დღეს ოკუპაციის დღეა! აი, ყოველ წელს რომ თბილისის თალხსა და ცელით მოსულ სიკვდილზე წერენ ხოლმე, ის დღე. თუმცა ამჯერად ოკუპაცია უკრაინაში მიმდინარეობს და მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს დღის წესრიგიც სწორედ უკარაინიდან „იმართება“. ომის საშინელებამ ბოლო ორი დღე ისეთი ხანგრძლივი გახადა რომ გამორკვევაც კი ჭირს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1540 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 482 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.

      ომის მეორე დღე ნაომარი ქვეყნიდან - გუშინდელი ღამიდან ამ დრომდე - კიევში რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად 9-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. დმიტრო კულება - საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმები კიევზე, ჩვენმა დედაქალაქმა ბოლოს მსგავსი რამ 1941 წელს განიცადა. მედია - რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება - განადგურებულია რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი. ვრცელდება ვიდეო, სადაც ქალაქ სუმიში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის შეტაკებაა ასახული. როვნოს აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტი - რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება მისი დანაკარგი. უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული - „კალიბრის“ რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ. დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? - ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო. რუსეთის მოქალაქეებს, ვინც აქციებზე გამოდის: იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ. ჩვენ ერთად უნდა დავსვათ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ გვჭირდება ომის საწინააღმდეგო კოალიცია. სოციალურ ქსელში ვრცელდება აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსების მიერ მოკლული უკრაინელი მესაზღვრეების უკანასკნელი სიტყვები ისმის. უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექციის ინფორმაციით, ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატება შეინიშნება. უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ივანკოვის დასახლებასთან რუსული ტანკების შეჩერების მიზნით, ხიდის აფეთქებისას უკრაინელმა ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი - კიევში ყველა დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი განადგურებულია. სერგეი ლავროვი - კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან. დიმიტრი პესკოვი - ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ნეიტრალიტეტის შესახებ პოზიტივისკენ სვლაა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, არ აქვთ უფლება რუსეთში მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე. BBC - ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს უმოქმედობაში ადანაშაულებს. უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლი დაცხრილა, როდესაც იქ 50 ბავშვი იმყოფებოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მალე ქვეყანა პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღსა და სხვადასხვა სახის რესურსს მიიღებს. რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ვიტალი კლიჩკო - კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული, სიტუაცია რთულია. მარიუპოლის მერის ინფორმაციით, „ბოევიკები“ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, დაშავებულია 35 ადამიანი. უკრაინის უმაღლესი რადა მსოფლიოს პარლამენტებსა და მთავრობებს მოუწოდებს, ჩაკეტონ ცა კიევისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თავზე. დიმიტრი პესკოვი - რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს. გემი MILLENNIUM SPIRIT, რომელიც მოლდოვის დროშის ქვეშ დაცურავდა, რუსული გემის თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და მოუწოდა ძალაუფლება ხელში აიღონ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - განადგურებულია რუსეთის არმიის 80 ტანკი, 516 ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი და 2800 პირადი შემადგენლობა. დმიტრო კულება - საბავშვო ბაღსა და ბავშვთა სახლზე თავდასხმები ომის დანაშაულია. CNN - ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებს რუსეთის მიერ საზღვრებთან მობილიზებული საბრძოლო ძალის მხოლოდ მესამედი აწარმოებს. კიევის მერი - კიევში 5 აფეთქება მოხდა - ღამე და დილა რთული იქნება. უკრაინული მედია - მარიუპოლის სკოლას და მრავალსართულიან სახლს ჭურვი მოხვდა.

      მსოფლიოს რე-აქცია - ემანუელ მაკრონი მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი შეასრულოს. ლუკ კოფი - დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება. პოლონეთის პრეზიდენტი - კიევში ვითარება უკიდურესად რთულია - უპილოტო თვითმფრინავები ბომბებს საცხოვრებელ სახლებზე ყრიან, ადამიანები იხოცებიან, ეს ტერორის ცხადი აქტია. მევლუთ ჩავუშოღლუ - ანექსიისა და ომის წინააღმდეგი ვართ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ვუჭერთ - ჩვენ ამ ომში მონაწილე მხარე არ ვართ, არ ვართ ის მხარე, რომელიც რაიმე სახის კონფლიქტში ჩაერთვება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საფრანგეთს აშფოთებს რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმა საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ. ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის 300 მილიონ ევროს გამოყოფს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, მზად არის გენოციდის ნებისმიერი აქტი და ომის დანაშაული გამოიძიოს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლიდან მოყოლებული ჩადენილია. ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება. შარლ მიშელი - მოვუწოდებ ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ძალადობა - სანქციების ახალი პაკეტის საჩქარო მომზადება მიმდინარეობს. BBC - ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინისთვის და სერგეი ლავროვისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნატოს უნდა გადაედგა მეტად გადამწყვეტი ნაბიჯები. ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართა. ლიზ ტრასი - ჩვენ ველით, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასანქციო სიაში პუტინსა და ლავროვს შევიყვანთ, ისინი პასუხისმგებელი არიან, რომ უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. ევროპის სამაუწყებლო კავშირი - რუსეთი ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა. იენს სტოლტენბერგი - ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. დასავლეთის ლიდერები მზად უნდა იყვნენ მეტის გასაკეთებლად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფასის გადახდა მოგვიწევს. ვხედავთ რიტორიკას, მესიჯებს, რომლებიც მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მიზანია კიევში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების შეცვლა. ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის. უკრაინასა და რუსეთს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებზე - ეს უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია. რუსეთის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ კრემლის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ გახდის რუსეთს უფრო დაცულს და პატივსაცემს მსოფლიოში - ეს არ მოუტანს უკეთეს მომავალს თქვენს შვილებს. ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ჯარს განათავსებს. ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირის მიერ სანქცირებული ლიდერები არიან ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელარუსიდან და პუტინი რუსეთიდან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინაში გავგზავნეთ, უკვე ჩავიდა. დიმიტრი პესკოვი - უკრაინელებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების გამართვა ვარშავაში სურდათ, შემდეგ კი კავშირიდან გავიდნენ. ევროკავშირმა სანქციების სიაში ვლადიმერ პუტინი და მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა. პოლონეთი და ჩეხეთი რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავენ.

      ქართული რე-აქცია - შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი იყო მსოფლიოში მეორე პარლამენტი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - დღემდე ჩვენს ელჩსა და კონსულს კიევი არ დაუტოვებიათ. ირაკლი ღარიბაშვილი - პარლამენტში არ მივალ, მე ჩემი საქმე მაქვს, პარლამენტს თავისი საქმე აქვს, ომი უკრაინაში მიმდინარეობს. მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან. მინდა, მოქალაქეებს მივმართო - შევინარჩუნოთ სიმშვიდე, საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა საომარი მოქმედებები შეჩერდეს. პაატა მანჯგალაძე - ეს არ არის საკუთარი სახლი, რომ პაპუაშვილმა ან კობახიძემ გადაწყვიტოს, გააღებს თუ არა პარლამენტის კარს - პუტინმა ცივილიზებულ სამყაროს ომი გამოუცხადა, „ოცნებამ“ კი საპროცედურო ბრძოლა გამოგვიცხადა. გიორგი გახარია - მივმართავ უკრაინელ ხალხს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით მიემართებიან. ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, რუსეთის დროშა დაწვეს. დიდი ბრიტანეთის ელჩი - ქართველი ხალხი უკრაინას მძლავრ სოლიდარობას უცხადებს - რაც უფრო მტკიცე იქნება კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მით უკეთესი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 225

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: თებერვალი 26, 2022||12:07am

#qwellynews: ანონიმოუს-მა ჯერ თავდაცვის სამინისტროს გვერდი „დაჰაკა“, ახლა „გაზპრომის“ გვერდია გათიშული. 

ლაშა: თებერვალი 26, 2022||12:47am

#qwellynews: ზელენსკისგან მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

MMOexp:A Revelation in Path of Exile 2

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

In the vast landscape of Path of exile currency Path of exile currency action role-playing games (ARPGs), allegiances run deep. For years, I stood firmly in the Diablo 3 camp, finding solace in its fast-paced combat and streamlined gameplay. Path of Exile, with its roots in the classic Diablo 2 era, had always seemed intriguing but never enough to sway my allegiance. However, all of that changed…

გაგრძელება

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters