თემა, რომელზედაც ვაპირებ საუბარს, ვფიქრობ, მისი პოპულარობისა და უხეშად რომ ვთქვათ, გაცვეთილობის მიუხედავათ, ყოველთვის საინტერესო არის და იქნებაა.

      ეს ნარკომანიააა ახალგაზრდებში.

      არ ვიცი რა მოვყვე... ჩემს გარშემო არც მაინცდამაინც ბევრი ნარკომანი ცხოვრობს... ქუჩაშიც იშვიათად შევხვედრილვარ, თუ ნარკომანებად არ ჩავთვლით "მომენტი წებოს" არომატის დამგემოვნებლებს... ერთხელ მე ვნახე "ცოცხალი" ნარკომანი... უფრო სწორედ მითხრეს ნარკომანიაო. თუმცა მეც ასე ვფიქრობდი, იმიტომ რომ "სრუტუნებდა" და ხელებზე ნაჩხვრეტების მთელი წყება ჰქონდა...

      ცხვირიც შეწითლებოდა - ეტყობა ფხვნილზეც არ ამბობს უარს.

      ამ კაცის ნახვის შემდეგ დავფიქრდი თუ რა იყო ნარკომანია და დავიწყე მასალების მოძიება...

      ნარკოტიკი (ბერძ. /ναρκῶ narkō/ - გამაბრუებელი) - ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი. მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი ჯგუფი:

      ნრკოტიკების გამოყენება და მისი ხშირი გამოყენება მავნებელია ჯანმრთელობისთვის. იგი უამრავ დაავადებებს იწვევს. ყოველი სახის ნარკოტიკის მიღებას თავისებური შედეგი აქვს:

      თუმცა, ყოველდღიურ ყოფაში და იურიდიულ პრაქტიკაში ნარკომანია, როგორც ცნება, გულისხმობს ნებისმიერი აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებას, მათ შორის ისეთების, რომლებიც არ იწვევენ დამოკიდებულებას (მაგალითად, კანაფი ან ლსდ). ამავე დროს, ალკოჰოლის გამოყენება, როგორც წესი, არ ითვლება ნარკომანიად, რადგან ის აკრძალული არაა.

      ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა. ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე.წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა. ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას უვითარდება აბსტინენცია ანუ "ლომკა", როდესაც მრავალ არასასიამოვნო შეგრძნებას განიცდის. ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.

      ნარკონამია სენია, ნარკონამია - კლავს !

      ასე თუ ისე ნარკომანია საზოგადოებაში ერთ - ერთი რთულად გადასაჭრელი პრობლმაა... რთულად რა, შეიძლება ითქვას გადაუჭრელია. ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სენზე, თუ რა უბედურების მოტანა შეუძლია... თვითონ ნარკომანისთვის, და რა თქმა უნდა თავისი გარემოცვისათვის. ნარკომანია ეს ის შემთხვევაა როდესაც რაღაც გრამების სანაცვლოდ ადამიანს, ახლობელს უღალატო...

      ყველას თავისი ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მარტო ერთი ადამიანის უბედურება არაა, ეს არის მთლიანი საზოგადოების უბედურება.

      არსებობს გამოსავალი?

      ჰო... გამოსავალზე კი ვფიქრობთ და არც კი ვიცით არსებობს თუ არა ის საერთოდ...

      ნარკომანები საზოგადოებისაგან უკუგდებულები ხდებიან, მათ საზოგადოება უარყოფს, როგორც სრულყოფილ ადამიანს არ აღიქვამს... მართალი გითხრათ ხალხს ვერ გაამტყუნებ, მაგრამ იქნებ ჯობია უარყოფის მაგივრად როგორმე დავეხმაროთ?

      მე არ მძულს ნარკომანი... მე მეცოდება და თანავუგრძნობ მას !!!!!!!

      ნარკოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს. მაგალითად, ნარკოტიკებისაგან მიღებული ნებისმიერი შეგრძნება დროებითია და როგორც კი ეს ეფექტი გაივლის, მომხმარებელი რეალურ სამყაროს უბრუნდება ნარკოტიკების საფასურის გამო გამოცარიელებული ჯიბითა და მისი ზემოქმედების ქვეშ დაკარგული დროით.

      ჭარბი რაოდენობით ყველაფერი მავნეა და ეს, პირველ რიგში, ნარკოტიკებს ეხება. ნარკოტიკების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და, განსაკუთრებით, თავის ტვინი ზიანდება. სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.

      ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება თავის ტვინზე მოქმედებს. ნარკოტიკები აქვეითებს ისეთ მენტალურ ასპექტებს, როგორიცაა ფიქრისა და განსჯის უნარი, კონცენტრაცია, ფიზიკური აქტივობა, ემოციები და ცნობიერება. ისინი ფსიქოტროპულ საშუალებებს წარმოადგენენ.

      ნებისმიერი პრეპარატის დიდი დოზით და ხანგრძლივად გამოყენება ადამიანის ორგანიზმისთვის საზიანოა. ასე რომ, საზოგადოება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გაკონტროლებას და დარეგულირებას ტრადიციების, რელიგიური აკრძალვების, სოციალური წეს-ჩვეულებებისა და კანონის საშუალებით ცდილობს. ბევრ ქვეყანაში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებისას კანონის ძალით ისჯება როგორც გამსაღებელი, ასევე მომხმარებელიც.

      ჩრდილოეთ აფრიკის ბევრ ნაწილში მარიხუანის მოწევა კანონის ძალით არ იკრძალება და მას თითქმის ყველგან ეწევიან. თუმცა, ასეთ ადგილებში ალკოჰოლის მიღებაა არალეგალური. მუსლიმანურ ქვეყნებში ალკოჰოლი საერთოდ აკრძალულია. სამხრეთ ამერიკაში კოკაინის მოხმარება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორიც ბრიტანეთში – ჩაის დალევა.

      ნარკოტიკების მოხმარების მთავარი მიზეზია "სტიმულაცია", რომელიც ერთი ჭიქა ყავიდან იწყება და ღამის კლუბებში მიღებულიკ აბებით მთავრდება. ნარკოტიკები მომხმარებელს ეხმარება თავი უფრო ხალისიანათ და ენერგიულად იგრძნოს, უფრო კონტაქტური და გახსნილი იყოს.

      ადამიანები ნარკოტიკული საშუალების მიღებით ცდილობენ გაექცნენ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა: სტრესი, ფულთან დაკავშირებული უსიმოვნებები, მუსაობის დატვირთული გრაფიკი. უმუშევრობა დანგრეული ოჯახები, დაკარგული მეგობრობა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ყოველდრიური ყოფისთვის არის დამახასიათებელი, სუსტი ნებისყოფის ადამიანები ვერ უმკლავდებიან წარმოქმნილ პრობლემებს და რეალურ ცხოვრებას გაურბიან. ისინი ნარკოტიკების მიღებით ცდილობენ შეიქმნან ფანტაზიებით სავსე სამყარო, სადაც რეალური არაფერია. კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპს თან ახლავს თავისი გადაუჭრელი პრობლემები. ადამიანთა მოდგმას რამდენიმე საუკუნის წინათ თუ გლობალური კატასტროფები და განუკურნელი დაავადებები ანადგურებდა, თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად ნარკომანია იქცა. იგი სამუდამოდ რომ არ იქცეს კაცობრიობის თვითგანადგურების სოციალურ სისტემად, უპირველესად, ადამიანის გონებაში უნდა ავამარცხოთ. უნდა შევცვალოთ მისი დამოკიდებულებებისა და მიდრეკილებების მიმართულება, რადგანაც იგი საშიში პანდემიაა, რომელიც კაცობრიობას ფსიქოფიზიკური ენერგიის დაშრეტას უქადის. ერთხელდაწერილი დიაგნოზი - ნარკომანია - მუდმივად რჩება

      საზოგადოებისთვის სიტყვა "ნარკომანი" და "ნარკოტიკი" ასოცირდება დამნაშავესთან. შესაბამისად, ნაწილი საზოგადოებისა აღგვიქვამს, როგორც ავადმყოფს, გარეწარს, ნაწილი - როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, თუმცა ჩვენს მიმართ უჩნდებათ უნდობლობა, რადგან ზოგი ნარკომანი საკუთარ ოჯახში, ნათესავთან შედის და იპარავს ფულს, ოქროს და სხვადასხვა ღირებულ ნივთს, რათა შეიძინოს წამალი. ზოგადად, დამოკიდებულება ნარკომანიისა და ნარკომანების მიმართ მეტად მძიმე და უარყოფითია. როცა იგებენ, რომ ადამიანი ნარკომანია, იმ წუთშივე ხდება მისი უარყოფა, გარიყვა, რაც ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს. ჩვენ თითოეულ მათგანს უნდა დავეხმაროთ საკუთარი თავის რეალიზებაში. უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ისინიც ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში.

      ძალიან ძლიერი უნდა იყო ფსიქოლოგიურად, რომ "ლომკის" შემოტევას გაუძლო. 100-დან 100% უნდა გქონდეს ნებისყოფა. თუ 99% გაქვს, დარჩენილი 1% სადღაც მაინც გიმტყუნებს.

      იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე – ეს მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მართლაც ძნელია, იპოვო დედამიწაზე ადგილი, ნარკოტიკის გემო რომ არ იცოდნენ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა.

      არავინ იცის, პირველად ვინ მოიხმარა ნარკოტიკი, თუმცა ამ მოქმედებამ კაცობრიობა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემებისა და სატკივარისგან თავის დაღწევას, ამისათვის კი მუდმივად იყვნენ ისეთი ნივთიერებებისა და მცენარეების ძიებაში, რაც მათ ზედმეტი საფიქრალისგან გაათავისუფლებდა. მეცნიერულმა პროგრესმა კიდევ უფრო გაზარდა ნარკოტიკების მოხმარების დონე. მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეული რეგიონების ლოკალურ პრობლემად ითვლებოდა. ამ სენს ნარკომანია ჰქვია, დაავადებულებს კი ნარკომანები და გულისხმობს მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ამა თუ იმ ნარკოტიკის გარეშე.
რა არის ნარკომანია: სენი თუ დამოკიდებულება, დამოკიდებულება უარყოფითი თვისებებისადმი - თავისთავად სენია, ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება კი - ადამიანის ის საგანგაშო თვისებაა, რომელსაც ის დაღუპვამდე მიჰყავს. კაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა.

      საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანის მიმართ არაერთგვაროვანია. ადამიანები აგრესიულად გადმოსცემენ თავიანთ მიდგომას ან საერთოდ გაურბიან ამ პრობლემაზე საუბარს. უმეტეს წილად, არავის სურს ნარკომანთან ურთიერთობა, მასთან საქმიანი ურთერთობის დაჭერა. სრულიად ბუნებრივია მშობლის მოქმედებაც, რომელიც შვილს ნარკომანთან მეგობრობას უკრძალავს იმის შიშით, რომ იგი მასზე ცუდ გავლენას მოახდენს. გასაგებია ეს პოზიცია _ გასაგები, მაგრამ საგანგაშო. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რომ ნარკომანია არა არის ერთი კონკრეტული პირის პრობლემა. ეს საერთო სატკივარია. საზოგადოება ინდივიდებისაგან შედგება და თითოეული მათგანის მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნება, არამედ მთლიანად ის საზოგადოებაც, რომლის ნაწილიც ის არის. ერთობლივად უნდა შეიქმნას კეთილსასურველი გარემო ამ პრობლემის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ არის შესაძლებელი ნარკომანის რეაბილიტაციაზე საუბარი.

      მიუხედავად მრავალგერადი გაფრთხილებისა მას-მედიის საშუალებებით, ახალგაზრდები მაინც მიილტვიან ნარკოტიკებისკენ.

      რა აღძრავს ამ ლტოლვას: ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მახინჯი ძველბიჭური აზროვნება "აკრძალული ხილის” ერთხელ გასინჯვის სურვილი თუ სხვა მიზეზები? მიზეზი ინდივიდუალურია და ხშირად ბანალურიც. ნარკომანთა უმეტესობას არც ახსოვს, რატომ გასინჯა პირველად ნარკოტიკი. მიუხედავად ამისა, შეიძლება რამდენიმე მიზეზის დასახელება: ქუჩურ-ქურდული მენტალიტეტი, პრობლემებისაგან თავის დაღწევის სურვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა ნარკომანიაზე, მის შემდგომ გართულებებზე და ა. შ.

      მაშინ გავიფიქრე - მე რომ ნარკომანი ვიყო ?!

      აუხ მაგარი იქნებოდა მე რომ ნარკომანი ვიყო...

      მაგრამ შემეშინდა, ვინაიდან პირველი რაც გამახსენდა ეს იყო ნემსი და მათი მეშინია...

      ტოლვა, სიგიჟე, გაშტერება და მოუსვენრობა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიმპტომებისა, რომალსაც ნარკოტიკის მომხმარებელი მუდმივად განიცდის. დაუძლეველი მიდრეკილება და წამლის დოზის ზრდა, ნარკომანისთვის დამახასიათებელი თვისებებია. ხშირად ფიზიკური მოთხოვნილებების საფუძვცელზე უამრავი დანაშაული ხდება, რადგან ადამიანს ექმნება სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. იგი კარგავს ნებისყოფის უნარს, ითრგუნება და გამუდმებით ფიქრობს ნარკოტიკებზე. ხშირ შემთხვევაში ორგანიზმში ქრება შიმშილისა და წყურვილის გრძნობა. ირღვევა ენერგეყიკული ფუნქციები და სხეული იწყებს წონაში კლებას.

      ყველაფერი მარტივად, დაინტერესებით იწყება. რას გრძნობს ადამიანი როდესაც "იჩხირავს”? მცირე ინტერესი საკმარისია დიდი შეცდომის დასაშვებად. ნარკოტიკის პირველად მოხმარებისას ადამიანი ფიქრობს, რომ მასზე უარის თქმას ყოველთვის შეძლებს, მაგრამ სამწუხაროდ წამლის ერთხელ გამოყენების შემდეგ მასზე უარის თქმა შეუძლებელი ხდება. იმდენად ძლიერია ლტოლვა ნარკოტიკისადმი, რომ ადამიანი არაფერზე იხევს უკან, მას ერთი მიზანი ამოძრავებს - წამალი იშოვოს.

      ნარკომანია ძალიან ახლოსაა საზარელ ცოდვასთან – თვითმკვლელობასთან, ასევე ჯადოქრობასთან, შავ მაგიასთან, სპირიტიზმთან, ანუ ყველაფერთან, რასაც "მიღმურ სამყაროსთან" – ბნელეთის სულებთან აქვს კავშირი. ჯადოქრების მთელი თაობები ამგვარ ბანგს იმისათვის ხმარობდნენ, რომ თავიანთ "ღმერთებთან", ანუ ეშმაკებთან დაუბრკოლებელი ურთიერთობა შეძლებოდათ. თავისთავად ადამიანის სურვილი – დალიოს რაღაც სასმელი, რაც ძლიერ, უცნაურ, გამოუთქმელ მდგომარეობას ნარკოტიკული ცდებისა და როკ-მუსიკის (ან დემონური კულტის რაიმე სხვა ფორმის) შეხამება წარწყმედის უფსკრულის ფსკერზე დაშვების უმოკლესი გზაა. მაგალითად, დასავლეთში გახშირდა ასეთი შემთხვევები: ზოგიერთი ახალგაზრდა "ჰიპების" წრიდან, უმეტესად ნარკომანები, ვინც უკიდურეს ზღვარს აღწევს, უკვე ვეღარ კმაყოფილდება "ნირვანაში ჩვეულებრივი მოგზაურობით" და თავს იკლავს, თანაც როგორ? უზარმაზარი ცათამბჯენის სახურავზე ადის, იქ იკეთებს უძლიერესი ნარკოტიკის სასიკვდილო დოზას და მაშინვე ხტება. წამალი ვარდნის პროცესში იწყებს მოქმედებას, ადამიანს სრულიად ფანტასტიკური განცდები ეუფლება და ჰაერშივე კვდება დოზის სიჭარბის გამო, მიწაზე მხოლოდ მისი უსულო სხეული ეცემა – როკ-სიმღერებიც კი გაჩნდა, ასეთ "თვითგანადგურებას" რომ აქებენ და ჯოჯოხეთში ვარდნის "უმაღლეს პილოტაჟს" ადიდებენ...

ნარკოტიკისა და ნარკომანიის ისტორია

      კოკა და კოკაინი ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია.

      ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. კოკას ფოთლებისგან კოკაინის მიღების წესი ჩრდილოეთ კოლუმბიის ბინადარი გუახიროს ტომის ინდიელებმა აღმოაჩინეს, მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. კოკას ფოთლებს განსაზღვრულ მინარევებთან ერთად ადუღებდნენ და იღებდნენ სქელ მასას, რომელიც შედგენილობით თანამედროვე კოკაინს ჰგავს, მისი გაწმენდის შედეგად კი იღებდნენ კოკაინის თეთრ ფხვნილს. მოგვიანებით გერმანელმა ქირურგმა კარლ ლუდვიგ შლაიხმა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდი შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცნობილმა ქიმიკოსმა ვიოლერმა კოკას ფოთლებისგან სუფთა სახით მიიღო შესანიშნავი საანესთეზიო საშუალება კოკაინი.

ოპიუმი და მორფიუმი

      კოკაინი ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერთადერთი ნარკოტიკი როდია. არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს ყაყაჩოს თესლიც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავცელებული ჩინეთში. საბოლოოდ ამან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი... როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ - უცხოეთშიც გაეყიდათ. ამ მიზნით ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმა გლეხებს ნება დართო, სიჩუანისა და იუნანის მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. ჩინეთის მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად თავად ჩინელები იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი - სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით - ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით - დააავადა.

მარიხუანა და ჰაშიში

      უძველესი დროიდან იყო ცნობილი ინდური მარიხუანაც. იმ მცენარეთა შესახებ, რომელთა მოწევა, დაღეჭვა ან შესუნთქვა დროებით ქვეცნობიერ აზროვნებას აღვიძებდა და ფანტაზიათა სრული რეალიზების საშუალებას იძლეოდა, პირველ ცნობებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XIX საუკუნეების ჩინური ხელნაწერები შეიცავს. მათ თვისებებს იცნობდა ისტორიკოსი ჰეროდოტეც. ძველ ეგვიპტეში ამ ბალახებს ერთნაირად ეტანებოდნენ ფარაონი თუ ვაჭარი, ქურუმი თუ ხელოსანი, ქალი თუ კაცი. ყველაზე პოპულარული იყო ჰაშიში - ინდური კანაფის ყვავილებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც მოგვიანებით ისე გავრცელდა, რომ ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ გამოსახავდნენ.

ექსტაზი

      ექსტაზი - "მოცეკვავე სიკვდილი" - რეივ-ნარკოტიკია, რომელსაც დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში დროსტარებისას მოიხმარს. იგი გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს მე-20 საუკუნის დამდეგს ამფეტამინის მოლეკულის ქიმიური აღნაგობის ტრანსფორმაციის გზით. I მსოფლიო ომის დროს ექსტაზის აქტიურად იყენებდნენ გერმანულ არმიაში - მისი მიღების შემდეგ ჯარისკაცები ვეღარ გრძნობდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და სიცივეს. მოგვიანებით პრეპარატით ფსიქიატრები დაინტერესდნენ, მაგრამ მან იმედი არ გაამართლა. დამანგრეველი თვისებების გამო დეპრესიის სამკურნალოდ მის გამოყენებაზე უარი თქვეს ამერიკელმა მკვლევრებმაც. ექსტაზი 70-80%-ით ამცირებს სისხლში სეროტონინის დონეს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება ადამიანთა უეცარი გარდაცვალება დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში. ექსტაზი მიჩვევას იწვევს, ამიტომ კლაბერები მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ნარკომანებად იქცევიან.

      გაეროს მონაცემებით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი მოიხმარს: მარიხუანას 150 მლნ კაცი ეტანება, სინთეზურ ნარკოტიკულ საშუალებებს – 30, 5 მლნ, კოკაინს – 13 მლნ, ხოლო ჰეროინითა და ოპიატებით 15 მლნ-მდე კაცი ერთობა. მდგომარეობა არც საქართველოშია სახარბიელო. ზუსტი სტატისტიკა უცნობია, თუმცა სპეციალისტთა აზრით (რასაც რიგითი მოქალაქეების დაკვირვებაც ადასტურებს), "კაიფის”

      – ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება გარკვეულ წრესთან ან, ჟარგონზე რომ ვთქვათ, "სასტავთან” დამაკავშირებელი რგოლია. ყველა წრეს ცხოვრების თავისი წესი, თავისი კანონები აქვს. თუ ასეთი დაჯგუფება ნარკოტიკს მოიხმარს, ახალი წევრიც იძულებული ხდება, "იკაიფოს”, ამიტომ თავდაპირველად ხშირად არამოტივირებულ მოხმარებასთან გვაქვს საქმე.

      ნარკოტიკული საშუალების უკვე მეორე-მესამე მოხმარების შემდეგ ყალიბდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ სოციალურ გარემოსთან ანუ "სასტავთან” შეხებისას პიროვნებას ნარკოტიკის მიღების სურვილი უჩნდება, შემდეგ ეტაპზე კი ფიზიკური დამოკიდებულებაც ყალიბდება.

ნარკორეაქცია ანუ კაცმა ჭირი მალა, მალა, ჭირმა თავი არ დამალა

      ნარკოტიკი არ არის ჭირი, რომელსაც, თუ კარი მიუხურე, შეიძლება ფანჯრიდან გადმოძვრეს. მისგან თავის დაღწევა შეიძლება. მთავარია, გონება მოიხმო, ახლოს არ გაეკარო და ყველა კარი საიმედოდ ჩაურაზო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახში მოზარდია. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ნარკომანია საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. "ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. ისევე როგორც შეყვარებული, ნარკოტიკების მოტრფიალე ადამიანი გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ "პაემანი” რაიმე მიზეზით გადაიდო, საოცრად ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ "მასთან” ერთად იყოს, შეეხოს, შეიგრძნოს... ამგვარი განცდა ეუფლებათ მათ, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება”

      ადამიანი ნარკოტიკზე ან ფსიქოლოგიურად, ან ფიზიკურად დამოკიდებული ხდება, ან ორივე ფაქტორი ვლინდება.

      არ ვიცი რა მოვყვე... ჩემს გარშემო არც მაინცდამაინც ბევრი ნარკომანი ცხოვრობს... ქუჩაშიც იშვიათად შევხვედრილვარ, თუ ნარკომანებად არ ჩავთვლით "მომენტი წებოს" არომატის დამგემოვნებლებს... ერთი მხრივ, მძიმე სოციალურმა პირობებმა განაპირობა 10-12 წლის "ქუჩის ბავშვების" ტოქსიკომანობა. ბავშვები, რომლებიც ოჯახისა და თავის სარჩენად ქუჩაში გამოდიან სამათხოვროდ, უმეტესად იაფფასიან წებოს ყნოსავენ. წებოს ძლიერი ტოქსიკურობის გამო ისინი ადვილად ავადდებიან და ხშირად 17 წელსაც ვერ აღწევენ. მათი ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. მეორე მხრივ, ნარკოტიკებით ხშირად ინტერესდებიან საშუალო და შეძლებული ოჯახების შვილებიც. მათი პირველი ნარკოტიკი, წესისამებრ, არის "პლანი" - მარიხუანა. საუბედუროდ, საქართველოში გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს ეს ნარკოტიკი საშიში არ იყოს. ყველას გასაგონად აღვნიშნავ: "პლანი" არის ერთ-ერთი ძლიერმოქმედი ნარკოტიკი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში ძლიერ ფსიქიკურ ცვლილებებს იწვევს. ხშირია კანაბოიდური (პლანისმიერი) ფსიქოზი, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ ფსიქიკურ დაავადებამდეც კი მიჰყავს. კიდევ უფრო მავნეა მანაგუა, რომელსაც იმავე მარიხუანასგან ხარშავენ და სვამენ.

      მე რომ ნარკომანი ვიყო - დაწერდნენ ჩემზე, გადამიღებდნენ, მიმიწვწვდნენ სტუდიაში სასაუბროდ, იასუბრებდნენ როგორ დამჩაგრა სამყარომ, რომ ეს ჩემი ბრალი არაა, მომ ცხოვრებამ მოიტანა, რომ... რომ... რომ

      პრესა და ტელევიზია საზოგადოებაზე ზემოქმედების კარგი საშუალებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ქართული მასმედია დაიკვეხნის ნარკომანიასთან ბრძოლის მეთოდთა სრულყოფით. თუმც აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პრესაში გაჩნდა თვითკრიტიკული, სავსებით საფუძვლიანი ეჭვი, რომ საუბარი "სასწაულმოქმედ" აბებზე, "ლომკურ" სიტუაციებზე აღაგზნებს ადამიანის ინტერესს და სტიმულს აძლევს ნარკოტიკებისადმი მისწრაფების გაძლიერებას. უდავოა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნარკომანის ფსიქოლოგია. ცოდნა ყველაზე კარგი იარაღია თავის დასაცავად, მაგრამ ინფორმაციის მიწოდების ფორმის შერჩევა უდიდეს სიფაქიზეს მოითხოვს, რადგანაც შეიძლება სიკეთე ბოროტებად შემოგვიბრუნდეს და ცოდნის გადაცემასთან ერთად, ადრესატში აკრძალული ხილისადმი ინტერესიც გავაღვივოთ.

      პოპულარობა? შეიძლება პოპულარობაა ის მთავარი მასტიმულირებელი რის გამოც "მაგრად მოიტანს" _ ხოლმე...

      ნარკოტიკის მოხმარება დღეს უკვე სირცხვილად ითვლება. უამრავი ცნობილი ადამიანი იყო მისი მოქმედების ქვეშ. მაგ, ფრედი მერკური, ბობ მარლი, მაიკლ ჯექსონი, ბრიტნი სპირსი.

      მინახავს ფილმები ნარკომანებზე...

      ახლაც ჩემს ბნენ ოთახში ვზივარ... და მგონია მომ მეც ნარკომანი ვარ... "ლომკა" მაქვს... ფიქრი მინდა, ოცნება მინდა, სიყვარული მინდა, ადამიანობა მინდა...

      ალბათ ასე იწყებს "მოტანას"

ნახვა: 4084

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ნარკომანია, ქველი

ლაშა: დეკემბერი 6, 2012||10:27pm

რა მოიტანა კიკა, რეებს წერ??? :((((

ino: დეკემბერი 6, 2012||11:16pm

ასე მითხრა კაიფი არასოდეს მაინტერესებდაო.. .
თავის ადგილს ეძებდა  ..არსად...

დღემდე ეძებს.. . მართალია 30 წლისაა .. მაგრამ 18ისა დარჩა . ..
3თვე ყოველ დღე და.... მერე იმედი..უიმედო (:

ჩემთვის მაინც საოცარი ადამიანია...   //_...//.//._.//_ _ _/

ლაშა: დეკემბერი 6, 2012||11:31pm

აუ, მორზეს ამუღამებ ხო?? :D :) :*

ino: დეკემბერი 6, 2012||11:42pm

hoo :(((  bolo dgeebia :D :P
***

sopia kikacheishvili: დეკემბერი 7, 2012||1:07am

ახლაც ჩემს ბნენ ოთახში ვზივარ... და მგონია მომ მეც ნარკომანი ვარ... „ლომკა“ მაქვს... ფიქრი მინდა, ოცნება მინდა, სიყვარული მინდა, ადამიანობა მინდა...

ალბათ ასე იწყებს „მოტანას“ ar gecnoba xo?

ლაშა: დეკემბერი 7, 2012||1:13am

შენ დაწერილზე მე უნდა შემრცხვეს???

sopia kikacheishvili: დეკემბერი 7, 2012||1:15am

ara ubralood firvelad ar kitxuloobb da eg gamikvirda :p

Kakha: დეკემბერი 7, 2012||1:26am

Kakha: დეკემბერი 7, 2012||1:26am

ლაშა: დეკემბერი 7, 2012||1:30am

კახა სმაილებს ნუ მპარავ :(

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ენდვოლკერის სია

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 7, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Square Enix released a huge list of Final Fantasy XIV changes, including the upcoming MMORPG expansion package Endwalker. One thing players need to know is that new Viera bunny boys will be lucky enough to be able to Buy FFXIV Gil. In addition, players also spend some FFXIV Gil to buy items in the game.

Endwalker will provide early access to players who pre-order the expansion pack on December 3rd, and will provide regular ol’ Joe Schmoe access to everyone else on December 7th. This…

გაგრძელება

ფანტაზიის ბოლო საფეხურები

გამოაქვეყნა Selena_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2021.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

As Final Fantasy XIV surges in popularity during the summer months, millions of players who booked the expansion will try to log in to an already crowded server. The game developer warned of the impending overcrowding in a letter to the community. Although the current server has been optimized for a large number of new players and returning players, the lack of available hardware means that new worlds cannot be opened to accommodate a large number of players.

What the company has done…

გაგრძელება

სასამართლო, პარლამენტი და განათლების სისტემური მომავალი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2021.
საათი: 11:40pm 1 კომენტარი

      ეს ზამთარიც მოვიდა და არც ისე ცივი პირველი დღე გვქონდა. ნიუსებში მთავარი იყო კოვიდ საქართველო, განათლების მინისტრი პარლამენტში და მისი ვრცელი გამოსვლა თავისი კომენტარებით, ცხადია აქტუალურია მიშა, სასამართლო ბედი და პარლამენტის დაკომპლექტების კანონებიც. დოლარის ღირებულება - 3.1279 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

     …

გაგრძელება

ასოცირებული შეხვედრები და ბარიერები მომავალი არჩევნებისთვის

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ხვალ ბევრი ჯარიმა დაიწერება ალბათ, რადგან მწვანე პასპორტები იწყებს ამოქმედებას. რაც შეეხება დღევანდელ დღეს - შემოდგომაც მიიწურა და ხვალიდან ზამთრის სიცივეებს შევეგებებით. ქვეყნის შიგნით მიშა კვლავ აქტუალურია, ქვეყნის გარეთ კი პრემიერი ღარიბაშვილი და მისი „ასოცირებული“ შეხვედრები. ასევე 2024-ის არჩევნების ბარიერები და სხვა. დოლარის ღირებულება - 3.1179 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters