დაუცველი პერსონალური ინფორმაცია, გრიფით გასაიდუმლოებული საქმე, ზონალური პარკირება და მამალაძის შეწყალების ნაბიჯები

      გაზაფხულის მიგებებას თავისებური ამბები მოჰყვებაო მაგრამ არც საგაზაფხულოა რამე, არც აყვავებული. დღის თემებში იყო თიბისის გრიფით საიდუმლო, პერსონალური ინფორმაციის დაუცველობა, პარკირების მომავალი თბილისში, მამალაძის მონახულება და ეტიკეტირების გამკაცრება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 მარტი, 2019/

      თიბისის გრიფით საიდუმლო - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის" საქმეზე გამოძიება გრიფით „საიდუმლო“ მიმდინარეობს. პროკურატურა უარყოფს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეს გრიფით „საიდუმლო“ ადევს. ელენე ხოშტარია „თიბისი ბანკზე“ - ივანიშვილმა უბრალოდ გადაწყვიტა ბიზნესმენს შეებრძოლოს და მთელი სისტემა დაემორჩილა. ფიქრია ჩიხრაძე - თუ ხაზარაძის და ჯაფარიძის ადვოკატს მასალების გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცა, თუ მათ საპარლამენტო ტრიბუნა ჩაეკეტებათ, სად უნდა დაიცვან სიმართლე? ირაკლი აბესაძე - „თიბისის“ საქმე არ არის პირველი შემთხვევა, „კაბელების საქმე“, „ციანიდის საქმე“, ყველგან, სადაც ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესია, იყენებენ გრიფით „საიდუმლოს“. ნინო ლომჯარია - მზად ვარ, მამუკა ხაზარაძეს შევხვდე - ის არის პირი, რომლის მიმართ გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების კრიტიკული შეფასებების შემდეგ დაიწყო. პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკითხვის ოქმების გამოქვეყნებას ამ ეტაპზე არ აპირებს.

      პერსონალური ინფორმაციის დაცვა - ფოტოსურათებიანი ამომრჩეველი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიში - ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათებიანი ვერსია 6 პარტიას და 5 სადამკვირვებლო ორგანიზაციას გადაეცა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამინისტროებში დაცული პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვებისა და გასაჯაროვების ფაქტები გამოავლინა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - ცესკოს ვებგვერდზე არსებულ ამომრჩეველთა მონაცემებს აქტიურად იყენებენ სესხის ამომღები კომპანიები და კერძო დეტექტივები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - სკოლებში არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს კანონის დარღვევით ასაჯაროვებენ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი - 2018 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი გამოვლინდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - სამართალდამცავი ორგანოების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

      პარკირების რეფორმა - კახა კალაძე - პარკირების რეფორმა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების პარალელურად განხორციელდება. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ზონალური საპარკინგე სივრცეების შემოღებას მხარს არ დაუჭერენ. ბექა დავითულიანი - ზონალური პარკირება დანერგვა აუცილებელია ჩვენი ქალაქისთვის. თედო ისაკაძე - მივესალმები მერიის გადაწყვეტილებას, რომ პირველ ეტაპზე ზონალური პარკირება მხოლოდ კოტე აფხაზის ქუჩას შეეხება. ბექა დავითულიანი - ზონალური პარკირების ფასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები.

      თბილისი ვალი - ირაკლი ზარქუა თბილისის მერიისთვის 62 მილიონ 800 ათასი ლარის სესხად აღებისთვის თანხმობის მიცემას განმარტავს. ბექა დავითულიანი - თბილისის ბიუჯეტის ზრდა დადებითად აისახება ქალაქზე. ირაკლი ზარქუა - ბიუჯეტის პროექტში გაწერილი პროექტები თითოეული თბილისელის ინტერესებზეა მორგებული. რევაზ სოხაძე - ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის გამოსვლები უსამართლოა.

      ირანული გაზი - ენერგეტიკოსი გია არაბიძე - თუ ბაზარზე ირანის სახით კიდევ ერთი მოთამაშე გაჩნდება, მისასალმებელი იქნება, ირანული გაზი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

      ახალი ეტიკეტირება - დღეიდან საქართველოში სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა. რეგულაციით, გაიზარდა ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი, კერძოდ, ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია სურსათის უვნებლობისა და კვებითი ღირებულების შესახებ, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, სურსათის შემადგენლობა შესაძლოა საზიანო იყოს სპეციფიკური მომხმარებლისათვის; ინგრედიენტები; ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა განთავსდეს განსხვავებული ფორმით, რაც განსაკუთრებული კვებითი რეჟიმის მქონე მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

      ძალადაკარგული მოწმობები - 2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემულ გარკვეული კატეგორიის მართვის მოწმობებს დღეიდან იურიდიული ძალა დაეკარგა.

      მამალაძის მონახულება - ელენე ხოშტარია - დეკანოზ მამალაძის სანახავად პოლიტიკური მიზნებით არ შევდივარ - ის არის ტყვეობაში, შანტაჟის ქვეშ და ჩემი ვალია, მის გვერდში ვიყო. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი შეხვდა. ომბუდსმენი - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში სპეციალური სამედიცინო ექსპერტი ჩავრთეთ და რეკომენდაციას დასკვნის შემდეგ გავცემთ. მეუფე ანტონი - საპატრიარქო მზად არის, მამა გიორგის შეწყალების მოთხოვნისთვის ნაბიჯი გადადგას. ელენე ხოშტარია - დეკანოზ მამალაძეს წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია - მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს.

      ტაქსის ქიმ წმენდა - ტაქსის მძღოლებს სალონის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის ღებვის ვაუჩერის მიღება 5 სერვისცენტრში შეუძლიათ. კერძოდ: ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს „ვისოლის“ სათაო ოფისი), ისანი, ქ წამებულის გამზირი # 71 ის მოპირდაპირედ („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აკაკი ბელიაშვილის #125 (G Energy სერვისცენტრი). პროცესი უკვე დაწყებულია.

      ეუთოს კრიტიკა - ნინო ლომჯარია ეუთო-ს ანგარიშზე - ძალიან კრიტიკული შეფასებები იყო - ასეთი დასკვნები მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. მამუკა ბახტაძე - ევროკავშირთან ურთიერთობისა და ინტეგრაციის ხარისხი ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ნინო ბურჯანაძე - ეუთო-ს დასკვნა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის სავარძელი იყიდა.

      მუზეუმის ნგრევა - დადიანების სასახლის მუზეუმში ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად 7 ექსპონატი დაზიანდა.

      კუპრავას სასამართო - ადვოკატი - ზვიად კუპრავას უფლებები ირღვევა, რადგან მისი საკნის მეზობლად მოთავსებულია მირზა სუბელიანი, რომელიც სწორედ კუპრავას მამხილებელი ჩვენების საფუძველზეა დაკავებული. ზვიად კუპრავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 აპრილს დაინიშნა. კუპრავას ადვოკატი - მირზა სუბელიანი პენიტენციარულ სისტემასთან საკმაოდ მჭიდროდაა დაკავშირებული, შესაბამისად, მისი გავლენები გლდანის მე-8 დაწესებულებასთან საკმაოდ დიდია. პროკურორი - ზვიად კუპრავას განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოხდება. ზვიად კუპრავა - როგორც 40-იან წლებში, დილით, მძინარეს ათეულობით პოლიციელი დამადგა და ძალის გამოყენებით წამიყვანეს.

      კამპანია „აიცილე ლევან მურუსიძე“ - კამპანიას „აიცილე ლევან მურუსიძე“ ამ დროისთვის 70 ადვოკატი უჭერს მხარს.

      რუსული ელენერგია - სალომე სამადაშვილი - რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვასა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიისთვის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა, მოვითხოვთ, მის გასაჯაროებას.

საზღვარგარეთულები:

      კორუფციის უარყოფა - ბენიამინ ნეთანიაჰუმ კორუფციის შესახებ ბრალდებები უარყო.

      ტრამპის მესიჯი ინს - დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს უბრალოდ ვუთხარი: მისმინე, ასე არაფერი გამოგვივა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 145

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters