საპარლამენტო ამბების დღე - მანდატები, პერსონალურები, გამომძიებლები და ა.შ.

      თებერვლის ხეებში წყალჩადგომა ცივი გამოდგა და კიდევ უფრო ცივი იქნებაო, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, 9 თებერვლიდან უფრო აცივდება. ტავტოლოგიას თავი დავანებოთ და ... ახალი კვირა არც ისე მრავალფეროვანი გამოდგა და სულ რამდენიმე საკითხად დაიშალა, თუმცა ყველა მათგანმა პარლამენტში მოიყარა თავი - მიშას ამბები, ნაცების ამბები, დეპუტატების მანდატები და პერსონალურის დამცველის არჩევნებიც. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9480 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. ფულადი წახალისების ამოქმედებიდან ერთ თვეში ე.წ. ბუსტერ დოზით 50-დან 60 წლამდე ასაკის 17 850 მოქალაქე აიცრა. დევი ტაბიძე - „ომიკრონი" არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი - ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს. ივანე ჩხაიძე - ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე, ე.წ. რესპირატორი N95-ის დაცვის მაჩვენებელი კი 85%-მდეა.

      #მიშანიუსი და ნაციონალები - პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე მათ პოლიტიკურ ჯგუფს არ უმსჯელია, თუმცა პირადად ის მხარდაჭერას აპირებს. თინა ბოკუჩავა - მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით კომისიის შექმნის საკითხი უკრაინის რადაშიც განიხილება. გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობას“ იმისთვის უნდა, რომ პარლამენტში მეორედ შემოსვლა გაამართლოს. არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიცია ამბობდა პარლამენტში არ შევალთო, ახლა აწარმოებენ პიარკამპანიას, როგორ დაბრუნდნენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში თუ არ ვიქნებით, ეს პოლიტიკური დევნაოო - ეს არის აბსურდი. ირაკლი ქადაგიშვილი - თუ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ვიმსჯელებთ, ჩავერთვებით თუ არა მის მუშაობაში. მიხეილ სააკაშვილი - 2009 წელს რუსებმა წინმსწრებად მოინდომეს ღრმაწყლოვანი ყურის მიტაცება, გადადგეს ნაბიჯები ჩვენი დესტაბილიზაციისკენ - ვშიშობ, ახლა ისე მოახერხებენ ამ ყველაფერს, ხმის ამომღები ბევრი არავინ იქნება. სამოქალაქო მოძრაობა „მიშას სექტორი“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, კარვის გაშლას აანონსებს. არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობაში“ რამდენიმე გუნდი ცდილობს ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის ზოგიერთი ცდილობს დაანახოს სააკაშვილს, რომ ისინიც მიხეილ სააკაშვილები არიან და მათაც შეუძლიათ იყვნენ არანაკლებ აგრესიულები. მიხეილ სააკაშვილი - მინდა მოვუწოდო ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით. გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილს უკვე ეტყობა, რომ ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამას სასწრაფო მიხედვა სჭირდება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს და უსაფრთხოებას. აშშ-ის ელჩი - ჩვენი ინტერესია, სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება და სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი.

      მანდატების გაუქმება - იაგო ხვიჩია - ნათელაშვილისთვის, ხოშტარიასა და ჯაფარიძისთვის მანდატი დეპუტატებს არ მიუციათ - შესაბამისად, არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, ის ჩამოვართვათ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტს შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის რეკომენდაციით მიმართავს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ დეპუტატ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. თუ პარლამენტი ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას მანდატებს შეუწყვეტს, მე-10 მოწვევის პარლამენტი 145-წევრიანი იქნება და მისი შემადგენლობის 150 წევრამდე შევსება ვერ მოხდება.

      პერსონალურები - პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობებზე შერჩეული კანდიდატურები წარედგინა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კანდიდატები პროცედურების სრული დაცვით შეარჩია. შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს მიმართავს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებზე აღქმებითა და შთაბეჭდილებებით არ იხელმძღვანელონ. კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, სახელმწიფო ინსპექტორის ახალი სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების დანიშვნების პროცესი ნაჩქარევი არ იქნება.

      რუსთავის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით გაიზარდა.

      განათლების ბედი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია უქმდება. ინიციატივის მიზეზი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, დღეის მდგომარეობით, ქმედითი მექანიზმი არ არის. ამავე ცვლილებების ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დგინდება და ის შეეხება: სკოლის ფილოსოფიას, სასკოლო კურიკულუმს, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და მოსწავლეთა მხარდაჭერას.

      კულტურა მომავალში - კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 15 თეატრში სამხატვრო ხელმძღვნელის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსიდან 7 წარმატებით დასრულდა, 5 ჩაიშალა, 3 კი მიმდინარეა.

      შეთავაზებები - გიორგი ვაშაძე - მივმართავ კალაძეს და პრემიერს - გინდათ გაჩვენოთ, როგორ უნდა იყოს ტრანსპორტი უფასო, როგორ განვავითაროთ ტექნოლოგიები? - ხომ ამბობთ, რომ ღია ხართ, ჰოდა, მოვალთ და გაჩვენებთ. 2017 წელს ჩვენ გვქონდა „ბლოკჩეინ ქალაქის“ ინიციატივა, მაგრამ ამას არ მოჰყვა მხარდაჭერა - მივმართავ პრემიერს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დანიშნეთ დრო, თარიღი და მზად ვართ ჩავერთოთ

      ჩვენსკენაც მოუხარიათ - საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა.

      ელ. ენერგიის ამბები - „თელასი“ - მომხმარებლებს, რომელთაც მრიცხველის ჩვენებასთან, მოხმარებულ კილოვატსაათებთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია, გთხოვთ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით. დღეიდან, სემეკი „თელასსა“ და „თელმიკოში“ მონიტორინგს იწყებს. ლევან ხაბეიშვილი - „თელმიკომ“ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენი მოქალაქეები გაძარცვა.

      ოკუპაცია - ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებაზე - არსებობს ამის რაიმე აუცილებლობა? ანატოლი ბიბილოვი - “პროგრამა “ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ” საჭიროა იმისთვის, რომ შეიქმნას გარემოებები რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესასვლელად. საგარეო უწყება - ბელორუსსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჩინეთის ქალაქში, სადაც 3.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. ჩინეთი „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკას აგრძელებს. სომხეთში კორონავირუსის 1 631 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 171 905 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      უკრაინაში უკრაინის გარეთ - ოლაფ შოლცი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გერმანია მზადაა, მოკავშირეებთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას - ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი. ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს ესაუბრა. დიმიტრი პესკოვი პუტინისა და მაკრონის შეხვედრაზე - სიტუაცია ძალიან რთულია იმისთვის, რომ ერთი შეხვედრისგან გადამწყვეტ ცვლილებებს ველოდოთ. ვლადიმერ პუტინი - ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება მოსკოვისა და პარიზის საერთო შეშფოთების საგანია. ემანუელ მაკრონი - იმედი მაქვს, პუტინთან დიალოგი უკრაინაში დეესკალაციის პროცესის დაწყებას შეუწყობს ხელს.

      გაერო - ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამა მოპარული კრიპტოვალუტით ფინანსდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 109

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters