე პროტესტის შედეგად ხელისუფლებას ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადი შეაქვს. Reuters - ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვასაგან წევრობის შესახებ განაცხადის მისაღებად მზადაა. მაიკლ გალერი საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე - მაშინ მოიქეცით ევროპულად პოლიტიკის შემუშავებისას. ლევან იოსელიანი - ასეთი სასამართლოთი ჩვენ ვერანაირ კანდიდატობის სტატუსს ვერ მოვიპოვებთ, ფუნდამენტური რეფორმები გვჭირდება - ამის გარეშე ეს განაცხადი დარჩება განაცხადად. ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და მიშელის დოკუმენტთან დაბრუნების გარეშე, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განცხადება „ოცნების“ მხრიდან მორიგი ტყუილია. მიხეილ დაუშვილი - გაიხსნა შესაძლებლობის ფანჯარა - ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი - 2014 წელს, როცა პრემიერის რანგში ხელი მოვაწერე ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს. მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია. დავით ზალკალიანი - ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერით საქართველომ შეაბიჯა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გარდამტეხ, უმნიშვნელოვანეს პერიოდში. სლოვენიის პრემიერ-მინისტრი - სლოვენია მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ევროკავშირში. ნინო ბურჯანაძე - ამ ხელისუფლების ხელში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვერც 2024 წელს ვიქნებით მზად​, ვერც 2028-ში და ვერც 2032-ში - მიმართვა დარჩება ფარატინა ფურცლად.

      აუქციონი - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების საკადასტრო კოდების სიის გამოქვეყნება დაიწყო.

      ახალი მოთამაშე - „სომხეთის ევროპული პარტია“ ხელისუფლებას მიმართავს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ოფიციალური განაცხადი გააკეთოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 114

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters