ხვალ უკვე გაზაფხულია. ზამთრის ბოლო დღის მთავარი ამბები კი რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებს და კარასინის განცხადებას დაეთმო. იყო ასევე, შემოდგომით მოსული გუნდის, გაზაფხულის პრობლემები და ოპოზიციის ნაოცნებარი დაშლის ახდენა, ასევე კალაძის და დედაქალაქის ამბები.
რუსეთთან ურთიერთობები - გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ კარასინის გაფრთხილება ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდეს. ზურაბ აბაშიძე - ჩვენი შეხვედრის დროს კარასინს ასეთი რედაქციით არაფერი უთქვამს და მიჭირს იმის თქმა, რას გულისხმობდა ის „შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობებში“. ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი კანდელაკი - პრეტენზია არის არა კარასინთან, არამედ ჩვენ მთავრობასთან, რომელიც არ მუშაობს იმაზე, რომ დასავლეთის ლიდერებმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოს საკითხი წამოჭრან. ნინო ბურჯანაძე - გრიგორი კარასინის განცხადება ივანიშვილის არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგია. დავით სერგეენკო კარასინის განცხადებაზე - ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს მიმართულებას, საით წავიდეს. კარასინი - თბილისმა აირჩიოს ან სამხრეთ კავკასიაში კეთილგანწყობა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი - ეს ერთდროულად რთულია და შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
ელმავალმშენებლების აქცია - „ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე შეკამათებაც მოხდა. „ელმავალმშენებელ ქარხანაში" დასაქმებულებმა და რკინიგზის ახალმა პროფკავშირემა 6 მარტს, ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს.
ოცნების გუნდის ამბები - ზაქარია ქუცნაშვილი - როდესაც დაპირისპირება პიროვნულში გადადის და ერთმანეთს "გოგლი-მოგლის ბიჭებს" ეძახიან, დარჩენას გაყრა სჯობს. ზაქარია ქუცნაშვილი - გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმეს ოპოზიციის სუროგატის ფუნქციის თამაში ან ხელდასმული ოპოზიციის როლი შესთავაზა. გია ჟორჟოლიანი - უნდა გამოვეყოთ „ოცნებას“ - დარჩენილია ტექნიკური გაყრა, დანარჩენი გადაწყვეტილია. ეკა ბესელია - უმრავლესობიდან გამოსვლის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო. ეკა ბესელია - 2016 წელს მივიღეთ ახალი სახეები, რომლებმაც "ქართული ოცნება" დაანგრიეს და შიგნიდან რყევა დაიწყეს. რომან გოცირიძე - ”ოცნების” დაშლის პროცესი ისე სწრაფად მიდის, გამორიცხული არაა პარლამენტში “კობახიძე და კომპანიისათვის“ მტრული უმცირესობა ჩამოყალიბდეს. ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებაზე - მე ეს პროცესი არ დამიწყია, თუ დავიწყებ, ბოლომდე მივიყვან. ნინო ბურჯანაძე - ივანიშვილის ხელისუფლება იშლება, როგორ უნდა მოახერხო, რომ 5 თუ 7 მილიარდი გქონდეს, საზოგადოების ასეთი ნდობა და ეს ნდობა ასე გაანიავო. დავით სერგეენკო - ვერ ვხედავ ტენდენციას, რომ მმართველ გუნდს ძველი თაობის წარმომადგენლები ტოვებდნენ. ანა დოლიძე - „ქართული ოცნება" ისტორიას სწორედ იმიტომ ჩაბარდება, რომ ხელი აქვს ჩაკიდებული „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე“. კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, უმრავლესობიდან მისი გასვლა „დღეების ამბავია“, თუმცა ეკა ბესელიას ფრაქციაში გაერთიანებას გამორიცხავს. ნუკრი ქანთარია - ასეთ კრიზისულ სიტუაციაში უფრო საჭირო ვარ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ იმისთვის, რისთვისაც თავად ივანიშვილი დაბრუნდა.
კალაძის და თბილისის მერიის ნიუსბლოკი - კუს ტბის მიმდებარედ 7 ჰექტარი ფართობის გამწვანება იგეგმება. კახა კალაძის განცხადებით, გენერალურ გეგმაში ხარვეზები გასწორებულია და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება. კახა კალაძის ინფორმაციით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 000-ზე მეტი ოჯახიდან, 183 საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. თბილისის მეტროს ორი ახალი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება. კახა კალაძე - უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რომელსაც თბილისში გამწვანების მიმართულებით ვახორციელებთ. კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის ხეივანში დროშის საყრდენი ბოძი ქარმა დააზიანა და მას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამა იწყება. ელიავას ბაზრობის ნაწილი რეკრეაციულ ზონად გარდაიქმნება, ნაწილზე კი ვაჭრობა დასაშვები იქნება. მერიამ 2018 წელს სასტუმროების, სავაჭრო და საოფისე ობიექტების, მრავალფუნქციური შენობების 57% ექსპლუატაციაში არ მიიღო. მაია ბითაძე - მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენგეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა, კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. „ელიავას ბაზრობის” მესაკუთრეთა ნაწილის მიერ მერიისთვის წარდგენილი პროექტები რეკრეაციულ ზონებს, გასართობ ცენტრებსა და სავაჭრო ზონებს მოიცავს. დიდუბის გამგებელი - „ელიავას ბაზრობის” შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოების, კერძო მესაკუთრეებისა და ხელისუფლების კონსენსუსის შედეგად უნდა მიიღონ. კახა კალაძე „ელიავას ბაზრობაზე“ - არსებული მოცემულობა მიუღებელია - რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმებით მივიღებთ.
გადანაცვლებული გამოცდები - მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება. ეროვნული გამოცდების ტესტებს, შესაძლოა, ვიდეოდავალებები დაემატოს.
არჩევითი პენსია - ზურაბ ჭიაბერაშვილი - ადამიანმა პენსია ნებაყოფლობით უნდა დააგროვოს.
მოსამართლეობის თემა და მის მომიჯნავედ - ანა დოლიძე - ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის „ამფსონია“ და ხელს უწყობს, რომ მოსამართლეების შესახებ ჩვენი ინიციატივა ჩაიკარგოს და მხოლოდ კობახიძის „ბრწყინვალე იდეები“ გავიდეს. საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის საბჭოს მოსამართლეებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე განხილვის გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელს განიხილავს. სერგი კაპანაძე - თუ გვინდა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი პოლიტიკოსების გავლენა სასამართლოზე, მაშინ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას ალტერნატივა არ გააჩნია.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის გარშემო - დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი რუსეთთან ტრამპის შეთქმულებას ვერ ადასტურებს. დონალდ ტრამპს ყოფილმა ადვოკატმა რასისტი და თაღლითი უწოდა. ვიეტნამის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეას სურს სანქციები გავაუქმოთ, თუმცა, ამას ვერ გავაკეთებთ - ვფიქრობ, კიმ ჩენ ინთან კარგ მეგობრებად დავრჩებით.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია