უკრაინაში ომი დაიწყო! გამთენიისას რუსულმა ბომბებმა გააღვიძა უკრაინა და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში, ამ დრომდე არ შეჩერებულა. შესავალ სიტყვაში სხვა ვერაფერს დავწერთ - ომია. ლარის ამბავი დოლარტან უარესდება - 1 დოლარის ღირებულება - 3.252 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 თებერვალი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.

      რუსეთის ომი უკრაინაში (მთელი დღის ამბები ქრონოლოგიით) - დილის 5 საათზე დაიწყო ომი უკრაიანში. ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, თავს დავიცავთ. ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. CNN - ხარკოვსა და კიევთან აფეთქების ხმები ისმის. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - შეჭრა დაიწყო კიევზე სარაკეტო თავდასხმებით. დმიტრო კულება - პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - მსოფლიომ უნდა შეაჩეროს პუტინი. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო - რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები მაღალი რისკის ქვეშ არიან. უკრაინამ საჰაერო სივრცე დახურა. მედია - რუსული ჯარები ოდესაში დაეშვნენ და საზღვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში კვეთენ. ვლადიმერ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ვლადიმერ პუტინი - ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს, რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ. ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელებს - შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დარჩით სახლში, არავითარი პანიკა, ჩვენ გავიმარჯვებთ. კიევში და ლვოვში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის. დმიტრო კულება - მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია. შესასრულებელი გეგმა უნდა იყოს ასეთი: 1. ახლავე, დამანგრეველი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, მათ შორის „სვიფტი“ 2. ყველა ფორმით, რუსეთის იზოლირება 3. უკრაინის იარაღითა და აღჭურვილობით მომარაგება 4. ფინანსური დახმარება 5. ჰუმანიტარული დახმარება. CNN - ჯარები და სამხედრო მანქანები უკრაინაში ბელარუსის საზღვრიდან შევიდნენ. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური - დილის 5:00 საათზე პუტინსა და ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას უკრაინის საზღვარსა და დონბასში არსებული ვითარების შესახებ აცნობა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური - უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ. ლუგანსკში, უკრაინის მიერ კონტროლირებად ნაწილში, საომარი ვითარების დაწყების შემდეგ, ევაკუაცია დაიწყო. უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. დმიტრო კულება - უკრაინა დაიცავს საკუთარ თავს, უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - ოკუპანტებმა ლუგანსკის ორი სოფელი დაიკავეს და ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სჩასტიეს რაიონში რუსების ორი ტანკი და რამდენიმე სატვირთო მანქანა გაანადგურეს. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. უკრაინის საგარეო უწყება - უკრაინა მზად არის, მოიგერიოს აგრესორი და დაიცვას უკრაინული მიწა. კიევში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს მოუწოდებს, რომ თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარონ. ვლადიმერ ზელენსკი - მსოფლიო ჩვენთანაა. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებები განადგურებულია, რუსული ჯარები კი უკრაინულ ქალაქებზე დარტყმებს არ ახორციელებენ. კიევს მოსახლეობის ნაწილი ავტომობილებით ტოვებს. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეზე თავდასხმა მოიგერია და მტრის 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა. ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - თქვენ მამაცები ხართ, თქვენ დაუმარცხებლები ხართ, თქვენ უკრაინელები ხართ. რადას თავმჯდომარე - დეპუტატი, რომელიც კიევს დატოვებს, მოღალატეა. უკრაინის შეიარაღებული ძალები - რუსეთის ექვსი სამხედრო თვითმფრინავი განადგურებულია. უკრაინის სასაზღვრო სამსახური - ხერსონის ოლქში 3 მესაზღვრე დაიღუპა. უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. უკრაინის შეიარაღებული ძალები - ქალაქები სჩასტიე და მარიუპოლი დავიბრუნეთ - განადგურებულია მტრის სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი - რუსეთის სარაკეტო დარტყმებს 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. რუსეთის საგარეო უწყება - კიევის გადაწყვეტილება, გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია. უკრაინული მედია - უკრაინის პრეზიდენტმა რადას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი მოსახლეობას საჰაერო დარტყმების შესახებ აფრთხილებს. დმიტრო კულება - ეს არ არის შემოჭრა მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთში, ეს არის მრავალი მიმართულებით სრულმასშტაბიანი შეტევა. ოდესის ოლქში სამხედრო ნაწილზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედია - რუსმა სამხედროებმა ჩრდილოეთ ყირიმის არხი და კახოვკას ჰიდროელექტროსადგური აიღეს. დონეცკში რუსული ჭურვები საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 10 ადამიანი. უკრაინული მედია - რუსეთმა ხარკოვის დაბომბვა დაიწყო. სერგეი ლავროვი - ის თუ როგორ არ შემოიფარგლებიან დასავლეთის ქვეყნები ნატოს ტერიტორიით, მოწმობს როგორი მადა აქვთ მთელს პლანეტასთან მიმართებით - ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევ არსებობს შანსი დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართალს. უკრაინის ატაშე თავდაცვის საკითხებში - ამ მომენტისთვის, დადასტურებულია 30-მდე ბალისტიკური ტიპის რაკეტისა და ყველა ტიპის რეაქტიული სისტემების გამოყენება. CNN - რუსეთის ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განხორციელდა. კიევში "კომენდანტის საათი" ამოქმედდა. ვლადიმერ ზელენსკი - რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ. CNN - უკრაინის მელიტოპოლის საავიაციო ბაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ვლადიმერ ზელენსკი - მოვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან - არავის გამოუვა აიძულოს უკრაინა, დათმოს თავისუფლება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - გოსტომელის აეროპორტზე რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს. უკრაინის შსს - რუსული ძალების მიერ დაბომბვის 400-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია - რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. უკრაინული მედია - რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. Reuters - უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში აფეთქებებია. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო - რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 57 და დაიჭრა 169 ადამიანი. დიმიტრი კულება - რუსეთი უკრაინულ ჰოსპიტლებს ბომბავს, ეს ბოროტების მიღმაა Bloomberg დასავლელი დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევი შეიძლება, რუსულ ძალებთან დაეცეს რამდენიმე საათში. გამოცემის ცნობით, რუსული ჯარები უკრაინისკენ მიიწევენ მდინარე დნეპრის ორივე მხრიდან. ისინი აკონტროლებენ რამდენიმე აეროდრომს, რაც შეიძლება ქვეყანაში მეტი ჯარის შესაყვანად გამოიყენონ.

      მსოფლიოს ომის პარალელურად - ჯო ბაიდენი - პუტინმა აირჩია წინასწარ განზრახული ომი, რომელიც გამოიწვევს სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს - მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს. გაეროში უკრაინის ელჩი - ომის შეჩერება ორგანიზაციის პასუხისმგებლობაა - მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს, ამისთვის ყველაფერი გააკეთოთ. გაეროში აშშ-ს ელჩი - ვლადიმერ პუტინმა ომის მესიჯი გააჟღერა - მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი გარდაცვალების შემთხვევებსა და ნგრევაზე. თეთრი სახლი - ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ბორის ჯონსონი - შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ. იენს სტოლტენბერგი - მკაცრად ვგმობ რუსეთის დაუფიქრებელ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ სამოქალაქო პირს. ჯო ბაიდენი - შევხვდები „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, აშშ და ჩვენი პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და დახმარებას. ოლაფ შოლცმა ვლადიმერ ზელენსკისთან საუბარში განაცხადა, რომ „გერმანია უკრაინის მიმართ სოლიდარულია“. ბორის ჯონსონი - დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება. იაპონიის პრემიერი - ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ რუსეთის ქმედებებს და ვითანამშრომლებთ აშშ-სთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან სწრაფი რეაგირებისთვის. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ - რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაუწყოვნებლივ უნდა დაასრულოს. ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევაჩერებთ რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე. ჯოზეფ ბორელი - ეს არის ევროპის ყველაზე ბნელი საათები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ევროკავშირი შეთანხმდება სანქციების უმძიმეს პაკეტზე. ალექსანდ ლუკაშენკო უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებების მინსკში გამართვას სთავაზობს. ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები - უკრაინელო მეგობრებო, ჩვენ თქვენს ისტორიულ დედაქალაქ კიევში ვართ და მხარს გიჭერთ. ბორის ჯონსონი ნატო-ს ლიდერების სხდომის უმოკლეს პერიოდში გამართვას ითხოვს. დალია გრიბაუსკაიტე - აგრესორს სანქციები არ შეაშინებს - სამხედრო დამნაშავის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შეიძლება. ნატო - ჩვენ ვგზავნით დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო რესურსს - რუსეთი და მხოლოდ რუსეთია, ვინც ესკალაციის გზა აირჩია. ბრიტანეთმა რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ახლა უკრაინაში ნატო-ს სამხედრო ძალები არ არიან წარმოდგენილი და ალიანსი უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას არ გეგმავს. იენს სტოლტენბერგი - გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების აგრესიისგან დასაცავად - მოვიწვიე ნატოს ლიდერების ვირტუალური სამიტი, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩვენს როლს შევასრულებთ, რათა უზრუნველვყოთ უკრაინაში მცხოვრებთა უსაფრთხოება. ემანუელ მაკრონი - რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე. ბორის ჯონსონი - ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახდა და ჩვენი ყველა გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა - დაწესდება მასშტაბური ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა. ჰუბერტ ქნირში - იქნება სანქციები, რომლის მსგავსიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. იაპონიის ელჩი - ჩვენ განვიხილავთ დამატებით ზომებს, მჭიდრო თანამშრომლობით სხვა ქვეყნებთან, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ქვეყნებთან - სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი მზადაა უკრაინიდან ლტოლვილები მიიღოს და ქვეყანას ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. აშშ-ის საელჩო უკრაინაში - ამერიკა უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. „დიდი შვიდეული“ - ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა. ვლადიმერ პუტინი - არ ვაპირებთ ზიანი მივაყენოთ მსოფლიო ეკონომიკის სისტემას - პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და არ უნდა დაისახონ ამოცანად ამ სისტემიდან ჩვენი გაყვანა. ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა - ყველა ძირითადი რუსული ბანკის აქტივები გაიყინება და გაერთიანებული სამეფოს ფინანსური სისტემიდან გაითიშება. CNN - რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე 705 ადამიანი დააკავეს. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თანახმაა "დიდი შვიდეულის" ლიდერებთან ერთად „გადაიდგას ნაბიჯები სანქციების დამანგრეველი პაკეტებისა და სხვა ეკონომიკური ზომების მიღების კუთხით, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს“. ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ჯო ბაიდენი - პუტინი არის აგრესორი, პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა, ის და მისი ქვეყანა მიიღებენ შედეგს. ჩვენი ძალები ევროპაში მიდიან არა იმისთვის, რომ უკრაინაში იომონ, არამედ დაიცვან ნატო-ს მოკავშირეები და განამტკიცონ ალიანსი აღმოსავლეთში. პუტინი, საერთაშორისო ასპარეზზე გარიყული იქნება - პუტინის არჩევანი, აწარმოოს სრულიად გაუმართლებელი ომი, რუსეთს დატოვებს უფრო სუსტს და დანარჩენ მსოფლიოს უფრო ძლიერს. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს - თუ მის წინააღმდეგ სანქციებით არ ვიმოქმედებთ, გამბედაობა მოემატება. ბაიდენი აცხადებს, რომ პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები „მაგიდაზეა“. აშშ ევროპაში დამატებით 7 000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის. პუტინმა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები კრემლში დაიბარა.

      ქართული ამბები ომის გარშემო - თორნიკე შარაშენიძე - ამ ეტაპზე ყველაზე მთავარია რას იზამს დასავლეთი, იმედია აღარ შემოიფარგლება სანქციებით, რომელიც მხოლოდ „შოპინგს" უკრძალავს რუს დეპუტატებს. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები - რუსეთი ძირს უთხრის ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ზურაბ ბატიაშვილი - ეს ორი დიდი ქვეყნის ომია, სადაც სამწუხაროდ, მსხვერპლი და განადგურება დიდი იქნება - დასავლეთის მთავარი მიზანი რუსეთის გამოფიტვა იქნება. შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად - ამ რთულ დროს ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. იაგო ხვიჩია - დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან. გიორგი კანაშვილი - ახლა წყდება ჩვენი ბედიც - ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დროს ჩვენ ასეთი ხელისუფლება გვყავს. ირაკლი კუპრაძე - უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად კამპანიას ვიწყებთ. პაატა მანჯგალაძე - პუტინი არის აგრესორი, იბრძვის მშვიდობის წინააღმდეგ - თუ გვეგონება, უკრაინაში ომი იმიტომ მიმდინარეობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ ჰქონდათ, ყოველთვის ილუზიაში ვიქნებით. კახა კუჭავა - ცივილიზებულმა სამყარომ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ამ ბოროტებას - ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. პარტია „ევროპელი დემოკრატები“ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს. სალომე ზურაბიშვილი - საქართველო უკრაინაში რუსეთის აგრესიით შოკირებულია. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია. ილია მეორე - უკრაინაში საომარი მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიო ტრაგედიად გადაიქცევა! გიგი უგულავა - უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიონ და პარლამენტის რიგგარეშე სესია დაინიშნოს - დღეს იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ჩირგვში ვისხდეთ. საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. დავით ზალკალიანი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია - ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ბათუ ქუთელია - პუტინის რეჟიმის დასასრული ამ აგრესიით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი - ახლა მაინც ხომ დარწმუნდა ყველა, 2008 წელს სულ რომ თითი არ გამენძრია, სულ რომ ერთი ტყვია არ გამესროლა, აგრესორს არ სჭირდებოდა შემოჭრისთვის არანაირი საბაბი. ირაკლი ზარქუა - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, გავერთიანდეთ უკრაინისთვის - მსოფლიომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს. შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. ბადრი ჯაფარიძე - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს, რუსეთის ფედერაციის აგრესია ასევე, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. შალვა პაპუაშვილი - დღეს ერთადერთი ამოცანა ომის შეჩერებაა - ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძიებებით. საგარეო უწყება - უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველოს საგარეო უწყება - მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს - მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. პარტია „საქართველოსთვის“ - ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის მზად ვართ - მნიშვნელოვანია, ეს იყოს დახურული ფორმატი, რომელიც მიმართული იქნება საერთო სახელმწიფოებრივი მიზნისკენ. არჩილ თალაკვაძე - მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შეაჩეროს რუსული აგრესია - უკრაინა, იყავი ძლიერი! გიორგი კანდელაკი - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახლა დუმილი არის სამომავლო დეოკუპაციაზე ხელის აღების ტოლფასი. სალომე სამადაშვილი - უნდა შევაჩეროთ 21-ე საუკუნის ბოროტება ვლადიმერ პუტინის სახით უკრაინაში, იმიტომ, რომ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება. ირაკლი კობახიძე - ასეთ უსამართლობას უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა! სოლიდარობა უკრაინას! ბექა დავითულიანი - სიტუაცია არსებითად დამძიმებული და შეცვლილია - ძალიან ფრთხილი მოქმედება გვმართებს, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს მიმართავს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. ნიკა მელია - დღეს ყველა ვართ უკრაინელები და მათი ლურჯ- ყვითელი დროშა ჩვენი დროშაცაა! - პუტინი ამ ომში დამარცხდება. მამუკა მდინარაძე - რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებით ყველა საერთაშორისო სტანდარტს უხეშად არღვევს. ალეკო ელისაშვილი - მთელი მსოფლიო ცდილობდა 21-ე საუკუნის თემურ ლენგი გაეჩერებინა - პუტინს მუშტი ცხვირში რომ მოხვდება, მხოლოდ ეს ესმის, კარგი იქნება თუ ეს უკრაინული მუშტი იქნება. დავით ბაქრაძე - საქართველო უნდა იყოს სრულად სოლიდარული უკრაინის მიმართ, გახდეს აგრესიაზე დემოკრატიული სამყაროს პასუხის ნაწილი და შეძლოს ქვეყნის შიგნით პარტიული ინტერესების გვერდზე გადადებით მეტი ერთიანობის მიღწევა. დიმიტრი ხუნდაძე - უკრაინა არის ზღვარი რუსეთის აგრესიის შეჩერებისა მთელი მსოფლიოს მიმართ - ომი უნდა შეჩერდეს! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. მაკა ბოჭორიშვილი - გარდა, ცხელი შეიარაღებული კონფლიქტისა, სახეზე არის საინფორმაციო ომიც და მნიშვნელოვანია პირველწყაროდან გვქონდეს სრული ინფორმაცია, ამას ემსახურებოდა პირველ რიგში შეხვედრა უკრაინის ელჩთან. ოპოზიციის მიერ ინიცირებულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მოთხოვნილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენა. გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი აგრესორია, ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევა, ან უმოქმედობისკენ მოგვიწოდებს, არის ან ბრიყვი ან ნაძირალა, ან ორივე ერთად. კარლ ჰარცელი - ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მდგომარეობა, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით - ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე მუშაობს. ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. პატრიარქი - შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მომადლოს უკრაინის მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს. რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. გიორგი ვაშაძე - უკრაინაში პოლიტიკური განსხვავება აღარ არის და ყველა ერთად დგას - კიევს ვითარების მართვის სადავე ახლა უკვე ხელში უჭირავს. პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალ, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 199

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: თებერვალი 25, 2022||11:54am

qwellynews: ტანკები სუმიდან კიევისკენ მიემართებიან. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters