დღეს დავითობაა, თსუ-ს დაბადების დღე და კიდევ სხვა ეროვნული ამბებიც მაგრამ მედიაში ერთპიროვნულად ოპოზიციის დღე გამოდგა. ოპოზიციაში ქოლგების, პარტიების, შეფარების და შეფასებების დღე იყო. ლიდერობის და ლიდერების პრობლემას ხედავენ ოპოზიციაშიც. მცირედად კოვიდის, მაგრამ სიახლეებით, რომლის მიხედვითაც შესაძლოა „კოვიდგამოკეტვის“ ვადები შემცირდეს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9200 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 483 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში ინფიცირებულთა 2.9% ანუ 6100 პაციენტი მკურნალობს. პიკის ფაზაში ვართ - მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ ინფორმაციას, როდიდან უნდა ველოდოთ ინფიცირების შემთხვევების შემცირებას. პენიტენციური სამსახური მართავს სიტუაციას და გავრცელებული ინფორმაცია, კორონავირუსის უკონტროლო შემთხვევების შესახებ, არასწორი და გადაჭარბებულია. სამედიცინო პერსონალში კოვიდინფექციის გავრცელების ტემპი საკმაოდ აქტიურია. კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის პროგრამის გაფართოება იგეგმება. ჯერჯერობით იზოლაციის ვადა უსიმპტომო პირებისთვის კვალავ 8 დღე რჩება, თუმცა მიმდინარე კვირაში ჩვენ ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, სადაც მე-5 დღეს ტარდება ტესტი და უარყოფით შემთხვევაში პირმა შეიძლება გააგრძელოს აქტივობა პირბადის გამოყენებით. ამირან გამყრელიძე - „ომიკრონიდან“ „ომიკრონის“ რეინფიცირების შემთხვევები ჩვენთან ჯერ არ დაფიქსირებულა, შესაძლებელია იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია. ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადია. ექიმების 82% ვაქცინირებულია. იანვარში კორონავირუსით 4019 ორსული დაინფიცირდა. მხოლოდ იმას, რომ ჩამოვეკიდოთ იმუნური ფენა სრულად დაგვიცავს, ასე ვერ იქნება, ამით მოსახლეობას ვერ დავამშვიდებთ.

      გამორკვევა ოპოზიციაში - საბა ბუაძე - პოლიტიკა დაიცალა შინაარსისგან, ამის ბევრი მიზეზია, პირველ რიგში ის პოლიტიკური ტემპერატურა, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, მაგრამ ოპოზიციაშიც უნდა ვეძიოთ პრობლემები, ვიყოთ თვითკრიტიკულები. ანზორ ბიწაძე - პოლიტიკურ ჭრილში ოპოზიცია სუსტი ვართ - ავცდით იმ დღის წესრიგს, რომელიც ერთ მილიონ ადამიანს ჰქონდა, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები სურდა. კახა კალაძე - ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება არსებობს - სააკაშვილის მხარდამჭერები ღიად უპირისპირდებიან მელიას. ირაკლი ზარქუა - მარტივი არითმეტიკაა, 60 -ზე მეტნი არიან ოპოზიციაში, კომისიის შექმნას 50 სჭირდება, დაარწმუნონ თავიანთი კოლეგები და შექმნან. რომან გოცირიძე - პოზიციაზე, რაზეც უგულავამ ისაუბრა, პარტიაში არ გვიმსჯელია - ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც არ არის ერთფეროვანი. რომან გოცირიძე - ჯერ ეშმაკურად და თავხედურად აცხადებდნენ, რომ კომისიაში მონაწილეობას მიიღებდნენ, „ქართული ოცნება“ კომისიაში ვითარების ასარევად შემოვიდოდა, ახლა უკვე სხვა გზას მიმართეს, უფრო უხეშს და პირდაპირს. ირაკლი ქადაგიშვილი - სულ რომ დიმიტრი გელოვანი მოიყვანო, ოპოზიციაში მაინც იტყვიან - არა, არ ვარგაო. ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ მოქმედებს პრინციპით, რომ „ვინც ჩემთან არ არის ის ქვეყნის მტერია“. ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლოა, ვეღარ მოხერხდეს. გიგი უგულავა - „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ე.წ. ქოლგა პარტია ყველასთვის - წარმოვიდგინოთ ბლოკი, რომელიც აერთიანებს „ლელოს“, გახარიას პარტიას, მარგველაშვილს, კვირიკაშვილს, ალასანიას, ბაქრაძეს, ვაშაძეს. ირაკლი ზარქუა - გიგი უგულავამ თავის დროზე ჯართი უწოდა სააკაშვილს და ახლა გაშლილი ქოლგის ქვეშ მოუნდა მასთან ერთად - გინდ გაშლილი და გინდა დახურული ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, არაფერი გამოვა. გიგა ბოკერია გიგი უგულავას განცხადებაზე - „ევროპულ საქართველოში“ ამ ტიპის გაერთიანების იდეას სერიოზულად არც კი განვიხილავთ. გიორგი ვაშაძე - ერთადერთი ქოლგა, რის ქვეშაც ვიქნები, არის „სტრატეგია აღმაშენებელი“, დრო მოჭამა იდეებმა - ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა „ნაცმოძრაობის“ გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა. ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“ პლუს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, ამიტომ ვთვლი, რომ მისი ქოლგის ქვეშ ყოფნა რაღაც ფანტაზიაა. თაკო ჩარკვიანი - ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, აღარ იყოს პარტიის თავმჯდომარე - იყო ძლიერი ლიდერი, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია.

      საარჩევნო - იაგო ხვიჩიას შეფასებით, ნორმა, რომლითაც შესაძლებელია პარტიების საარჩევნო სიების ჩახსნა, არაკონსტიტუციურია და ის საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

      #დავითობა და თსუ-ს იუბილე - ირაკლი ღარიბაშვილი - თსუ-ს დაარსებიდან 104 წელი შეუსრულდა - საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლისთავს ულოცავს.

      დეპუტატობის სტატუსი - სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და „ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსება დაკარგონ.

      აქციები - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ეკონომიკის სამინისტროსთან, სემეკთან აქცია გამართეს. „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრი - დავით ნარმანიამ, გოჩა შონიამ, გიორგი ფანგანმა, მაია მელიქიძემ და გიორგი ფრუიძემ 2021 წელს კოლოსალური პრემიები მიიღეს.

      შვიდკაცა რაგბი - საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრების მენეჯერის განცხადებით, რუსეთის ნაკრებმა საკუთარი ხარჯით ჩამოსვლის და ქუთაისში შეკრების ინიციატივა გამოთქვა, რითაც მეტოქის „მინუსების და პლუსებს შევისწავლით“.

      ოკუპაცია - დიმიტრი პესკოვი - „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ლუკაშენკოსთვის დამატებითი სიგნალების გაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს - მიიღებს გადაწყვეტილებას, როცა საჭიროდ ჩათვლის. რუსეთის მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ანატოლი ბიბილოვს უჭერენ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 2 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა.

      უკრაინის შიდა სამზარეულო - პეტრო პოროშენკო პოლიტიკური თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას პასუხობს - ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ აქ უკრაინაში, თავად გავერკვევით. უკრაინის პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე „ზრუნვის“ უძველესი რუსული პრაქტიკა დიდი ხანია დამთავრდა. ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინის პრეზიდენტად ამირჩიეს. ვლადიმერ ზელენსკი პუტინის ფრაზაზე: „მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“ - უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“, ეს უკვე ზედმეტია - ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს, ვიქცევით ღირსეულად, ამიტომ მოთმინება სიბრძნეა.

      მაკრონ ამბები - ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ირგვლივ არსებული კრიზისის დაძლევის კუთხით მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება. ემანუელ მაკრონი - მინსკის შეთანხმება მოქმედებს როგორც ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად - უფრო წინ უნდა ვიაროთ. ემანუელ მაკრონი - დავრწმუნდი, რომ არ იქნება გაუარესება ან ესკალაცია.

      სამხედრო ამბები - მედია - შავი ზღვისკენ რუსული ხომალდები დაიძრნენ, რომლებიც საზღვაო წვრთნებში ჩაერთვებიან. ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი რუმინეთში ჩავიდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 143

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters