კიდევ ორი დღე ომში - უკრაინაში ომი გრძელდება და რუსები ჯერ-ჯერობით არ ჩერდებიან. მეტიც, დღეს უკვე პუტინმა ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე მზაობის და მომზადების ბრძანებაც გასცა. სანქციები მკაცრდება და უკრაიანში საბრძოლო იარაღი იგზავნება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1720 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 თებერვალი, 2022

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 835 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.

      რუსეთი-უკრაინა - ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა 100 000-ზე მეტი დამპყრობელი იმყოფება ჩვენს მიწაზე, ისინი ისვრიან საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, თურქეთმა რუსულ სამხედრო გემებს შავი ზღვისკენ გასასვლელი ჩაუკეტა. დმიტრო კულება - რუსეთის SWIFT-ის საერთაშორისო პროგრამიდან გარიცხვის მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. დიმიტრი პესკოვი - კიევმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა - მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის მოქმედებები მოლაპარაკებების მოლოდინში შეაჩერა, თუმცა ოფიციალური კიევისგან უარის მიღების შემდეგ კვლავ განაახლა. BBC- რუსეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის ნაწილს „ტვიტერში“ შესვლა შეუზღუდა, რათა უკრაინაში არსებული ვითარების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებზე წვდომა არ ჰქონდეს. ხარკოვის ოლქში სამგზავრო ავტობუსი დაცხრილეს, 5 ადამიანი გარდაიცვალა და 6 დაშავდა. რამზან კადიროვმა უკრაინაში ჩეჩენი მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ. უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფლოტმა თავისი სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევიდან 37 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ძალების 370 ერთეული ტექნიკის მობილიზება შეიმჩნევა. BBC- ის ინფორმაციით, დღეს კიევში კორპუსზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლება „ტერორისტული მეთოდების“ გამოყენებაში დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყებამ უკრაინაში მყოფ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, თავდასხმა ყველა მიმართულებით განაახლონ. დონეცკის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა სოფელ სარტანაზე ავიაიერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 9 დაშავდა. მედია - რუსი სამხედრო მეთაურები უკრაინის ტერიტორიაზე ნელი წინსვლით იმედგაცრუებული არიან. უკრაინული მედია - უკრაინულმა შეირაღებულმა ძალებმა ოდესის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მტერს ამ ომში არავითარი შანსი არ აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო გუტიერეშს - ჩამოერთვას აგრესორ ქვეყანას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის უფლება, რუსეთის მოქმედებებს მიენიჭოს უკრაინელი ხალხის გენოციდის კვალიფიკაცია. უკრაინა რუსეთთან და ბელორუსთან საზღვარზე საგუშაგოებს ხურავს. უკრაინის პრეზიდენტი - უკრაინას მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, სიმართლე და გამარჯვება ჩვენს მხარესაა. BBC - კიევში საჰაერო თავდასხმის სიგნალი ისმის. BBC-ის ინფორმაციით, კიევს ათასობით ადამიანი ტოვებს. კიევის მერი - რუსეთის შემოჭრიდან ამ დრომდე კიევში 20 ადამიანი დაიღუპა, 71 - დაიჭრა. რადას დეპუტატის ინფორმაციით, უკრაინელებმა კიევის თავზე ორი „ილ-76“ ჩამოაგდეს. CNN-ის ინფორმაციით, კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა. ვლადიმერ კლიჩკო - მივმართავ მსოფლიოს, შეაჩეროს ეს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო. უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ვასილკოვოზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს - ნავთობის ბაზა იწვის. CNN - ის ინფორმაციით, ორი აფეთქება სავარაუდოდ, ვასილკოვოს ირგვლივ იყო, კიევიდან 30 კილომეტრში. ხარკოვში რუსულმა ძალებმა გაზსადენი ააფეთქეს. მედია - რუსული ჯარები სუმიში საცხოვრებელ უბნებს ბომბავენ, არის მსხვერპლი. ხარკოვში რუსულმა ძალებმა 9-სართულიანი შენობა დაბომბეს, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. კიევის მოსახლეობას, ნავთობის საცავის აფეთქების გამო ტოქსიკური ნივთიერების შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით აფრთხილებენ. კიევში მიმდინარე შეტაკებებს 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. გაერო - უკრაინაში დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის ორ ქალაქში საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებენ. ალექსეი რეზნიკოვი - სად არიან ისინი, ვინც კიევის 2 საათში აღების პირობას დებდა? - სიბნელე უკან დაიხევს, განთიადი ახლოსაა. რუსული ძალები ხარკოვში შევიდნენ. უკრაინული მედია - ქალაქი ნოვაია კახოვკა რუსმა ძალებმა დაიკავეს. BBC - კიევში საჰაერო დარტყმის მაუწყებელი განგაშის სიგნალის ხმა ისმის. BBC - ხარკოვის ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - 24-26 თებერვალს განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი. ვლადიმერ პუტინი - მინდა, მადლობა გადავუხადო სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას უმწიკვლო სამსახურისთვის. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის დელეგაცია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის ბელარუსში ჩავიდა. უკრაინა უცხოელ მოხალისეებს დახმარებას სთხოვს. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - მტერი ცდილობდა უკრაინის ქალაქებში შეჭრას, მაგრამ ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა - მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკი ბელარუსის მოქალაქეებს - ჩვენი შვილები თქვენი ტერიტორიიდან იღუპებიან - თქვენ წყვეტთ ვინ იქნებით, როგორ შეხედავთ თქვენს შვილებს თვალებში. კიევის გარეუბანში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ხერსონი და ბერდიანსკი რუსული ჯარების მიერ სრულად დაბლოკილია. კიევში, ტროეშჩინაში 16-სართულიანი კორპუსის ეზოში აფეთქება მოხდა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ირპინი დაიბრუნეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. ვიტალი კლიჩკო - კიევში რუსეთის ჯარი არ არის. ვოლოდიმირ ზელენსკი - შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. უკრაინის შსს - მტრის ჯავშანტექნიკის დიდი კოლონა კიევისკენ მიემართება. აშშ-ში პუტინის განცხადებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებენ. უკრაინის შს მინისტრის მოადგილე - რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება. დმიტრო კულება დასავლეთს - შეწყვიტეთ უკრაინელი კაცების, ქალების და ბავშვების სისხლით ვაჭრობა - ისტორია განგსჯით და თქვენი სახელები დარჩება როგორც კაცობრიობის მოღალატეები, რომლებმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია ევროპაში აგრესორს. დმიტრო კულება რუსეთთან მოლაპარაკებებზე - არ დავნებდებით, კაპიტულაცია არ იქნება, ჩვენი ტერიტორიის არცერთ ნაწილს არ დავთმობთ. უკრაინული მედია - უკრაინაში რუსეთის შეჭრას 4 დღეში სულ მცირე 16 ბავშვი ემსხვერპლა. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე - არც ისე მჯერა შედეგის, მაგრამ დაე, სცადონ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუს სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები. ვოლოდიმირ ზელენსკი - ბელგია კიდევ 3000 ტყვიამფრქვევს და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს გვიგზავნის. ვიტალი კლიჩკო - კიევი გარშემორტყმულია მტრით, ევაკუაცია ამ დროისთვის შეუძლებელია.

      მსოფლიო უკრაინაზე - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება - რუსული ძალების დიდი ნაწილი კიევის ცენტრიდან 30 კილომეტრშია, ვაფრთხილებთ რუსეთს, რომ ადამიანური დანაკარგი მათი მხრიდან მძიმე იქნება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უნგრეთი რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებს, მათ შორის SWIFT-ის პროგრამიდან გარიცხვის შესახებ, არ დაბლოკავს. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ რუსული ავიაკომპანიებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაკეტა. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი - დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინის მოსახლეობის გვერდით, ისინი გაბედულად იბრძვიან უკრაინის მომავლისთვის. ბორის ჯონსონი პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებს, დასრულდეს რუსეთის ჩართულობა SWIFT-ის პროგრამაში. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა, თუმცა განცხადებაში რუსეთი არ უხსენებია. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს. პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივით გამოდის. BBC- გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა. გერმანია უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 „სტინგერს“ უგზავნის. ჯოზეფ ბორელი დავით ზალკალიანთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება. 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთში ომის საწინაღმდეგო აქციებში მონაწილე 2700-მდე პირი დააკავეს. რუსეთისთვის საჰაერო სივრცე ლატვიამ და ლიეტუვამაც დახურეს. ბორის ჯონსონი - უკრაინის პრეზიდენტის და მისი ხალხის გმირობა შთამაგონებელია - რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს დიპლომატიურად და ფინანსურად. ჯო ბაიდენი - გვაქვს ორი ვარიანტი: დავიწყოთ მესამე მსოფლიო ომი ან დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ფასს გადაიხდის. თეთრი სახლი - ევროკომისიასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადასთან ერთად, აშშ მხარს უჭერს SWIFT-დან რუსული ბანკების გაძევებას. ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინი დაადგა უკრაინის განადგურების გზას, მაგრამ სინამდვილეში, ის ანგრევს თავისი ქვეყნის მომავალს. BBC-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი უკრაინის ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს საწვავს უფასოდ მიაწვდის. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსული ძალები „იმ პროგრესს ვერ აღწევენ, რაც დაგეგმეს“. Google-მა რუსული სახელმწიფო მედიის მონეტიზაცია შეაჩერა. ფინეთი და ირლანდია რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა. ალექსანდრე ლუკაშენკო - თუ უკრაინაში კონფლიქტი არ შეჩერდება, 3 დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა - ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერი - თურქეთი ყოველთვის იქნება ორიენტირებული კონფლიქტის სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებაზე. იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უერთდება. კანადა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ემანუელ მაკრონი - ლუკაშენკოს ბელარუსიდან რუსეთის ჯარის გაყვანის უზრუნველყოფა ვთხოვე. ალექსანდრე ლუკაშენკო - საწყალი პუტინი, ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ, სიმართლე გითხრათ, მეცოდება. ოლაფ შოლცი უკრაინელებს - ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს - საშინელი სურათები, რომლებსაც ვხედავთ, აჩვენებს რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საშიში რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქციელია. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - Russia Today, Sputnik-ი და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად - ვამუშავებთ ინსტრუმენტებს მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით ევროპაში. მევლუთ ჩავუშოღლუ - ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია - ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას“.

      საქართველო - უკრაინაში საქართველოდან მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. საქართველოში მყოფ 200-მდე უკრაინელ ტურისტს დახმარება უკვე გაეწია. მარიამ ქვრივიშვილი - მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სასტუმროებსა და სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც მასპინძლობენ უკრაინელი ტურისტებს. პრემიერის განკარგულებით, უკრაინელი ხალხისთვის შესყიდულია ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგანი, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ჟანგბადის კონცენტრატორები. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი - ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, ჩვენ საინფორმაციო ომშიც ვართ ჩართული და მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა. გრიგოლ გეგელია - აქციაზე მყოფი ღირსეული ხალხის ხმამ ეს უგუნური ხელისუფლებაც გამოაფხიზლა. დავით ზალკალიანი - ჩვენ ვდგავართ უკრაინელი დების და ძმების გვერდით ამ მეტად კრიტიკულ სიტუაციაში, რადგანაც კარგად გვესმის თავისუფლების ფასი. გიორგი ვაშაძე - მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელი მოვაწეროთ პეტიციას, რომელიც ითხოვს ნატოს მხრიდან უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას და უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს მშვიდობისმყოფელების განლაგებას. სერგო ჩიხლაძე - შევქმენით ტექნიკური ჯგუფი, რომელიც გამოავლენს პრორუსულ დაჯგუფებებს, გვერდებს სოციალურ ქსელებში, პიროვნებებს, რომლებიც კრემლის სასარგებლოდ დეზინფორმაციას ავრცელებენ. საქართველოს ელჩი - უკრაინაში საელჩო და საკონსულო განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე. სოლიდარობის ნიშნად, „სილქნეტი“, უკრაინის მიმართულებით ზარებზე ტარიფს აუქმებს!

      კიბერ ამბები - უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი - ძვირფასო ილონ მასკ! სანამ თქვენ მარსის კოლონიზაციას ცდილობთ, რუსეთი უკრაინის კოლონიზაციას ცდილობს! გთხოვთ, მოგვაწოდოთ Starlink სადგურები. უკრაინა IT არმიას ქმნის, რისთვისაც ილონ მასკი Starlink-ის სადგურებსა და სატელიტურ ინტერნეტზე წვდომას აძლევს. ჰაკერებმა ჩეჩნეთის სამთავრობო გვერდი გატეხეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 104

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters