ბანკები პარლამენტში, გუნდის ჩათი, პრემიერის შეფასებები და წინასწარმეტყველებები და საპატრიარქო მამალაძის გასაჯაროვებაზე

      დღის მთავარ თემებს რამდენიმე ძირითადი ფერი ჰქონდა გადაკრული. პირველი ფერი ოცნების გუნდის შიდა ამბებს წარმოადგენდა, მეორე და ყველაზე მკვეთრი ფერი კვლავ მოლურჯო-მოცისფრო იყო და თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლნებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას წარმოაჩენდა, პრემიერის ტრიბუნამ თავისი ფერი დაიკავა და ბოლოს მამალაძეების ამბავიც გაფერადდა კიდევ ერთხელ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 თებერვალი, 2019/

      ქართული ოცნების გუნდი - ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი და მყარია. პრემიერი - პოლიტიკური სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია - „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ეს ასეც გაგრძელდება. ნუკრი ქანთარია გუნდში არსებულ ვითარებაზე - არც იმ ანეკდოტამდე ვართ მისული, „მოიფიქრე რამე, თორემ დაგვენგრა ოჯახიო“, თუმცა არც ბევრი აკლია. დავით სერგეენკო - მიმდინარე პროცესს არ დავარქმევდი დაშლის პროცესს. დავით სერგეენკო - სამთავრობო “მესიჯ ბოქსი” არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს.

      ოჯახური სასტუმრო და ტარიფები - სემეკი ე.წ. საოჯახო ტიპის სასტუმროების სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას გამართავს.

      ხაზარაძე პარლამენტში და ევრონული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა - მამუკა ხაზარაძე დღეს პარლამენტში მივიდა. ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი „თიბისი ბანკზე“ - ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე ეროვნული ბანკი პარლამენტთან შეფასებას ვერ გააკეთებს. მამუკა ბახტაძე - მე არ ვარ თემის ექსპერტი, რომ განვმარტო, როდის მივიდეს კობა გვენეტაძე პარლამენტში. გუშინდელი განცხადების მიუხედავად, კობა გვენეტაძე პარლამენტში მივიდა. კობა გვენეტაძე - არსად არ თქმულა, რომ კომიტეტის სხდომაში არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას. კობა გვენეტაძე - რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა. სოსო ფხაკაძე - რა შეპირებაც მივიღეთ, ეს განხორციელდა და "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია. კობა გვენეტაძე - სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზეა, არ იძლევა საფუძველს, რომ მიღებული რეგულაციების ღრმა ანალიზი შემოგთავაზოთ. კობა გვენეტაძე დეპუტატებს - „თიბისისთან“ დაკავშირებული საკითხის ასეთ სიტუაციაში განხილვა, არ არის მართებული. ხათუნა გოგორიშვილი - რატომ ბედავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გვიკარნახოს რანაირად ვიმუშაოთ?! გიგა ბოკერია კობა გვენეტაძის პარლამენტში მისვლაზე - თურმე მადლიერები უნდა ვიყოთ, თუ ვინმე კანონის მოთხოვნებს ასრულებს - დიდი მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ვარსებობთ. სალომე სამადაშვილი კობა გვენეტაძეს - ვალს კი ნუ გვადებთ, რომ აქ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ აუხსნათ საზოგადოებას, რა ხდება ჩვენს თავს. მამუკა მდინარაძე - ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე. ხათუნა გოგორიშვილი მამუკა მდინარაძეს - საკომიტეტო სხდომას დაესწრება ის, ვისაც ამის სურვილი აქვს და არა ის, ვისი დანახვაც თქვენ გაგიხარდებათ. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ფორმატში „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესების განხილვა, შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. დავით ბაქრაძე - თანახმა ვართ, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციების საკითხი გადავწიოთ კვარტლის ბოლოსთვის და დღეს დღის წესრიგში დავტოვოთ „თიბისი ბანკი“. ზურაბ ჭიაბერაშვილი - კობა გვენეტაძეც მსხვერპლია იმ ყველაფრის, რაც აქ ხდება. გიგა ბოკერია - კობა გვენეტაძეს არ შეუძლია, რომ რაღაც კითხვაზე გვითხრას - ამაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ვინმეს ინტერესებს ეწინააღმდეგება? ამის უნარი არ აქვს? ირაკლი კოვზანაძე - ჩემი შეთავაზება ძალაშია - შემიძლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინო. მამუკა მდინარაძე - როცა მყარ არგუმენტებზე, რომ საჯარო დისკუსია დააზიანებს ბანკს, ამბობ, რომ არ გაინტერესებს, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება. არჩილ თალაკვაძე - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აქვთ შესაძლებლობა, საფინანსო კომიტეტის ფორმატში ჰქონდეთ იმ საკითხების განხილვა, რომელიც სურთ. „ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებას ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აპირებს. გიგა ბოკერია - რომან კაკულიაზე უმრავლესობის მხრიდან ზეწოლა იყო, დაკვეთაა, რომ არ უნდა დაეშვათ კობა გვენეტაძის სამარცხვინო გამოჩენა. დავით ბაქრაძე - ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეროვნული ბანკის, უმრავლესობის, პროკურატურის, მთავრობის ორკესტრირება შეუძლია. რომან გოცირიძე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

      აკრძალვები ბათუმში - ბათუმში, პუშკინის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალა.

      ორთაჭალის ციხე დაიხურა - ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა.

      დაგეგმილი დასაკუთრებები - 2019 წელს რამდენიმე მსხვილი ობიექტის პრივატიზება იგეგმება, რომელთა შორისაა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ „მიხაილოვის“ საავადმყოფო.

      პრემიერის გამოსვლები - მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს წარმატებები, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად უნდა გადავჭრათ. პრემიერი - მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგს კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი აქვს - მათ მაჯისცემას უნდა ვგრძნობდეთ 24-საათიან რეჟიმში. პრემიერი - ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შევიმუშავეთ, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ აუცილებელი ტექნიკის შეძენა. პრემიერი - არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც ხელს გვიშლის, გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან. მწვანე ეკონომიკის ფარგლებში მომზადდება სამოქმედო გეგმა, რომლის მონიტორინგს ზედამხედველობას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო გაუწევს. მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ გვაქვს და ვერ გვექნება დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე ის ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. პრემიერი ზურაბ აბაშიძისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე - მე ამაში ვერ ვხედავ იმ განცვიფრების ქვეტექსტს, რომელიც კითხვაში ამოვიკითხე. მამუკა ბახტაძე მოსამართლეების საკითხზე - ეს არ უნდა დაემსგავსოს იმას, რომ ვიღაც ღია კარს ამტვრევდეს. პრემიერი - რეგიონებში სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე და არსებულის რეაბილიტაციაზე 20 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, დევნილებისთვის 240 სახლი და 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.

      ეკონომიკური წინსვლა რეიტინგში - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი - Fitch-ის რეიტინგში დაწინაურება საქართველოს ეკონომიკური პროგრესის აღიარებაა. მერსედეს ვერა-მარტინი - ვულოცავთ საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებულ რეიტინგის შედეგებს. ლუკ კოფი - საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით.

      ხიდების დემონტაჟი - თბილისის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, რა ბედი ეწევა საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის შემდეგ რკინის კონსტრუქციებს.

      ოკუპაციური სტატისტიკა - 2017-2019 წლებში საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 327 მოქალაქე დააკავეს.

      შეუფასებელი დაბინძურება - ომბუდსმენი - საქართველოში დღემდე არ ხდება შეფასება, რა გავლენა აქვს ჰაერის დაბინძურებას ჩვენს ჯანმრთელობაზე. ომბუდსმენი სამშენებლო სამუშაოების დროს ჰაერის დაბინძურებაზე ჯარიმების გამკაცრების მომხრეა. დამაბინძურებელი ტრანსპორტი თბილისში - ანგარიში - თბილისში ეტაპობრივად ხდება ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლება, თუმცა, ავტობუსები მოიხმარს დიზელის საწვავს, რომლის ხარისხიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობას ამძიმებს ავტოპარკის ყოველწლიური ზრდა და მოძველებული ავტომანქანების რაოდენობა.

      ევროკავშირთან ახლოს - ავსტრიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავების მომხრეა.

      ტურისტული მომავლის წინასწარმეტყველება - ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - 2025 წელს საქართველოში 11 მლნ საერთაშორისო ვიზიტი იგეგმება, ტურიზმიდან შემოსავლები 6,6 მლრდ დოლარს მიაღწევს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - 2019 წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რეგიონული განვითარების სამინისტრო 41 პროექტს განახორციელებს.

      თარგამაძის აფეთქება - გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა. გივი თარგამაძე - ჩემი მანქანის აფეთქების საქმეზე 18 წელი მიესაჯა ადამიანს, რომელიც არ არსებობს.

      განცხადება მამალაძის საქმეზე - იბადება ეჭვი, რომ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად. საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალები უნდა გასაჯაროვდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. ამასთან, საპატრიარქო მამა გიორგი მამალაძისგან იმ წერილის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც თავად მამალაძის ინფორმაციითვე, მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთავრებისთვის აქვს გაგზავნილი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯობია ყველა დოკუმენტი გამოქვეყნდეს, „რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, საპატრიარქოს მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს. თორნიკე მამალაძე - საპატრიარქოს განცხადებაში მადანაშაულებენ დისკრედიტაციაში, როდესაც პირად საუბრებში მეუბნებიან, რომ მათ ჩემი ესმით. - მასალების გასაჯაროებას ვითხოვდით, სასამართლო სხდომები რომ გამართულიყო. ჩვენ საპატრიარქოსაც მივმართეთ, რათა მათაც მოეთხოვათ, მაგრამ სამწუხაროდ ხმა არავინ არ ამოიღო, რადგან იცნობდნენ საქმის მასალებს. როდესაც პატრიარქი გერმანიიდან ჩამობრძანდა, პროკურორები და მთავრობის წევრები იყვნენ მისული და საქმის მასალების გარკვეული ნაწილი მიიტანეს. აქედან გამომდინარე, მათ სურვილი არ გასჩენიათ, რომ ღია და საჯარო ყოფილიყო, რადგანაც დარწმუნებული იყვნენ, ჩემი ძმის წინააღმდეგ რაიმე სამხილები არ იყო. სურდათ საზოგადოებას კითხვები დარჩენოდა.

საზღვარგარეთულები:

      ვენესუელა მსოფლიოში და საქართველოში - ხუან გუაიდომ საქართველოს ელჩს ვენესუელას მიმართ საქართველოს მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლას მადურო - ექსტრემისტურ მთავრობას, რომლის სათავეში ტრამპი დგას, ნავთობისთვის ომი სურს. მამუკა ბახტაძე - საქართველო დგას ვენესუელელთა გვერდით ამ მძიმე გაჭირვების პერიოდში.

      ირანის ამბავი - ირანის პარლამენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის საკითხს განიხილავს.

      პრეზიდენტის იმპიჩმენტი - იულია ტიმოშენკო პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 154

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters